საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ადუაშვილის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზეწოლით ცვლიდნენ
ავთანდილ ადუაშვილის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზეწოლით ცვლიდნენ

მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ზაზა მეს­ხი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნე­ბებს სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ცვლიდ­ნენ.

რო­გორც ზაზა მეს­ხმა დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ პავ­ლი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმას, ბრალ­დე­ბულ ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის ქვეშ არ მი­უ­ცი­ათ.

"ბრალ­დე­ბულ ჩხა­პე­ლი­ას შე­ეძ­ლო, მა­ნამ­დე გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­წო­ლის შე­დე­გად მის­ცა, სა­ნამ საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცე­მო­და. ახლა კი ამის თქმა თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტია. რა­ტომ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას მე­ო­რე მხა­რე, ანუ თა­ვად სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახ­დენ­დეს და სწო­რედ ამის გამო სურ­დეთ ჩვე­ნე­ბე­ბის შეც­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა მეს­ხმა, რო­მე­ლიც საქ­მე­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მისი თქმით, სოსო პავ­ლი­აშ­ვილს და ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვილს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა. ამის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ადუ­აშ­ვი­ლის ნა­თე­სავ­მა არ იცის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებს, სა­დაც ისი­ნი ბრალს აღი­ა­რე­ბენ, ცვლი­ან. ამის შე­სა­ხებ დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ჩვე­ნე­ბე­ბი ზე­წო­ლის შე­დე­გად არის მი­ცე­მუ­ლი.

ამას­თან, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ადუ­აშ­ვი­ლის დას­ჯის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა - 50 ათა­სი დო­ლა­რი მის­მა ცო­ლის ძმამ, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­და­ი­ხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ავთანდილ ადუაშვილის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზეწოლით ცვლიდნენ

ავთანდილ ადუაშვილის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზეწოლით ცვლიდნენ

მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის ახლობელი ზაზა მესხი არ გამორიცხავს, რომ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზემოქმედების შედეგად ცვლიდნენ.

როგორც ზაზა მესხმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ პავლიაშვილის ცოლის ძმას, ბრალდებულ ვახტანგ ჩხაპელიას და სხვა ბრალდებულებს პროკურატურისთვის ჩვენება ზეწოლის ქვეშ არ მიუციათ.

"ბრალდებულ ჩხაპელიას შეეძლო, მანამდე განეცხადებინა, რომ ჩვენება პროკურატურის ზეწოლის შედეგად მისცა, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. ახლა კი ამის თქმა თვითგადარჩენის ინსტინქტია. რატომ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებზე ზემოქმედებას მეორე მხარე, ანუ თავად სოსო პავლიაშვილი ახდენდეს და სწორედ ამის გამო სურდეთ ჩვენებების შეცვლა", - განაცხადა ზაზა მესხმა, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი.

მისი თქმით, სოსო პავლიაშვილს და ავთანდილ ადუაშვილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ამის კონკრეტული მიზეზი ადუაშვილის ნათესავმა არ იცის.

როგორც ცნობილია, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებს, სადაც ისინი ბრალს აღიარებენ, ცვლიან. ამის შესახებ დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგად არის მიცემული.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენების მიხედვით, ადუაშვილის დასჯისთვის საჭირო თანხა - 50 ათასი დოლარი მისმა ცოლის ძმამ, სოსო პავლიაშვილმა გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ