პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვს ტარიელ მაისურაძე ბელორუსის პრეზიდენტს
რას სთხოვს ტარიელ მაისურაძე ბელორუსის პრეზიდენტს

ტა­რი­ელ მა­ი­სუ­რა­ძე ბე­ლო­რუს­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ. ტა­რი­ე­ლის რო­ლე­ბი ბე­ლო­რუ­სულ ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში, მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი თუ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ბევ­რის­თვის გახ­და საყ­ვა­რე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას ცოტა თუ იც­ნობს, ბე­ლო­რუს­ში კი რე­ი­ტინ­გუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვია, თუმ­ცა ტა­რი­ელს რამ­დე­ნა­დაც აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რა აქვს, იმ­დე­ნად და­უ­წყო­ბე­ლი აქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და მისი პი­რა­დი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ ბე­ლო­რუ­სულ და რუ­სულ პრე­სა­ში ხში­რად წე­რენ. სულ ცოტა ხნის წინ კომ­პო­ზი­ტორ­მა, მომ­ღე­რალ­მა, მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო­საც კი მი­მარ­თა თხოვ­ნით, მისი ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხი ბო­ლოს და ბო­ლოს გა­და­წყდეს.

გუ­და­უ­თა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აფხა­ზე­თის ომის დროს იქი­დან იძუ­ლე­ბით წა­მო­სუ­ლი, ბე­ლო­რუს­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ორი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, თუმ­ცა არც ერ­თთან არ აე­წყო ცხოვ­რე­ბა (ტა­რი­ელს ორი­ვე ცოლ­თან ორი შვი­ლი ჰყავს - ვაჟი გი­ორ­გი და ქა­ლიშ­ვი­ლი - თი­ნა­თი­ნი). მე­ო­რე ცოლ­თან გა­შო­რე­ბის შემ­დეგ, 2011 წელს სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით მო­ი­პო­ვა უფ­ლე­ბა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თუმ­ცა მისი გო­გო­ნა თინა კვლავ დე­დას­თან არის, ტა­რი­ელს კი მხო­ლოდ თვე­ში ორ­ჯერ აქვს მისი ნახ­ვის უფ­ლე­ბა. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დენ­ჯერ­მე საქ­მეც აღიძ­რა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის. ახლა მა­ი­სუ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­ლო­რუ­სის მი­ლი­ცი­ი­სა და მისი ცო­ლის მა­ქი­ნა­ცი­ე­ბია.

მისი მე­ო­რე ცოლი, ტა­ტი­ა­ნა მარ­ტი­ნო­ვა, ყო­ფი­ლი რა­დი­ო­წამ­ყვა­ნია, ახლა კი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი, რო­მე­ლიც ყო­ფილ ქმარს ალ­ფონსსა და აფე­რისტს უწო­დებს და ამ­ტკი­ცებს, რომ ტა­რი­ე­ლი ეხ­ვე­წე­ბო­და, დრო­ზე ექორ­წი­ნათ და თა­ვის ბი­ნა­ში ჩა­ე­წე­რა.

არა­და, 1999 წელს ტა­ტი­ა­ნა მარ­ტი­ნო­ვას გამო ტა­რი­ელ­მა ცოლ-შვი­ლი მი­ა­ტო­ვა. ტა­ტი­ა­ნას ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ტა­რი­ელ­თან კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - თინა გა­უჩ­ნდა. რო­გორც ტა­რი­ე­ლი ამ­ბობს, ოჯახს თა­ვად ინა­ხავ­და, ტა­ტი­ა­ნა კი ბოლო დროს ღამ­ღა­მო­ბით იკარ­გე­ბო­და და სწო­რედ მისი ღა­ლა­ტი გახ­და ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი. სა­ნამ ერ­თად იყ­ვნენ, წა­ყე­ნე­ბულ პრე­ტენ­ზი­ებს ქალი ასე პა­სუ­ხობ­და: "არ მოგ­წონს - წადი, მშობ­ლის უფ­ლე­ბებს წა­გარ­თმევ". ტა­რი­ე­ლის აღი­ა­რე­ბით, ახლა სწო­რედ მშობ­ლის უფ­ლე­ბის ჩა­მო­სარ­თმე­ვად გა­ერ­თი­ან­დნენ ტა­ტი­ა­ნა და ბე­ლო­რუ­სის მი­ლი­ცია და სწო­რედ მათ­თან ბრძო­ლა­ში სთხოვს დახ­მა­რე­ბას იგი ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენტს.

ლუ­კა­შენ­კოს რე­აქ­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მა­ნამ­დე კი ტა­რი­ე­ლი წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში იმა­საც იხ­სე­ნებს, რო­გორ გახ­და მომ­ღე­რა­ლი. "მე­სა­მე კლა­სი­დან უფ­როს ძმებ­თან ერ­თად მუ­სი­კა­ლურ კო­ლექ­ტივ­ში დოლ­ზე ვუკ­რავ­დი. ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რომ ქორ­წი­ლებ­ში ვუკ­რავ­დი და ცოტა ფულს ვშო­უ­ლობ­დი. გუ­და­უ­თის კულ­ტუ­რის სახ­ლთან არ­სე­ბულ ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლში აღ­მოვ­ჩნდი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკვე სა­ბავ­შვო სა­ესტრა­დო კო­ლექ­ტი­ვი შევ­კრი­ბე და კონ­ცერ­ტე­ბით დავ­დი­ო­დით ბა­ნა­კებ­ში".

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლო­რუს­ში მის აღ­მო­ჩე­ნას, ამა­საც სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. ტა­რი­ელს ბავ­შვო­ბი­დან სდევ­და თან ქა­ლებ­თან არც ისე იოლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მის­მა ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულ­მა ოჯა­ხის შექ­მნა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ტა­რი­ელ­მა მა­შინ იფიქ­რა, ად­რე­აო. ჯიბ­რზე გო­გო­ნა გა­თხოვ­და. მერე უკვე ორ­სუ­ლი ისევ შეხ­ვდა და სთხო­ვა, და­გიბ­რუნ­დე­ბიო. გო­გო­ნამ ამა­ზეც უარი მი­ი­ღო, მაგ­რამ მათი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ყვე­ლამ გა­ი­გო და შემ­დგო­მი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უფ­როს­მა ძმებ­მა ურ­ჩი­ეს, იქა­უ­რო­ბას გას­ცლო­და. მო­ხა­ლი­სედ მი­ვი­და და ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, სა­ი­და­ნაც მინ­სკში აღ­მოჩ­ნდა.

ტა­რი­ე­ლის თქმით, ბოლო 19 წე­ლია ოც­ნე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე: "თა­ვი­დან ომის დამ­თავ­რე­ბას და ჩემს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვე­ლო­დი. მერე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ვე­ლო­დი სა­ცხოვ­რე­ბელს - ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­კარ­გუ­ლის სა­ნაც­ვლოდ. მაგ­რამ ჯერ არც ერთი სურ­ვი­ლი არ შემ­სრუ­ლე­ბია. სა­ნამ ვე­ლო­დი, ბე­ლო­რუს­ში გავ­ხდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მამა, ქმა­რი. მალე ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ბე­ლო­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს და­ამ­თავ­რებს, ალ­ბათ ბა­ბუ­აც გავ­ხდე­ბი. დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა სულ უფრო შორს გა­და­ი­წევს..."

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რას სთხოვს ტარიელ მაისურაძე ბელორუსის პრეზიდენტს

რას სთხოვს ტარიელ მაისურაძე ბელორუსის პრეზიდენტს

ტარიელ მაისურაძე ბელორუსში მოღვაწე ცნობილი მომღერალი და მსახიობია, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან უყვართ. ტარიელის როლები ბელორუსულ ფილმებსა და სერიალებში, მისი შესრულებული რუსული თუ ქართული სიმღერები ბევრისთვის გახდა საყვარელი. საქართველოში მას ცოტა თუ იცნობს, ბელორუსში კი რეიტინგული და პოპულარული ვარსკვლავია, თუმცა ტარიელს რამდენადაც აწყობილი კარიერა აქვს, იმდენად დაუწყობელი აქვს პირადი ცხოვრება და მისი პირადი ამბების შესახებ ბელორუსულ და რუსულ პრესაში ხშირად წერენ. სულ ცოტა ხნის წინ კომპოზიტორმა, მომღერალმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაც კი მიმართა თხოვნით, მისი ოჯახური საკითხი ბოლოს და ბოლოს გადაწყდეს.

გუდაუთაში დაბადებული და აფხაზეთის ომის დროს იქიდან იძულებით წამოსული, ბელორუსში დასახლებული მომღერლის ცხოვრებაში ორი ქალბატონი იყო, თუმცა არც ერთთან არ აეწყო ცხოვრება (ტარიელს ორივე ცოლთან ორი შვილი ჰყავს - ვაჟი გიორგი და ქალიშვილი - თინათინი). მეორე ცოლთან გაშორების შემდეგ, 2011 წელს სასამართლოს ძალით მოიპოვა უფლება, რომ ქალიშვილი მასთან დარჩენილიყო. თუმცა მისი გოგონა თინა კვლავ დედასთან არის, ტარიელს კი მხოლოდ თვეში ორჯერ აქვს მისი ნახვის უფლება. ამ ორი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ რამდენჯერმე საქმეც აღიძრა - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ახლა მაისურაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ბელორუსის მილიციისა და მისი ცოლის მაქინაციებია.

მისი მეორე ცოლი, ტატიანა მარტინოვა, ყოფილი რადიოწამყვანია, ახლა კი ბიზნესვუმენი, რომელიც ყოფილ ქმარს ალფონსსა და აფერისტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტარიელი ეხვეწებოდა, დროზე ექორწინათ და თავის ბინაში ჩაეწერა.

არადა, 1999 წელს ტატიანა მარტინოვას გამო ტარიელმა ცოლ-შვილი მიატოვა. ტატიანას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. ტარიელთან კიდევ ერთი ქალიშვილი - თინა გაუჩნდა. როგორც ტარიელი ამბობს, ოჯახს თავად ინახავდა, ტატიანა კი ბოლო დროს ღამღამობით იკარგებოდა და სწორედ მისი ღალატი გახდა ოჯახის დანგრევის მიზეზი. სანამ ერთად იყვნენ, წაყენებულ პრეტენზიებს ქალი ასე პასუხობდა: "არ მოგწონს - წადი, მშობლის უფლებებს წაგართმევ". ტარიელის აღიარებით, ახლა სწორედ მშობლის უფლების ჩამოსართმევად გაერთიანდნენ ტატიანა და ბელორუსის მილიცია და სწორედ მათთან ბრძოლაში სთხოვს დახმარებას იგი ბელორუსის პრეზიდენტს.

ლუკაშენკოს რეაქცია ჯერჯერობით უცნობია, მანამდე კი ტარიელი წარმატებულ კარიერას აგრძელებს და ინტერვიუებში იმასაც იხსენებს, როგორ გახდა მომღერალი. "მესამე კლასიდან უფროს ძმებთან ერთად მუსიკალურ კოლექტივში დოლზე ვუკრავდი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ ქორწილებში ვუკრავდი და ცოტა ფულს ვშოულობდი. გუდაუთის კულტურის სახლთან არსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში აღმოვჩნდი, მოგვიანებით კი უკვე საბავშვო საესტრადო კოლექტივი შევკრიბე და კონცერტებით დავდიოდით ბანაკებში".

რაც შეეხება ბელორუსში მის აღმოჩენას, ამასაც საინტერესო ისტორია აქვს. ტარიელს ბავშვობიდან სდევდა თან ქალებთან არც ისე იოლი ურთიერთობები. სკოლის დამთავრების შემდეგ მისმა ბავშვობის სიყვარულმა ოჯახის შექმნა შესთავაზა, თუმცა ტარიელმა მაშინ იფიქრა, ადრეაო. ჯიბრზე გოგონა გათხოვდა. მერე უკვე ორსული ისევ შეხვდა და სთხოვა, დაგიბრუნდებიო. გოგონამ ამაზეც უარი მიიღო, მაგრამ მათი შეხვედრის შესახებ ყველამ გაიგო და შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად უფროსმა ძმებმა ურჩიეს, იქაურობას გასცლოდა. მოხალისედ მივიდა და ჯარში გაიწვიეს, საიდანაც მინსკში აღმოჩნდა.

ტარიელის თქმით, ბოლო 19 წელია ოცნებობს საქართველოში კონცერტის გამართვაზე და საქართველოში დაბრუნებაზე: "თავიდან ომის დამთავრებას და ჩემს სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ველოდი. მერე საქართველოს მთავრობისგან ველოდი საცხოვრებელს - ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგულის სანაცვლოდ. მაგრამ ჯერ არც ერთი სურვილი არ შემსრულებია. სანამ ველოდი, ბელორუსში გავხდი პროფესიონალი, მამა, ქმარი. მალე ჩემი უფროსი შვილი ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაამთავრებს, ალბათ ბაბუაც გავხდები. დაბრუნების პერსპექტივა სულ უფრო შორს გადაიწევს..."

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება