პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ბრალ­დე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ია მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა. ამის მი­ზე­ზი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მხრი­დან პრო­კუ­რორ­თან და საქ­მის ერთ-ერთ მოწ­მეს­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა გახ­და. მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძემ ახა­ლა­ი­ას გა­ნუ­მარ­ტა, რომ პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და და თუკი ასე გა­აგ­რძე­ლებ­და, დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვებ­და. ახა­ლა­ი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ეს მის­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და, რის შემ­დე­გაც, დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვეს.

პრო­ცეს­ზე, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა რო­მეო სა­ჯა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვა­დაც ტო­ვებ­და დარ­ბაზს.

მო­სა­მარ­თლე და­რახვე­ლი­ძემ მას გა­ნუ­მარ­ტა, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ის და­ჯა­რიმ­დე­ბო­და. რე­მეო სა­ჯა­ი­ამ დარ­ბა­ზი მა­ინც და­ტო­ვა, რის გა­მოც, მას 500- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას პრო­ცე­სი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა დარ­ბა­ზი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დამ­სწრე­თა ნა­წილ­მაც და­ტო­ვა.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის­დრო­ინ­დელ ბრალ­დე­ბებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას დღეს რამ­დე­ნი­მე მოწ­მე და­ი­კი­თხა, მათ შო­რის ორი მოქ­მე­დი და სამი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი ბაჩო ახალაიას მხრიდან პროკურორთან და საქმის ერთ-ერთ მოწმესთან პოლემიკაში შესვლა გახდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას განუმარტა, რომ პოლემიკაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და თუკი ასე გააგრძელებდა, დარბაზიდან გააძევებდა. ახალაიამ უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, დარბაზიდან გააძევეს.

პროცესზე, პროტესტის ნიშნად, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ თავადაც ტოვებდა დარბაზს.

მოსამართლე დარახველიძემ მას განუმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ის დაჯარიმდებოდა. რემეო საჯაიამ დარბაზი მაინც დატოვა, რის გამოც, მას 500- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დარბაზი პროტესტის ნიშნად დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.

ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობისდროინდელ ბრალდებებზე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხა, მათ შორის ორი მოქმედი და სამი ყოფილი სამხედრო პირი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ