პარტნიორები:

    მარკ ცუკერბერგმა პოლიტიკური მოძრაობა შექმნა

    მარკ ცუკერბერგმა პოლიტიკური მოძრაობა შექმნა

    "ფეისბუქის" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა პოლიტიკური მოძრაობა შექმნა, სახელწოდებით FWD.us (Forward US – "წინ, ჩვენთან ერთად") შექმნა. ამის შესახებ "სი-ბი-ეს ნიუსი" იუწყება.

    გამოცემის ინფორმაციით, ცუკერბერგის პოლიტიკური პარტია დააფინანსებს სამეცნიერო კვლევებს და მხარს დაუჭერს საკანონმდებლო რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი, საიმიგრაციო რეფორმებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად, ცუკერბერგის პოლიტიკურ მოძრაობას მიგრაციის პრობლემა აღელვებს.

    "ჩვენს ქვეყანას უცნაური საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს, რომელიც არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს", - განაცხადა "ფეისბუკის" დაამაარსებელმა.

    მისივე თქმით, აუცილებელია აშშ-ის მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს კვალიფიციური მიგრანტებისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მოზიდვას განურჩევლად მათი დაბადების ადგილისა.

    ამასთან, ცუკერბერგი ითხოვს სკოლებში საგანმანათლებლო სტანდარტების გაზრდას.

    ცუკერბერგის პოლიტიკურ მოძრაობაში FWD.us გაწევრიანებული არიან: "ლინკედინის" თანადამფუძნებელი რეიდ ჰოფმანი, Google-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ერიკ შმიდტი, Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი და სხვა ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები.

    მომზადებულია cbsnews-ის მიხედვით.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს