საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური
ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური

ამ­ბერ რო­უ­ზი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ და ექ­სცენ­ტრი­კულ ამე­რი­კელ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ვა. მო­დე­ლი ამ­ბე­რი სულ ცოტა ხნის წინ დედა გახ­და, თუმ­ცა ფორ­მა­ში მალე ჩად­გა და დღე­საც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­დურ და გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნად ასა­ხე­ლე­ბენ.

29 წლის ამ­ბე­რი არას­დროს ყო­ფი­ლა მე­ტის­მე­ტად გამ­ხდა­რი და მა­ნე­კე­ნის პა­რა­მეტ­რე­ბის მქო­ნე. ყო­ველ­თვის ქა­ლუ­რი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი ჰქონ­და და დღე­საც ამა­ყობს ამით. ამ­ბე­რი თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად ერთ დროს იმა­საც არ შე­უ­შინ­და, რომ თმა ბო­ლომ­დე გა­და­ე­პარ­სა და მას მერე არც გა­უზ­რდია. შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ღე­ბოს, მეტი ეფექ­ტის­თვის - მა­გა­ლი­თად, ჟო­ლოს­ფრად ან იის­ფრად, გაზ­რდით კი აღარ იზ­რდის. ამ­ბე­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი ვარ­სკვლა­ვია ჩაც­მის მხრი­ვაც. მას შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად მო­ირ­გოს ულტრა­მო­დუ­რი სა­მო­სი და ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, ყვე­ლას მო­ე­სურ­ვოს შემ­დეგ მისი ჩაც­მა. მა­გა­ლი­თად, მან ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ამ­კვიდ­რა ჰო­ლი­ვუდ­ში ხუთ­კუ­თხა, ე.წ. პენ­ტა­გო­ნი სათ­ვა­ლე.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი

ამ­ბე­რი 1982 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს არის და­ბა­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში. მისი მშობ­ლე­ბი იტა­ლი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა­ნი არი­ან. მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი კი ლე­ვონ­ჩუ­კია.

ამ­ბე­რი 3 წლის იყო, როცა მისი მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ და ამ­ბერს დე­ი­და ზრდი­და. სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის ჭო­რა­ობ­დნენ მას­ზე, რად­გან მა­შინ­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით - მო­დი­სად­მი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. ასე­ვე რო­კის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

რო­გორც ახლა იხ­სე­ნებს, თა­ვის დრო­ზე ოც­ნე­ბობ­და, სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი ჰქო­ნო­და, რად­გან გიჟ­დე­ბა კარგ ჭა­მა­ზე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მო­დე­ლი გახ­და.

დღეს ამ­ბე­რი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის პო­ზი­რებს, ვი­დე­ოკ­ლი­პებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და მზის სათ­ვა­ლის სა­კუ­თა­რი ხა­ზიც აქვს. სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ბრენ­დის ტან­საც­მელ­საც უწევს რეკ­ლა­მას და ბო­მონ­დუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეც არის.

2009 წელს ამ­ბე­რი ლუი ვი­ტო­ნის კე­დე­ბის რეკ­ლა­მის­თვის გა­და­ი­ღეს. მე­გობ­რობს ბევრ ცნო­ბილ რე­პერ­თან, რო­მელ­თა მუ­სი­კა­ლურ კლი­პებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ხოლ­მე.

ამ­ბე­რი და კა­ნიე უეს­ტი

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც დატ­ვირ­თუ­ლი აქვს ამ­ბერს. თვი­თონ ამ­ბობს, რომ ბი­სექ­სუ­ა­ლია, თუმ­ცა მის გვერ­დით მა­ინც უფრო ხში­რად მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. ხვდე­ბო­და კა­სი­დი­სა და კრის ბრა­უნს. რე­პერ­თა სამ­ყა­რო­ში მისი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი რჩე­უ­ლი იყო კა­ნიე უეს­ტი, რო­მე­ლიც დღეს კიმ კარ­და­ში­ა­ნის საქმროა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბე­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­მო­უ­ტყდა, რომ კა­ნიე ჯერ კი­დევ მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო, როცა კიმ­მა მას­თან რო­მა­ნი გა­ა­ბა. "კა­ნი­ემ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბე­რი, - ერთხელ უთხრეს: "იცი, რომ ეგ გოგო სტრიპ­ტი­ზი­ო­რა­დაც მუ­შა­ობ­და და ქა­ლებ­საც ხვდე­ბო­და?" კა­ნი­ემ კი უპა­სუ­ხა: "ისე­თი რამ მი­ამ­ბეთ, რაც არ ვიცი".

"მე და კა­ნიე კი­მის გამო დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს", - თქვა ამ­ბერ­მა კა­ნი­ეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ და ისიც აღი­ა­რა, რომ იმ დროს კიმს ჯერ კი­დევ ჰყავ­და ქმა­რი, მაგ­რამ მა­ინც და­დი­ო­და კა­ნი­ეს­თან.

"გა­მუდ­მე­ბით ურე­კავ­და, სწერ­და, გუ­ლახ­დილ ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნი­და, - იხ­სე­ნებს ამ­ბე­რი, - ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლიც კი გა­ვუგ­ზავ­ნე კიმს, რა­ღაც ამ­გვა­რი: "კიმ, ადა­მი­ა­ნუ­რად გთხოვ, და­ა­ნე­ბე თავი კა­ნი­ეს", მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია".

ბედ­ნი­ე­რი დედა

თუმ­ცა დღეს ამ­ბე­რი კმა­ყო­ფი­ლიც კია ბე­დის, რომ კა­ნიე მის გვერ­დით აღარ არის. რად­გან სწო­რედ მას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ შეხ­ვდა თა­ვის ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს - 24 წლის რე­პერ უიზ კა­ლი­ფას. ის და კა­ლი­ფა 2012 წელს და­ი­ნიშ­ნენ კი­დეც, 21 თე­ბერ­ვალს კი წყვილს შვი­ლიც გა­უჩ­ნდა - სე­ბას­ტი­ან ტე­ი­ლორ ტო­მა­სი. "სამი კვი­რის შემ­დეგ სე­ბას­ტი­ა­ნის და­ბა­დე­ბი­დან, თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვგრძნობ!" - და­წე­რა რო­უზ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გვერ­დზე და ქვე­ყა­ნას ამ­ცნო, რომ დე­დო­ბამ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

თუმ­ცა ამ­ბე­რი იმა­საც ამ­ბობს, რომ დე­დო­ბის გამო არ აპი­რებს ან სა­კუ­თარ თა­მამ სტილ­ზე თქვას უარი, ან დატ­ვირ­თულ ბო­მონ­დურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ამ­ბერს კი­დევ ერთი ჰობი აქვს, რო­მე­ლიც ასე­ვე უმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს ცხოვ­რე­ბას - ხა­ტავს და ნა­ხა­ტებს არც ისე ცუდ ფა­სად ყი­დის.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური

ამბერ როუზი - ულტრამოდური და სექსუალური

ამბერ როუზი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ექსცენტრიკულ ამერიკელ ვარსკვლავად მიიჩნევა. მოდელი ამბერი სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა, თუმცა ფორმაში მალე ჩადგა და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და გემოვნებიან ქალბატონად ასახელებენ.

29 წლის ამბერი არასდროს ყოფილა მეტისმეტად გამხდარი და მანეკენის პარამეტრების მქონე. ყოველთვის ქალური, მომრგვალებული ფორმები ჰქონდა და დღესაც ამაყობს ამით. ამბერი თავისი სექსუალურობის ხაზგასასმელად ერთ დროს იმასაც არ შეუშინდა, რომ თმა ბოლომდე გადაეპარსა და მას მერე არც გაუზრდია. შეიძლება შეიღებოს, მეტი ეფექტისთვის - მაგალითად, ჟოლოსფრად ან იისფრად, გაზრდით კი აღარ იზრდის. ამბერი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ვარსკვლავია ჩაცმის მხრივაც. მას შეუძლია თავისუფლად მოირგოს ულტრამოდური სამოსი და ისე წარმოაჩინოს, ყველას მოესურვოს შემდეგ მისი ჩაცმა. მაგალითად, მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ჰოლივუდში ხუთკუთხა, ე.წ. პენტაგონი სათვალე.

წარმატებული ქალი

ამბერი 1982 წლის 21 ოქტომბერს არის დაბადებული სამხრეთ ფილადელფიაში. მისი მშობლები იტალიური წარმომავლობისანი არიან. მისი ნამდვილი გვარი კი ლევონჩუკია.

ამბერი 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ და ამბერს დეიდა ზრდიდა. სკოლაში ყოველთვის ჭორაობდნენ მასზე, რადგან მაშინვე გამოირჩეოდა თანატოლებს შორის, განსაკუთრებით - მოდისადმი არაორდინარული დამოკიდებულების გამო. ასევე როკის სიყვარულისთვის.

როგორც ახლა იხსენებს, თავის დროზე ოცნებობდა, საკუთარი რესტორანი ჰქონოდა, რადგან გიჟდება კარგ ჭამაზე, მაგრამ საბოლოოდ მოდელი გახდა.

დღეს ამბერი ჟურნალებისთვის პოზირებს, ვიდეოკლიპებში მონაწილეობს და მზის სათვალის საკუთარი ხაზიც აქვს. სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელსაც უწევს რეკლამას და ბომონდური წვეულებების აქტიური მონაწილეც არის.

2009 წელს ამბერი ლუი ვიტონის კედების რეკლამისთვის გადაიღეს. მეგობრობს ბევრ ცნობილ რეპერთან, რომელთა მუსიკალურ კლიპებშიც მონაწილეობს ხოლმე.

ამბერი და კანიე უესტი

პირადი ცხოვრებაც დატვირთული აქვს ამბერს. თვითონ ამბობს, რომ ბისექსუალია, თუმცა მის გვერდით მაინც უფრო ხშირად მამაკაცები არიან. ხვდებოდა კასიდისა და კრის ბრაუნს. რეპერთა სამყაროში მისი ერთ-ერთი გამორჩეული რჩეული იყო კანიე უესტი, რომელიც დღეს კიმ კარდაშიანის საქმროა. მოგვიანებით ამბერი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ კანიე ჯერ კიდევ მისი თაყვანისმცემელი იყო, როცა კიმმა მასთან რომანი გააბა. "კანიემ თითქმის ყველაფერი იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, - იხსენებდა მოგვიანებით ამბერი, - ერთხელ უთხრეს: "იცი, რომ ეგ გოგო სტრიპტიზიორადაც მუშაობდა და ქალებსაც ხვდებოდა?" კანიემ კი უპასუხა: "ისეთი რამ მიამბეთ, რაც არ ვიცი".

"მე და კანიე კიმის გამო დავშორდით ერთმანეთს", - თქვა ამბერმა კანიესთან დაშორების შემდეგ და ისიც აღიარა, რომ იმ დროს კიმს ჯერ კიდევ ჰყავდა ქმარი, მაგრამ მაინც დადიოდა კანიესთან.

"გამუდმებით ურეკავდა, სწერდა, გულახდილ ფოტოებს უგზავნიდა, - იხსენებს ამბერი, - ელექტრონული წერილიც კი გავუგზავნე კიმს, რაღაც ამგვარი: "კიმ, ადამიანურად გთხოვ, დაანებე თავი კანიეს", მაგრამ პასუხი არ მიმიღია".

ბედნიერი დედა

თუმცა დღეს ამბერი კმაყოფილიც კია ბედის, რომ კანიე მის გვერდით აღარ არის. რადგან სწორედ მასთან დაშორების შემდეგ შეხვდა თავის ნამდვილ სიყვარულს - 24 წლის რეპერ უიზ კალიფას. ის და კალიფა 2012 წელს დაინიშნენ კიდეც, 21 თებერვალს კი წყვილს შვილიც გაუჩნდა - სებასტიან ტეილორ ტომასი. "სამი კვირის შემდეგ სებასტიანის დაბადებიდან, თავს შესანიშნავად ვგრძნობ!" - დაწერა როუზმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე და ქვეყანას ამცნო, რომ დედობამ უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.

თუმცა ამბერი იმასაც ამბობს, რომ დედობის გამო არ აპირებს ან საკუთარ თამამ სტილზე თქვას უარი, ან დატვირთულ ბომონდურ ცხოვრებაზე. ამბერს კიდევ ერთი ჰობი აქვს, რომელიც ასევე უმრავალფეროვნებს ცხოვრებას - ხატავს და ნახატებს არც ისე ცუდ ფასად ყიდის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება