მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოკა გაბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტს ელაქუცება
გოკა გაბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტს ელაქუცება

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვას რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის გა­მაგ­რე­ბას უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ გოკა გა­ბაშ­ვილ­მა დღეს "პირ­ვე­ლი რა­დი­ოს" პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, წინა პარ­ლა­მენ­ტში აგ­ვის­ტოს ომის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რო­მელ­მაც იმუ­შა­ვა და დადო კონ­კრე­ტუ­ლი დას­კვნე­ბი, თუმ­ცა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა.

"ახა­ლი მთავ­რო­ბის ეს ქმე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი კმა­ყო­ფი­ლი იყოს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ელა­ქუ­ცე­ბა ოკუ­პანტს, ეს კი სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფერს მო­უ­ტანს", - აცხა­დებს გოკა გა­ბაშ­ვი­ლი.

უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კაბვში­რე­ბით თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მძი­ნა­რე სო­ფელს თავს და­ეს­ხა, სიც­რუ­ეა.

დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ზუს­ტად ისე, რო­გორც მო­იქ­ცე­ო­და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ო­ნე­ტუ­ლად დას­მუ­ლი მთავ­რო­ბა.

"ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც ნდო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გა­მო­უ­ცხა­და, უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი, რაც წინა მთავ­რო­ბას ჰქონ­და და ეზ­რუ­ნა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ისი­ნი არას­წო­რი გზით მი­დი­ან", - აღ­ნიშ­ნა გა­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­მა­ვალ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, გა­ბაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ პარ­ტია აპი­რებს პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და ლე­გა­ლუ­რი გზე­ბით.

"ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ, რომ არ მოხ­დეს ქვეყ­ნის ნგრე­ვა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა", - აღ­ნიშ­ნა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოკა გაბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტს ელაქუცება

გოკა გაბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტს ელაქუცება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას რუსული ვერსიის გამაგრებას უწოდებს. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, წინა პარლამენტში აგვისტოს ომის თემასთან დაკავშირებით არსებობდა საპარლამენტო კომისია, რომელმაც იმუშავა და დადო კონკრეტული დასკვნები, თუმცა უფრო სერიოზული პრეტენზიები არ ყოფილა.

"ახალი მთავრობის ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კმაყოფილი იყოს. საქართველოს ხელისუფლება ელაქუცება ოკუპანტს, ეს კი საქართველოს არაფერს მოუტანს", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკაბვშირებით თითქოს საქართველოს მთავრობა მძინარე სოფელს თავს დაესხა, სიცრუეა.

დეპუტატის განცხადებით, ეს ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა რუსეთის მიერ საქართველოში მარიონეტულად დასმული მთავრობა.

"ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ნდობა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გამოუცხადა, უნდა გაეგრძელებინა ის წარმატებები და მიღწევები, რაც წინა მთავრობას ჰქონდა და ეზრუნა ქვეყნის აღმშენებლობაზე, თუმცა ისინი არასწორი გზით მიდიან", - აღნიშნა გაბაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალ სამოქმედო გეგმას, გაბაშვილი განმარტავს, რომ პარტია აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას კონსტიტუციური და ლეგალური გზებით.

"ჩვენ ვიზრუნებთ, რომ არ მოხდეს ქვეყნის ნგრევა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა