მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში
კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში

დიდ პო­ლი­ტი­კას ხში­რად, ბინ­ძუ­რი კუ­ლუ­ა­რუ­ლი ბრძო­ლე­ბი ახ­ლავს. წი­ნამ­დე­ბა­რე ამ­ბა­ვი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კა­ში გვაბ­რუ­ნებს და ამ სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი გვა­რის - კე­ნე­დის პო­ლი­ტი­კურ-კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს გად­მოგ­ვცემს.

1960 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ჯონ კე­ნე­დიმ მხო­ლოდ 113 ათა­სი ხმით მო­უ­გო რი­ჩარდ ნიქ­სონს. 68 მი­ლი­ო­ნი ხმი­დან კე­ნე­დი თეთრ სახ­ლში შე­ვი­და სულ რა­ღაც ორ მე­ა­თედპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით. მისი მო­გე­ბის გა­სა­ღებს კუ­კის ოლქი წარ­მო­ად­გენ­და - ალ კა­პო­ნეს ყო­ფი­ლი სამ­ფლო­ბე­ლო. ილი­ნო­ი­სის შტატ­ში მან აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა 450 ათა­სი ხმით და 27 სა­არ­ჩევ­ნო ხმა და პრე­ზი­დენ­ტო­ბა მი­ი­ღო (ყო­ვე­ლი შტა­ტი სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს ირ­ჩევს).

კე­ნე­დის მამა "მშრა­ლი კა­ნო­ნის" დროს ბუტ­ლე­გე­რი იყო, მა­ფი­ას­თა­ნაც კარ­გი კავ­ში­რი ჰქონ­და და მთე­ლი თა­ვი­სი გავ­ლე­ნა სა­კუ­თარ შვილს მო­ახ­მა­რა. მან გა­და­ი­ბი­რა ჩი­კა­გოს მერი, ქა­ლა­ქის ბოსი - რი­ჩარდ დე­ი­ლი. დე­ი­ლი ის კაცი იყო, რო­მელ­საც ამ პოსტზე უც­ვლე­ლად ირ­ჩევ­დნენ ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ, 1955 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი - 1975 წლამ­დე. ჯონ კე­ნე­დი ხუმ­რობ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მა­მა­მის­მა სთხო­ვა, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მო­სა­გე­ბად სჭირ­დე­ბო­და, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მას ფული უნდა გა­და­ე­ხა­და.

ჯონ კე­ნე­დის სა­კუ­თა­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და მა­ფი­ას­თან. 1960 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის იმ­ყო­ფე­ბო­და ლას-ვე­გა­სის "სენ­დს ოტელ­ში", სა­დაც ფრენკ სი­ნატ­რამ გა­აც­ნო ახალ­გაზ­რდა ქალი - ჯუ­დიტ კემ­პბე­ლი და ისი­ნი საყ­ვარ­ლე­ბი გახ­დნენ. ერთი კვი­რის შემ­დეგ ეს ქალი შეხ­ვდა ჩი­კა­გოს დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დერს, სემ ჯან­კა­ნას, რო­მე­ლიც 1957-დან 1966 წლამ­დე გა­ნა­გებ­და ქა­ლაქს პრინ­ცი­პით - "ჯერ მო­კა­ლი და მერე დას­ვი კი­თხვე­ბი". ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩი­კა­გო­ში 75 განგსტე­რუ­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მას­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ პო­ლი­ცი­ის შე­ფე­ბი მოს­ყი­დუ­ლი ჰყავ­და და კუ­კის ოლქი ხელ­ში მტკი­ცედ ეჭი­რა.

ასევე დაგაინტერესებთ
05:57 / 03-06-2015

"ტკივილთან გასამკლავებლად 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა" - პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯანმრთელობის გასაიდუმლოებული პრობლემები

02:34 / 19-09-2017

რატომ შემოაკერეს მერლინ მონროს ტანზე ლეგენდარული კაბა, რომელიც პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე ეცვა

04:39 / 27-10-2017

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - პრეზიდენტ კენედის მკვლელობამდე ორი თვით ადრე მისი მკვლელი КГБ-ს აგენტს შეხვდა

14:48 / 20-03-2019

90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

11:52 / 22-03-2020

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ერთხელ კე­ნე­დიმ კემ­პბელს უთხრა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბი­სას ჯან­კა­ნას დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­და. კემ­პბელ­მა მათ შო­რის შუ­ა­მავ­ლის როლი იკის­რა და ისი­ნი იმა­ვე წლის აპ­რილ­ში, მა­ი­ა­მი-ბი­ჩის სას­ტუმ­რო­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. კე­ნე­დი იმ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი იყო შე­დე­გით, რომ კემ­პბელს აღუთ­ქვა, - ჯე­კის გა­ვეყ­რე­ბი და ცო­ლად შე­გირ­თავ, თუ დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში შიდა არ­ჩევ­ნებ­ში ვერ გა­ვი­მარ­ჯვე­ბო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯან­კა­ნა კე­ნე­დის შეჰ­პირ­და, რომ ნო­ემ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბის დროს "აუ­ა­რე­ბა დამ­კვირ­ვე­ბელს" და­ახ­მარ­და. კემ­პბე­ლის თქმით, მერე ჯან­კა­ნა ტრა­ბა­ხობ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტად მისი ბო­იფ­რენ­დი გა­აყ­ვა­ნი­ნა, თუმ­ცა ამ საქ­მე­ში ჩი­კა­გოს მერს, დე­ი­ლი­საც ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი.

1961 წლის აპ­რილ­ში, "გო­ჭე­ბის ყუ­რე­ში" ჩაშ­ლი­ლი ოპე­რა­ცი­ი­დან (ფი­დელ კას­ტროს დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბა) რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კემ­პბე­ლი კე­ნე­დის თხოვ­ნით, ლას-ვე­გას­ში გაფ­რინ­და. მას ჯონი რო­ზე­ლის - ლოს-ან­ჯე­ლე­სის დრაგ­ნას ოჯა­ხის ბო­სის მო­ად­გი­ლის­თვის წე­რი­ლი უნდა გა­მო­ერ­თმია. კონ­ვერ­ტი ჯან­კა­ნას გა­დას­ცეს. შეხ­ვედ­რა მასა და კე­ნე­დის შო­რის ჩი­კა­გოს "ამ­ბა­სა­დორ ისტ-ოტელ­ში" შედ­გა. 1959 წელს, რო­დე­საც ფი­დელ კას­ტრომ კუ­ბა­ში ხელ­ში აიღო ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მან მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა მა­ფი­ის სარ­ფი­ა­ნი სა­თა­მა­შო ოპე­რა­ცი­ე­ბის ბიზ­ნე­სი. ამ­რი­გად, მა­ფი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­და სა­ი­მი­სოდ, რომ მთე­ლი ძა­ლით ჩარ­თუ­ლი­ყო ოპე­რა­ცია "მან­გუს­ტა­ში", რო­მე­ლიც ფი­დელ კას­ტროს მკვლე­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ურ­თი­ერ­თო­ბა ჯონ კე­ნე­დის, ჯუ­დით კემ­პბელ­სა და სემ ჯან­კა­ნას შო­რის მას შემ­დეგ გა­ცივ­და, რაც პრე­ზი­დენ­ტის ძმამ, აშშ-ის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა რო­ბერტ კე­ნე­დიმ მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

მა­ფი­ას­თან ჯონ კე­ნე­დის კავ­ში­რის შე­სა­ხებ მით­ქმა-მოთ­ქმა 1963 წელს, მისი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შე­წყდა, მაგ­რამ ეს თემა 1975 წელს კვლავ ამო­ტივ­ტივ­და. ჯან­კა­ნას მკვლე­ლო­ბი­დან ხუთი დღის შემ­დეგ, სე­ნა­ტის კო­მი­სი­ის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც კას­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბას იძი­ებ­და, ჯონი რო­ზე­ლი წარ­დგა. მას კო­მი­სი­ის­თვის არა­ფე­რი გა­უმ­ხე­ლია, მაგ­რამ ბო­სებ­მა ის მა­ინც საფრ­თხედ მი­იჩ­ნი­ეს, ამი­ტომ მო­ი­ტა­ცეს, ჯერ ტყვია ეს­რო­ლეს და შემ­დეგ მო­ახ­რჩვეს. მერე ფე­ხე­ბი მო­ა­ხერ­ხეს, 55-გა­ლო­ნი­ან ნავ­თის კას­რში ჩა­ტე­ნეს, მსხვი­ლი ჯაჭ­ვით და­ამ­ძი­მეს და ფლო­რი­და­ში, ზღვის ფსკერ­ზე ჩა­უშ­ვეს. მაგ­რამ ხრწნა­დი გვა­მი­დან გა­ზე­ბის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად, კას­რი წყლის ზე­და­პირ­ზე ამო­ტივ­ტივ­და. მის მკვლე­ლებს ვერ მი­აგ­ნეს, თუმ­ცა ფიქ­რობ­დნენ, რომ ის ფლო­რი­დის დაჯ­გუ­ფე­ბის თავ­კაც­მა, ოპე­რა­ცია "მან­გუს­ტას" ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, სან­ტო ტრა­ფი­კან­ტემ მო­ა­წყო. მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, რო­ზე­ლი აგ­რეთ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის დროს მა­ფი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი არ შე­ას­რუ­ლა.

რო­ბერტ კე­ნე­დი პროფ­კავ­შირ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­კე­ტის შემ­სწავ­ლე­ლი, სე­ნა­ტის კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი იყო, რო­მელ­საც ჯონ მაკქ­ლე­ლა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მაკქ­ლე­ნან­მა მძღო­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე­ზე, ჯიმი ჰო­ფა­ზე მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში. 1959 წელს, გაფ­ლან­გვის, პროფ­კავ­შირ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი რე­კე­ტი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თვის, ჰო­ფას 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 1957 წელს, მმარ­თვე­ლო­ბა­ში მისი მოს­ვლის შემ­დეგ, მძღოლ­თა პროფ­კავ­ში­რი­დან AFL-CIO (მუ­შა­თა ამე­რი­კუ­ლი ფე­დე­რა­ცია და სამ­რეწ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) გა­რი­ცხეს, ხოლო მის­მა ლი­დერ­მა, ჯორჯ მი­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­აბ­რუ­ნებ­და მძღო­ლე­ბის პროფ­კავ­შირს, როცა ჰოფა თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან წა­ვი­დო­და. არ­სე­ბობ­და ასე­ვე ეჭვი, რომ ჰო­ფამ 500 ათა­სი დო­ლა­რი ნიქ­სო­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის გა­ი­ღო.

1960 წელს რო­ბერტ კე­ნე­დიმ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში "შიდა მტე­რი", რო­მე­ლიც პროფ­კავ­ში­რე­ბის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. რო­ბერტ კე­ნე­დიმ დი­დად შე­უ­წყო ხელი მისი ძმის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და ჯონ კე­ნე­დიმ ის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ნა. ამ პოს­ტი­დან მან და­ი­წყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კამ­პა­ნია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­სა­მარ­თლე­ბე­ბი 800%-ით გა­ი­ზარ­და. მან გა­აგ­რძე­ლა მძღო­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და და­უ­პი­რის­პირ­და ჰო­ფას სა­ტე­ლე­ვი­ზიო მოს­მე­ნე­ბის დროს. 1962 წელს რო­ბერტ კე­ნე­დი ეცა­და, გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნა ჰოფა ე.წ. "ატ­კა­ტე­ბის" აღე­ბის­თვის გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ი­სა­გან, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სა­სა­მარ­თლოს დიდი ხნით გა­და­დე­ბით დამ­თავ­რდა.

1964 წელს პროფ­კავ­ში­რის ერთ-ერთი წევ­რი, ედუ­არდ პარ­ტი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფე­დე­რა­ლუ­რი მოწ­მე გახ­და და ჰოფა მო­სა­მარ­თლის საქ­მე­ში ჩა­რე­ვი­სათ­ვის გა­ა­სა­მარ­თლეს. მას რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ამა­ვე წლის ბო­ლოს, პროფ­კავ­ში­რის სა­პენ­სიო ფონ­დის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი და ხუთი წელი და­უ­მა­ტეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 1971 წლის დე­კემ­ბერ­ში, მის­ჯი­ლი ცა­მე­ტი­დან ხუთი წლის მოხ­დის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სას­ჯე­ლი ნიქ­სონ­მა შე­უმ­სუ­ბუ­ქა. მძღოლ­თა პროფ­კავ­შირ­მა კი პენ­სი­ის სა­ხით, 1,7 მლნ დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო, რაც მა­ნამ­დე არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია.

1975 წლის 30 ივ­ლისს ჰოფა ორ მა­ფი­ოზ ლი­დერს - დეტ­რო­ი­ტელ ენ­ტო­ნი "ტონი ჯეკ" ჯა­კა­ლო­ნე­სა და ნიუ-იორ­კის ჯე­ნო­ვე­ზეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ოჯა­ხის ცა­პო­რე­გი­მეს, ენ­ტო­ნი "ტონი პრო" პრო­ვენ­ძა­ნოს უნდა შეხ­ვედ­რო­და; პრო­ვენ­ძა­ნო წარ­სულ­ში, პროფ­კავ­შირ­ში ჰო­ფას მო­ად­გი­ლეც გახ­ლდათ. შეხ­ვედ­რა ოკ­ლენ­დის ოლ­ქის (მი­ჩი­გა­ნის შტა­ტი) პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ბლუმ­ფილდში, ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე ჰქონ­დათ დათ­ქმუ­ლი. იმ დღი­დან, ჰოფა აღა­რა­ვის უნა­ხავს. ჯა­კა­ლო­ნე და პრო­ვენ­ძა­ნო მას­თან შეხ­ვედ­რას უარ­ყოფ­დნენ, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და ეჭვი, რომ ჰო­ფას გაქ­რო­ბა მა­ფი­ის ნა­ხე­ლა­ვი იყო.

მძღოლ­თა პროფ­კავ­ში­რის ყო­ფი­ლი მეს­ვე­უ­რის, დე­ნი­ელ სა­ლი­ვა­ნის თქმით, ცოტა ხნით ადრე ჰო­ფამ მას უთხრა:

"ტონი პრო მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბა ან - შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მო­ტა­ცე­ბით, თუ მძღოლ­თა პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლა­ზე ხელს არ ავი­ღებ". რი­ჩარდ კუკ­ლინ­სკი, პო­ლო­ნე­ლი კი­ლე­რი, რო­მე­ლიც მა­ფი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ჰოფა მან მოკ­ლა. იმა­ვეს იბ­რა­ლებ­და მა­ფი­ის დაკ­ვე­თე­ბის კი­დევ ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, კი­ლე­რი დო­ნალდ "ბერ­ძე­ნი ტონი" ფრან­კო­სი. მისი თქმით, მან და რამ­დე­ნი­მე კი­ლერ­მა ჰოფა "რედ ფოქ­სთან" მო­ი­ტა­ცეს და მა­უნტ-კლე­მენსში, ერთ-ერთ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს. "ორი ხუთ­ცენ­ტი­ა­ნი (ტყვია) და­ვა­ჭე­დე შუბ­ლში", - თქვა ფრან­კოს­მა. მერე მისი სხე­უ­ლი ელექტრო­ხერ­ხით და­ა­ნა­წევ­რეს, ნარ­ჩე­ნე­ბი ჩან­თა­ში ჩა­ა­წყვეს და მა­ფი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ნა­გავ­საყ­რელ­ზე წა­ი­ღეს. ნა­გავ­საყ­რე­ლის მე­ნე­ჯე­რი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და იმის გამო, რომ საქ­მეს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, ამი­ტომ გვა­მის ნარ­ჩე­ნე­ბი ჯერ სა­ყი­ნუ­ლე­ში და­მა­ლეს, მერე ნიუ-ჯერ­სის შტატ­ში, მი­დო­უ­ლენ­დის "ჯა­ი­ენტსის" სტა­დი­ო­ნის სა­ძირ­კველ­ში ჩა­ა­ტა­ნეს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მის ცხე­დარს ვერ მი­აგ­ნეს და, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან შვი­დი წლის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა სასამართლო მაფიას
13

შეისწავლეთ დღევანდელი საქართველოს სასამართლო ბიზნეს გადაწყვეტილებები და ამაზე დიდ მაფიას სად ნახავთ, თანაც სახელმწიფოს სახელით მოქმედს,,,,, 

ბიკენტი
2

და ესენი რომ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაგიწყებენ ჭკუის სწავლებას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში

კენედის კლანი და ყოვლისშემძლე მაფია - როგორ ვითარდებოდა ბინძური კულუარული ბრძოლები გასული საუკუნის ამერიკაში

დიდ პოლიტიკას ხშირად, ბინძური კულუარული ბრძოლები ახლავს. წინამდებარე ამბავი გასული საუკუნის ამერიკაში გვაბრუნებს და ამ სუპერსახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გვარის - კენედის პოლიტიკურ-კრიმინალური ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გადმოგვცემს.

1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯონ კენედიმ მხოლოდ 113 ათასი ხმით მოუგო რიჩარდ ნიქსონს. 68 მილიონი ხმიდან კენედი თეთრ სახლში შევიდა სულ რაღაც ორ მეათედპროცენტიანი უპირატესობით. მისი მოგების გასაღებს კუკის ოლქი წარმოადგენდა - ალ კაპონეს ყოფილი სამფლობელო. ილინოისის შტატში მან აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა 450 ათასი ხმით და 27 საარჩევნო ხმა და პრეზიდენტობა მიიღო (ყოველი შტატი საკუთარ ამომრჩევლებს ირჩევს).

კენედის მამა "მშრალი კანონის" დროს ბუტლეგერი იყო, მაფიასთანაც კარგი კავშირი ჰქონდა და მთელი თავისი გავლენა საკუთარ შვილს მოახმარა. მან გადაიბირა ჩიკაგოს მერი, ქალაქის ბოსი - რიჩარდ დეილი. დეილი ის კაცი იყო, რომელსაც ამ პოსტზე უცვლელად ირჩევდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ, 1955 წლიდან მოყოლებული - 1975 წლამდე. ჯონ კენედი ხუმრობდა, რომ არჩევნების წინ მამამისმა სთხოვა, დაესახელებინა ხმების რაოდენობა, რომელიც მოსაგებად სჭირდებოდა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად მას ფული უნდა გადაეხადა.

ჯონ კენედის საკუთარი კავშირები ჰქონდა მაფიასთან. 1960 წლის თებერვალში ის იმყოფებოდა ლას-ვეგასის "სენდს ოტელში", სადაც ფრენკ სინატრამ გააცნო ახალგაზრდა ქალი - ჯუდიტ კემპბელი და ისინი საყვარლები გახდნენ. ერთი კვირის შემდეგ ეს ქალი შეხვდა ჩიკაგოს დაჯგუფების ლიდერს, სემ ჯანკანას, რომელიც 1957-დან 1966 წლამდე განაგებდა ქალაქს პრინციპით - "ჯერ მოკალი და მერე დასვი კითხვები". ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ჩიკაგოში 75 განგსტერული მკვლელობა მოხდა. მასზე ამბობდნენ, რომ პოლიციის შეფები მოსყიდული ჰყავდა და კუკის ოლქი ხელში მტკიცედ ეჭირა.

ერთხელ კენედიმ კემპბელს უთხრა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას ჯანკანას დახმარება დასჭირდებოდა. კემპბელმა მათ შორის შუამავლის როლი იკისრა და ისინი იმავე წლის აპრილში, მაიამი-ბიჩის სასტუმროში შეხვდნენ ერთმანეთს. კენედი იმდენად კმაყოფილი იყო შედეგით, რომ კემპბელს აღუთქვა, - ჯეკის გავეყრები და ცოლად შეგირთავ, თუ დემოკრატიულ პარტიაში შიდა არჩევნებში ვერ გავიმარჯვებო. მოგვიანებით ჯანკანა კენედის შეჰპირდა, რომ ნოემბერში არჩევნების დროს "აუარება დამკვირვებელს" დაახმარდა. კემპბელის თქმით, მერე ჯანკანა ტრაბახობდა, რომ პრეზიდენტად მისი ბოიფრენდი გააყვანინა, თუმცა ამ საქმეში ჩიკაგოს მერს, დეილისაც ჰქონდა შეტანილი წვლილი.

1961 წლის აპრილში, "გოჭების ყურეში" ჩაშლილი ოპერაციიდან (ფიდელ კასტროს დამხობის მცდელობა) რამდენიმე დღის შემდეგ კემპბელი კენედის თხოვნით, ლას-ვეგასში გაფრინდა. მას ჯონი როზელის - ლოს-ანჯელესის დრაგნას ოჯახის ბოსის მოადგილისთვის წერილი უნდა გამოერთმია. კონვერტი ჯანკანას გადასცეს. შეხვედრა მასა და კენედის შორის ჩიკაგოს "ამბასადორ ისტ-ოტელში" შედგა. 1959 წელს, როდესაც ფიდელ კასტრომ კუბაში ხელში აიღო ძალაუფლება, მან მთლიანად გაანადგურა მაფიის სარფიანი სათამაშო ოპერაციების ბიზნესი. ამრიგად, მაფიას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ მთელი ძალით ჩართულიყო ოპერაცია "მანგუსტაში", რომელიც ფიდელ კასტროს მკვლელობას ითვალისწინებდა.

ურთიერთობა ჯონ კენედის, ჯუდით კემპბელსა და სემ ჯანკანას შორის მას შემდეგ გაცივდა, რაც პრეზიდენტის ძმამ, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა რობერტ კენედიმ მაფიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მაფიასთან ჯონ კენედის კავშირის შესახებ მითქმა-მოთქმა 1963 წელს, მისი მკვლელობის შემდეგ შეწყდა, მაგრამ ეს თემა 1975 წელს კვლავ ამოტივტივდა. ჯანკანას მკვლელობიდან ხუთი დღის შემდეგ, სენატის კომისიის წინაშე, რომელიც კასტროს წინააღმდეგ შეთქმულებას იძიებდა, ჯონი როზელი წარდგა. მას კომისიისთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ბოსებმა ის მაინც საფრთხედ მიიჩნიეს, ამიტომ მოიტაცეს, ჯერ ტყვია ესროლეს და შემდეგ მოახრჩვეს. მერე ფეხები მოახერხეს, 55-გალონიან ნავთის კასრში ჩატენეს, მსხვილი ჯაჭვით დაამძიმეს და ფლორიდაში, ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს. მაგრამ ხრწნადი გვამიდან გაზების გაჟონვის შედეგად, კასრი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მის მკვლელებს ვერ მიაგნეს, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ის ფლორიდის დაჯგუფების თავკაცმა, ოპერაცია "მანგუსტას" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანტო ტრაფიკანტემ მოაწყო. მოარული ხმებით, როზელი აგრეთვე მონაწილეობდა ჯონ კენედის მკვლელობაში, რომელმაც არჩევნების დროს მაფიისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა.

რობერტ კენედი პროფკავშირში არსებული რეკეტის შემსწავლელი, სენატის კომიტეტის მთავარი მრჩეველი იყო, რომელსაც ჯონ მაკქლელანი ხელმძღვანელობდა. მაკქლენანმა მძღოლების პროფკავშირის თავმჯდომარეზე, ჯიმი ჰოფაზე მიიტანა იერიში. 1959 წელს, გაფლანგვის, პროფკავშირში გაბატონებული რეკეტისა და გადასახადების გადაუხდელობისთვის, ჰოფას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1957 წელს, მმართველობაში მისი მოსვლის შემდეგ, მძღოლთა პროფკავშირიდან AFL-CIO (მუშათა ამერიკული ფედერაცია და სამრეწველო ორგანიზაციების გაერთიანება) გარიცხეს, ხოლო მისმა ლიდერმა, ჯორჯ მინიმ განაცხადა, რომ გაერთიანებაში მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნებდა მძღოლების პროფკავშირს, როცა ჰოფა თავმჯდომარის პოსტიდან წავიდოდა. არსებობდა ასევე ეჭვი, რომ ჰოფამ 500 ათასი დოლარი ნიქსონის საარჩევნო კამპანიისთვის გაიღო.

1960 წელს რობერტ კენედიმ გამოაქვეყნა ანგარიში "შიდა მტერი", რომელიც პროფკავშირების უკანონო საქმიანობას შეეხებოდა. რობერტ კენედიმ დიდად შეუწყო ხელი მისი ძმის საარჩევნო კამპანიას და ჯონ კენედიმ ის გენერალურ პროკურორად დანიშნა. ამ პოსტიდან მან დაიწყო წარმატებული კამპანია ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ - მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გასამართლებები 800%-ით გაიზარდა. მან გააგრძელა მძღოლების პროფკავშირის წინააღმდეგ გამოძიება და დაუპირისპირდა ჰოფას სატელევიზიო მოსმენების დროს. 1962 წელს რობერტ კენედი ეცადა, გაესამართლებინა ჰოფა ე.წ. "ატკატების" აღებისთვის გადამზიდავი კომპანიისაგან, მაგრამ ეს ამბავი სასამართლოს დიდი ხნით გადადებით დამთავრდა.

1964 წელს პროფკავშირის ერთ-ერთი წევრი, ედუარდ პარტინი მოულოდნელად ფედერალური მოწმე გახდა და ჰოფა მოსამართლის საქმეში ჩარევისათვის გაასამართლეს. მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე წლის ბოლოს, პროფკავშირის საპენსიო ფონდის არამიზნობრივად ხარჯვასა და თაღლითობაში დასდეს ბრალი და ხუთი წელი დაუმატეს. მიუხედავად ამისა, 1971 წლის დეკემბერში, მისჯილი ცამეტიდან ხუთი წლის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. სასჯელი ნიქსონმა შეუმსუბუქა. მძღოლთა პროფკავშირმა კი პენსიის სახით, 1,7 მლნ დოლარი გამოუყო, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია.

1975 წლის 30 ივლისს ჰოფა ორ მაფიოზ ლიდერს - დეტროიტელ ენტონი "ტონი ჯეკ" ჯაკალონესა და ნიუ-იორკის ჯენოვეზეს კრიმინალური ოჯახის ცაპორეგიმეს, ენტონი "ტონი პრო" პროვენძანოს უნდა შეხვედროდა; პროვენძანო წარსულში, პროფკავშირში ჰოფას მოადგილეც გახლდათ. შეხვედრა ოკლენდის ოლქის (მიჩიგანის შტატი) პატარა დასახლება ბლუმფილდში, ერთ-ერთი რესტორნის ავტოსადგომზე ჰქონდათ დათქმული. იმ დღიდან, ჰოფა აღარავის უნახავს. ჯაკალონე და პროვენძანო მასთან შეხვედრას უარყოფდნენ, მაგრამ არსებობდა ეჭვი, რომ ჰოფას გაქრობა მაფიის ნახელავი იყო.

მძღოლთა პროფკავშირის ყოფილი მესვეურის, დენიელ სალივანის თქმით, ცოტა ხნით ადრე ჰოფამ მას უთხრა:

"ტონი პრო მოკვლით მემუქრება ან - შვილიშვილების მოტაცებით, თუ მძღოლთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტის დასაბრუნებლად ბრძოლაზე ხელს არ ავიღებ". რიჩარდ კუკლინსკი, პოლონელი კილერი, რომელიც მაფიაზე მუშაობდა, ირწმუნებოდა, რომ ჰოფა მან მოკლა. იმავეს იბრალებდა მაფიის დაკვეთების კიდევ ერთი შემსრულებელი, კილერი დონალდ "ბერძენი ტონი" ფრანკოსი. მისი თქმით, მან და რამდენიმე კილერმა ჰოფა "რედ ფოქსთან" მოიტაცეს და მაუნტ-კლემენსში, ერთ-ერთ სახლში მიიყვანეს. "ორი ხუთცენტიანი (ტყვია) დავაჭედე შუბლში", - თქვა ფრანკოსმა. მერე მისი სხეული ელექტროხერხით დაანაწევრეს, ნარჩენები ჩანთაში ჩააწყვეს და მაფიის მიერ კონტროლირებად ნაგავსაყრელზე წაიღეს. ნაგავსაყრელის მენეჯერი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამიტომ გვამის ნარჩენები ჯერ საყინულეში დამალეს, მერე ნიუ-ჯერსის შტატში, მიდოულენდის "ჯაიენტსის" სტადიონის საძირკველში ჩაატანეს. ბუნებრივია, რომ მის ცხედარს ვერ მიაგნეს და, კანონის შესაბამისად, გაუჩინარებიდან შვიდი წლის შემდეგ, გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ირინა ჯანდიერი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდზე Transfermarkt.com კვარაცხელია, ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში 1-ელ ადგილზეა

"მე მართლა ძალიან მიყვარს ეს განცდა" - რას წერს "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელია ესპანელებისთვის გოლის გატანის შემდეგ

"ფეხბურთის მაგია და ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე" - რა ამაღელვებელ კადრებს აქვეყნებს ესპანური გამოცემა დინამო არენადან