პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება
ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო და­კი­თხვის სა­კი­თხზე მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

"მინ­და, გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო და ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო ჩემს პა­სუხს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე 2008 წლის ომის გამო პრე­ზი­დენ­ტის და­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ომის თე­მას მხო­ლოდ ამ შე­კი­თხვის კონ­ტექ­სტში შე­ვე­ხე და ხაზი გა­ვუს­ვი პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და­კი­თხვის მი­მართ.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გან­ვა­ცხა­დო - მე არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო აგ­რე­სო­რი და ომი და­ი­წყო. ჩვენს ჯარს არ გა­და­უკ­ვე­თავს სხვა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი და არ გა­და­სუ­ლა სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სწო­რედ რუ­სეთ­მა და­არ­ღვია სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აგ­რე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია მოჰ­ყვა", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამის მი­უ­ხე­და­ვად, "ჩვე­ნი ვა­ლია, უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩეს არც ერთი კი­თხვა, რო­მე­ლიც აღელ­ვებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას".

"ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ძი­ოთ და და­ვად­გი­ნოთ სი­მარ­თლე, რაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ა­ზა­რა­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯს და ვე­რა­ფე­რი შე­ე­ხე­ბა მის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, რად­გან, რაც არ უნდა ემოქ­მე­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს არ ამარ­თლებს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას.

სი­მარ­თლის დად­გე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლებს ომის თე­მით სპე­კუ­ლა­ცი­ებს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის დამ­კვიდ­რე­ბა აა­მაღ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­რი­ტეტს, მის სან­დო­ო­ბას. სა­ჭი­როა პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ბევრ კი­თხვას, რო­მე­ლიც ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს - რა­ტომ ვერ შეძ­ლო სა­ა­კაშ­ვილ­მა აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რო­გორ მოქ­მე­დებ­და მთა­ვარ­სარ­და­ლი და მთავ­რო­ბა, რა­ტომ ერე­ოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მარ­თვა­ში, რა­მაც ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­ტომ მოჰ­ყვა ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის, რა­ტომ ვერ შეძ­ლო მთავ­რო­ბამ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია, რო­გორ დარ­ჩნენ მე­თა­უ­რის გა­რე­შე ჩვე­ნი რე­ზერ­ვის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს,და მრა­ვა­ლი სხვა.

არა­ვინ აყე­ნებს ეჭვქვეშ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­და­დე­ბას, მათ გმი­რო­ბას - ასო­ბით ახალ­გაზ­რდა შე­აკ­ვდა ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას. კი­თხვე­ბი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის - მთა­ვარ­სარ­დლი­სა და მთე­ლი მთავ­რო­ბის მი­მართ ის­მე­ბა და ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან კა­ნო­ნის წი­ნა­შე გას­ცენ პა­სუ­ხი ამ კი­თხვებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, დამ­თავ­რდა ის დრო, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვად გან­სა­ზღვრავ­და, ვის უნდა ეპა­სუ­ხა ხალ­ხის­თვის მტკივ­ნე­ულ კი­თხვებ­ზე და ვის - არა.

"ერთხელ და სა­მუ­და­მოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დამ­თავ­რდეს ეპო­ქა, რო­დე­საც ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი კა­ნონ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს თავს. ახლა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა არის მთა­ვა­რი და ყვე­ლას, მათ შო­რის პრე­ზი­დენტს, იმ­დენ­ჯერ მო­უ­წევს და­კი­თხვა­ზე მის­ვლა, რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა.

ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მო­ე­გო, უდა­ვოა, თუმ­ცა არც რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდა ამ პრო­ვო­კა­ცი­ით მო­გე­ბუ­ლი და იმე­დია, ამას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თა­ვად რუ­სეთ­შიც.

მჯე­რა, რომ სწო­რი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება

ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

"მინდა, განცხადება გავაკეთო და ნათელი მოვფინო ჩემს პასუხს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 2008 წლის ომის გამო პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რომელმაც სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟი გამოიწვია. ომის თემას მხოლოდ ამ შეკითხვის კონტექსტში შევეხე და ხაზი გავუსვი პრეზიდენტის დამოკიდებულებას დაკითხვის მიმართ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა განვაცხადო - მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო. ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ამასთან, მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, "ჩვენი ვალია, უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი კითხვა, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას".

"ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ სიმართლე, რაც დარწმუნებული ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ვერაფერი შეეხება მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან, რაც არ უნდა ემოქმედა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ეს არ ამართლებს რუსეთის აგრესიას.

სიმართლის დადგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მიუკერძოებელი გამოძიება დაასრულებს ომის თემით სპეკულაციებს, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება აამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს, მის სანდოობას. საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს - რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს,და მრავალი სხვა.

არავინ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდადებას, მათ გმირობას - ასობით ახალგაზრდა შეაკვდა ამ უთანასწორო ბრძოლას. კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის - მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე გასცენ პასუხი ამ კითხვებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის აზრით, დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი თავად განსაზღვრავდა, ვის უნდა ეპასუხა ხალხისთვის მტკივნეულ კითხვებზე და ვის - არა.

"ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც ქვეყნის მმართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს. ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი და ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

ის, რომ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, უდავოა, თუმცა არც რუსეთი აღმოჩნდა ამ პროვოკაციით მოგებული და იმედია, ამას კარგად აცნობიერებენ თავად რუსეთშიც.

მჯერა, რომ სწორი, დიპლომატიური და გააზრებული ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა