პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს ბრუკი - რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ
ჯეიმს ბრუკი - რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ

"ამე­რი­კის ხმის" ვებგ­ვერ­დი აქ­ვეყ­ნებს ჯე­იმს ბრუ­კის სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით "რუ­სე­თის მიერ და­ცუ­ლი აფხა­ზე­თი ფრთხი­ლად მი­ი­წევს სა­ქარ­თვე­ლოს­კენ".

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნად აღი­ა­რა. ამის შემ­დეგ მოს­კოვ­მა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩადო რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო, სა­ზღვაო და სა­სა­ზღვრო დაც­ვის ბა­ზე­ბის ასა­შე­ნებ­ლად აფხა­ზეთ­ში, რო­მე­ლიც თით­ქმის კო­სო­ვოს ზო­მი­საა.

რუ­სე­თის მიერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­დან ხუთი წლის შემ­დეგ, - წერს ჯე­იმს ბრუ­კი, - შავი ზღვის სუბტ­რო­პი­კულ სა­ნა­პი­რო­ზე თვითრწმე­ნა დამ­ყარ­და. ხალ­ხი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობს, რუ­სუ­ლი რუბ­ლით ვაჭ­რობს, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით სარ­გებ­ლობს და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პენ­სი­ას ღე­ბუ­ლობს. ერ­თა­დერ­თი მა­ტა­რე­ბე­ლი მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს და სო­ხუ­მი-სოჭი-მოს­კო­ვი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ახა­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა ტუ­რის­ტებ­ზეც აი­სა­ხა – წლე­ულს, სა­ვა­რა­უ­დოდ, აფხა­ზე­თის სა­ზღვაო კუ­რორ­ტებს ორი მი­ლი­ო­ნი რუსი ტუ­რის­ტი ეწ­ვე­ვა.

"ზა­ფხულ­ში მარ­თლაც რთუ­ლია სას­ტუმ­რო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის პოვ­ნა. კუ­რორ­ტებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი აფხა­ზეთ­ში შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად", – ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სო­ხუ­მის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი Nujnaya Gazeta-ს რე­დაქ­ტო­რის, იზი­და ჭა­ნი­ას კო­მენ­ტარს. თუმ­ცა, - წერს ჯე­იმს ბრუ­კი, - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თის რი­ვე­ი­რა­ზე კი არა, და­მო­უ­კი­დე­ბელ აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"ისი­ნი, ვინც ომს და ბლო­კა­დას გა­და­ურ­ჩა, აქ მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის­თვის არ ცხოვ­რობს. აქ ხალ­ხი არ ლა­პა­რა­კობს, რომ შე­მო­სა­ვა­ლი რუ­სეთ­ში ან რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში იმა­ზე მა­ღა­ლია, ვიდ­რე - აფხა­ზეთ­ში. აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ მათ­თვის, ვინც ომს გა­და­ურ­ჩა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ­დე აქ დარ­ჩა, თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რე­ბაა ღი­რე­ბუ­ლი", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რის, ბეს­ლან ბა­რა­თე­ლი­ას სი­ტყვებს.

ამას­თან, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სო­ხუმ­ში ყველ­გან შეხ­ვდე­ბით 1992-1993 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომში გა­მარ­ჯვე­ბის ნიშ­ნებს – ბილ­ბორ­დებს, რომ­ლებ­ზეც გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი წე­რია, დამ­ბო­ბილ სახ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერთ დროს იმ 200 ათას ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თველს ეკუთ­ვნო­და, ვინც აფხა­ზე­თი იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა.

20 წლის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­შიც, - წერს ჯე­იმს ბრუ­კი, - სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აფხა­ზე­თის მე­პატ­რო­ნე რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლობს.

ივა­ნიშ­ვილს სურს სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზე­თის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის აღ­დგე­ნაც. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის­თვის ერ­თგვა­რი სიგ­ნა­ლია ქარ­თვე­ლი ლი­დე­რის მიერ სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის გა­უქ­მე­ბა და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ხე­ლი გა­დარ­ქმე­ვა, რო­მელ­საც შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტრო უწო­და, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთს ნაკ­ლე­ბად ენ­დო­მე­ბა აფხა­ზე­თი, სო­ჭის სამ­ხრეთ მე­ზო­ბე­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ ახალ ერას თან­და­თა­ნო­ბით ვეჩ­ვე­ვით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შეგ­ვიძ­ლია ამ პრო­ცესს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვა­დევ­ნოთ თვა­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს აღარ არის ჩვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იმი­ტომ, რომ ეს უცხო ქვე­ყა­ნაა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვი­ა­ჩეს­ლავ ჩი­რი­კბას სი­ტყვებს.

თუმ­ცა, რო­გორც ჯე­იმს ბრუ­კი წერს, აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თი გეგ­მავს სა­ზღვრის სხვა მო­ნაკ­ვე­თე­ბის რი­ცხვის გაზ­რდას. წლის ბო­ლოს­თვის მათი რი­ცხვი დღეს არ­სე­ბუ­ლი­დან ერ­თი­დან ხუ­თამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ანა­ლი­ტი­კოს­თა თქმით, - წერს "ამე­რი­კის ხმის" კო­რეს­პონ­დენ­ტი, - თუ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი აფხა­ზე­თის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას შე­ამ­ცი­რებს, აფხა­ზეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის მეტი სტი­მუ­ლი მი­ე­ცე­მა.

"ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­სულ ნე­ბის­მი­ერ პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნალს. რა თქმა უნდა, აფხა­ზე­თი მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ სამ­შვი­დო­ბო ნა­ბიჯს. ჩვენ არ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი მტრე­ბი ვი­ყოთ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ვი­ა­ჩეს­ლავ ჩი­რი­კბას სი­ტყვებს.

"რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მოჭ­რის საფრ­თხე გა­უქ­მე­ბუ­ლია, აფხა­ზე­ბი კი, რო­გორც ჩანს, დიდი ხნის მე­ტო­ქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თან­და­თან ნორ­მა­ლი­ზე­ბას ცდი­ლო­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს ჯე­იმს ბრუ­კი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯეიმს ბრუკი - რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ

ჯეიმს ბრუკი - რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ

"ამერიკის ხმის" ვებგვერდი აქვეყნებს ჯეიმს ბრუკის სტატიას სათაურით "რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვმა ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სასაზღვრო დაცვის ბაზების ასაშენებლად აფხაზეთში, რომელიც თითქმის კოსოვოს ზომისაა.

რუსეთის მიერ დამყარებული მშვიდობიდან ხუთი წლის შემდეგ, - წერს ჯეიმს ბრუკი, - შავი ზღვის სუბტროპიკულ სანაპიროზე თვითრწმენა დამყარდა. ხალხი რუსულად ლაპარაკობს, რუსული რუბლით ვაჭრობს, რუსული პასპორტით სარგებლობს და რუსეთის მოქალაქის პენსიას ღებულობს. ერთადერთი მატარებელი მხოლოდ ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს და სოხუმი-სოჭი-მოსკოვი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი სტაბილურობა ტურისტებზეც აისახა – წლეულს, სავარაუდოდ, აფხაზეთის საზღვაო კურორტებს ორი მილიონი რუსი ტურისტი ეწვევა.

"ზაფხულში მართლაც რთულია სასტუმროში თავისუფალი ადგილის პოვნა. კურორტებსა და სასტუმროებში არ არის საკმარისი ადგილი აფხაზეთში შემოსული ტურისტების დასაბინავებლად", – ციტირებს სტატიის ავტორი სოხუმის ყოველკვირეული Nujnaya Gazeta-ს რედაქტორის, იზიდა ჭანიას კომენტარს. თუმცა, - წერს ჯეიმს ბრუკი, - ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსეთის რივეირაზე კი არა, დამოუკიდებელ აფხაზეთში ცხოვრობენ.

"ისინი, ვინც ომს და ბლოკადას გადაურჩა, აქ მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებისთვის არ ცხოვრობს. აქ ხალხი არ ლაპარაკობს, რომ შემოსავალი რუსეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში იმაზე მაღალია, ვიდრე - აფხაზეთში. აქ მთავარი ის არის, რომ მათთვის, ვინც ომს გადაურჩა და აფხაზეთის დამოუკიდებლობამდე აქ დარჩა, თავიანთ სამშობლოში ცხოვრებაა ღირებული", - ციტირებს სტატიის ავტორი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ბესლან ბარათელიას სიტყვებს.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სოხუმში ყველგან შეხვდებით 1992-1993 წლებში საქართველოსთან ომში გამარჯვების ნიშნებს – ბილბორდებს, რომლებზეც გმირების სახელები წერია, დამბობილ სახლებს, რომლებიც ერთ დროს იმ 200 ათას ეთნიკურად ქართველს ეკუთვნოდა, ვინც აფხაზეთი იძულებით დატოვა.

20 წლის შემდეგ ცვლილებებია საქართველოშიც, - წერს ჯეიმს ბრუკი, - საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მეპატრონე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

ივანიშვილს სურს საქართველო-აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაც. სეპარატისტული რესპუბლიკისთვის ერთგვარი სიგნალია ქართველი ლიდერის მიერ სამხედრო აღლუმის გაუქმება და რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელი გადარქმევა, რომელსაც შერიგების სამინისტრო უწოდა, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზოგიერთი ქართველი ვარაუდობს, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რუსეთს ნაკლებად ენდომება აფხაზეთი, სოჭის სამხრეთ მეზობელი.

"საქართველოში დაწყებულ ახალ ერას თანდათანობით ვეჩვევით. საბედნიეროდ, შეგვიძლია ამ პროცესს დაცული ტერიტორიიდან ვადევნოთ თვალი. საბედნიეროდ, ეს აღარ არის ჩველი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იმიტომ, რომ ეს უცხო ქვეყანაა", - ციტირებს სტატიის ავტორი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებს.

თუმცა, როგორც ჯეიმს ბრუკი წერს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი გეგმავს საზღვრის სხვა მონაკვეთების რიცხვის გაზრდას. წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი დღეს არსებულიდან ერთიდან ხუთამდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა თქმით, - წერს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, - თუ ოლიმპიური თამაშების შემდეგ რუსეთი აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას შეამცირებს, აფხაზეთს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის მეტი სტიმული მიეცემა.

"ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქართველოდან წამოსულ ნებისმიერ პოზიტიურ სიგნალს. რა თქმა უნდა, აფხაზეთი მიესალმება ყველანაირ სამშვიდობო ნაბიჯს. ჩვენ არ გვინდა საქართველოს მუდმივი მტრები ვიყოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებს.

"რუსული სამხედრო ბაზების დახმარებით, საქართველოს შემოჭრის საფრთხე გაუქმებულია, აფხაზები კი, როგორც ჩანს, დიდი ხნის მეტოქესთან ურთიერთობის თანდათან ნორმალიზებას ცდილობენ", - აღნიშნავს ჯეიმს ბრუკი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?