პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის "ალალი დაპირებები" ქუთაისელებს
ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის "ალალი დაპირებები" ქუთაისელებს

9 აპ­რილს, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის დან­გრე­ვას გა­დარ­ჩე­ნილ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ძნე­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მე­ბად იქ­ცნენ, მათ შო­რის გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თი კი­თხვა და­უგ­როვ­და. ის უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან წევრთან აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს­თან ისე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად სა­უბ­რობ­და, რომ ერთი შე­ხედ­ვით, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ე­ბი მარ­თლაც ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვი იყო...

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი:

- 9 აპ­რი­ლი ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ამ დღეს მა­ინც უნდა და­ვი­ვი­წყოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი წყე­ნა და ქიშ­პო­ბა. ისე­თი­ვე ერ­თი­ა­ნე­ბი უნდა ვი­ყოთ, რო­გორც 24 წლის წინ, რად­გან ეს ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 9 აპ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აა. ამ დღეს ორი რამ მოხ­და, პირ­ვე­ლად, ქარ­თველ ხალ­ხს, ისევ დას­ჭირ­და გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა და სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვა სამ­შობ­ლოს­თვის, ისე წა­ვი­და ქარ­თვე­ლი ერის ცხოვ­რე­ბა, რომ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას მსხვერ­პლი სჭირ­დე­ბო­და... ორი წლის შემ­დეგ კი, ამ გმი­რო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღ­დგა. 22 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­იბ­რუ­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ერთი თა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­და, მე მათ "უდაბ­ნოს თა­ო­ბას" ვუ­წო­დებ. იმე­დი მაქვს, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი იცის და ამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­პო­ვარს საფრ­თხე აწი მა­ინც არ ემუქ­რე­ბა... მე, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი, არაფ­რის გუ­ლის­თვის არ დავ­თმობ მას, რად­გან სხვი­სი გად­მო­ცე­მით კი არა სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი და გან­ცდი­ლი ის გმი­რო­ბა, რო­მე­ლიც ერთ მუშ­ტად შეკ­რულ­მა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა შეძ­ლო. 1989 წლის 9 აპ­რილ­საც იქ ვი­ყა­ვი და ორი წლის შემ­დეგ, ბედ­მა გა­მი­ღი­მა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტსაც მო­ვა­წე­რე ხელი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. ჩემი ბი­ოგ­რა­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის პა­რა­ლე­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს და ამი­ტო­მაც დიდი პა­ტი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს პარ­ლა­მენ­ტის ამ დარ­ბაზ­ში ყოფ­ნა.

- რამ­დე­ნად ახ­ლოს არის მა­შინ­დე­ლი ბრძო­ლის მი­ზა­ნი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას­თან?

- ახ­ლოს კი არა, ეს ის შე­დე­გია, რის­თვი­საც 24 წლის წინ ვიბ­რძო­დით, თუმ­ცა კი, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით. სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას მხა­რე არ აქვს და ყვე­ლა­ზე მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­ვი­და დრო და ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს შეც­დო­მა აღარ გა­ი­მე­ო­რა. ეს ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით და გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს - უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­მა­ვა­ლი შევ­ცვა­ლეთ უკე­თე­სო­ბის­კენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის "ალალი დაპირებები" ქუთაისელებს

ექსკლუზივი: გუბაზ სანიკიძის "ალალი დაპირებები" ქუთაისელებს

9 აპრილს, ყოფილი პარლამენტის შენობის დანგრევას გადარჩენილ შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის საკმაოდ ფართო პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჟურნალისტებისთვის ძნელად ხელმისაწვდომებად იქცნენ, მათ შორის გუბაზ სანიკიძე, რომლის მიმართაც საზოგადოებას არაერთი კითხვა დაუგროვდა. ის უმცირესობის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან წევრთან აკაკი ბობოხიძესთან ისე შეხმატკბილებულად საუბრობდა, რომ ერთი შეხედვით, მათი პოლიტიკური ორიენტაციები მართლაც ძნელი გასარკვევი იყო...

გუბაზ სანიკიძე, პარლამენტარი:

- 9 აპრილი ისეთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რომ ამ დღეს მაინც უნდა დავივიწყოთ ყველანაირი წყენა და ქიშპობა. ისეთივე ერთიანები უნდა ვიყოთ, როგორც 24 წლის წინ, რადგან ეს ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაა. ამ დღეს ორი რამ მოხდა, პირველად, ქართველ ხალხს, ისევ დასჭირდა გმირობის ჩადენა და სიცოცხლის გაწირვა სამშობლოსთვის, ისე წავიდა ქართველი ერის ცხოვრება, რომ დიდ გამარჯვებას მსხვერპლი სჭირდებოდა... ორი წლის შემდეგ კი, ამ გმირობის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, რაც ნიშნავს, რომ ერთი თაობა თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, მე მათ "უდაბნოს თაობას" ვუწოდებ. იმედი მაქვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის ფასი იცის და ამ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს საფრთხე აწი მაინც არ ემუქრება... მე, როგორც რიგითი ქართველი, არაფრის გულისთვის არ დავთმობ მას, რადგან სხვისი გადმოცემით კი არა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და განცდილი ის გმირობა, რომელიც ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ხალხმა შეძლო. 1989 წლის 9 აპრილსაც იქ ვიყავი და ორი წლის შემდეგ, ბედმა გამიღიმა და დამოუკიდებლობის აქტსაც მოვაწერე ხელი, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩემი ბიოგრაფია საქართველოში ბოლო 24 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების პარალელად შეიძლება ჩაითვალოს და ამიტომაც დიდი პატივია, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვან დღეს პარლამენტის ამ დარბაზში ყოფნა.

- რამდენად ახლოს არის მაშინდელი ბრძოლის მიზანი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან?

- ახლოს კი არა, ეს ის შედეგია, რისთვისაც 24 წლის წინ ვიბრძოდით, თუმცა კი, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. სამოქალაქო დაპირისპირებას მხარე არ აქვს და ყველაზე მძიმედ აისახება ხოლმე ქვეყნის ცხოვრებაში. საბედნიეროდ, გავიდა დრო და ქართველმა საზოგადოებამ ეს შეცდომა აღარ გაიმეორა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ცნობიერება შეიცვალა და ჩამოყალიბდა. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და გასული წლის ოქტომბერში საქართველოს - უბრალო ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების მომავალი შევცვალეთ უკეთესობისკენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა