სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს
კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი კოკო გამ­სა­ხურ­დია უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის თე­მას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა და ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის გა­მო­სა­ვალს გვთა­ვა­ზობს:

"ჩვენ მომსწრე­ნი ვართ კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში ხელს უშ­ლის გას­ხვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის ახალ მე­პატ­რო­ნე­ებს, აწარ­მო­ონ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლია დი­ცის ინ­ცი­დენ­ტი. ეს ყო­ვე­ლი­ვე გვიჩ­ვე­ნებს, რომ ბრმად და მავ­ნებ­ლუ­რად წარ­მო­ე­ბულ სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნონ ქვე­ყა­ნას და სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის დამ­კვიდ­რე­ბის პრო­ცესს. პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქ ეკის­რე­ბათ მათ, ვინც თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ყვე­ლა­ზე მავ­ნე, ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ველ ას­პექ­ტებს არა­ნა­ი­რი ან­გა­რი­ში არ გა­უ­წია და ასე პირ­და­პირ გა­ას­ხვი­სა მი­წე­ბი. გლო­ბა­ლი­ზა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ის ორ­ლე­სუ­ლი მახ­ვი­ლია, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა უდა­ვო სარ­გე­ბე­ლიც მოჰ­ქონ­დეს, მაგ­რამ თა­ვი­სი საფრ­თხე­ე­ბიც აქვს მცი­რე ქვეყ­ნე­ბის­თვის. სა­უ­ბე­დუ­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ იფიქ­რა იმ ფილტრე­ბის და­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რაც თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებ­და ასეთ საფრ­თხე­ებს.

ხან­გრძლივ ვა­და­ზე გათ­ვლი­ლი გა­მო­სა­ვა­ლი ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში იქ­ნე­ბა შემ­დე­გი: 1. სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კის შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­მო­ის­ყი­დის ამ მი­წებს. (რო­გორც ვხე­დავთ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეპო­ქას დი­დად არ გავ­ცი­ლე­ბი­ვართ) 2. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იაფი აგ­რა­რუ­ლი კრე­დი­ტე­ბის გამ­ცე­მი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­ფუძ­ნე­ბა, წი­ნა­აღ­დეგ შემ­თხვე­ვა­ში გარ­და­უ­ვა­ლია კო­ლაფ­სი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში, რო­მე­ლიც ისე­დაც სულს ღა­ფავს. 3. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბაზ­რის დაც­ვა იაფი უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტის შე­მო­დი­ნე­ბის­გან, რათა ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას გა­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დი­ცის მცხოვ­რებ­ლებ­მა ინ­დო­ელ ფერ­მე­რებს ვაშ­ლის ნერ­გე­ბის დარ­გვის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. სოფ­ლის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე 140 ჰექ­ტა­რი მიწა ინ­დო­ელ­მა ფერ­მე­რებ­მა შპს "მად­ლის­გან" 2012 წლის 4 დე­კემ­ბერს იყი­დეს. ფერ­მე­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მი­წის ნას­ყი­დო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია წა­რუდ­გი­ნეს. ამის მი­უხ­და­ვად, დი­ცის მო­სახ­ლე­ო­ბამ ვაშ­ლის ბა­ღის გა­სა­შე­ნებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ორ­მო­ე­ბი მი­წით ამო­ავ­სო. ფერ­მე­რებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

კოკო გამსახურდია მიწების გასხვისებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კოკო გამსახურდია უცხოელებზე გასხვისებული მიწების თემას "ფეისბუქით" ეხმაურება და ახალი საფრთხეების თავიდან აცილებისთვის გამოსავალს გვთავაზობს:

"ჩვენ მომსწრენი ვართ კონფლიქტებისა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს სოფლებში ხელს უშლის გასხვისებული მიწების ახალ მეპატრონეებს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ყველაზე გახმაურებულია დიცის ინციდენტი. ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ ბრმად და მავნებლურად წარმოებულ საბაზრო ურთიერთობებს შეუძლიათ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენონ ქვეყანას და სამართლებრივი სისტემის დამკვიდრების პროცესს. პირდაპირი პასუხისმგებლობა აქ ეკისრებათ მათ, ვინც თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის ყველაზე მავნე, ყველაზე დამანგრეველ ასპექტებს არანაირი ანგარიში არ გაუწია და ასე პირდაპირ გაასხვისა მიწები. გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოში ის ორლესული მახვილია, რომელსაც შესაძლოა უდავო სარგებელიც მოჰქონდეს, მაგრამ თავისი საფრთხეებიც აქვს მცირე ქვეყნებისთვის. საუბედუროდ საქართველოში არავინ იფიქრა იმ ფილტრების დაყენების აუცილებლობაზე, რაც თავიდან აგვარიდებდა ასეთ საფრთხეებს.

ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი გამოსავალი ასეთ შემთხვევებში იქნება შემდეგი: 1. საადგილმამულო ბანკის შექმნა, რომელიც გამოისყიდის ამ მიწებს. (როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძის ეპოქას დიდად არ გავცილებივართ) 2. აუცილებელია იაფი აგრარული კრედიტების გამცემი ინსტიტუტების დაფუძნება, წინააღდეგ შემთხვევაში გარდაუვალია კოლაფსი სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც ისედაც სულს ღაფავს. 3. აუცილებელია ბაზრის დაცვა იაფი უცხოური პროდუქტის შემოდინებისგან, რათა ქართულ პროდუქციას გასავალი ჰქონდეს", - წერს გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ დიცის მცხოვრებლებმა ინდოელ ფერმერებს ვაშლის ნერგების დარგვის უფლება არ მისცეს. სოფლის განაპირას მდებარე 140 ჰექტარი მიწა ინდოელმა ფერმერებმა შპს "მადლისგან" 2012 წლის 4 დეკემბერს იყიდეს. ფერმერებმა მოსახლეობას მიწის ნასყიდობის დოკუმენტაცია წარუდგინეს. ამის მიუხდავად, დიცის მოსახლეობამ ვაშლის ბაღის გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოავსო. ფერმერებმა ტერიტორია დატოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს