პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში
ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში

მუ­დამ მო­ღი­მა­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და ენერ­გი­უ­ლი - ასე­თად იც­ნობს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კომ­პო­ზი­ტორ და მომ­ღე­რალ ნატო გე­ლაშ­ვილს, რომ­ლის სიმ­ღე­რე­ბიც ჩვენს ხალ­ხს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. ალ­ბათ ამის მი­ზე­ზი ის სა­ო­ცა­რი გულ­წრფე­ლო­ბა და უშუ­ა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მის შე­მოქ­მე­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს ჰმა­ტებს. ქალ­ბა­ტო­ნი ნატო ჩვენ­თან სა­უბ­რის დრო­საც სა­ოც­რად გულ­წრფე­ლი და უშუ­ა­ლო იყო:

- რო­გო­რია თქვე­ნი გან­წყო­ბა ახლა, როცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა?

- და­ვი­ღა­ლე და მინ­და, ეს ქვე­ყა­ნა ოდეს­მე და­წყნარ­დეს. ჩვე­ნი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აც ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა და კი­დევ ერთ იმედ­გაც­რუ­ე­ბას ვე­ღარ აი­ტანს, ვერ მო­ით­მენს. უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ცხოვ­რე­ბა გა­ვი­და და უკვე აღარ დარ­ჩა იმე­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ. მარ­თა­ლია, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რი ამ მხარ­და­ჭე­რი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. რა­ღაც წინსვლა თუ არ და­ი­წყო, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტინ­გე­ბის მეტი რა ვნა­ხეთ, ამ წლებ­მა ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის ცხოვ­რე­ბას და­ას­ვა დაღი და მგო­ნი უნდა დად­გეს დრო, როცა აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო მი­ტინ­გებ­ზე სირ­ბი­ლი და არე­უ­ლო­ბა. გა­მო­გი­ტყდე­ბით, უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ტინ­გი მე­ზი­ზღე­ბა! მგო­ნი ჩემ­სა­ვით ყვე­ლას და­წყნა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა უნდა. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი დღეს საკ­მა­ოდ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია და მე აღარ მინ­და, ეს ქვე­ყა­ნა ასე­თი იყოს. ფაქ­ტია, რომ დღეს ხე­ლოვ­ნე­ბაც ძა­ლი­ან ცუდ დღე­შია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნატო, 19 აპ­რილს თბი­ლის­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ტინ­გია და­გეგ­მი­ლი. თუ აპი­რებთ იქ მის­ვლას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არა­სო­დეს, არც ერთ პო­ლი­ტი­კურ მი­ტინგზე არ ვყო­ფილ­ვარ, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ შენი ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბა სხვა გზი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ამა­ვე დროს ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცია ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის უნდა იყოს იმი­ტომ, რომ შეც­დო­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­დის, სი­მარ­თლე კი ვინ­მემ უნდა თქვას. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქუ­ჩა­ში დგო­მა არ მიყ­ვარს, ჩემი მო­საზ­რე­ბა არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს. რაც შე­ე­ხე­ბა 19 აპ­რილს, მე იქ არ მი­ვალ, მაგ­რამ ერთი რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი: მი­ტინგზე აუ­ცი­ლებ­ლად მივა ხალ­ხი, რო­მე­ლიც გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია ახალ მთავ­რო­ბა­ზე. მე ვიც­ნობ ბევრ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა და მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ არის სწო­რი. რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­უშ­ვებს სამ­სა­ხუ­რი­დან, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". მე სულ ვიბ­რძო­დი ამის გამო: წინა მთავ­რო­ბის დრო­საც ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, რად­გან მე არა­სო­დეს მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის. ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არი­ან, მომ­ღე­რა­ლი არ უნდა და­იბ­ლო­კოს იმის გამო, რომ ვინ­მეს ემ­ხრო­ბა, თა­ვი­სი აზრი კი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს და ეს არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ და­ნა­შა­უ­ლად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში

ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში

მუდამ მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული - ასეთად იცნობს ჩვენი საზოგადოება კომპოზიტორ და მომღერალ ნატო გელაშვილს, რომლის სიმღერებიც ჩვენს ხალხს გამორჩეულად უყვარს. ალბათ ამის მიზეზი ის საოცარი გულწრფელობა და უშუალობაა, რომელიც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. ქალბატონი ნატო ჩვენთან საუბრის დროსაც საოცრად გულწრფელი და უშუალო იყო:

- როგორია თქვენი განწყობა ახლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა?

- დავიღალე და მინდა, ეს ქვეყანა ოდესმე დაწყნარდეს. ჩვენი ინტელიგენციაც ძალიან დაიღალა და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ აიტანს, ვერ მოითმენს. უკეთესის მოლოდინში ცხოვრება გავიდა და უკვე აღარ დარჩა იმედი, რომ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მართალია, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი ამ მხარდაჭერისა და სიყვარულის შენარჩუნებაა. რაღაც წინსვლა თუ არ დაიწყო, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება ძალიან ძნელია. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიტინგების მეტი რა ვნახეთ, ამ წლებმა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას დაასვა დაღი და მგონი უნდა დადგეს დრო, როცა აღარ იქნება საჭირო მიტინგებზე სირბილი და არეულობა. გამოგიტყდებით, უკვე ყველანაირი მიტინგი მეზიზღება! მგონი ჩემსავით ყველას დაწყნარებულ საქართველოში ცხოვრება უნდა. უბრალო ადამიანების თვალით დანახული საქართველო კი დღეს საკმაოდ გაჭირვებულია და მე აღარ მინდა, ეს ქვეყანა ასეთი იყოს. ფაქტია, რომ დღეს ხელოვნებაც ძალიან ცუდ დღეშია.

- ქალბატონო ნატო, 19 აპრილს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგია დაგეგმილი. თუ აპირებთ იქ მისვლას?

- სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს, არც ერთ პოლიტიკურ მიტინგზე არ ვყოფილვარ, რადგან მიმაჩნია, რომ შენი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის კეთება სხვა გზითაც შეიძლება. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს იმიტომ, რომ შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას მოსდის, სიმართლე კი ვინმემ უნდა თქვას. იმის მიუხედავად, რომ ქუჩაში დგომა არ მიყვარს, ჩემი მოსაზრება არასოდეს დამიმალავს. რაც შეეხება 19 აპრილს, მე იქ არ მივალ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მიტინგზე აუცილებლად მივა ხალხი, რომელიც განაწყენებულია ახალ მთავრობაზე. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ბოლო თვეებში უსამსახუროდ დარჩა და მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. რიგითი მოქალაქისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" გაუშვებს სამსახურიდან, თუ "ქართული ოცნება". მე სულ ვიბრძოდი ამის გამო: წინა მთავრობის დროსაც ჩემს კონცერტებზე სისტემატურად გამოდიოდნენ ოპოზიციურად განწყობილი მომღერლები, რადგან მე არასოდეს მიმიქცევია ყურადღება მათი პოლიტიკური შეხედულებებისათვის. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და არიან, მომღერალი არ უნდა დაიბლოკოს იმის გამო, რომ ვინმეს ემხრობა, თავისი აზრი კი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს არ უნდა მივიჩნიოთ დანაშაულად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"