პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"
"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"

ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის თე­მა უპირ­ვე­ლე­სია იმ პრობ­ლე­მა­თა შო­რის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე დგას. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რე­ულ ძვრებს რამ­დენ ხან­ში ელის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, თქვე­ნი, რო­გორც მი­ნის­ტრის, ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა აპა­რა­ტის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლა იყო, თუმ­ცა დღემ­დე ძველ სა­ხელს ინარ­ჩუ­ნებს...

- სა­ხელს პრე­ზი­დენ­ტი არ ცვლის. მა­გა­ლი­თის­თვის გა­ვიხ­სე­ნოთ, რა ხდე­ბა რა­ბა­თის ცი­ხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლა­პა­რა­კია, რომ იქ მე­ჩე­თის ოქ­როს­ფე­რი გუმ­ბა­თი შე­იც­ვა­ლოს ჟან­გის­ფე­რით, ისი­ნი კი გა­მო­დი­ან და გაჰ­ყვი­რი­ან, ან­გრე­ვენ ყვე­ლა­ფერ­სო. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა­საც თა­ვის გა­კე­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, იქ რა­ი­მე მცი­რე­დის შეც­ვლა­საც კი ავად­მყო­ფუ­რად გა­ნიც­დის. რო­გორც ჩანს, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­ა, სა­ხე­ლის შეც­ვლას არ და­უშ­ვებს. თუმ­ცა, ამ სი­ჯი­უ­ტით აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ჩვენ გვი­წერს ქუ­ლებს: ისი­ნი ხვდე­ბი­ან, ვინ იყო მა­თი მტე­რი და ვინ მოყ­ვა­რე. მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა­საც გვიქ­მნის, რად­გან აფ­ხა­ზე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად აცხ­ა­დე­ბენ, რომ არ და­ე­ლა­პარა­კე­ბი­ან ამ­გვა­რი სა­ხე­ლის მქო­ნე უწყ­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს. ჩვენ გვინ­და შევ­ცვა­ლოთ სა­ხე­ლი და ჩვენ­თან არ­და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს არ­გუ­მენ­ტი მოვ­სპოთ.

- თით­ქმის ექ­ვსი თვე გა­ვი­და, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას. უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა და თუ მოჰ­ყვა ამას რა­ი­მე შე­დე­გი?

- ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მი­მაჩ­ნია ის, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პეთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ვე­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და მო­ა­წე­როს ხე­ლი ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ადას­ტუ­რებს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ ცალ­მხრი­ვად და ზე­პი­რად აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია ბევ­რად მაღ­ლა დგას, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბა ან თუნ­დაც, აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოსე­ბი და აფ­ხა­ზე­ბი არ ენ­დო­ბოდ­ნენ, მის გან­ცხა­დე­ბა­საც ფა­რი­სევ­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ. ახალ მთავ­რო­ბა­ში კი არის ხალ­ხი, ვის­ზეც ვერ იტყ­ვი­ან, არ ვენ­დო­ბი­თო. მე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას კარ­გად გვიც­ნო­ბენ და იცი­ან, რომ ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი ვი­ყა­ვით ომი­სა.

- ამას, რო­გორც ვი­ცი, აფ­ხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლი­ა.

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მათ ვერ მის­ცეს თავს უფ­ლე­ბა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ამი­ტომ სა­ერ­თოდ გა­ჩუმ­დნენ. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა ისეა აწყ­ო­ბი­ლი, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პოთ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი. მათ­მა მოთხ­ოვ­ნამ ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნი­ა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა. ამით მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ ორ რა­მეს: ოკუ­პა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი რჩე­ბა ძა­ლა­ში, მაგ­რამ რაც შე­საც­ვლე­ლია იმის­თვის, რომ უკე­თე­სი გახ­დეს, შევ­ცვლით. ჩვენ შე­ვე­ხეთ სა­აკაშ­ვი­ლის მი­ერ "წმინ­და ძრო­ხად" შე­რა­ცხილ კა­ნონს და ამით ქვე­ყა­ნა არ დაქ­ცე­უ­ლა. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო შეს­ვლის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩვენ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე ვზრუ­ნავთ. ეს ქმე­დე­ბა კვლა­ვაც და­ის­ჯე­ბა, ოღონდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად, და საზღ­ვრის დამ­რღვევს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად, 400 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა, ხო­ლო გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­იწყ­ე­ბა.

- თუმ­ცა, გყავთ ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვრის დამ­რღვე­ვი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა სტან­დარ­ტით ის­ჯე­ბო­დეს.

- ვინ არი­ან ოპო­ნენ­ტე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? ისი­ნი რა ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან? თა­ვის დრო­ზე, რო­ცა ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, ამით ხომ თქვეს, სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სხვა რე­ჟი­მი მუ­შა­ობ­სო, თა­ვად შე­მო­ი­ტა­ნეს ეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ნენ­ტე­ბი სუ­ლაც არ მა­დარ­დებს, მათ რვა წე­ლი ჰქონ­დათ მარ­თვის­თვის და ქვე­ყა­ნა მი­იყ­ვა­ნეს იქამ­დე, რომ ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში ვერ შევ­დი­ვართ. სად არის ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ამ პრი­მი­ტი­ვებს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არა აქვთ, რომ პი­რი გა­ა­ღონ და ამა­ზე ილა­პა­რა­კონ, მა­ინც უტიფ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ და კი­დევ უფ­რო იმარ­ხა­ვენ თავს. მათ არ ჩა­ა­ბა­რეს რუ­სებს ახალ­გო­რი და კო­დო­რის ხე­ო­ბა? ვსვამ­ კითხ­ვას: რა წვლი­ლი მი­უძღ­ვის სა­ა­კაშ­ვილს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ში? იმ თა­მაშ­ში, რაც და­იწყო პუ­ტინ­მა 2006 წელს, ჰქონ­და თუ არა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი რო­ლი? მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, პრე­მი­ერ­- მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას დი­დი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა... რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ეს იყო პუ­ტი­ნი­სა და ან­ქვა­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხილ­ვის ერ­თ-ერ­თი თე­მა...

- ძა­ლი­ან კარ­გი­ა, თუ ასე იყო. მი­მაჩ­ნი­ა, რომ რკი­ნიგ­ზის ამოქ­მე­დე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში თუ იქ­ნე­ბა, ამ თე­მის გან­ხილ­ვა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. რკი­ნიგ­ზის გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და არა რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ა­ზე. თუმ­ცა, ამ სა­კითხ­ის ხსე­ნე­ბას რე­აქ­ცია მგო­ნი, ყვე­ლას­გან მოჰ­ყვა, რუ­სე­თის გარ­და. რო­ცა ადა­მი­ა­ნი დუმს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე კონ­კრეტ­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­ნი­ა, სა­ერ­თოდ თა­ვი აა­რი­დოს გან­ცხა­დე­ბას.

- იმა­საც ხომ ამ­ბო­ბენ, დუ­მი­ლი თან­ხმო­ბის ნი­შა­ნი­ა­ო...

- მა­გას ვინც ამ­ბობს, მას ჰკითხ­ეთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ლე­გენ­და, რკი­ნიგ­ზის მოქ­მე­დე­ბით რუ­სე­თის ექ­სპან­სია მოხ­დე­ბა­ო, სი­მარ­თლის მარ­ცვალ­საც რომ შე­ი­ცავ­დეს, რუ­სე­თი ორი­ვე ხე­ლით ჩა­ე­ჭი­დე­ბო­და ამას.

- ომ­ბუდ­სმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეთ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იც­ვლე­ბოდ­ნენ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქარ­თულ ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დი­ან ქურ­თი­სა და თა­მა­რა­შე­ნის გა­დაწ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი.

- თუ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სი ითხ­ოვს ამას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გა­დავ­დგათ ეს ნა­ბი­ჯე­ბი? ჩვენ რას ვი­გებთ, თუ არ გა­ვა­თა­ვის­უფ­ლებთ მათ? მა­რეკ დუ­და­ე­ვის მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ. ეს ადა­მი­ა­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ­-ო­სურ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მის თვალ­წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს მი­სი და, დუ­და­ევ­მა შუ­რი იძია და და­ხო­ცა ისი­ნი, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლი. შემ­დეგ უკ­ვე მი­სი მოკ­ვლა სცა­დეს, თუმ­ცა, სხვა ქარ­თველ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. მას 4 წე­ლი­წა­დი­ღა დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი. თუ მას დრო­ზე ად­რე გა­ვუშ­ვებთ, ოსებს მო­ვუს­პობთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ველს, მად­ლო­ბას არა­ვინ გვე­ტყ­ვის, მაგ­რამ ქუ­ლებს ჩა­ვი­წერთ. შემ­დეგ თუ კვლა­ვაც და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო ვინ­მეს, უფ­რო თა­მა­მად მო­ვითხ­ოვთ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მე არ ვამ­ბობ, რომ ვინც სას­ჯელს იხ­დის ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში, უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ რას გვაძ­ლევს მა­თი აქ ყოფ­ნა, რო­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ოთ?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"

"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"

ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის თე­მა უპირ­ვე­ლე­სია იმ პრობ­ლე­მა­თა შო­რის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე დგას. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რე­ულ ძვრებს რამ­დენ ხან­ში ელის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, თქვე­ნი, რო­გორც მი­ნის­ტრის, ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა აპა­რა­ტის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლა იყო, თუმ­ცა დღემ­დე ძველ სა­ხელს ინარ­ჩუ­ნებს...

- სა­ხელს პრე­ზი­დენ­ტი არ ცვლის. მა­გა­ლი­თის­თვის გავიხსენოთ, რა ხდე­ბა რა­ბა­თის ცი­ხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლა­პა­რა­კია, რომ იქ მე­ჩე­თის ოქ­როს­ფე­რი გუმ­ბა­თი შე­იც­ვა­ლოს ჟან­გის­ფე­რით, ისი­ნი კი გა­მო­დი­ან და გაჰ­ყვი­რი­ან, ან­გრე­ვენ ყვე­ლა­ფერ­სო. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა­საც თა­ვის გა­კე­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, იქ რა­ი­მე მცი­რე­დის შეც­ვლა­საც კი ავად­მყო­ფუ­რად გა­ნიც­დის. რო­გორც ჩანს, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­ა, სა­ხე­ლის შეც­ვლას არ და­უშ­ვებს. თუმ­ცა, ამ სი­ჯი­უ­ტით აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ჩვენ გვი­წერს ქუ­ლებს: ისი­ნი ხვდე­ბი­ან, ვინ იყო მა­თი მტე­რი და ვინ მოყ­ვა­რე. მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა­საც გვიქ­მნის, რად­გან აფ­ხა­ზე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად აცხ­ა­დე­ბენ, რომ არ და­ე­ლა­პარა­კე­ბი­ან ამ­გვა­რი სა­ხე­ლის მქო­ნე უწყ­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს. ჩვენ გვინ­და შევ­ცვა­ლოთ სა­ხე­ლი და ჩვენ­თან არ­და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს არ­გუ­მენ­ტი მოვ­სპოთ.

- თით­ქმის ექ­ვსი თვე გა­ვი­და, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას. უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა და თუ მოჰ­ყვა ამას რა­ი­მე შე­დე­გი?

- ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მი­მაჩ­ნია ის, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პეთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ვე­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და მო­ა­წე­როს ხე­ლი ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ადას­ტუ­რებს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ ცალ­მხრი­ვად და ზე­პი­რად აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია ბევ­რად მაღ­ლა დგას, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბა ან თუნ­დაც, აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოსე­ბი და აფ­ხა­ზე­ბი არ ენ­დო­ბოდ­ნენ, მის გან­ცხა­დე­ბა­საც ფა­რი­სევ­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ. ახალ მთავ­რო­ბა­ში კი არის ხალ­ხი, ვის­ზეც ვერ იტყ­ვი­ან, არ ვენ­დო­ბი­თო. მე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას კარ­გად გვიც­ნო­ბენ და იცი­ან, რომ ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი ვი­ყა­ვით ომი­სა.

- ამას, რო­გორც ვი­ცი, აფ­ხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლი­ა.

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მათ ვერ მის­ცეს თავს უფ­ლე­ბა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ამი­ტომ სა­ერ­თოდ გა­ჩუმ­დნენ. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა ისეა აწყ­ო­ბი­ლი, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პოთ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი. მათ­მა მოთხ­ოვ­ნამ ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნი­ა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა. ამით მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ ორ რა­მეს: ოკუ­პა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი რჩე­ბა ძა­ლა­ში, მაგ­რამ რაც შე­საც­ვლე­ლია იმის­თვის, რომ უკე­თე­სი გახ­დეს, შევ­ცვლით. ჩვენ შე­ვე­ხეთ სა­აკაშვი­ლის მი­ერ "წმინ­და ძრო­ხად" შე­რაცხილ კა­ნონს და ამით ქვე­ყა­ნა არ დაქ­ცე­უ­ლა. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო შეს­ვლის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩვენ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე ვზრუ­ნავთ. ეს ქმე­დე­ბა კვლა­ვაც და­ის­ჯე­ბა, ოღონდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად, და საზღ­ვრის დამ­რღვევს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად, 400 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა, ხო­ლო გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­იწყ­ე­ბა.

- თუმ­ცა, გყავთ ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვრის დამ­რღვე­ვი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა სტან­დარ­ტით ის­ჯე­ბო­დეს.

- ვინ არი­ან ოპო­ნენ­ტე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? ისი­ნი რა ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან? თა­ვის დრო­ზე, რო­ცა ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, ამით ხომ თქვეს, სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სხვა რე­ჟი­მი მუ­შა­ობ­სო, თა­ვად შე­მო­ი­ტა­ნეს ეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ნენ­ტე­ბი სუ­ლაც არ მა­დარ­დებს, მათ რვა წე­ლი ჰქონ­დათ მარ­თვის­თვის და ქვე­ყა­ნა მი­იყ­ვა­ნეს იქამ­დე, რომ ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში ვერ შევ­დი­ვართ. სად არის ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ამ პრი­მი­ტი­ვებს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არა აქვთ, რომ პი­რი გა­ა­ღონ და ამა­ზე ილა­პა­რა­კონ, მა­ინც უტიფ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ და კი­დევ უფ­რო იმარ­ხა­ვენ თავს. მათ არ ჩა­ა­ბა­რეს რუ­სებს ახალ­გო­რი და კო­დო­რის ხე­ო­ბა? ვსვამ­ კითხ­ვას: რა წვლი­ლი მი­უძღ­ვის სა­ა­კაშ­ვილს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ში? იმ თა­მაშ­ში, რაც და­იწყო პუ­ტინ­მა 2006 წელს, ჰქონ­და თუ არა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი რო­ლი? მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, პრე­მი­ერ­- მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას დი­დი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა... რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ეს იყო პუ­ტი­ნი­სა და ან­ქვა­ბის შეხ­ვედრა­ზე გან­ხილ­ვის ერ­თ-ერ­თი თე­მა...

- ძა­ლი­ან კარ­გი­ა, თუ ასე იყო. მი­მაჩ­ნი­ა, რომ რკი­ნიგ­ზის ამოქ­მე­დე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში თუ იქ­ნე­ბა, ამ თე­მის გან­ხილ­ვა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. რკი­ნიგ­ზის გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და არა რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ა­ზე. თუმ­ცა, ამ სა­კითხ­ის ხსე­ნე­ბას რე­აქ­ცია მგო­ნი, ყვე­ლას­გან მოჰ­ყვა, რუ­სე­თის გარ­და. რო­ცა ადა­მი­ა­ნი დუმს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე კონ­კრეტ­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­ნი­ა, სა­ერ­თოდ თა­ვი აა­რი­დოს გან­ცხა­დე­ბას.

- იმა­საც ხომ ამ­ბო­ბენ, დუ­მი­ლი თან­ხმო­ბის ნი­შა­ნი­ა­ო...

- მა­გას ვინც ამ­ბობს, მას ჰკითხ­ეთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ლე­გენ­და, რკი­ნიგ­ზის მოქ­მე­დე­ბით რუ­სე­თის ექ­სპან­სია მოხ­დე­ბა­ო, სი­მარ­თლის მარ­ცვალ­საც რომ შე­ი­ცავ­დეს, რუ­სე­თი ორი­ვე ხე­ლით ჩა­ე­ჭი­დე­ბო­და ამას.

- ომ­ბუდ­სმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეთ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომლებიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იც­ვლე­ბოდ­ნენ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქარ­თულ ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დი­ან ქურ­თი­სა და თა­მა­რა­შე­ნის გა­დაწ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი.

- თუ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სი ითხ­ოვს ამას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გა­დავ­დგათ ეს ნა­ბი­ჯე­ბი? ჩვენ რას ვი­გებთ, თუ არ გა­ვა­თავის­უფ­ლებთ მათ? მა­რეკ დუ­და­ე­ვის მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ. ეს ადა­მი­ა­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ­-ო­სურ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მის თვალ­წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს მი­სი და, დუ­და­ევ­მა შუ­რი იძია და დახოცა ისი­ნი, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლი. შემ­დეგ უკ­ვე მი­სი მოკ­ვლა სცა­დეს, თუმ­ცა, სხვა ქარ­თველ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. მას 4 წე­ლი­წა­დი­ღა დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი. თუ მას დრო­ზე ად­რე გა­ვუშ­ვებთ, ოსებს მო­ვუს­პობთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ველს, მად­ლო­ბას არა­ვინ გვეტყ­ვის, მაგ­რამ ქუ­ლებს ჩა­ვი­წერთ. შემ­დეგ თუ კვლა­ვაც და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო ვინ­მეს, უფ­რო თა­მა­მად მო­ვითხ­ოვთ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მე არ ვამ­ბობ, რომ ვინც სას­ჯელს იხ­დის ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში, უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ რას გვაძ­ლევს მა­თი აქ ყოფ­ნა, რო­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ოთ?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?