მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან
რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან

სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მსა­ხი­ო­ბი, თი­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მაკა ძა­გა­ნია რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­და. როცა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხე, - "გა­ო­ცე­ბულ­მა" მი­პა­სუ­ხა, - სა­დარ­ბა­ზოს­თან მათი რიგი ვერ შე­ნიშ­ნე­თო? ამ­ბობს, რომ თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არ ჰყავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მხო­ლოდ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან... ფე­მი­ნის­ტი თი­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მაკა სა­სი­ა­მოვ­ნო და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. თუმ­ცა, მის მიერ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას შე­საძ­ლოა, მა­კას და თი­ნას შო­რის მცი­რე­დი მსგავ­სე­ბაც შე­ნიშ­ნოთ...

- პირ­ვე­ლად, ბიჭი 17 წლი­სას მო­მე­წო­ნა და გა­ვეპ­რან­ჭე, შე­მიყ­ვარ­და. მა­ნამ­დე, ამის­თვის დრო არ მქონ­და და თან, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში დავ­დი­ო­დი, სა­დაც ძა­ლი­ან ცოტა ბიჭი სწავ­ლობ­და.

- პირ­ვე­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად რას აკე­თებ­დით?

- არ მახ­სოვს. სა­ერ­თოდ, ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად არა­სო­დეს არა­ფერს ვა­კე­თებ. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა.

- პირ­ველ სიყ­ვა­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორ აე­წყო?

- ცოტა ხანს ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით; სულ ეს იყო (იღი­მის).

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი გახ­სოვთ?

- პა­ე­მან­ზე სა­ერ­თოდ არ ვყო­ფილ­ვარ. არ მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ უც­ნობ ადა­მი­ანს პა­ე­მან­ზე და­ვე­პა­ტი­ჟე­ბი­ნე, მე კი გა­მოვპ­რან­ჭუ­ლი­ყა­ვი და მას­თან შე­სახ­ვედ­რად წავ­სუ­ლი­ყა­ვი... უბე­დუ­რი ქალი ვარ, არა (იცი­ნის)?

- თუ ადა­მი­ანს არ იც­ნობთ, მას­თან პა­ე­მან­ზე რა­ტომ უნდა წახ­ვი­დეთ?

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვი­ღა­ცის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ღა­ცას გა­იც­ნო­ბენ, მერე ერ­თმა­ნეთს 3 მე­სიჯს მის­წე­რენ და ეს საკ­მა­რი­სია სა­ი­მი­სოდ, რომ გო­გოს­თან შეხ­ვედ­რა მო­ინ­დო­მონ... რა თქმა უნდა, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მოც მქო­ნია, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ მო­წო­ნე­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლა, შემ­დეგ - სიყ­ვა­რულ­ში.

- ერ­თმა­ნეთს გრძნო­ბებ­ში რო­გორ გა­მო­უ­ტყდით?

- არ მახ­სოვს. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი ეი­ფო­რი­ა­შია და რომ ჰკი­თხოთ, - შენს თავს რა ხდე­ბაო? - იმ­წუ­თას ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვე­ბათ; გე­ტყვით, თუ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია... მაგ­რამ ამ­დე­ნი წლის მერე, იმ ემო­ცი­ის აღ­დგე­ნა და გახ­სე­ნე­ბა მი­ჭირს. იმა­საც ვერ ვიხ­სე­ნებ, სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­მა ქმარ­მა რა ვი­თა­რე­ბა­ში ან რო­გორ ამიხ­სნა...

- სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა რო­დის გეწ­ვი­ათ?

- 18 წლი­სას, - ანუ მა­შინ, როცა გავ­თხოვ­დი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან 3-4 თვის მერე, მას ძმა გარ­და­ეც­ვა­ლა, ამი­ტომ სხვა სი­ახ­ლო­ვე, თა­ნაგ­რძნო­ბა, მხარ­ში დგო­მა "წა­მო­ვი­და". უკვე მისი ოჯა­ხის წევ­რი­ვით ვი­ყა­ვი, რად­გან ვჭირ­დე­ბო­დი. ეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გახ­ლდათ. წლის­თა­ვი არ იყო გა­სუ­ლი, როცა დე­და­მისს სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა მო­უხ­და. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და... ბედ­ნი­ე­რი პე­რი­ო­დიც გვქონ­და, ვარ­დე­ბიც უჩუ­ქე­ბია, რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მიც მო­უ­წყვია, მაგ­რამ ტრა­გე­დი­ამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ძი­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ფა­ზა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­ად­რე­ვად მი­ი­ღეთ?

- კი, ასე ვფიქ­რობ, რად­გან ფაქ­ტია, ოჯა­ხი და­ინ­გრა.

- ოჯა­ხურ­მა თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ რამ­დენ ხანს გას­ტა­ნა?

- ნუცა წლი­ნა­ხევ­რის მყავ­და, როცა მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი.

- მარ­ტოს, ბავ­შვის გაზ­რდა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- არა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ პე­რი­ოდ­ში დედა და­მიდ­გა გვერ­დით, თო­რემ მარ­ტო ალ­ბათ, ვე­რა­ფერს ვი­ღო­ნებ­დი. თან, მა­შინ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლას ვამ­თავ­რებ­დი და ნორ­მა­ლუ­რად პრო­ფე­სი­აც არ "მე­ჭი­რა ხელ­ში". ბავ­შვზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ისიც კი არ ვი­ცო­დი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნას შევ­ძლებ­დი თუ არა. როცა ვიგ­რძე­ნი, "ზურ­გი მქონ­და" - დე­დის ნდო­ბა შე­მეძ­ლო, მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, ვერ გავ­რის­კავ­დი.

- ნუ­ცას აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვით ჩარ­თუ­ლი?

- რა თქმა უნდა! თუმ­ცა, ძიძა მჭირ­დე­ბო­და და მყავ­და კი­დეც...

- სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბის ან ოჯა­ხის დან­გრე­ვის მერე, დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი გქონ­დათ?

- არა. ერთი ასე­თი თვი­სე­ბა მაქვს: ზო­გა­დად, თუ რა­მეს გა­დავ­წყვეტ, ეს ბოლო მო­მენ­ტში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­ლავთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. თუკი ამას ვერ ვაღ­წევ, უკვე რა­დი­კა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ. მა­ნამ­დე იმ­დენ რა­მეს ვით­მენ და ვი­ტან, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბას აღარ გან­ვიც­დი - ამის­თვის მზად ვარ...

- პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, ქა­ლე­ბი გა­თხო­ვე­ბას თავს არი­დე­ბენ ხოლ­მე. ამ მხრივ, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის საქ­მე?

- მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და. ადრე, ქორ­წილ­ში მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიგ­ნა­ლი რომ მეს­მო­და, ვამ­ბობ­დი, - ვი­ღაც გა­უ­ბე­დურ­და-მეთ­ქი, ახლა ასე აღარ ვფიქ­რობ... თუკი ჩემ გვერ­დით ჩემ­თვის შე­სა­ფე­რი­სი მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, ოჯახს შევ­ქმნი. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი იც­ვლე­ბა, ნა­ბიჯს და­უ­ფიქ­რებ­ლად ვე­ღარ გა­დად­გამ... დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლია ისე­თი მა­მა­კა­ცის პოვ­ნა, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში "შემ­დგა­რი" და თან - მსა­ხი­ო­ბი ქალი მოს­წონს.

- მა­მა­კა­ცებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ციც კი ბუ­ნე­ბით მა­ინც, აზი­ა­ტი გახ­ლავთ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ითხოვს, რომ მისი ცოლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყოს. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი მო­თხოვ­ნე­ბი რა­ტომ აქვთ, ძა­ლი­ან მიკ­ვირს... ვგრძნობ და ვამ­ჩნევ, რომ მა­მა­კაცს გვერ­დით სხვა­ნა­ი­რი ქალი უნდა. შე­იძ­ლე­ბა მოვ­წონ­ვარ - "ტი­პა­ჟუ­რად", ხა­სი­ა­თით მის "პა­რა­მეტ­რებ­ში" "ვჯდე­ბი", მაგ­რამ თუ ოჯა­ხურ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ვებ­მე­ბი, გა­მოთ­ქვამს სურ­ვილს, რომ ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბო...

- თქვენს შეყ­ვა­რე­ბულ­თან - ტატო ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ეს გახ­ლდათ?

- არა. სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვა მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გამო არ ხდე­ბა, მით უმე­ტეს - თუ ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს; როცა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­გრე­ვა, ქა­ლიც დამ­ნა­შა­ვეა და კა­ციც. უბ­რა­ლოდ, ვი­ღაც რა­ღა­ცას იტანს, რა­ღა­ცას - ვერა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გროვ­დე­ბა და ბო­ლოს ხვდე­ბი, რომ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და კო­ჰა­ბი­ტა­ცია არ გა­მო­დის (იღი­მის)... მა­მა­კა­ცე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად იმას ვერ ითხო­ვენ, რომ მათ გვერ­დით მყოფ­მა ქალ­მა სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბოს, მაგ­რამ საქ­მე ნელ-ნელა, სწო­რედ აქეთ­კენ მიჰ­ყავთ... მთა­ვა­რია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და კი­დევ, ისე­თი უნდა მი­მი­ღონ, რო­გო­რიც ვარ. მე კი არა, უკვე ნუ­ცი­საც კი ვე­ღარ შეც­ვლი - მას თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა აქვს... არ მეს­მის, რა­ტომ უნდა და­ვიგ­რძე­ლო კაბა იმ მა­მა­კაც­თან ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­საც სწო­რედ ამ მოკ­ლე კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­ვე­წო­ნე? ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტია, კომ­პლექ­სი უჩ­ნდე­ბათ...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, მა­მა­კა­ცე­ბი თქვენ­ში რის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ?

- თუნ­დაც, ჩაც­მის სტი­ლის.

- გა­მომ­წვე­ვად იც­ვამთ?

- ვფიქ­რობ, რომ არა. მგო­ნი, უფრო პი­რი­ქით არის - ჩემი მე­გო­ბა­რი, თა­თია ბუ­ა­ძე სულ მე­უბ­ნე­ბა, - "ბარ­ბის" ასა­კი­დან გა­მო­დიო. ყო­ველ­თვის ფე­რა­დი სა­მო­სი მეც­ვა. შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ლე იყო, მაგ­რამ გა­მომ­წვე­ვი - არა. მა­მა­კა­ცებს მა­ინც უნ­დათ, რომ ჩემი კაბა დაგ­რძელ­დეს. ჩაც­მის სტი­ლი მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნე, თო­რემ ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო თემა გახ­ლავთ. ზო­გა­დად, მა­მა­კა­ცებს ქა­ლის შეც­ვლა უყ­ვართ. სურთ, "ოჯა­ხის ქალი" გაგ­ხა­დონ. თუმ­ცა, ასე­თი ისე­დაც ვარ: რად­გან შვი­ლი მყავს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ვი­წყე.

- თქვენ და ნუცი კარ­გი მე­გობ­რე­ბი ხართ?

- ვჩხუ­ბობთ კი­დეც, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყოთ.

- თქვენს გო­გო­ნას რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს?

- ამ ეტაპ­ზე, "ფე­ის­ბუ­კის" გარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი გა­უქ­რა! მი­მაჩ­ნია, რომ ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი დამ­ღუ­პავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა, უკვე იმ დო­ნემ­დე მი­ვე­დი, რომ მზად ვარ, გავ­თი­შო. წი­ნათ ნუცი ჭკვი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი ბავ­შვი იყო: სწავ­ლობ­და, კი­თხუ­ლობ­და. ახლა "ფე­ის­ბუკ­ზე" ყოფ­ნის გარ­და, არა­ფერს აკე­თებს და ყვე­ლა­ზე ხში­რად, ამის გამო ვკა­მა­თობთ.

- მის ვირ­ტუ­ა­ლურ სა­მე­გობ­როს თუ აკონ­ტრო­ლებთ?

- ნუ­ცის გო­გო­ნე­ბი ხში­რად სტუმ­რო­ბენ. ინ­ტერ­ნეტ­შიც რე­ა­ლურ სა­მე­გობ­რო წრეს­თან აქვს კავ­ში­რი. მეტ­საც გე­ტყვი: მისი მე­გობ­რე­ბი აქ, ჩვენს სახ­ლში რომ მო­დი­ან და სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე სხდე­ბი­ან, ერ­თმა­ნეთს "ფე­ის­ბუკ­ზე" სწე­რენ. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ილა­პა­რა­კონ? მაგ­რამ - არა!

- მახ­სოვს, ნუცი ინ­ტერ­ნეტ­ში "თი­ნას" გულ­შე­მატ­კივ­რებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, თე­ატ­რში თქვე­ნი "ასის­ტენ­ტი" იყო...

- ეგეც აღარ აინ­ტე­რე­სებს. ინ­ტერ­ნეტ­ში მე­გობ­რებ­თან ჭო­რა­ო­ბის გარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა...

- მაკა, ამ ეტაპ­ზე თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- თა­მა­მად გე­ტყვით, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან

რას ითხოვენ მამაკაცები მაკა ძაგანიასგან

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი, თინას როლის შემსრულებელი მაკა ძაგანია რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, შეყვარებულს დაშორდა. როცა თაყვანისმცემლების შესახებ ვკითხე, - "გაოცებულმა" მიპასუხა, - სადარბაზოსთან მათი რიგი ვერ შენიშნეთო? ამბობს, რომ თაყვანისმცემელი მამაკაცები არ ჰყავს და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ სერიალის მაყურებელი ბავშვები ეკონტაქტებიან... ფემინისტი თინასგან განსხვავებით, მაკა სასიამოვნო და მხიარული ადამიანი გახლავთ. თუმცა, მის მიერ ქართველი მამაკაცების შეფასებისას შესაძლოა, მაკას და თინას შორის მცირედი მსგავსებაც შენიშნოთ...

- პირველად, ბიჭი 17 წლისას მომეწონა და გავეპრანჭე, შემიყვარდა. მანამდე, ამისთვის დრო არ მქონდა და თან, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავდიოდი, სადაც ძალიან ცოტა ბიჭი სწავლობდა.

- პირველი ინტერესის ობიექტის ყურადღების მისაქცევად რას აკეთებდით?

- არ მახსოვს. საერთოდ, ყურადღების მისაქცევად არასოდეს არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი თავისთავად ხდება.

- პირველ სიყვარულთან ურთიერთობა როგორ აეწყო?

- ცოტა ხანს ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით; სულ ეს იყო (იღიმის).

- პირველი პაემანი გახსოვთ?

- პაემანზე საერთოდ არ ვყოფილვარ. არ მქონია შემთხვევა, რომ უცნობ ადამიანს პაემანზე დავეპატიჟებინე, მე კი გამოვპრანჭულიყავი და მასთან შესახვედრად წავსულიყავი... უბედური ქალი ვარ, არა (იცინის)?

- თუ ადამიანს არ იცნობთ, მასთან პაემანზე რატომ უნდა წახვიდეთ?

- არის შემთხვევები, როცა ვიღაცის დაბადების დღეზე ვიღაცას გაიცნობენ, მერე ერთმანეთს 3 მესიჯს მისწერენ და ეს საკმარისია საიმისოდ, რომ გოგოსთან შეხვედრა მოინდომონ... რა თქმა უნდა, რომანტიკული საღამოც მქონია, მაგრამ ურთიერთობა ჯერ მოწონებაში გადაზრდილა, შემდეგ - სიყვარულში.

- ერთმანეთს გრძნობებში როგორ გამოუტყდით?

- არ მახსოვს. ასეთ დროს ადამიანი ეიფორიაშია და რომ ჰკითხოთ, - შენს თავს რა ხდებაო? - იმწუთას ყველაფერს დეტალურად მოგიყვებათ; გეტყვით, თუ როგორი ბედნიერია... მაგრამ ამდენი წლის მერე, იმ ემოციის აღდგენა და გახსენება მიჭირს. იმასაც ვერ ვიხსენებ, სიყვარული ჩემმა ქმარმა რა ვითარებაში ან როგორ ამიხსნა...

- სერიოზული გრძნობა როდის გეწვიათ?

- 18 წლისას, - ანუ მაშინ, როცა გავთხოვდი. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან 3-4 თვის მერე, მას ძმა გარდაეცვალა, ამიტომ სხვა სიახლოვე, თანაგრძნობა, მხარში დგომა "წამოვიდა". უკვე მისი ოჯახის წევრივით ვიყავი, რადგან ვჭირდებოდი. ეს შეყვარებულების ჩვეულებრივი ურთიერთობა არ გახლდათ. წლისთავი არ იყო გასული, როცა დედამისს საბერძნეთში გამგზავრება მოუხდა. ჰოდა, გადავწყვიტეთ, რომ ოჯახური ცხოვრების ერთად გაგრძელება უკეთესი იქნებოდა... ბედნიერი პერიოდიც გვქონდა, ვარდებიც უჩუქებია, რომანტიკული ვახშამიც მოუწყვია, მაგრამ ტრაგედიამ ჩვენი ურთიერთობა დაამძიმა და აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადაიყვანა.

- მიგაჩნიათ, რომ ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღეთ?

- კი, ასე ვფიქრობ, რადგან ფაქტია, ოჯახი დაინგრა.

- ოჯახურმა თანაცხოვრებამ რამდენ ხანს გასტანა?

- ნუცა წლინახევრის მყავდა, როცა მეუღლეს დავშორდი.

- მარტოს, ბავშვის გაზრდა არ გაგიჭირდათ?

- არა. საბედნიეროდ, იმ პერიოდში დედა დამიდგა გვერდით, თორემ მარტო ალბათ, ვერაფერს ვიღონებდი. თან, მაშინ ინსტიტუტში სწავლას ვამთავრებდი და ნორმალურად პროფესიაც არ "მეჭირა ხელში". ბავშვზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კი არ ვიცოდი, საკუთარი თავის რჩენას შევძლებდი თუ არა. როცა ვიგრძენი, "ზურგი მქონდა" - დედის ნდობა შემეძლო, მეუღლესთან დაშორება გადავწყვიტე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ გავრისკავდი.

- ნუცას აღზრდაში აქტიურად იყავით ჩართული?

- რა თქმა უნდა! თუმცა, ძიძა მჭირდებოდა და მყავდა კიდეც...

- სიყვარულში იმედგაცრუების ან ოჯახის დანგრევის მერე, დეპრესიული პერიოდი გქონდათ?

- არა. ერთი ასეთი თვისება მაქვს: ზოგადად, თუ რამეს გადავწყვეტ, ეს ბოლო მომენტში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ურთიერთობები შევინარჩუნო. თუკი ამას ვერ ვაღწევ, უკვე რადიკალურ გადაწყვეტილებას ვიღებ. მანამდე იმდენ რამეს ვითმენ და ვიტან, რომ ურთიერთობის დასრულებას აღარ განვიცდი - ამისთვის მზად ვარ...

- პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ქალები გათხოვებას თავს არიდებენ ხოლმე. ამ მხრივ, თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ადრე, ქორწილში მიმავალი ავტომობილების სიგნალი რომ მესმოდა, ვამბობდი, - ვიღაც გაუბედურდა-მეთქი, ახლა ასე აღარ ვფიქრობ... თუკი ჩემ გვერდით ჩემთვის შესაფერისი მამაკაცი იქნება, ალბათ, ოჯახს შევქმნი. ასაკის მატებასთან ერთად, კრიტერიუმები და მოთხოვნები იცვლება, ნაბიჯს დაუფიქრებლად ვეღარ გადადგამ... დღევანდელ საქართველოში რთულია ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელსაც წარმატებული, საკუთარ პროფესიაში "შემდგარი" და თან - მსახიობი ქალი მოსწონს.

- მამაკაცებთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმები გაქვთ?

- ჩემი აზრით, ევროპული ყაიდის ქართველი მამაკაციც კი ბუნებით მაინც, აზიატი გახლავთ და საბოლოო ჯამში, ითხოვს, რომ მისი ცოლი სამზარეულოში იყოს. XXI საუკუნეში ასეთი მოთხოვნები რატომ აქვთ, ძალიან მიკვირს... ვგრძნობ და ვამჩნევ, რომ მამაკაცს გვერდით სხვანაირი ქალი უნდა. შეიძლება მოვწონვარ - "ტიპაჟურად", ხასიათით მის "პარამეტრებში" "ვჯდები", მაგრამ თუ ოჯახურ თანაცხოვრებაში ჩავებმები, გამოთქვამს სურვილს, რომ ყველაფერს თავი დავანებო...

- თქვენს შეყვარებულთან - ტატო ჩახუნაშვილთან დაშორების მიზეზი ეს გახლდათ?

- არა. საერთოდ, ურთიერთობის დანგრევა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ ხდება, მით უმეტეს - თუ ისინი წლების განმავლობაში იცნობენ ერთმანეთს; როცა ასეთი ურთიერთობა ინგრევა, ქალიც დამნაშავეა და კაციც. უბრალოდ, ვიღაც რაღაცას იტანს, რაღაცას - ვერა. ეს ყველაფერი გროვდება და ბოლოს ხვდები, რომ ერთსულოვნება და კოჰაბიტაცია არ გამოდის (იღიმის)... მამაკაცები კონკრეტულად იმას ვერ ითხოვენ, რომ მათ გვერდით მყოფმა ქალმა სამსახურს თავი დაანებოს, მაგრამ საქმე ნელ-ნელა, სწორედ აქეთკენ მიჰყავთ... მთავარია ურთიერთგაგება და კიდევ, ისეთი უნდა მიმიღონ, როგორიც ვარ. მე კი არა, უკვე ნუცისაც კი ვეღარ შეცვლი - მას თავისი ხასიათი, მსოფლმხედველობა აქვს... არ მესმის, რატომ უნდა დავიგრძელო კაბა იმ მამაკაცთან ცხოვრების პერიოდში, რომელსაც სწორედ ამ მოკლე კაბაში გამოწყობილი მოვეწონე? ჩვეულებრივი ეჭვიანობის მომენტია, კომპლექსი უჩნდებათ...

- ყველაზე მეტად, მამაკაცები თქვენში რის შეცვლას ცდილობენ?

- თუნდაც, ჩაცმის სტილის.

- გამომწვევად იცვამთ?

- ვფიქრობ, რომ არა. მგონი, უფრო პირიქით არის - ჩემი მეგობარი, თათია ბუაძე სულ მეუბნება, - "ბარბის" ასაკიდან გამოდიო. ყოველთვის ფერადი სამოსი მეცვა. შეიძლება, მოკლე იყო, მაგრამ გამომწვევი - არა. მამაკაცებს მაინც უნდათ, რომ ჩემი კაბა დაგრძელდეს. ჩაცმის სტილი მაგალითად მოვიყვანე, თორემ ეს უმნიშვნელო თემა გახლავთ. ზოგადად, მამაკაცებს ქალის შეცვლა უყვართ. სურთ, "ოჯახის ქალი" გაგხადონ. თუმცა, ასეთი ისედაც ვარ: რადგან შვილი მყავს, სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება ადრეული ასაკიდან დავიწყე.

- თქვენ და ნუცი კარგი მეგობრები ხართ?

- ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ ვცდილობთ, კარგი მეგობრები ვიყოთ.

- თქვენს გოგონას რა ინტერესები აქვს?

- ამ ეტაპზე, "ფეისბუკის" გარდა, ყველანაირი ინტერესი გაუქრა! მიმაჩნია, რომ ეს სოციალური ქსელი დამღუპავს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ძალიან მჭირდება, უკვე იმ დონემდე მივედი, რომ მზად ვარ, გავთიშო. წინათ ნუცი ჭკვიანი, გონიერი ბავშვი იყო: სწავლობდა, კითხულობდა. ახლა "ფეისბუკზე" ყოფნის გარდა, არაფერს აკეთებს და ყველაზე ხშირად, ამის გამო ვკამათობთ.

- მის ვირტუალურ სამეგობროს თუ აკონტროლებთ?

- ნუცის გოგონები ხშირად სტუმრობენ. ინტერნეტშიც რეალურ სამეგობრო წრესთან აქვს კავშირი. მეტსაც გეტყვი: მისი მეგობრები აქ, ჩვენს სახლში რომ მოდიან და სხვადასხვა ადგილზე სხდებიან, ერთმანეთს "ფეისბუკზე" სწერენ. ხომ შეიძლება, ილაპარაკონ? მაგრამ - არა!

- მახსოვს, ნუცი ინტერნეტში "თინას" გულშემატკივრებს ყურადღებას აქცევდა, თეატრში თქვენი "ასისტენტი" იყო...

- ეგეც აღარ აინტერესებს. ინტერნეტში მეგობრებთან ჭორაობის გარდა, ყველანაირი ინტერესი დაკარგა...

- მაკა, ამ ეტაპზე თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- თამამად გეტყვით, რომ აბსოლუტურად არაფერი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება