პარტნიორები:

    სახელმძღვანელოების მოცულობა შემცირდება

    სახელმძღვანელოების მოცულობა შემცირდება

    სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობა, სავარაუდოდ, შემცირდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

    "სახელმძღვანელოების სიდიდე და მოცულობა არის დიდი. მიდის სტამბებთან მოლაპარაკება, რომ მოხერხდეს წიგნების დაშლა უფრო მცირე ერთეულებად და შესაბამისად, ბავშვები არ იყვნენ განწირულნი სქოლიოზისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა და იქვე დასძინა, რომ დაგეგმილია წიგნებისა და სამუშაო რვეულების განცალკევებაც, რათა სახელმძღვანელოს შეძენა ყოველწლიურად არ გახდეს აუცილებელი.

    ამასთან, მარგველაშვილმა სტამბებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეკვეთას ყველა ის სტამბა მიიღებს, რომელსაც ასეთი მასშტაბის სამუშაოების შესრულება შეუძლია.

    "საქართველოში არსებული ყველა სტამბა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ამ მასშტაბის შეკვეთა, შეკვეთას მიიღებს. ამ ეტაპზე 4 სტამბაზეა საუბარი, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. არა მგონია, რომ მხოლოდ ოთხმა "გაქაჩოს", უზარმაზარი და უპრეცენდენტოდ დიდი შეკვეთააა ქართული სტამბებისთვის და იმედია, ისინი სიმძლავრეებსა და ხარისხს გაზრდიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"