ბოლო დროს ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტ-მემეები, სახელწოდებით "ძაღლები კოლგოტებში". ადგილობრივი სოციალური ქსელის Weibo-ს ასობით მომხმარებელი ყოველდღიურად აქვეყნებს ქალის კოლგოტებში გამოწყობილი ოთხფეხა მეგობრების ფოტოებს.
სოც-ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Ulatang-მა შეკრიბა "სექსუალური ძაღლების" მემეები და აღმოაჩინა, რომ კოლგოტებში გამოწყობილი შინაური ცხოველები ფოტოს გადაღებისას თვალებს ნაბავენ და შეიძლება ითქვას "იპრანჭებიან" კიდეც.
აღსანიშნავია, რომ პირველად მსგავსი ფოტო სწორედ Ulatang-მა გამოაქვეყნა. სურათს 16 000 კომენტარი დაუგროვდა, მოგვიანებით კი ინტერნეტ-მემედაც იქცა.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.