ქუთაისის #1 ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე, რომელიც სამსახურის დაკარგვას პოლიტიკური მოტივით ხსნის, სადაზღვევო კომპანია "ალდაგისგან" სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვს. ნადირაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ის თბილისში, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, აქციიდან სამ დღეში კი გაათავისუფლეს.
"ახალი გაზეთი"