საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებს შორის, ამ ეტაპზე, იშხნის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ჩართულია ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყება, მიღწეულია შეთანხმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს.
"12 აპრილს, ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში შედგება ოფიციალური შეხვედრა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ოზგურ ოზასლანთან. შეხვედრას ასევე, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.