პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"
ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"

ბიზ­ნეს­მე­ნი ლაშა პა­პაშ­ვი­ლი დამ­წყებ კო­ლე­გებს ურ­ჩევს ბიზ­ნესჩ­ვე­ვე­ბი­სა თუ წე­სე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბით ისარ­გებ­ლონ, სა­დაც მისი თქმით, უამ­რა­ვი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლი და წვრილ­მა­ნი სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად არის აღ­წე­რი­ლი. რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, ბევ­რი რამ სწო­რედ წიგ­ნე­ბი­დან ის­წავ­ლა, თუმ­ცა არც გა­მოც­დი­ლი მე­გო­ბა­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რჩე­ვებს ტო­ვებ­და უყუ­რა­დღე­ბოდ.

"როცა ბიზ­ნეს­ში შევ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი იკი­თხო, არ ჩა­მორ­ჩე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ი­ღო ზღვა ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აცხა­დებს პა­პაშ­ვი­ლი.

წიგ­ნე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის დიდი გა­ტა­ცე­ბაა. მისი მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვია.

"ცოტა ხნის წინ ერთი ძა­ლი­ან კარ­გი წიგ­ნი ვი­ყი­დე კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაც გა­და­ვი­ხა­დე, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, იმ­დე­ნად პრაქ­ტი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა", - ამ­ბობს ის.

ბიზ­ნეს­მე­ნი აქ­ტი­უ­რად ერე­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში და ცდი­ლობს წიგ­ნე­ბი მა­თაც შე­აყ­ვა­როს.

"ბოლო 2-3 წე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ ბავ­შვე­ბის და­ძი­ნე­ბამ­დე სახ­ლში ვიყო და გა­მომ­დის კი­დეც. ვცდი­ლობ შა­ბათ-კვი­რა უპი­რა­ტე­სად მათ­თან გა­ვა­ტა­რო. რაც წა­მო­ი­ზარ­დნენ, უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. აქ­ტი­უ­რად ვე­რე­ვი მათ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში. მინ­და, ბევ­რი იკი­თხონ, ეს წარ­მა­ტე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ", - ამ­ბობს ლაშა პა­პაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობს დრო გა­მო­ნა­ხოს და შვი­ლებს თვი­თონ წა­უ­კი­თხოს წიგ­ნე­ბი. ბიზ­ნეს­მენს 6 შვი­ლი ჰყავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია forbesgeorgia.ge-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"

ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დამწყებ კოლეგებს ურჩევს ბიზნესჩვევებისა თუ წესების გასავითარებლად ხარისხიანი ბრიტანული გამოცემებით ისარგებლონ, სადაც მისი თქმით, უამრავი აუცილებელი დეტალი და წვრილმანი სკრუპულოზურად არის აღწერილი. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ბევრი რამ სწორედ წიგნებიდან ისწავლა, თუმცა არც გამოცდილი მეგობარი ბიზნესმენების რჩევებს ტოვებდა უყურადღებოდ.

"როცა ბიზნესში შევდიოდი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი. შრომისმოყვარეობასთან ერთად აუცილებელია ბევრი იკითხო, არ ჩამორჩე მიმდინარე პროცესებს, ყოველდღიურად მიიღო ზღვა ინფორმაცია ყველა მიმართულებით", - აცხადებს პაპაშვილი.

წიგნები ბიზნესმენის დიდი გატაცებაა. მისი მდიდარი ბიბლიოთეკა საინტერესო და მრავალმხრივია.

"ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან კარგი წიგნი ვიყიდე კულინარიაზე, საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადე, მაგრამ არ ვნანობ, იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა", - ამბობს ის.

ბიზნესმენი აქტიურად ერევა საკუთარი შვილების სწავლა-განათლებაში და ცდილობს წიგნები მათაც შეაყვაროს.

"ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც. ვცდილობ შაბათ-კვირა უპირატესად მათთან გავატარო. რაც წამოიზარდნენ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქტიურად ვერევი მათ სწავლა-განათლებაში. მინდა, ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და შვილებს თვითონ წაუკითხოს წიგნები. ბიზნესმენს 6 შვილი ჰყავს.

მომზადებულია forbesgeorgia.ge-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს