პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euobserver - ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს
Euobserver - ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს

ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მა Euobserver აქ­ვეყ­ნებს ჟანა კობ­ზო­ვას სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­თა­უ­რით - "ევ­რო­კავ­ში­რის ავ­ტო­პი­ლოტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო უნდა მო­ე­ღოს". რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის არას­წორ გზას და­ად­გა. ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია იმა­ზე პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყო, ხოლო ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ლო­დი­ნი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის და­მა­ტე­ბით ზე­წო­ლას ქმნის.

ათი წლის წინ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბი­სა და რთულ რე­გი­ონ­ში ევ­რო­კავ­ში­რის პარტნი­ორ ქვე­ყა­ნად თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბის ხელი იმა­ზე მე­ტად დას­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე, - აღ­ნიშ­ნავს ჟანა კობ­ზო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - პო­ლი­ტი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ებს კი ის იწ­ვევს, რომ ახლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უწევთ: სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში რჩე­ბა ოქ­ტომ­ბრამ­დე.

მთავ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხის მი­სა­ღე­ბად პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია სავ­სეა და­ძა­ბუ­ლო­ბით, ერ­თმა­ნე­თის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­თა და აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ტყვა "კო­ა­ბი­ტა­ცი­ას" უფრო ნე­გა­ტი­უ­რი გა­გე­ბით იყე­ნებს, - აღ­ნიშ­ნავს ჟანა კობ­ზო­ვა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ახა­ლი მთავ­რო­ბის­გან ბევრ ქარ­თველს დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს: ქვეყ­ნის ეკო­ნი­მი­კის აღ­დგე­ნა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გაზ­რდა, სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სა და პო­ლი­ცი­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თა, რო­გორც ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს იყო.

თუმ­ცა, აქამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა აქვს ცხა­დი გეგ­მა, რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლოს ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი.

მთავ­რო­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ას­ვლის სწავ­ლას ყო­ველ­თვის დრო სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა საქ­მეს ისე­თი პირი უჩანს, რომ კო­ა­ლი­ცია არ იყო მარ­თვის­თვის მზად (რამ­დე­ნი­მე მწი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ით­ვლე­ბა), - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­კავ­შირ­მა, მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ებ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც უნდა გა­უ­ზი­ა­როს.

მთავ­რო­ბამ ასე­ვე უამ­რა­ვი გა­მო­ძი­ე­ბა წა­მო­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - აღ­ნიშ­ნავს ჟანა კობ­ზო­ვა, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­კა­ვეს, არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, რომ ამით პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლებს იწე­რენ. ახა­ლი მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი წინა მთავ­რო­ბას "კრი­მი­ნალ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე გამ­გე­ბე­ლი გა­დად­გა და რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტთა ზე­წო­ლის გამო მი­ი­ღეს.

მი­უ­ხე­და­ვად სამ­თვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბი­სა, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო კა­ნო­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და და მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვე­ღარ და­ნიშ­ნავს, პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა კვლავ არ­სე­ბობს. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს რე­ფორ­მის სა­კი­თხი ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის კვლავ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, ამ დრომ­დე ახა­ლი მთავ­რო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა და პრო­ევ­რო­პუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში მეტ­წი­ლად იმ კურ­სის გამ­ტა­რე­ბე­ლია, რო­მელ­საც წინა მთავ­რო­ბა ატა­რებ­და, - ნათ­ქვა­მია Euobserver-ის სტა­ტი­ა­შია.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­და კავ­კა­სი­უ­რი უკ­რა­ი­ნა, რა­მაც ევ­რო­კავ­ში­რი უნდა და­ამ­შვი­დოს, მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ხის­ტი პო­ლი­ტი­კი­სა.

აქამ­დე, - წერს ჟანა კობ­ზო­ვა, - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა რთუ­ლად გა­სარ­ჩე­ვი იყო პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის­გან.

ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა ავ­ტო­პი­ლოტ­ზე მუ­შა­ობ­და: ისე­ვე, რო­გორც რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში, ის მი­მარ­თუ­ლი იყო სა­კუ­თარ კა­ნონ­თა კრე­ბულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­კენ და არ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, რო­გორ აი­სა­ხე­ბო­და ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს, - წერს ჟანა კობ­ზო­ვა, - ევ­რო­კავ­შირ­მა თა­ვი­სი როლი უნდა გა­აქ­ტი­უ­როს და ქვე­ყა­ნა­ში უფრო მე­ტად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი საყ­რდე­ნი მო­ი­პო­ვოს. ნაც­ვლად პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა, ევ­რო­კავ­შირ­მა ახა­ლი მთავ­რო­ბის მას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბის სურ­ვი­ლი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და გა­მო­ი­ყე­ნოს ეს სურ­ვი­ლი თბი­ლის­ში ნდო­ბის შე­საქ­მნე­ლად. ევ­რო­პა ასე­ვე არ უნდა მო­ე­რი­დოს მთავ­რო­ბის კრი­ტი­კას, თუ ამის სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბა, - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ძრუ­ლი სხვა საქ­მე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, - წერს ჟანა კობ­ზო­ვა, - ევ­რო­კავ­შირ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა უნდა გა­ზარ­დოს, რად­გან ქარ­თველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტერ­გა­ცი­ის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, მაგ­რამ სჯე­რათ, რომ კავ­ში­რი მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლო­ბი­დან შორ­საა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეა: ან ის­წავ­ლი­ან თა­ნა­არ­სე­ბო­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას, ან გა­აგ­რძე­ლოს პო­ლი­ტი­კის­კენ სვლა კომ­პრო­მი­სე­ბის გა­რე­შე.

პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უფრო და­უ­ახ­ლო­ვებს ევ­რო­კავ­შირს, უკა­ნას­კნე­ლი კი სა­რის­კო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, არა­მედ მისი და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვი­საც. სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტი ჩარ­თუ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის გა­ად­ვი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Euobserver-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

Euobserver - ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს

Euobserver - ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს

ევროპული გამოცემა Euobserver აქვეყნებს ჟანა კობზოვას სტატიას საქართველოზე, სათაურით - "ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველო პოლიტიკური ტრანსფორმაციის არასწორ გზას დაადგა. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმაზე პოლარიზებულია, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ხოლო ეკონომიკური სირთულეები და საზოგადოებრივი მოლოდინი ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისა, ახალი მთავრობისთვის დამატებით ზეწოლას ქმნის.

ათი წლის წინ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაწყებული დემოკრატიული პროცესის წარმატებით დასრულებისა და რთულ რეგიონში ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანად თავის დამკვიდრებისთვის, საქართველოს ევროკავშირის დახმარების ხელი იმაზე მეტად დასჭირდება, ვიდრე ოდესმე, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა.

საქართველოს ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შედეგად ჩამოყალიბდა, - წერს სტატიის ავტორი, - პოლიტიკური ტრანსფორმაციის სირთულეებს კი ის იწვევს, რომ ახლა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულებს გამარჯვებულებთან თანამშრომლობა უწევთ: სააკაშვილი ქვეყნის სათავეში რჩება ოქტომბრამდე.

მთავრობას რამდენიმე საკითხის მისაღებად პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია სავსეა დაძაბულობით, ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და აგრესიული რიტორიკით. საოცარია, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა სიტყვა "კოაბიტაციას" უფრო ნეგატიური გაგებით იყენებს, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ახალი მთავრობისგან ბევრ ქართველს დიდი მოლოდინები აქვს: ქვეყნის ეკონიმიკის აღდგენა, სამუშაო ადგილების გაზრდა, სოციალური სერვისების გაუმჯობესება და სასამართლო სისტემისა და პოლიციის ბოროტად გამოყენების აღკვეთა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.

თუმცა, აქამდე ხელისუფლებას არა აქვს ცხადი გეგმა, როგორ უნდა შეასრულოს ყოველივე ზემოთქმული.

მთავრობის საფეხურებზე ასვლის სწავლას ყოველთვის დრო სჭირდება, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კოალიცია არ იყო მართვისთვის მზად (რამდენიმე მწირი ინიციატივა არ ითვლება), - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირმა, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასთან ერთად, საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში საკუთარი გამოცდილებაც უნდა გაუზიაროს.

მთავრობამ ასევე უამრავი გამოძიება წამოიწყო "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა, - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დააკავეს, არსებობს ეჭვები, რომ ამით პოლიტიკური ქულებს იწერენ. ახალი მთავრობის მაღალჩინოსნები წინა მთავრობას "კრიმინალში" ადანაშაულებენ.

რეგიონის რამდენიმე გამგებელი გადადგა და როგორც თვითონ ამბობენ, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" აქტივისტთა ზეწოლის გამო მიიღეს.

მიუხედავად სამთვიანი პოლიტიკური კინკლაობისა, - წერს სტატიის ავტორი, - საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად მიიღო კანონი კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეეზღუდა და მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ დანიშნავს, პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ არსებობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის საკითხი ორ პოლიტიკურ ძალას შორის კვლავ განხეთქილების ვაშლია. მიუხედავად დაპირისპირებისა, ამ დრომდე ახალი მთავრობა ეკონომიკური რეფორმებისა და პროევროპული საგარეო პოლიტიკის საკითხებში მეტწილად იმ კურსის გამტარებელია, რომელსაც წინა მთავრობა ატარებდა, - ნათქვამია Euobserver-ის სტატიაშია.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ გახდა კავკასიური უკრაინა, რამაც ევროკავშირი უნდა დაამშვიდოს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ხისტი პოლიტიკისა.

აქამდე, - წერს ჟანა კობზოვა, - საქართველოს ევროპულ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა რთულად გასარჩევი იყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდაჭერისგან.

ევროკავშირის პოლიტიკა ავტოპილოტზე მუშაობდა: ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, ის მიმართული იყო საკუთარ კანონთა კრებულთან მიახლოებისკენ და არ აქცევდა ყურადღებას, როგორ აისახებოდა ეს საქართველოს ეკონომიკაზე, - ნათქვამია სტატიაში. ეს უნდა შეიცვალოს, - წერს ჟანა კობზოვა, - ევროკავშირმა თავისი როლი უნდა გააქტიუროს და ქვეყანაში უფრო მეტად მიუკერძოებელი საყრდენი მოიპოვოს. ნაცვლად პოლიტიკური პერსონებისა და ფრაქციების მხარდაჭერისა, ევროკავშირმა ახალი მთავრობის მასთან მაქსიმალურად მიახლოების სურვილი უნდა გაითვალისწინოს და გამოიყენოს ეს სურვილი თბილისში ნდობის შესაქმნელად. ევროპა ასევე არ უნდა მოერიდოს მთავრობის კრიტიკას, თუ ამის საფუძველი ექნება, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - ყოფილ მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყება და სასამართლოში აღძრული სხვა საქმეები საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების განხილვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. თუმცა, - წერს ჟანა კობზოვა, - ევროკავშირმა ქართულ საზოგადოებაზე საკუთარი გავლენა უნდა გაზარდოს, რადგან ქართველთა უმრავლესობა ევროკავშირში ინტერგაციის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ სჯერათ, რომ კავშირი მათი ყოველდღიური ცხოვრების რეალობიდან შორსაა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პოლიტიკური ძალა არჩევანის წინაშეა: ან ისწავლიან თანაარსებობას და დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, ან გააგრძელოს პოლიტიკისკენ სვლა კომპრომისების გარეშე.

პირველი მათგანი საქართველოს უფრო დაუახლოვებს ევროკავშირს, უკანასკნელი კი სარისკო იქნება არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მისი დასავლელი მოკავშირეებისთვისაც. საქართველოში უფრო მეტი ჩართულობის გაღრმავებით, ევროკავშირი ამ არჩევანის გაკეთების გაადვილებაში დაეხმარება ქვეყანას, - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია Euobserver-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა