ოჯახები სახლის უსაფრთხოებას სიგნალიზაციას, ან ეზოში დაბმულ ძაღლებს ანდობენ, მაგრამ ტაილანდის ქალაქ ფხიტსანულოკში მცხოვრები ავირუტ ნატიპს ნიანგები იცავს.
მისი ოჯახის უსაფრთხოებას ბოლო 15 წელია ეზოში მოსეირნე 2 ნიანგი დარაჯობს. ქალაქში ქურდობა ჩვეული მოვლენაა, თუმცა ნატიპების ოჯახში ვერც მტერი შედის და ვერც მოყვარე. ნიანგები ძალიან აგრესიულები არიან. ისინი ზაფხულში სიცხისგან სწუხან, მაგრამ მათი პატრონი ყოველ საათში ცივ წყალში აბანავებს. ნიანგები სახლის გვერდით თხრილში ცხოვრობენ. როდესაც ოჯახის წევრები იძინებენ, ნიანგები ეზოში ჭიშკართან წვებიან და დაუპატიჟებელ სტუმრებს აფრთხობენ.
მადლიერნი არიან ოჯახის მეზობლებიც. ქურდები ნატიპების სახლის ახლოს მდებარე კორპუსებსაც უფრთხიან.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.