სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაბული მედია შაქრო კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე წერს
არაბული მედია შაქრო კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე წერს

არა­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა Albawaba აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას ეს­პა­ნეთ­ში გა­სა­მარ­თლე­ბულ ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ზა­ქა­რია (შაქ­რო) კა­ლა­შოვ­ზე, სა­თა­უ­რით "სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა თქვას უარი კა­ლა­შო­ვის ექ­სტრა­და­ცი­ა­ზე".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სულ უფრო გა­ურ­კვე­ვე­ლია, მოხ­დე­ბა თუ არა რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ავ­ტო­რი­ტე­ტის, კა­ლა­შო­ვის ეს­პა­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა, რათა სამ­შობ­ლო­ში მის­ჯი­ლი 18-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­დოს. ამ­ჟა­მად კა­ლა­შო­ვი, რო­მე­ლიც არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში და­ა­კა­ვეს და ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს, სწო­რედ იქ იხ­დის სას­ჯელს. თუმ­ცა, ზა­ფხულ­ში შე­საძ­ლოა, ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის გამო.

რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე კა­ლა­შო­ვი, იგი­ვე "შაქ­რო მა­ლა­დოი", სას­ჯელს "სოლნცევ­სკა­ი­ას", "იზ­მა­ი­ლოვ­სკა­ი­ა­სა" და "ბრატ­სკის" დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან კავ­ში­რი­სა და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იხ­დის, - წერს არა­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა, - 2000 წელს ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლი "თერ­თმე­ტის კლა­ნი" შექ­მნა და ეს­პა­ნეთ­ში მოქ­მე­დი რუ­სულ-ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ლი­დე­რი გახ­და. 2005 წელს ეს­პა­ნუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია "კრა­ზა­ნას" შემ­დეგ, რომ­ლის დრო­საც რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს, კა­ლა­შოვ­მა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. თუმ­ცა, სა­ა­მი­რო­ებ­ში ის და­ა­კა­ვეს და 2006 წელს ისევ ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლეს და 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

თუმ­ცა, არა­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა ეს­პა­ნურ გა­ზე­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ლა­შო­ვი ცი­ხე­შია, ის "ქუ­თა­ი­სის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რჩე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­შად მი­იჩ­ნე­ვა".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2010 წელს ეს­პა­ნე­თის სა­სა­მარ­თლო და­თან­ხმდა, 2013 წელს ად­გი­ლობ­რივ ცი­ხე­ში პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, კა­ლა­შო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს გა­დას­ცეს. თუმ­ცა, - რო­გორც არა­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, - ბოლო დროს გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, მო­იხ­დის თუ არა სას­ჯელს რუ­სულ-ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ავ­ტო­რი­ტე­ტი სამ­შობ­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძლი­ე­რი პრო-რუ­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამის გამო კა­ლა­შო­ვი რუ­სეთ­სა და აშშ-ის შო­რის გავ­ლე­ნის­თვის და­პი­რის­პი­რე­ბის საგ­ნად იქცა. რუ­სეთს არ გა­მო­უ­ხა­ტავს სურ­ვი­ლი და­სა­ჯოს კა­ლა­შო­ვი, რო­მელ­საც რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ამას­თან ერ­თად, არ­სე­ბობს აშ­კა­რა სამ­ხი­ლე­ბი, რომ რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რო­მე­ლიც წე­სით მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა იბ­რძო­დეს, ახლო, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს კა­ლა­შო­ვის გა­რე­მოც­ვას­თან.

რუ­სე­თის პო­ლი­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით კი, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, - აშშ-ის კა­ლა­შო­ვის პა­ტიმ­რო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, რად­გან მას ბრა­ლი მი­უ­ძღვის ამე­რი­კე­ლი ალექ­სან­დრე კრე­ი­ნის გა­ტა­ცე­ბა­სა და მოკ­ვლა­ში.

ერთი სი­ტყვით, - წერს არა­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა, - გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში, მკვლე­ლო­ბა­ში, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში, კონ­ტრა­ბან­და­სა და გა­მო­ძალ­ვა­ში, შე­საძ­ლოა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ვი­ხი­ლოთ სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათი სამ­შობ­ლო ის სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც კა­ნონს პა­ტივს სცე­მენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Albawaba-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

არაბული მედია შაქრო კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე წერს

არაბული მედია შაქრო კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის თემაზე წერს

არაბული გამოცემა Albawaba აქვეყნებს სტატიას ესპანეთში გასამართლებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტ ზაქარია (შაქრო) კალაშოვზე, სათაურით "საქართველომ არ უნდა თქვას უარი კალაშოვის ექსტრადაციაზე".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სულ უფრო გაურკვეველია, მოხდება თუ არა რუსული კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის, კალაშოვის ესპანეთიდან საქართველოში ექსტრადირება, რათა სამშობლოში მისჯილი 18-წლიანი სასჯელი მოიხადოს. ამჟამად კალაშოვი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სწორედ იქ იხდის სასჯელს. თუმცა, ზაფხულში შესაძლოა, ის თავისუფლებაზე ვიხილოთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის გამო.

რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი", სასჯელს "სოლნცევსკაიას", "იზმაილოვსკაიასა" და "ბრატსკის" დაჯგუფებებთან კავშირისა და ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, - წერს არაბული გამოცემა, - 2000 წელს ესპანეთში გადავიდა, სადაც დანაშაულებრივი ქსელი "თერთმეტის კლანი" შექმნა და ესპანეთში მოქმედი რუსულ-ქართული მაფიის ლიდერი გახდა. 2005 წელს ესპანური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია "კრაზანას" შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, კალაშოვმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაქცევა მოახერხა. თუმცა, საამიროებში ის დააკავეს და 2006 წელს ისევ ესპანეთს გადასცეს. ამის პარალელურად, ის საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, არაბული გამოცემა ესპანურ გაზეთებზე დაყრდნობით აღნიშნავს - მიუხედავად იმისა, რომ კალაშოვი ციხეშია, ის "ქუთაისის კრიმინალურ სამყაროსთან ახლო ურთიერთობაში რჩება, რომელიც საქართველოში ყველაზე საშიშად მიიჩნევა".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2010 წელს ესპანეთის სასამართლო დათანხმდა, 2013 წელს ადგილობრივ ციხეში პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, კალაშოვი საქართველოს გადასცეს. თუმცა, - როგორც არაბული გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, - ბოლო დროს გაჩნდა კითხვები, მოიხდის თუ არა სასჯელს რუსულ-ქართული კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი სამშობლოში. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძლიერი პრო-რუსული შეხედულებებით გამოირჩევა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამის გამო კალაშოვი რუსეთსა და აშშ-ის შორის გავლენისთვის დაპირისპირების საგნად იქცა. რუსეთს არ გამოუხატავს სურვილი დასაჯოს კალაშოვი, რომელსაც რუსულ პოლიტიკურ წრეებთან აქვს ურთიერთობა. ამასთან ერთად, არსებობს აშკარა სამხილები, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც წესით მაფიის წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს, ახლო, მეგობრული ურთიერთობები აქვს კალაშოვის გარემოცვასთან.

რუსეთის პოლიციისგან განსხვავებით კი, - ნათქვამია სტატიაში, - აშშ-ის კალაშოვის პატიმრობის სურვილი აქვს, რადგან მას ბრალი მიუძღვის ამერიკელი ალექსანდრე კრეინის გატაცებასა და მოკვლაში.

ერთი სიტყვით, - წერს არაბული გამოცემა, - გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება ადამიანების გატაცებაში, მკვლელობაში, ფულის გათეთრებაში, კონტრაბანდასა და გამოძალვაში, შესაძლოა, თავისუფლებაზე ვიხილოთ სამწუხაროდ ბევრი ქართველისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამშობლო ის სახელმწიფოა, სადაც კანონს პატივს სცემენ.

მომზადებულია Albawaba-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ