სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას
რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას

ბაჩო ახა­ლა­ია შე­საძ­ლოა, მა­ის­ში პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი შე­ფის, ძებ­ნი­ლი მე­გის ქარ­და­ვას მხრი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე შან­ტა­ჟის გამო მი­ი­ღე­ბენ.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი - ბრალ­დე­ბუ­ლი ქარ­და­ვას­გან "შე­თა­ვა­ზე­ბა" მი­ი­ღო, კერ­ძოდ - ქარ­და­ვამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­მო­უთ­ვა­ლა, თუ ბაჩო ახა­ლა­ი­ას არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, კომ­პრო­მა­ტის შემ­ცველ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს გა­ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩა­ნა­წე­რი იმ­დე­ნად სკან­და­ლუ­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­და­ვას და­პირ­დნენ, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ახა­ლა­ი­ას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მზად იქ­ნე­ბი­ან.

"ამ­ბე­ბი. გე"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ქარ­და­ვა ითხოვს, რომ ეს და­პი­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ის­ში შე­ას­რუ­ლოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, youtube-ზე სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი აიტ­ვირ­თე­ბა.

ასე­ვე, ქარ­და­ვა მო­ი­თხოვს, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი შე­წყდეს.

ეს თხოვ­ნა ნა­წი­ლობ­რივ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, უკვე დიდი ხა­ნია, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ამ დრომ­დე, ქარ­და­ვას ინ­ტერ­პო­ლით ეძე­ბენ, მას ბრა­ლად წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ედე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი იყო მე­გი­სის ძმა, ლე­ვან ქარ­და­ვაც, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას ბრა­ლად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ედე­ბო­და, თუმ­ცა ლე­ვან ქარ­და­ვა წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ძმებ ქარ­და­ვებს და ახა­ლა­ი­ებს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ბა­ჩოს ძმა - ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი დათა ახა­ლა­ია სწო­რედ მე­გის ქარ­და­ვას­თან ერ­თად არის მი­მა­ლუ­ლი.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას

რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას

ბაჩო ახალაია შესაძლოა, მაისში პატიმრობიდან გაათავისუფლონ. ამ გადაწყვეტილებას სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფის, ძებნილი მეგის ქარდავას მხრიდან, ხელისუფლებაზე შანტაჟის გამო მიიღებენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი - ბრალდებული ქარდავასგან "შეთავაზება" მიიღო, კერძოდ - ქარდავამ ხელისუფლებას შემოუთვალა, თუ ბაჩო ახალაიას არ გაათავისუფლებენ, კომპრომატის შემცველ ფარულ ვიდეოჩანაწერს გაავრცელებს.

როგორც ამბობენ, ჩანაწერი იმდენად სკანდალურია, ხელისუფლების წარმომადგენლები ქარდავას დაპირდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ახალაიას გასათავისუფლებლად მზად იქნებიან.

"ამბები. გე"-ს ინფორმაციით, ბრალდებული ქარდავა ითხოვს, რომ ეს დაპირება ხელისუფლებამ მაისში შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი აიტვირთება.

ასევე, ქარდავა მოითხოვს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებები შეწყდეს.

ეს თხოვნა ნაწილობრივ გათვალისწინებულია, უკვე დიდი ხანია, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ დრომდე, ქარდავას ინტერპოლით ეძებენ, მას ბრალად წამება, არაადამიანური მოპყრობა, სექსუალური ძალადობის ორგანიზება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება.

ბრალდებული იყო მეგისის ძმა, ლევან ქარდავაც, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას ბრალად, წინასაარჩევნო პერიოდში, ფარული ვიდეოჩანაწერების ორგანიზება ედებოდა, თუმცა ლევან ქარდავა წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა.

როგორც ცნობილია, ძმებ ქარდავებს და ახალაიებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამბობენ იმასაც, რომ ბაჩოს ძმა - ასევე ბრალდებული დათა ახალაია სწორედ მეგის ქარდავასთან ერთად არის მიმალული.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ