მადონას უამრავ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის წარმატებული, უკვე მილიარდერი ვარსკვლავი, ზრდის შვილებს და ჰყავს მასზე ახალგაზრდა საყვარელი, თუმცა 30 წლის წინ მადონა სულ სხვანაირი იყო.
ინტერნეტში მადონას აქამდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა. მაშინ პოპის დედოფალი დამწყები არტისტი იყო. ამ სურათებზე მადონა 24 წლისაა.
ფოტოების ავტორი რიჩარდ კორმანია. მისივე თქმით, მადონა მაშინაც გამოირჩეოდა ამბიციებით და მსოფლიოს დაპყრობას აპირებდა.
"მე დავინახე მისი "კატის" თვალები და ყველაფერს მივხვდი. ცოტა ადამიანს თუ შეუძლია ასე სჯეროდეს საკუთარი თავის", - განაცხადა ფოტოგრაფმა.
ფოტოებზე მადონა აღმოსავლეთ ნიუ-იორკში დასეირნობს, ადგილობრივებს ეცნობა და ობიექტივში თავდაჯერებით იყურება, თითქოს იცის , რომ მალე მისი პირველი ფირფიტა გამოვა და ცნობილი გახდება.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.