შოუბიზნესის წარმომადგენლებს ელემენტარული საქმის კეთებაც კი არ შეუძლიათ.
მაგალითისთვის, ჯერი ჰოლიველს ბარგის პერსონალური დამტარებელი ჰყავს. როდესაც მომღერალი მოგზაურობს, მის ჩემოდანს ურიკით სწორედ ეს პიროვნება დაატარებს. ოზი ოსბორნის მეუღლე შერონსაც ბარგის გადამზიდველად ასევე სუსტი სქესის წარმომადგენელი ჰყავს დაქირავებული.
ტომ კრუზს, რომელსაც არაერთხელ განუსახიერებია გმირი მამაკაცები, წითელ ხალიჩაზე უკან დაყვება ელექტროღუმელიანი მამაკაცი. როდესაც მსახიობი ავტოგრაფებს არიგებს, ის მის უკან დგას და ვარსკვლავის გათბობას უზრუნველყოფს. როგორც ჩანს, ტომი ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდება.
ვიქტორია ბექჰემი მოდური ბუტიკების გარდა სუპერმარკეტებსაც ხშირად სტუმრობს. ის არჩევს პროდუქტს, რომელსაც მისი დიდი ოჯახი მიირთმევს, თუმცა ამ პროდუქტის დამტარებლის როლს მისი დაცვა ასრულებს. ვიქტორიას გვერდით დაყვება ხელში პლასტმასის ყუთიანი მამაკაცი.
როდ სტუარტს ძალიან უყვარს გემოვნებით ჩაცმა. იმისთვის, რომ მისი შენაძენი ატაროს, როდი ახალგაზრდა მამაკაცებს ქირაობს.
ახალი ამბავი არაა, რომ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს ყველგან თან დაყვებიან "კაბის გამსწორებლები". გამონაკლისი არც ევა ლონგორიაა.
მარკ უოლბერგის ნავარჯიშები სხეული ბევრი ქალისთვის მიმზიდველია, თუმცა მსახიობს მჩატე პაკეტების ტარებაც კი არ სურს და ამას დაქირავებულ ადამიანს ანდობს.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.