პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის
სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სოფო ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტია, სა­დაც არც ერთი სი­ტყვა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ამ ბოლო დროს გახ­შირ­და მსგავ­სი სტა­ტი­ე­ბი. სწო­რედ იმი­ტომ, რომ აქამ­დე ხმას არ ვი­ღებ­დი, თავს გა­ვიდ­ნენ მსგავ­სი ჟურ­ნა­ლე­ბი, სრუ­ლი­ად სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლე­ბენ და ეს სიც­რუე გახ­და მათი უმ­თავ­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის გა­სა­ყი­დად. ყვე­ლა ეპი­ზო­დი, რაც ამ ჟურ­ნა­ლის მიერ და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ა­ში არის აღ­წე­რი­ლი, არის სიც­რუე და არც ერთი სი­ტყვა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მე მაქვს ჩემი სი­მარ­თლე და სწო­რედ ამ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მივ­დი­ვარ სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და სოფო ნი­ჟა­რა­ძემ.

მომ­ღერ­ლის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძე და­ი­ცავს. გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის თქმით, სარ­ჩე­ლი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მომ­ზად­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ იგი­ვე ფორ­მით მოხ­დეს უარ­ყო­ფა და ბო­დი­შის მოხ­და. ასე­ვე კი­დევ ერთი სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც გა­ბა­ი­ძის თქმით, შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა. სოფო ნი­ჟა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მარს.

"2013 წლის 25 მარტს ჟურ­ნალ "რე­ი­ტიგ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი სტა­ტია, რო­მე­ლიც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ეხე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტმა გვა­რად მე­ლა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ მტკი­ცე­ბუ­ლებს მოკ­ლე­ბუ­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­ცი­ე­ლი გაც­და ყო­ველ­გვარ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს. დღეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი რე­ი­ტინ­გის რე­დაქ­ტორ­თან მა­ნა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან, მინ­დო­და, რომ ეს სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე და ჟურ­ნა­ლისტს გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ იგი­ვე ფორ­მით უა­რე­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭო­რე­ბი და ამა­ვე დროს მომ­ხდა­რი­ყო ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბაც. მაგ­რამ "რე­ი­ტინ­გმა" გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი რა­ღაც ფორ­მით და­ბეჭ­და­ვენ და უარ­ყო­ფენ, მაგ­რამ ბო­დიშს ვერ მო­იხ­დი­ან, რად­გან ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა. სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და­უ­ბეჭ­დავთ თურ­მე სტა­ტი­ე­ბი და სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ.

"რე­ი­ტინ­გი" მზად იყო სოფო ნი­ჟა­რა­ძის სტა­ტი­ის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ­ში გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, - გა­ნუ­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გე"-ს "რე­ი­ტინ­გის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მა­ნა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძემ. მისი თქმით, სოფო ნი­ჟა­რა­ძის შე­სა­ხებ სტა­ტია და­ი­ბეჭ­და რუბ­რი­კა­ში "ჭორი და მარ­თა­ლი", სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რო­გორც ჭორი, ისე სი­მარ­თლე.

"მა­სა­ლა, რო­მე­ლიც და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გში" სოფო ნი­ჟა­რა­ძის შე­სა­ხებ, გა­ვი­და რუბ­რი­კა­ში "ჭორი და მარ­თა­ლი". ამ რუბ­რი­კა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­ვდეს, რო­გორც ჭორი, ასე­ვე სი­მარ­თლე, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ ვამ­ტკი­ცებთ, რომ ეს არის ფაქ­ტე­ბი. ჩვენ გვქონ­და დი­ლით შეხ­ვედ­რა სოფო ნი­ჟა­რა­ძის ად­ვო­კატ­თან. ჩვენ მას ვუ­თხა­რით, რომ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით ეს გან­მარ­ტე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ჟურ­ნალ­ში და აგ­ვეხ­სნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ ეს არ არის ფაქ­ტე­ბი და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ჭორი, ისე სი­მარ­თლე. მან თქვა, რომ მო­ი­ფიქ­რებ­და სო­ფოს­თან ერ­თად, თუმ­ცა მო­ფიქ­რე­ბის ნაც­ვლად პირ­და­პირ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ უჩი­ვი­ან რე­ი­ტინგს, რაც რა თქმა უნდა, მათი უფ­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რაც "რე­ი­ტინ­გში" იწე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

"აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ისიც ვთქვა, რომ ამ­ბე­ბი, რაც აქ იწე­რე­ბა, არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ფარ­თოდ გან­ხილ­ვა­დი. ამ ამ­ბებს თქვენ ქა­ლაქ­ში, რე­გი­ონ­ში და ყველ­გან მო­ის­მენთ. ისეთ მე­დი­ა­გა­მო­ცე­მას, რო­გო­რიც არის "რე­ი­ტინ­გი", რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, არ აქვს უფ­ლე­ბა, გვერ­დი აუ­ა­როს ამ ყვე­ლა­ფერს და არ გა­ა­შუ­ქოს", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა.

ნი­ჟა­რა­ძის სარ­ჩე­ლი ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" წი­ნა­აღ­მდეგ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შევა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ბმუ­ლი: "სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი სოფო ნი­ჟა­რა­ძის ცხოვ­რე­ბი­დან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის

სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ნიჟარაძემ განაცხადა, ჟურნალში დაიბეჭდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ სტატია, სადაც არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გახშირდა მსგავსი სტატიები. სწორედ იმიტომ, რომ აქამდე ხმას არ ვიღებდი, თავს გავიდნენ მსგავსი ჟურნალები, სრულიად სიცრუეს ავრცელებენ და ეს სიცრუე გახდა მათი უმთავრესი საშუალება ჟურნალის გასაყიდად. ყველა ეპიზოდი, რაც ამ ჟურნალის მიერ დაბეჭდილ სტატიაში არის აღწერილი, არის სიცრუე და არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. მე მაქვს ჩემი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლის დასამტკიცებლად მივდივარ სასამართლოში", - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

მომღერლის უფლებებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე დაიცავს. გოგიტა გაბაიძის თქმით, სარჩელი უახლოეს დღეებში მომზადდება. მისივე თქმით, სასარჩელო მოთხოვნა იქნება, რომ იგივე ფორმით მოხდეს უარყოფა და ბოდიშის მოხდა. ასევე კიდევ ერთი სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურება იქნება, რომლის ოდენობაც გაბაიძის თქმით, შეთანხმების შედეგად დადგინდება. სოფო ნიჟარაძის განცხადებით, ის მორალური ზიანისთვის განკუთვნილ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

"2013 წლის 25 მარტს ჟურნალ "რეიტიგში" გამოქვეყნდა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატია, რომელიც სოფო ნიჟარაძეს ეხებოდა. ჟურნალისტმა გვარად მელაძემ გაავრცელა ცნობები, რომელიც ყოველგვარ მტკიცებულებს მოკლებულია. ჟურნალისტის აღნიშნული საქციელი გაცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს. დღეს ვიმყოფებოდი რეიტინგის რედაქტორთან მანანა ღოღობერიძესთან, მინდოდა, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო სასამართლოს გარეშე და ჟურნალისტს გაეკეთებინა ის, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ იგივე ფორმით უარეყო აღნიშნული ჭორები და ამავე დროს მომხდარიყო ზარალის ანაზღაურებაც. მაგრამ "რეიტინგმა" განაცხადა, რომ ისინი რაღაც ფორმით დაბეჭდავენ და უარყოფენ, მაგრამ ბოდიშს ვერ მოიხდიან, რადგან ასეთი რამ ხშირად ხდება. სხვა ჟურნალისტებსაც დაუბეჭდავთ თურმე სტატიები და სოფო ნიჟარაძეს ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

"რეიტინგი" მზად იყო სოფო ნიჟარაძის სტატიის შესახებ ჟურნალში განმარტება გაეკეთებინა, - განუცხადა "ამბები.გე"-ს "რეიტინგის" მთავარმა რედაქტორმა მანანა ღოღობერიძემ. მისი თქმით, სოფო ნიჟარაძის შესახებ სტატია დაიბეჭდა რუბრიკაში "ჭორი და მართალი", სადაც შესაძლებელია იყოს როგორც ჭორი, ისე სიმართლე.

"მასალა, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ "რეიტინგში" სოფო ნიჟარაძის შესახებ, გავიდა რუბრიკაში "ჭორი და მართალი". ამ რუბრიკაში შესაძლებელია მოხვდეს, როგორც ჭორი, ასევე სიმართლე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს არის ფაქტები. ჩვენ გვქონდა დილით შეხვედრა სოფო ნიჟარაძის ადვოკატთან. ჩვენ მას ვუთხარით, რომ თანახმა ვიყავით ეს განმარტება გაგვეკეთებინა ჟურნალში და აგვეხსნა საზოგადოებისთვის, რომ ეს არ არის ფაქტები და ეს შეიძლება იყოს როგორც ჭორი, ისე სიმართლე. მან თქვა, რომ მოიფიქრებდა სოფოსთან ერთად, თუმცა მოფიქრების ნაცვლად პირდაპირ პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ უჩივიან რეიტინგს, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა", - განაცხადა ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, რაც "რეიტინგში" იწერება საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა.

"აუცილებლად მინდა ისიც ვთქვა, რომ ამბები, რაც აქ იწერება, არის საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო, ფართოდ განხილვადი. ამ ამბებს თქვენ ქალაქში, რეგიონში და ყველგან მოისმენთ. ისეთ მედიაგამოცემას, როგორიც არის "რეიტინგი", რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია, არ აქვს უფლება, გვერდი აუაროს ამ ყველაფერს და არ გააშუქოს", - აღნიშნა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა.

ნიჟარაძის სარჩელი ჟურნალ "რეიტინგის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ბმული: "სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები