სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2013 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე 64 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქედან, 35 საჯარო მოსამსახურე - პირადი განცხადების საფუძველზე, 29 კი გამგებლის ბრძანებით. გამგეობიდან გათავისუფლდნენ გამგებლის მოადგილე, სამსახურების უფროსები, სპეციალისტები და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები. ხელმძღვანელობის მიერ საჯარო მოხელეების გათავისუფლების მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და შტატების შემცირება სახელდება.