სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან
ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან

გა­სულ კვი­რას უკ­რა­ი­ნა­ში ბიზ­ნე­სიმ­პე­რი­ის მემ­კვიდ­რე ქალ­ბა­ტონ­თა ხუ­თე­უ­ლი წა­რად­გი­ნეს. ლი­დერ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ტა­რი­ელ ვა­სა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო. მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნუ­ლი ბიზ­ნე­სის ათი მემ­კვიდ­რე გა­მო­ავ­ლი­ნეს და ამ სი­ა­ში ვა­სა­ძის ვაჟი მოხ­ვდა - "ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პრინ­ცად" წო­დე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ვა­სა­ძე.

სა­ნამ ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლებს გა­ვიც­ნობთ, მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, ვინ არის ტა­რი­ელ ვა­სა­ძე.

მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და დე­პუ­ტა­ტი 1947 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სუფ­სა­ში. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო-საგ­ზაო ინ­სტი­ტუ­ტი კი­ევ­ში და­ამ­თავ­რა და იქვე შე­უდ­გა შრო­მით საქ­მი­ა­ნო­ბას. თავ­და­პირ­ვე­ლად მლე­სა­ვი იყო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­რე­მონ­ტო­ში. შემ­დეგ ინ­ჟი­ნე­რი გახ­და, უფ­რო­სი ოს­ტა­ტი, ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სად­გუ­რის დი­რექ­ტო­რი, 1983 წლი­დან ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში "ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბას", რომ­ლის სა­წარ­მო­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შე­ვი­და კონ­ცერნ­ში "უკ­რავ­ტო". ათი წელი იყო "უკ­რა­ი­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კორ­პო­რა­ცი­ის" პრე­ზი­დენ­ტი. 318,4 მლნ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კა­პი­ტა­ლით უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არის და ასე­ვე ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც. 2012 წლის ნო­ემ­ბრი­დან უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დის დე­პუ­ტა­ტია.

"უკ­რავ­ტო" უკ­რა­ი­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნე­სის ლი­დე­რია. ეს არის მსხვი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი, დის­ტრი­ბუ­ტო­რი და სერ­ვი­სუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში. ასე­ვე დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მთა­ვა­რი ექ­სპორ­ტი­ო­რია. ვა­სა­ძის აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წყა­ლო­ბით, კომ­პა­ნია 20-ზე მეტი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია.

თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს­ლე­დი

ტა­რი­ელ ვა­სა­ძის ქა­ლიშ­ვილს ნამ­დვილ ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­ლე­დის უწო­დე­ბენ. ნინო ვა­სა­ძე 1985 წელს და­ი­ბა­და. კი­ევ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ იგი მა­მა­მი­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო და არ­ცთუ მცი­რე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ის კომ­პა­ნია "ავ­ტო­კა­პი­ტა­ლის" (უკ­რა­ი­ნა­ში "მერ­სე­დეს-ბენ­ცის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის) ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რია და ასე­ვე სა­თა­ვე­ში უდ­გას "უკ­რავ­ტოს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს.

გარ­და ბიზ­ნე­სის მარ­თვის ნი­ჭი­სა, ნი­ნოს კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, უყ­ვარს გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა და ბო­მონ­დურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც ხში­რად ეს­წრე­ბა. ჟურ­ნალ­მა "კო­რეს­პონ­დენ­ტმა" ის რამ­დენ­ჯერ­მე შე­იყ­ვა­ნა "უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალ­თა" სი­ა­ში, ასე­ვე რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა "უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის" ათე­ულ­ში.

ნინო გა­ტა­ცე­ბუ­ლია სპორ­ტის წყლის სა­ხე­ო­ბე­ბით, უყ­ვარს სერ­ფინ­გი.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პრინ­ცი

ვახ­ტანგ ვა­სა­ძე მა­მის კომ­პა­ნი­ას უდ­გას სა­თა­ვე­ში, სა­ნამ მა­მა­მი­სი პო­ლი­ტი­კა­შია ჩარ­თუ­ლი და უკ­რა­ი­ნის რა­და­ში დე­პუ­ტა­ტის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს. ტა­რი­ელ ვა­სა­ძე ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია მათ შო­რის, როცა ბიზ­ნეს­მე­ნის მომ­დევ­ნო თა­ო­ბაც სე­რი­ო­ზუ­ლი, საქ­მი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ოჯა­ხურ საქ­მეს ღირ­სე­უ­ლად უძღვე­ბა.

ვა­სა­ძის ვაჟს კი­ე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დიპ­ლო­მი აქვს. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დროს და­ი­წყო კა­რი­ე­რის აწყო­ბა - მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში "კვად­რა­ტი". 2003 წელს კი მა­მის კორ­პო­რა­ცი­ის ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი და­ი­კა­ვა.

უკ­რა­ი­ნულ ავ­ტო­ბიზ­ნეს­ში ვახ­ტან­გი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც არას­ტან­დარ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს. მას­ზე ამ­ბო­ბენ, რომ გა­რეგ­ნუ­ლი გულ­კე­თი­ლო­ბის მიღ­მა, საკ­მა­ოდ მკაც­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თან მი­მარ­თე­ბით, ვინც, მისი აზ­რით, არც ისე ბე­ჯი­თად მუ­შა­ობს. თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ტა­რი­ელ ვა­სა­ძე თა­ვი­სი ბიზ­ნე­სის ძი­რი­თად ნა­წილს თა­ვად­ვე აკონ­ტრო­ლებს.

ვახ­ტანგ ვა­სა­ძე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრობ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და და უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში ერთ დროს იმა­საც წერ­დნენ, რომ მისი მიჯ­ნუ­რი მომ­ღე­რა­ლი ანი ლო­რა­კი იყო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვახ­ტან­გმა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა შე­ირ­თო ცო­ლად - ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ნუგ­ზარ გაბ­რი­ჩი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი თიკო გაბ­რი­ჩი­ძე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ ერ­თმა­ნე­თი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლის ქორ­წილ­ში გა­იც­ნეს და ვახ­ტან­გი თი­კოს გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, მისი ხა­სი­ა­თი­თა და გა­ნათ­ლე­ბით მო­ი­ხიბ­ლა.

წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. პა­ტარ­ძალს ელი სა­ა­ბის სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა და მისი მეჯ­ვა­რე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ლაკო ბუ­კია იყო. ვახ­ტან­გის ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე კი - უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ (ლე­ვან) ფარ­ცხა­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ წყვილ­მა მე­ო­რე ქორ­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ი­ხა­და, ვა­სა­ძე­ე­ბის კუთ­ვნილ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში. დღეს თიკო ქმრის გვერ­დით არის და ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც მუ­დამ თან ახ­ლავს. ამ­ბო­ბენ, რომ ვახ­ტან­გი საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დე­გაც ანე­ბივ­რებს რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბით.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან

ტარიელ ვასაძის შვილები უკრაინის ბიზნესიმპერიის მემკვიდრეთა ტოპათეულში არიან

გასულ კვირას უკრაინაში ბიზნესიმპერიის მემკვიდრე ქალბატონთა ხუთეული წარადგინეს. ლიდერთა შორის აღმოჩნდა უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ტარიელ ვასაძის ქალიშვილი ნინო. მანამდე უკრაინული ბიზნესის ათი მემკვიდრე გამოავლინეს და ამ სიაში ვასაძის ვაჟი მოხვდა - "ავტომობილების პრინცად" წოდებული ვახტანგ ვასაძე.

სანამ ბიზნესმენის შვილებს გავიცნობთ, მკითხველს შევახსენებთ, ვინ არის ტარიელ ვასაძე.

მომავალი ბიზნესმენი და დეპუტატი 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი კიევში დაამთავრა და იქვე შეუდგა შრომით საქმიანობას. თავდაპირველად მლესავი იყო ავტომობილების სარემონტოში. შემდეგ ინჟინერი გახდა, უფროსი ოსტატი, ქარხნის ხელმძღვანელი, ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორი, 1983 წლიდან ჩაუდგა სათავეში "ავტოტექმომსახურებას", რომლის საწარმოები საბოლოოდ შევიდა კონცერნში "უკრავტო". ათი წელი იყო "უკრაინის საავტომობილო კორპორაციის" პრეზიდენტი. 318,4 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალით უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არის და ასევე ხშირად მოიხსენიებენ უკრაინის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაც. 2012 წლის ნოემბრიდან უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია.

"უკრავტო" უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერია. ეს არის მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელი უკრაინაში. ასევე დსთ-ს ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია.

თანამედროვე ბიზნესლედი

ტარიელ ვასაძის ქალიშვილს ნამდვილ ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ნინო ვასაძე 1985 წელს დაიბადა. კიევში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი მამამისის საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო და არცთუ მცირე წარმატებას მიაღწია. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობის) ფინანსური დირექტორია და ასევე სათავეში უდგას "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს.

გარდა ბიზნესის მართვის ნიჭისა, ნინოს კარგი გარეგნობა აქვს, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ ღონისძიებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" ის რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში, ასევე რამდენჯერმე მოხვდა "უკრაინის ყველაზე სასურველი საპატარძლოების" ათეულში.

ნინო გატაცებულია სპორტის წყლის სახეობებით, უყვარს სერფინგი.

ავტომობილების პრინცი

ვახტანგ ვასაძე მამის კომპანიას უდგას სათავეში, სანამ მამამისი პოლიტიკაშია ჩართული და უკრაინის რადაში დეპუტატის ფუნქციებს ასრულებს. ტარიელ ვასაძე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მათ შორის, როცა ბიზნესმენის მომდევნო თაობაც სერიოზული, საქმიანი და წარმატებულია და ოჯახურ საქმეს ღირსეულად უძღვება.

ვასაძის ვაჟს კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დიპლომი აქვს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო კარიერის აწყობა - მენეჯერად მუშაობდა სავაჭრო ცენტრში "კვადრატი". 2003 წელს კი მამის კორპორაციის ერთ-ერთ ფილიალში გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.

უკრაინულ ავტობიზნესში ვახტანგი ცნობილია, როგორც ხელმძღვანელი, რომელიც არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებს. მასზე ამბობენ, რომ გარეგნული გულკეთილობის მიღმა, საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებით მათთან მიმართებით, ვინც, მისი აზრით, არც ისე ბეჯითად მუშაობს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტარიელ ვასაძე თავისი ბიზნესის ძირითად ნაწილს თავადვე აკონტროლებს.

ვახტანგ ვასაძე დაქორწინებამდე ქალების გულთამპყრობლად მიიჩნეოდა და უკრაინულ პრესაში ერთ დროს იმასაც წერდნენ, რომ მისი მიჯნური მომღერალი ანი ლორაკი იყო. თუმცა მოგვიანებით ვახტანგმა ქართველი გოგონა შეირთო ცოლად - ყოფილი გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ქალიშვილი თიკო გაბრიჩიძე. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი ვანო ჩხარტიშვილის შვილის ქორწილში გაიცნეს და ვახტანგი თიკოს გარეგნობასთან ერთად, მისი ხასიათითა და განათლებით მოიხიბლა.

წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძალს ელი სააბის საქორწინო კაბა ეცვა და მისი მეჯვარე ცნობილი ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია იყო. ვახტანგის ერთ-ერთი მეჯვარე კი - უკრაინაში მცხოვრები ასევე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი ლევ (ლევან) ფარცხალაძე.

საქართველოს შემდეგ წყვილმა მეორე ქორწილი უკრაინაში გადაიხადა, ვასაძეების კუთვნილ ქართულ რესტორანში. დღეს თიკო ქმრის გვერდით არის და ოფიციალურ ღონისძიებებზეც მუდამ თან ახლავს. ამბობენ, რომ ვახტანგი საყვარელ მეუღლეს დაოჯახების შემდეგაც ანებივრებს რომანტიკული სიურპრიზებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"