მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი
როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი

სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" ახალ სე­ზონ­ზე ახა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის სიმ­რავ­ლე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ამ­ბო­ბენ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გად­მო­ბარ­გე­ბულ­მა დიმა ტა­ტიშ­ვილ­მა და სე­რი­ალ "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მო­სულ­მა მსა­ხი­ობ­მა ქეთი გე­გე­ში­ძემ "შუა ქა­ლა­ქის" რე­ი­ტინგზე აშ­კა­რად და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დე­სო.

პა­ა­ტას ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი გმი­რის შემ­დეგ სწო­რედ გი­ა­სა და მა­რი­ნას ოჯახს უყუ­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სით. ცოტა ხნის წინ ოჯახს ახა­ლი წევ­რი, მათი შვი­ლი, ბე­ქუ­ნა შე­ე­მა­ტა. ბე­ქუ­ნას თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძი­სა და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი ასა­ხი­ე­რებს. უც­ნა­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის, ლო­ი­ა­ლუ­რი მა­მის, ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მი­ა­მი­ტი დე­დის გა­რე­მოც­ვა­ში ბე­ქუ­ნა კარ­გად ერ­თო­ბა. დღე­და­ღამ "ფე­ის­ბუქ­ში" ატა­რებს დროს. აპ­რო­ტეს­ტებს დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბას და არც მა­მას დაჰ­ყვე­ბა სო­ფელ­ში.

- კოკო, თუ სწო­რად მახ­სოვს, ამ სე­რი­ალ­ში ად­რეც იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ერთ სცე­ნა­ში გა­მოვ­ჩნდი, სი­მარ­თლე გი­თხრა, არც მახ­სოვს რა სცე­ნა იყო, ვინ ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე ანიც იყო ამ სცე­ნა­ში, იქ გა­ვი­ცა­ნით სწო­რედ ერ­თმა­ნე­თი.

- სა­ბე­დის­წე­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის ყო­ფი­ლა შენ­თვის ეს სე­რი­ა­ლი... რო­გორ მოხ­ვდი ხელ­მე­ო­რედ "შუა ქა­ლაქ­ში"?

- კას­ტინ­გის შე­დე­გად. ორ ეტა­პად ჩა­ტარ­და და ამიყ­ვა­ნეს. ვერ მო­გა­ტყუ­ებთ, სე­რი­ალს ვერც მა­ნამ­დე ვუ­ყუ­რებ­დი და ახ­ლაც იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ თვა­ლის შევ­ლე­ბას.

- სე­რი­ალ­ში ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი დედა გყავს, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლიც კი. ასე­თი­ვეა თამ­რი­კოც?

- თბი­ლად ჩა­იც­ვი, სად ხარ და რო­დის მოხ­ვალ, თამ­რი­კო­მაც იცის, მაგ­რამ ასე­თი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს.

- ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტია ქეთი გე­გე­ში­ძის გმი­რი. პირ­ვე­ლი­ვე გოგო, რო­მე­ლიც შენ გვერ­დით და­ი­ნა­ხა და რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძმა­კა­ცის "ნაშა" იყო, უკვე პა­ტარ­ძლის კა­ბა­ში წარ­მო­იდ­გი­ნა, ამი­თაც ჰგავს თამ­რი­კო მა­რი­ნას?

- კი, თამ­რი­კოც მი­ა­მი­ტია და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ისე ად­ვი­ლად იჯე­რებს ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა მსგავ­სი სცე­ნა თამ­რი­კოს შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით ყო­ველ­თვის და ზუს­ტად იცო­და, ვინ რო­დის მიყ­ვარ­და, ვინ მე­გო­ბა­რი იყო და ვინ პო­ტენ­ცი­უ­რი სარ­ძლო.

- შენი გმი­რი "ფე­ის­ბუქ­ზეა" შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, არ უყ­ვარს სო­ფე­ლი, ჰგავ­ხარ ამ გმირს?

- არა, ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით. "ფე­ის­ბუქ­ში" 24 სა­ა­თი ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს ჯდო­მა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სო­ფე­ლიც. მე და გია წავ­სულ­ვართ კი­დეც ჩვენს სო­ფელ­ში, იმე­რეთ­ში, ბო­ბოთ­ში. ძვე­ლი სახ­ლი გვაქვს, იქ დარ­ჩე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქე­ი­ფოდ თუ წახ­ვალ ერთი დღით. სე­რი­ა­ლის მა­მის სოფ­ლის სახ­ლს ჰგავს, ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა და ბიძ­გე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­ინ­გრეს (იცი­ნის).

- დი­მას გმი­რი ჰგავს შენს ნამ­დვილ მა­მას?

- სა­ხე­ლე­ბით მხო­ლოდ, თო­რემ ისე არც თაგ­ვე­ბი უყ­ვარს გიას და არც იმე­დო მეშ­ვე­ლი­ა­ნის სიმ­ღე­რებს უს­მენს.

- ოჯახ­ში რო­გორ უყუ­რე­ბენ შენს გმირს, მამა რო­გორ გა­ფა­სებს?

- გიამ ერთი-ორ­ჯერ მი­თხრა, ნორ­მა­ლუ­რი იყოო. თამ­რი­კო­საც მოს­წონს, მგო­ნი. გია არას­დროს შე­გა­ქებს, კარ­გი იყოო, არ გე­ტყვის. მისი კარ­გი შე­ფა­სე­ბა არის - ნორ­მა­ლუ­რი იყო.

- თე­ატ­რშიც?

- თე­ატ­რში უფრო რთუ­ლად არის საქ­მე. იქ ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სე­ბი არი­ან გიაც და თამ­რი­კოც. ოღონდ ზუსტ შე­ფა­სე­ბას აკე­თე­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მწა­რედ გიას რო­მე­ლი შე­ფა­სე­ბა და­გა­მახ­სოვ­რდა?

- ერთ-ერთ სპექ­ტაკლზე წა­ვიყ­ვა­ნე, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი მქონ­და. ოღონდ არ ვი­ტყვი, რო­მელ სპექ­ტაკლზე. რომ დამ­თავ­რდა მო­ვი­და და მი­თხრა, ეს რა არის, რა­ტომ მო­მიყ­ვა­ნე აქ, უბ­რა­ლოდ ლა­პა­რა­კო­ბო. ორი წლის წინ იყო ეს ამ­ბა­ვი.

- კოკო, ახლა რო­მელ თე­ატ­რში ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არც ერთი თე­ატ­რის შტატ­ში არ ვარ. თითო-თითო სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რებ­ში.

- ცო­ტა­ო­დე­ნი შენს პა­ტა­რა ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბე. შენი მე­უღ­ლე ანი იმ­ნა­ძე მსა­ხი­ო­ბია. ამ ეტაპ­ზე თუ არის და­კა­ვე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე თე­ატ­რში?

- თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ერთ სპექ­ტაკლში თა­მა­შობს. ახლა თურ­ქეთ­ში მი­დი­ან ფეს­ტი­ვალ­ზე და მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მთელს დასს. თან ზო­გი­ერთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უა­რის თქმა უწევს, ოქ­ტომ­ბერ­ში პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბით.

- სქე­სი ხომ არ გა­გირ­კვე­ვი­ათ უკვე?

- არა, ჯერ პა­ტა­რაა ძა­ლი­ან.

- აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მამა უნ­და გახ­დე?

- მი­ხა­რია, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, რა მი­ხა­რია. ჯერ ვერც ერთი ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ბო­ლომ­დე, რა ხდე­ბა ჩვენს თავს (იღი­მე­ბა).

- რო­გორ ანე­ბივ­რებ ფეხ­მძი­მე ცოლს?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ. გუ­შინ სუ­ჯუ­ხი მო­უნ­და, წა­ვე­დი ბა­ზარ­ში და მო­ვუ­ტა­ნე.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი

როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი

სერიალ "შუა ქალაქში" ახალ სეზონზე ახალი მსახიობების სიმრავლე შეინიშნება. ამბობენ, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გადმობარგებულმა დიმა ტატიშვილმა და სერიალ "გოგონა გარეუბნიდან" მოსულმა მსახიობმა ქეთი გეგეშიძემ "შუა ქალაქის" რეიტინგზე აშკარად დადებითად იმოქმედესო.

პაატას ექსცენტრიკული გმირის შემდეგ სწორედ გიასა და მარინას ოჯახს უყურებს მაყურებელი ინტერესით. ცოტა ხნის წინ ოჯახს ახალი წევრი, მათი შვილი, ბექუნა შეემატა. ბექუნას თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილი კოკო როინიშვილი ასახიერებს. უცნაური მუსიკალური გემოვნების, ლოიალური მამის, ზედმეტად ყურადღებიანი და მიამიტი დედის გარემოცვაში ბექუნა კარგად ერთობა. დღედაღამ "ფეისბუქში" ატარებს დროს. აპროტესტებს დედის მზრუნველობას და არც მამას დაჰყვება სოფელში.

- კოკო, თუ სწორად მახსოვს, ამ სერიალში ადრეც იყავი დაკავებული...

- ერთ სცენაში გამოვჩნდი, სიმართლე გითხრა, არც მახსოვს რა სცენა იყო, ვინ ვიყავი. ჩემი მეუღლე ანიც იყო ამ სცენაში, იქ გავიცანით სწორედ ერთმანეთი.

- საბედისწერო მნიშვნელობის ყოფილა შენთვის ეს სერიალი... როგორ მოხვდი ხელმეორედ "შუა ქალაქში"?

- კასტინგის შედეგად. ორ ეტაპად ჩატარდა და ამიყვანეს. ვერ მოგატყუებთ, სერიალს ვერც მანამდე ვუყურებდი და ახლაც იშვიათად ვახერხებ თვალის შევლებას.

- სერიალში ზედმეტად ყურადღებიანი დედა გყავს, შემაწუხებელიც კი. ასეთივეა თამრიკოც?

- თბილად ჩაიცვი, სად ხარ და როდის მოხვალ, თამრიკომაც იცის, მაგრამ ასეთი შემაწუხებელი ნამდვილად არ არის, ღმერთმა დამიფაროს.

- ძალიან მიამიტია ქეთი გეგეშიძის გმირი. პირველივე გოგო, რო­მელიც შენ გვერდით დაინახა და რომელიც სინამდვილეში ძმაკაცის "ნაშა" იყო, უკვე პატარძლის კაბაში წარმოიდგინა, ამითაც ჰგავს თამრიკო მარინას?

- კი, თამრიკოც მიამიტია და ძალიან საყვარელია. ისე ადვილად იჯერებს ყველაფერს, თუმცა მსგავსი სცენა თამრიკოს შემთხვევაში არ მომხდარა, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით ყოველთვის და ზუსტად იცოდა, ვინ როდის მიყვარდა, ვინ მეგობარი იყო და ვინ პოტენციური სარძლო.

- შენი გმირი "ფეისბუქზეა" შეყვარებული, არ უყვარს სოფელი, ჰგავხარ ამ გმირს?

- არა, ძალიან განვსხვავდებით. "ფეისბუქში" 24 საათი ნამდვილად არ მიყვარს ჯდომა. ძალიან მიყვარს სოფელიც. მე და გია წავსულვართ კიდეც ჩვენს სოფელში, იმერეთში, ბობოთში. ძველი სახლი გვაქვს, იქ დარჩენაც შეუძლებელია. საქეიფოდ თუ წახვალ ერთი დღით. სერიალის მამის სოფლის სახლს ჰგავს, ზედმეტი მოძრაობა და ბიძგები არ შეიძლება, შეიძლება დაინგრეს (იცინის).

- დიმას გმირი ჰგავს შენს ნამდვილ მამას?

- სახელებით მხოლოდ, თორემ ისე არც თაგვები უყვარს გიას და არც იმედო მეშველიანის სიმღერებს უსმენს.

- ოჯახში როგორ უყურებენ შენს გმირს, მამა როგორ გა­ფასებს?

- გიამ ერთი-ორჯერ მითხრა, ნორმალური იყოო. თამრიკოსაც მოს­წონს, მგონი. გია არასდროს შეგაქებს, კარგი იყოო, არ გეტყვის. მისი კარგი შეფასება არის - ნორმალური იყო.

- თეატრშიც?

- თეატრში უფრო რთულად არის საქმე. იქ ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან გიაც და თამრიკოც. ოღონდ ზუსტ შეფასებას აკეთებენ.

- ყველაზე მწარედ გიას რომელი შეფასება დაგამახსოვრდა?

- ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანე, რომელშიც მთავარი როლი მქონდა. ოღონდ არ ვიტყვი, რომელ სპექტაკლზე. რომ დამთავრდა მოვიდა და მითხრა, ეს რა არის, რატომ მომიყვანე აქ, უბრალოდ ლაპარაკობო. ორი წლის წინ იყო ეს ამბავი.

- კოკო, ახლა რომელ თეატრში ხარ დაკავებული?

- არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ. თითო-თითო სპექტაკლს ვთამაშობ მარჯანიშვილისა და ახმეტელის თეატრებში.

- ცოტაოდენი შენს პატარა ოჯახზეც გვიამბე. შენი მეუღლე ანი იმნაძე მსახიობია. ამ ეტაპზე თუ არის დაკავებული რომელიმე თეატრში?

- თუმანიშვილის თეატრში ერთ სპექტაკლში თამაშობს. ახლა თურქეთში მიდიან ფესტივალზე და მინდა, წარმატება ვუსურვო მთელს დასს. თან ზოგიერთ შემოთავაზებაზე უარის თქმა უწევს, ოქტომბერში პატარას ველოდებით.

- სქესი ხომ არ გაგირკვევიათ უკვე?

- არა, ჯერ პატარაა ძალიან.

- აცნობიერებ, რომ მამა უნ­და გახდე?

- მიხარია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა მიხარია. ჯერ ვერც ერთი ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე, რა ხდება ჩვენს თავს (იღიმება).

- როგორ ანებივრებ ფეხმძიმე ცოლს?

- მაქსიმალურად ვცდილობ. გუშინ სუჯუხი მოუნდა, წავედი ბაზარში და მოვუტანე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"