პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი
რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი­სა და მისი მე­ო­რე ცო­ლის, გა­ლი­ნა ბე­შა­რო­ვას ქა­ლიშ­ვილ­მა, ანას­ტა­სია ბე­რე­ზოვ­სკა­ი­ამ თა­ვის სა­იტ­ზე და­წე­რა, რო­გო­რი იყო მამა მის­თვის და სხვა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის.

"მა­მა­ჩე­მი არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მშო­ბე­ლი, მას­ზე ვერ ვი­ტყვი რა­ი­მეს უბ­რა­ლოდ. ის გა­მუდ­მე­ბით აფე­რა­დებ­და ჩემს ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ზრუ­ნავ­და, რომ მის ყვე­ლა შვილს მი­სით ეა­მა­ყა, - ამ­ბობს ანას­ტა­სია ბე­რე­ზოვ­სკა­ია, - მისი თავ­და­ჯე­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის თი­თო­ე­უ­ლი მო­მენ­ტით ტკბო­ბის უნა­რი ის თვი­სე­ბე­ბია, რომ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩემი ად­რე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მის შე­სა­ხებ. ის ყო­ველ­თვის ღრმად დარ­ჩე­ბა ჩემს გულ­ში. მან ბევ­რი რამ მი­ამ­ბო ამ სამ­ყა­რო­ზე და მას­წავ­ლა, არას­დროს შე­მე­წყვი­ტა ბრძო­ლა იმის­თვის, რი­სიც გჯე­რა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად და­გიჯ­დე­ბა ეს. ვეჭ­ვობ, რომ ვინ­მე შეხ­ვედ­რია ოდეს­მე ადა­მი­ანს, მა­მა­ჩემ­ზე უფრო ქა­რიზ­მა­ტულს ან მომ­ხიბ­ვლელს. ის, პრაქ­ტი­კუ­ლად, თრგუ­ნავ­და გარ­შე­მო მყო­ფებს ამ თვი­სე­ბე­ბით... მსოფ­ლი­ოს არც ერთ ენა­ზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სი­ტყვე­ბი, რომ გა­მოვ­ხა­ტო, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო მა­მა­ჩე­მი და რო­გო­რია ის კვლავ. ერ­თა­დერ­თი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ასე თუ ისე ზუს­ტად ახა­სი­ა­თებს მა­მა­ჩემს, არის "გა­მორ­ჩე­უ­ლი", - ამ­ბობს ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის შუ­ა­თა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი.

ასე­ვე სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი მის­მა უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, 42 წლის ლიზა ბე­რე­ზოვ­სკა­ი­ამ, რო­მე­ლიც ბე­რე­ზოვ­სკის პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ჰყავ­და.

"ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მა­მა­ჩე­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და. მის­თვის ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბა იყო და როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ პუ­ტი­ნი აღარ აპი­რებ­და ამ გზით სი­ა­რულს, მა­მა­ჩემ­მა პრინ­ცი­პუ­ლად თქვა უარი დუ­მა­ში ად­გილ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ლიზა ბე­რე­ზოვ­სკა­ი­ამ.

თა­ვის ბავ­შვო­ბას ლიზა სი­ნა­ზით იხ­სე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­რე­ზოვ­სკი ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი საქ­მით, ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით, ასე­ვე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ქა­ლე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, რო­გორც ჩანს, შვი­ლე­ბის­თვის ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და დროს და მათ ბევ­რი მო­სა­გო­ნა­რი და­უ­ტო­ვა. "მა­მა­ჩე­მი უცხო­ეთ­ში მივ­ლი­ნე­ბებ­ში რომ მი­დი­ო­და, იქი­დან აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბი და ვი­დე­ო­კა­სე­ტე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და. ზღაპ­რე­ბის ნაც­ვლად და­სავ­ლეთ­ში ნა­ნახ ფილ­მებს გვიყ­ვე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, "ერთხელ ამე­რი­კა­ში".

ლიზა იხ­სე­ნებს, რომ მა­მა­მისს ტყუ­ი­ლი უპა­ტი­ე­ბელ საქ­ცი­ე­ლად მი­აჩ­ნდა. როცა 9 წლის ლი­ზამ სხვი­სი მო­ნე­ტა მი­ით­ვი­სა, მამა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლა. "ასე არას­დროს გამ­ჯავ­რე­ბია, მთე­ლი კვი­რა არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და". ხოლო როცა მის 5 წლის დას გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად პაპა ლე­ნი­ნი უყ­ვარს, ბე­რე­ზოვ­სკი მას რამ­დე­ნი­მე დღე არ ელა­პა­რა­კე­ბო­და. "ჩვენ მა­ღა­ლი ზნე­ობ­რი­ო­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე ვიზ­რდე­ბო­დით, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ ჩვე­ნი ტვი­ნე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე ზედ­მე­ტი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ".

ლი­ზამ მა­მა­მი­სის პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და იმა­ზეც, რომ მამა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ნობ­და პუ­ტინ­თან მე­გობ­რო­ბას. "მგო­ნია, რომ პუ­ტი­ნის გამო სი­ნა­ნულს გა­ნიც­დი­და. ის და­ეხ­მა­რა პუ­ტინს მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლა­ში, მაგ­რამ მერე მან­ვე და­ი­ნა­ხა პირ­ველ­მა, რად იქცა პუ­ტი­ნი", - ამ­ბობს ლიზა.

ლი­ზას სურს, რომ და­სავ­ლეთ­მა პუ­ტი­ნის რე­ა­ლუ­რი სახე და­ი­ნა­ხოს. ბე­რე­ზოვ­სკიც ასე ფიქ­რობ­და, თუ და­სავ­ლე­თი პუ­ტი­ნის ჭეშ­მა­რიტ სა­ხეს და­ი­ნა­ხავს, მას ხელს აღარ გა­უწ­ვდი­ა­ნო.

ლიზა იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბე­რე­ზოვ­სკიმ "რა­ღაც-რა­ღაც სი­ურპრი­ზე­ბი" და­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა. "ის ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ადა­მი­ანს აქვს არ­ჩე­ვა­ნი - იყოს გმი­რი ან და­კარ­გოს ღირ­სე­ბა. ის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო", - ამ­ბობს ბე­რე­ზოვ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლი.

ბე­რე­ზოვ­სკის სამი ცოლი ჰყავ­და, რო­მელ­თა­გან ექ­ვსი შვი­ლი დარ­ჩა - ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი და ორი ვაჟი. თუმ­ცა, რო­გორც ცოტა ხნის წინ გა­ირ­კვა, კი­დევ ერთ ბავ­შვს შე­უძ­ლია მის ქო­ნე­ბა­ზე ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია - 10 წლის უკა­ნო­ნო ვაჟს. ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ქა­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, ის ხში­რად სარ­გებ­ლობ­და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც. დამ­წყებ მო­დე­ლებს, ლა­მაზ გო­გო­ნებს კი ხში­რად აწ­ვდი­და ცნო­ბი­ლი პი­ოტრ ლის­ტერ­მა­ნიც. მისი წყა­ლო­ბით მის ლო­გინ­ში დღი­სა და ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლო აღ­მო­ჩე­ნა 16-დან 20 წლამ­დე ასა­კის ქერა გო­გო­ნას. ჩვე­უ­ლებ­რივ, ერთი ასე­თი უი­ქენ­დის­თვის ბე­რე­ზოვ­სკი და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 ათას ევ­როს იხ­დი­და. სა­ჩუქ­რებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა შე­უძ­ლე­ბე­ლიც შეძ­ლო - ბე­რე­ზოვ­სკის ის შე­უყ­ვარ­და, თა­ნაც, იმ დროს გო­გო­ნა მხო­ლოდ 14 წლის იყო და მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მა­რი­ა­ნა კო­ნო­ვა­ლო­ვას­თან ბე­რე­ზოვ­სკის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, "შეს­ვე­ნე­ბე­ბით". ცოტა ხან­ში ის და­ორ­სულ­და კი­დეც - რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბე­რე­ზოვ­სკი არას­დროს სარ­გებ­ლობ­და პრე­ზერ­ვა­ტი­ვით. მის­გან სხვე­ბიც და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლან, მაგ­რამ აბორ­ტის­თვი­საც იძ­ლე­ო­და ფულს და კარგ კომ­პენ­სა­ცი­ა­საც მი­ა­ყო­ლებ­და. აი, მა­რი­ა­ნას­თვის კი უთხო­ვია, შვი­ლი გა­ე­ჩი­ნა.

ბე­რე­ზოვ­სკის უცხო­ეთ­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ მა­რი­ა­ნა ვი­ღაც სი­რი­ელ­თან ერ­თად და­სახ­ლდა ბე­რე­ზოვ­სკის ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში. ეს რომ მი­ლი­არ­დერს გა­უ­გია, სი­რი­ე­ლი მაგ­რად უცე­მი­ათ და მა­რი­ა­ნას­თვის ჩა­მო­უ­შო­რე­ბი­ათ. ამ­ჟა­მად მა­რი­ა­ნა და მისი 10 წლის ვაჟი ინ­დო­ეთ­ში, გო­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და ალ­ბათ მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კუ­თარ წილ­საც ელი­ან.

The Independent

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი

რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი

ბორის ბერეზოვსკისა და მისი მეორე ცოლის, გალინა ბეშაროვას ქალიშვილმა, ანასტასია ბერეზოვსკაიამ თავის საიტზე დაწერა, როგორი იყო მამა მისთვის და სხვა ახლობლებისთვის.

"მამაჩემი არ იყო ჩვეულებრივი მშობელი, მასზე ვერ ვიტყვი რაიმეს უბრალოდ. ის გამუდმებით აფერადებდა ჩემს ცხოვრებას. ყველაზე მეტად იმაზე ზრუნავდა, რომ მის ყველა შვილს მისით ეამაყა, - ამბობს ანასტასია ბერეზოვსკაია, - მისი თავდაჯერება და ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბობის უნარი ის თვისებებია, რომლებითაც გამოირჩევა ჩემი ადრეული მოგონებები მის შესახებ. ის ყოველთვის ღრმად დარჩება ჩემს გულში. მან ბევრი რამ მიამბო ამ სამყაროზე და მასწავლა, არასდროს შემეწყვიტა ბრძოლა იმისთვის, რისიც გჯერა და მნიშვნელობა არ აქვს, რად დაგიჯდება ეს. ვეჭვობ, რომ ვინმე შეხვედრია ოდესმე ადამიანს, მამაჩემზე უფრო ქარიზმატულს ან მომხიბვლელს. ის, პრაქტიკულად, თრგუნავდა გარშემო მყოფებს ამ თვისებებით... მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ მოიძებნება შესაბამისი სიტყვები, რომ გამოვხატო, როგორი ადამიანი იყო მამაჩემი და როგორია ის კვლავ. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ასე თუ ისე ზუსტად ახასიათებს მამაჩემს, არის "გამორჩეული", - ამბობს ბორის ბერეზოვსკის შუათანა ქალიშვილი.

ასევე საჯაროდ გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები მისმა უფროსმა ქალიშვილმა, 42 წლის ლიზა ბერეზოვსკაიამ, რომელიც ბერეზოვსკის პირველი ცოლისგან ჰყავდა.

"ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მამაჩემი თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა იყო და როცა გააცნობიერა, რომ პუტინი აღარ აპირებდა ამ გზით სიარულს, მამაჩემმა პრინციპულად თქვა უარი დუმაში ადგილზე", - აღნიშნა ლიზა ბერეზოვსკაიამ.

თავის ბავშვობას ლიზა სინაზით იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბერეზოვსკი ყოველთვის უამრავი საქმით, ბიზნესთან დაკავშირებული გარიგებებით, ასევე მრავალრიცხოვანი ქალებით იყო გარშემორტყმული, როგორც ჩანს, შვილებისთვის ყოველთვის პოულობდა დროს და მათ ბევრი მოსაგონარი დაუტოვა. "მამაჩემი უცხოეთში მივლინებებში რომ მიდიოდა, იქიდან აკრძალული წიგნები და ვიდეოკასეტები ჩამოჰქონდა. ზღაპრების ნაცვლად დასავლეთში ნანახ ფილმებს გვიყვებოდა - მაგალითად, "ერთხელ ამერიკაში".

ლიზა იხსენებს, რომ მამამისს ტყუილი უპატიებელ საქციელად მიაჩნდა. როცა 9 წლის ლიზამ სხვისი მონეტა მიითვისა, მამა ძალიან გაბრაზებულა. "ასე არასდროს გამჯავრებია, მთელი კვირა არ მელაპარაკებოდა". ხოლო როცა მის 5 წლის დას გამოუცხადებია, რომ ყველაზე მეტად პაპა ლენინი უყვარს, ბერეზოვსკი მას რამდენიმე დღე არ ელაპარაკებოდა. "ჩვენ მაღალი ზნეობრიობის მაგალითებზე ვიზრდებოდით, ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენი ტვინები არ ყოფილიყო რაიმე ზედმეტი ზემოქმედების ქვეშ".

ლიზამ მამამისის პუტინთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და იმაზეც, რომ მამა მთელი ცხოვრება ნანობდა პუტინთან მეგობრობას. "მგონია, რომ პუტინის გამო სინანულს განიცდიდა. ის დაეხმარა პუტინს მთავრობაში მოსვლაში, მაგრამ მერე მანვე დაინახა პირველმა, რად იქცა პუტინი", - ამბობს ლიზა.

ლიზას სურს, რომ დასავლეთმა პუტინის რეალური სახე დაინახოს. ბერეზოვსკიც ასე ფიქრობდა, თუ დასავლეთი პუტინის ჭეშმარიტ სახეს დაინახავს, მას ხელს აღარ გაუწვდიანო.

ლიზა იმაშიც დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკიმ "რაღაც-რაღაც სიურპრიზები" დატოვა, რომლებიც ყველასთვის მოულოდნელი იქნება. "ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო. ადამიანს აქვს არჩევანი - იყოს გმირი ან დაკარგოს ღირსება. ის ღირსეული ადამიანი იყო", - ამბობს ბერეზოვსკის ქალიშვილი.

ბერეზოვსკის სამი ცოლი ჰყავდა, რომელთაგან ექვსი შვილი დარჩა - ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, კიდევ ერთ ბავშვს შეუძლია მის ქონებაზე ჰქონდეს პრეტენზია - 10 წლის უკანონო ვაჟს. ბორის ბერეზოვსკის სექსუალური შესაძლებლობებისა და ქალების სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა, ის ხშირად სარგებლობდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებითაც. დამწყებ მოდელებს, ლამაზ გოგონებს კი ხშირად აწვდიდა ცნობილი პიოტრ ლისტერმანიც. მისი წყალობით მის ლოგინში დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეეძლო აღმოჩენა 16-დან 20 წლამდე ასაკის ქერა გოგონას. ჩვეულებრივ, ერთი ასეთი უიქენდისთვის ბერეზოვსკი დაახლოებით 10-15 ათას ევროს იხდიდა. საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობთ.

ერთ-ერთმა მათგანმა შეუძლებელიც შეძლო - ბერეზოვსკის ის შეუყვარდა, თანაც, იმ დროს გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო და მოდელობაზე ოცნებობდა. მარიანა კონოვალოვასთან ბერეზოვსკის რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, "შესვენებებით". ცოტა ხანში ის დაორსულდა კიდეც - როგორც ამბობენ, ბერეზოვსკი არასდროს სარგებლობდა პრეზერვატივით. მისგან სხვებიც დაორსულებულან, მაგრამ აბორტისთვისაც იძლეოდა ფულს და კარგ კომპენსაციასაც მიაყოლებდა. აი, მარიანასთვის კი უთხოვია, შვილი გაეჩინა.

ბერეზოვსკის უცხოეთში გაქცევის შემდეგ მარიანა ვიღაც სირიელთან ერთად დასახლდა ბერეზოვსკის ნაჩუქარ ბინაში. ეს რომ მილიარდერს გაუგია, სირიელი მაგრად უცემიათ და მარიანასთვის ჩამოუშორებიათ. ამჟამად მარიანა და მისი 10 წლის ვაჟი ინდოეთში, გოაში ცხოვრობენ და ალბათ მემკვიდრეობის საკუთარ წილსაც ელიან.

The Independent

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"