პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკარლეტ იოჰანსონი - "არ მესმის ეს მოთხოვნილება - ყველასთან ყველაფრის გაზიარება"
სკარლეტ იოჰანსონი - "არ მესმის ეს მოთხოვნილება - ყველასთან ყველაფრის გაზიარება"

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი ჟურ­ნალ Marie Claire-ს ახა­ლი ნომ­რის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. მსა­ხი­ობ­მა გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და ფო­ტო­სე­სი­ა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში სკარ­ლეტ­მა მა­მა­კა­ცებ­ზე და ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ისა­უბ­რა.

"არ მომ­წონს ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა. არ ვარ უცა­ბე­დი ნა­პერ­წკლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ რო­დე­საც ის პა­სი­ურ-აგ­რე­სი­ულ ეჭ­ვი­ა­ნად იქ­ცე­ვა, ეს აღა­რაა ლა­მა­ზი. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ადა­მი­ა­ნი არ არის თა­ვის თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი სა­ში­ნე­ლე­ბაა. ეს არა­ვის მო­ე­წო­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

ვარ­სკვლავ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, რა­ი­ან რე­ი­ნოლდსთან გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ახ­ლა­ხან და­შორ­და, თუმ­ცა რა­ი­ან­მა უკვე იპო­ვა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი თა­ნამ­გზავ­რი და ცო­ლად ახალ­გაზ­რდა მსა­ი­ხო­ბი ბლე­იკ ლა­ივ­ლი მო­იყ­ვა­ნა.

"ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგ­რამ მქონ­და საკ­მა­რი­სი დრო იმის­თვის, რომ გა­მე­აზ­რე­ბი­ნა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა წინსვლა. წლებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ თავს უკეთ ვეც­ნო­ბი და ეს მეხ­მა­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა სკარ­ლეტ­მა.

ვარ­სკვლა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის თე­მა­საც შე­ე­ხო: "ეს მა­გი­ჟებს. არ მეს­მის ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა - ყვე­ლას­თან ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენს სო­ცი­ა­ლურ ქსელს ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ შეგ­ვამ­ჩნი­ონ", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია popcornnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სკარლეტ იოჰანსონი - "არ მესმის ეს მოთხოვნილება - ყველასთან ყველაფრის გაზიარება"

სკარლეტ იოჰანსონი - "არ მესმის ეს მოთხოვნილება - ყველასთან ყველაფრის გაზიარება"

ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ჟურნალ Marie Claire-ს ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. მსახიობმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუში სკარლეტმა მამაკაცებზე და ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა.

"არ მომწონს ეჭვიანი ადამიანების ქცევა. არ ვარ უცაბედი ნაპერწკლების წინააღმდეგი, მაგრამ როდესაც ის პასიურ-აგრესიულ ეჭვიანად იქცევა, ეს აღარაა ლამაზი. ეჭვიანობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი არ არის თავის თავში დარწმუნებული. მუდმივი კონტროლი საშინელებაა. ეს არავის მოეწონება", - აღნიშნა მსახიობმა.

ვარსკვლავმა ყოფილ მეუღლესთან, რაიან რეინოლდსთან განქორწინებაზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს ახლახან დაშორდა, თუმცა რაიანმა უკვე იპოვა ცხოვრების ახალი თანამგზავრი და ცოლად ახალგაზრდა მსაიხობი ბლეიკ ლაივლი მოიყვანა.

"ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ გამეაზრებინა ეს გამოცდილება და გამეგრძელებინა წინსვლა. წლებთან ერთად საკუთარ თავს უკეთ ვეცნობი და ეს მეხმარება ურთიერთობებში", - აღნიშნა სკარლეტმა.

ვარსკვლავი სოციალური ქსელების თემასაც შეეხო: "ეს მაგიჟებს. არ მესმის ეს მოთხოვნილება - ყველასთან ყველაფრის გაზიარება. შეიძლება ითქვას, ჩვენს სოციალურ ქსელს ვიყენებთ იმისთვის, რომ შეგვამჩნიონ", - აღნიშნა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება