სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ
დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ

სოსო თო­ფუ­რი­ძის, დათა ახა­ლა­ი­ა­სა და იმე­რე­თის კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, კოტე არ­ჩა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლია შე­სუ­ლი. საქ­მე პაბ­ლო პი­კა­სოს ტი­ლოს ეხე­ბა, რო­მე­ლიც სამი წლის წი­ნათ, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქემ, აპო აბ­დულ რა­ხიმ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა და თა­ვის ქარ­თველ ბიზ­ნეს-პარტნი­ორ­თან, ნინო ძო­წე­ნი­ძეს­თან ინა­ხავ­და...

"ალი­ას" ნა­ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებ­ზე საქ­მის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე, მა­მუ­კა ჩ. ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც საქ­მის სა­ბო­ლოო გა­მო­ძი­ე­ბამ­დე ვი­ნა­ო­ბის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბა არ ისურ­ვა:

- ხის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა მქონ­და ქვი­ტირ­ში, მინ­დო­და გა­მე­ყი­და. თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, როცა ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა ნანა აბ­რა­მი­ძემ და­მი­რე­კა, მი­თხრა, რომ თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ ერთ პი­როვ­ნე­ბას, აპო აბ­დულ რა­ხიმს ტე­რი­ტო­რი­ი­სა და ქარ­ხნის ყიდ­ვა უნ­დო­და. შევ­თან­ხმდით, რომ ერ­თმა­ნეთს მე­ო­რე დღეს შევ­ხვედ­რო­დით. მე და ჩემი ძმა­კა­ცი ბო­რია შევ­ხვდით აპოს და ნინო ძო­წე­ნი­ძეს, რო­მე­ლიც გა­მაც­ნეს, რო­გორც აპოს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი და ნანა აბ­რა­მი­ას ახ­ლო­ბე­ლი. აპომ თბი­ლი­სი კარ­გად არ იცო­და და მთხო­ვა, თა­ვის საქ­მე­ზე გავ­ყო­ლო­დი. მე ვერ მო­ვი­ცა­ლე და ბო­რია გაჰ­ყვა. სა­ღა­მოს ბო­რია მო­ვი­და და მი­თხრა, პი­კა­სოს ნა­ხა­ტი აქვს ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ორი­გი­ნა­ლი და თუ გა­ვა­ყიდ­ვი­ნებთ, აპო ამ­ბობს, ფულს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ჩავ­დე­ბო. ვნა­ხე, რა­ღაც ნა­ხა­ტი იყო, მაგ­რამ პი­კა­სო­სი იყო თუ ვისი იყო, აზ­რზე არ ვი­ყა­ვი. აპომ მი­თხრა, ჩე­მია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არ მაქ­ვსო. ორი დღის შემ­დეგ აპომ და­მი­რე­კა და ბა­თუმ­ში შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. ჩა­ვე­დი. მი­თხრა, სუ­რა­თი ბო­რი­ას და­ვუ­ტო­ვე, რომ გა­ყი­დით, ჩემი წილი შე­ი­ნა­ხეთ, და­მი­რე­კეთ და ჩა­მო­ვალ. დრო­უ­ლად მინ­და გა­და­ვი­დე თურ­ქეთ­ში, რომ ქარ­ხნის საქ­მე მო­ვაგ­ვა­როო. 500 დო­ლა­რი მე­სეს­ხა და წა­ვი­და. გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი და ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა, და­სა­ჭე­რად დაგ­დე­ვე­ნო. მარ­თლაც, რძლის და­ბა­დე­ბის დღე იყო. სუფ­რას­თან დავ­ჯე­ქით და კარ­ზე ზარი გა­ის­მა. გა­ვა­ღე, შე­მოც­ვივ­დნენ, აგ­ვყა­რეს და წაგ­ვიყ­ვა­ნეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში. შე­მიყ­ვა­ნეს სოსო თო­ფუ­რი­ძის ოთახ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, კაცი რომ გყავს მოკ­ლუ­ლი, სად და­მარ­ხეო. ვინ კაცი-მეთ­ქი და სოსო თო­ფუ­რი­ძე მი­სა­ხე­ლებს პი­როვ­ნე­ბას, ვის­თა­ნაც ჩხუ­ბი მქონ­და.

- ვის მკვლე­ლო­ბას გაბ­რა­ლებ­დნენ?

- აპო რომ წა­ვი­და, ერთი კვი­რის შემ­დეგ და­მი­რე­კა ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა, ნანა შე­ვარ­დნა­ძემ და შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. შევ­ხვდი და მკი­თხა, აპოს თუ იც­ნო­ბო. კი-მეთ­ქი. მი­თხრა, რომ აპომ მის მაზლს, ბუ­ზი­აშ­ვილს ჩემი და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა. ჩა­მო­იყ­ვა­ნა ნა­ნამ თა­ვი­სი მაზ­ლი. პა­ტა­რა, შავი ბიჭი იყო. ია­რა­ღი მქონ­და შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით და ის მქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, თავი რა­ტომ მო­ვაკ­ვლე­ვი­ნო-მეთ­ქი. წა­ვიყ­ვა­ნე ჩემ­თან ქარ­ხა­ნა­ში. ვკი­თხე, აპოს თუ იც­ნობ­და და კიო... ვცე­მე რა, მაგ­რად ვცე­მე. ცე­მი­სას ია­რა­ღი გად­მო­მი­ვარ­და ჯი­ბი­დან და გა­ვარ­და, მაგ­რამ არა­ვის მოხ­ვედ­რია. ვუ­თხა­რი, გეს­ვრი ტყვი­ას და რი­ონ­ში გა­და­გაგ­დებ-მეთ­ქი. მერე მო­მიყ­ვა, ჯა­რი­დან ვარ გა­მოქ­ცე­უ­ლიო, თურ­ქეთ­ში უნ­დო­და გა­და­პარ­ვა. რომ არ გა­და­ვი­პა­რო, და­მი­ჭე­რე­ნო. აქ შეკ­ვე­თებს მაძ­ლევ­დნე­ნო. მერე და­მი­ბა­რეს და რომ აღარ მი­ვე­დიო... ამ დე­ტა­ლებს იმი­ტომ გიყ­ვე­ბი, რომ ეს ჩემი ნა­ლა­პა­რა­კე­ვი და­მახ­ვედ­რეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და და­მი­წყეს, სად გყავს მოკ­ლუ­ლი და­მარ­ხუ­ლიო.

- ბუ­ზი­აშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვინ აძ­ლევ­და შეკ­ვე­თებს?

- დათა ახა­ლა­ი­აო. მერე მის რძალ­ზე ვუ­თხა­რი, ამას კოც­ნე, აქე­დან ცო­ცხალს რომ გიშ­ვებ-მეთ­ქი და გა­ვუშ­ვი.

- მო­დუ­ლი შე­ნო­ბა­ში რა მოხ­და?

- ჩა­მირ­თეს და მო­მა­ს­მე­ნი­ნეს გას­რო­ლის ხმა, ჩემი ნა­ლა­პა­რა­კე­ბი. რაც აწყობ­დათ ამოკ­რე­ფი­ლი ჰქონ­დათ და "მაწ­ვე­ბოდ­ნენ", სად არის მოკ­ლუ­ლიო. ამ მო­მიკ­ლავს-მეთ­ქი, სო­სოს ვე­უბ­ნე­ბი, თო­ფუ­რი­ძეს. თუ მკვდა­რია და მტე­რი მო­ცი­ლე­ბუ­ლი მყავს, ჩემი თავი ტ...ში გა­გირჭ­ვი­ათ-თქო. ადგა და მეს­რო­ლა ტე­ლე­ვი­ზო­რის პულ­ტი. მერე შე­მო­იყ­ვა­ნეს ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლი, ნანა შე­ვარ­დნა­ძე. თქვე­ნი მაზ­ლი სად არი­სო, თო­ფუ­რი­ძემ ჰკი­თხა. ნა­ნამ, მე მა­მუ­კას­თან მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი, მას შემ­დეგ არ მი­ნა­ხავ­სო. მეთ­ქი "ვსიო", ჩა­წყო­ბი­ლია ყვე­ლა­ფე­რი და უნ­დათ, რომ მკვლე­ლო­ბა შემ­ტე­ნონ-მეთ­ქი. შე­მო­დის დათა ახა­ლა­ია. ნა­ნამ უც­ბად ამო­ი­ღო ტე­ლე­ფო­ნი და აკ­რი­ფა ნო­მე­რი. ახა­ლა­ი­ამ ამას აქ ტე­ლე­ფო­ნი სა­ი­დან აქ­ვსო და წა­არ­თვა. რომ გავ­ხე­დე არ­ჩა­ი­ას, სახე მო­ექ­ცა.

- კოტე არ­ჩა­ი­აც ეს­წრე­ბო­და თქვენს და­კი­თხვას? კი­დევ ვინ იყო ოთახ­ში?

- დათა ახა­ლა­ია, კოტე არ­ჩა­ია, სოსო თო­ფუ­რი­ძე და ვი­ღა­ცე­ბი იყ­ვნენ კი­დევ, მათ არ ვიც­ნობ. ახა­ლა­ი­ა­მაც აკ­რი­ფა ნო­მე­რი და ზარი გა­დის, "და­ვაი პად­ვალ­შიო", და­ი­ძა­ხა. მე­ო­რე დღეს მო­იყ­ვა­ნეს ბუ­ზი­აშ­ვი­ლი და პი­რის­პირ დაგვტო­ვეს. ის ისევ უარ­ზე იყო, არ ვა­პი­რებ­დი შენს მოკ­ვლა­სო. მერე კი აღი­ა­რა, და­მა­ვა­ლეს, "მო­ცე­ლეო". გა­მო­მიყ­ვა­ნა არ­ჩა­ი­ამ და მე­კი­თხე­ბა, ნა­ხა­ტი სად არი­სო. რა ნა­ხა­ტი-მეთ­ქი? გა­ვიკ­ვირ­ვე. პი­კა­სო­სიო. არა­ფე­რი ვიცი-მეთ­ქი. ისევ თო­ფუ­რი­ძის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, უკვე მე­ო­რე დღეა. შე­მო­იყ­ვა­ნეს ძო­წე­ნი­ძე და დათა ეუბ­ნე­ბა ნი­ნოს, სა­დაა სუ­რა­თიო. რო­მე­ლი სუ­რა­თიო, ნი­ნომ. ახა­ლა­ია გა­და­ი­რია ამა­ზე, და­ი­წყო გი­ნე­ბა, მერე თქვა ნი­ნომ, სამი თქვე ჩემ­თან იყო ნა­ხა­ტი, მერე აპო ჩა­მო­ვი­და და წა­ი­ღოო. უთხრეს, რომ აპო ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. ნი­ნოც დაჰ­პირ­დათ, რომ ეც­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ გაგ­ვიყ­ვა­ნეს შე­ნო­ბი­დან, ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში. არ­ჩა­ი­აც წა­მო­ვი­და და წა­ვე­დით ქვი­ტირ­ში. მე და ძო­წე­ნი­ძეს გვი­თხრეს, რომ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში. ვერც გა­რეთ გა­მო­ვი­დო­დით და ტე­ლე­ფო­ნებს ვერ გა­მოვ­რთავ­დით. თვი­თონ წა­ვიდ­ნენ... ორი თვის შემ­დეგ გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს ამ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან.

- ამ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი მე­გობ­რის­თვის, ვის­თა­ნაც რე­ა­ლუ­რად სუ­რა­თი ინა­ხე­ბო­და, არა­ვის მი­უ­კი­თხავს ან მას თქვენ კონ­ტაქ­ტი არ უც­დია?

- ერთი წლის შემ­დეგ და­ი­ჭი­რეს ბო­რია ბე­რე­ლი­ძე. მას­თან იყო სუ­რა­თი. სახ­ლში შე­უც­ვივ­დნენ და წა­იყ­ვა­ნეს. ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლი იყო, ხუთი დღე ეძებ­და ცოლი. მერე გა­მოჩ­ნდა და ვნა­ხე, კაცი ვე­ღარ ვი­ცა­ნი, 20 კილო ჰქონ­და მოკ­ლე­ბუ­ლი. ამ დრო­ში ადა­მი­ა­ნის ასე შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დენ­ზე აერ­თებ­დნენ, კაცი დამ­წვა­რი იყო დე­ნით. მიყ­ვე­ბო­და, ფეხ­ზე გა­მახ­დე­ვი­ნებ­დნენ, გა­მაყ­რე­ვი­ნებ­დნენ ფე­ხებს პლასტმა­სის "რუ­ჩ­კე­ბი­ან" "კრეს­ლო­ში" და შიშ­ველ ფე­ხებ­ში "დუ­ბინ­კით" რომ მცემ­დნენ, თან ამ დროს ყუ­რებ­ში მირ­ტყავ­დნენ ხე­ლებს, მე­გო­ნა ტვინ­მა გა­ას­ხაო. მო­დი­ოდ­ნენ, რას უძ­ლებ, სა­ქო­ნე­ლი ხომ არ ხარ, თქვი, რომ მა­მუ­კა ჩ.-სთა­ნაა სუ­რა­თიო. მა­ინც ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს... რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გუ­ლის ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. 3 თვე იცო­ცხლა ამის შემ­დეგ. შე­ე­წი­რა ამ საქ­მეს ბო­რია, მა­ნამ­დე კაცს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ტკე­ნია.

- ნა­ხა­ტი წა­ი­ღეს ბო­რი­ას სახ­ლი­დან?

- კი, სუ­რა­თი წა­არ­თვეს და აძა­ლებ­დნენ, ეთ­ქვა, რომ ჩემ­თან იყო. სახ­ლში არ ჰქონ­და, ახ­ლო­ბელ­თან ჰქონ­და მი­ტა­ნი­ლი და ალ­ბათ, იმან "ჩა­უშ­ვა".

- აპოს არ მო­უ­კი­თხავს ნა­ხა­ტი? სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­მო­სუ­ლა?

- კი, ჩა­მო­ვი­და. და­მი­რე­კა, "ცეხ­ში" უნდა შევ­ხვედ­რო­დით. იქ რომ მი­ვე­დი, შე­მოც­ვივ­დნენ არ­ჩა­ია და კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ახლა აპო მოვა, დაჯ­დე­ბი და და­ე­ლა­პა­რა­კე­ბიო. ძო­წე­ნი­ძე და აპო ტაქ­სით მო­ვიდ­ნენ. ვლა­პა­რა­კობ­დით და ხუთ წუთ­ში შე­მო­ვარ­და ხუთი ჯიპი, ამოც­ვივ­დნენ, სტა­ცეს აპოს ხელი და წა­იყ­ვა­ნეს... თვე-ნა­ხე­ვა­რი და­ჭე­რი­ლი იყო და გა­უშ­ვეს მერე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით. სუ­რა­თი მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­ი­კარ­გა. ერთი ხმა გა­მო­ვარ­და, რომ არ­ჩა­ი­ამ გა­ი­ტა­ნა და იტა­ლი­ა­ში გა­ყი­დე­სო.

- სა­ჩი­ვა­რიც შე­ი­ტა­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა?

- რა გი­თხრათ, სად სცა­ლი­ათ ჩემ­თვის ახლა... აპო მი­რე­კავს სკა­იპ­ში და მე­მუქ­რე­ბა. მას ჰგო­ნია, რომ სუ­რა­თი მე მაქვს, ან გავ­ყი­დე და ფული არ მი­ვე­ცი. ითხოვს ან სუ­რათს ან მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვარს. რა ვიცი, რა აქვს ჭკუ­ა­ში, რომ მე­მუქ­რე­ბა, ფაქ­ტია...

"ალია" ნინო ძო­წე­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და:

- ნა­ხა­ტი სამ თვე­ზე მეტ­ხანს ინა­ხე­ბო­და ჩემ­თან. უკა­ნა მხა­რეს მიკ­რუ­ლი აქვს ნა­ბეჭ­დი ფურ­ცლე­ბი ლუ­ქე­ბით თუ ბეჭ­დე­ბით. ეს არის ამე­რი­კა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი. თურ­ქეთ­შიც ჩა­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა. ან­კა­რა­ში გავ­გზავ­ნეთ ანა­ფხე­კი, ტი­ლოს პა­ტა­რა ნა­ჭე­რი და მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ ეს იყო ორი­გი­ნა­ლი, პი­კა­სოს ნა­მუ­შე­ვა­რი, თუმ­ცა არ არის, ეს ნა­ხა­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თუა სად­მე. აპოს აქვს შე­ძე­ნი­ლი კა­ნო­ნი­ე­რად და არა­ვი­თა­რი შავი წერ­ტი­ლი ამ საქ­მე­ში არ არის. ეს არის შე­ტა­ნი­ლი მო­პა­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სი­ა­ში.

- რო­გორ გა­ი­გეს, რომ თქვენ პი­კა­სოს ტი­ლოს ინა­ხავ­დით?

- რო­გორც მე და მა­მუ­კა ვვა­რა­უ­დობთ, ნანა აბ­რა­მი­ძის­გან. მან იცო­და, რომ 50-მი­ლი­ო­ნი­ან ნა­ხატს ვი­ნა­ხავ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე, როცა აპომ და­მი­რე­კა, მოვ­დი­ვა­რო, ვუ­თხა­რი, არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო. არ ვი­ცო­დი, რას და­მარ­თებ­დნენ. ამის გამო მი­მიყ­ვა­ნეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც და­მე­მუქრნენ, მათ და­ვა­ლე­ბას თუ არ შე­ვას­რუ­ლებ­დი, და­მი­ჭერ­დნენ და ბრა­ლად სამ­შობ­ლოს ღა­ლატს და­მა­დებ­დნენ. ვერ აგი­წერთ, რას გა­ვუ­ძე­ლი...

- მა­მუ­კა ამ­ბობს, რომ აპო ემუქ­რე­ბა მასა და მის ოჯახს. თქვენც ხომ არ და­გე­მუქ­რათ?

- მე ვფიქ­რობ, რომ ამ ადა­მი­ანს ჩემი სჯე­რა. სკა­ი­პით მე­კონ­ტაქ­ტე­ბა. ვუხ­სნი, რომ ეს სუ­რა­თი მა­მუ­კას არ აქვს, არც გა­უ­ყი­დია, რომ ის ამო­ი­ღო კუდ-მა. ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლებ­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი, გა­მო­ძი­ე­ბას რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს...

აპო აბ­დულ რა­ხიმ­თან სა­უ­ბა­რი სკა­ი­პით ვცა­დეთ, მაგ­რამ მან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

მა­რი­კა ჩხიკ­ვა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ

დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეს პიკასოს 50-მილიონიანი ტილოს მითვისებაში ადანაშაულებენ

სოსო თოფურიძის, დათა ახალაიასა და იმერეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის, კოტე არჩაიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელია შესული. საქმე პაბლო პიკასოს ტილოს ეხება, რომელიც სამი წლის წინათ, თურქეთის მოქალაქემ, აპო აბდულ რახიმმა საქართველოში ჩამოიტანა და თავის ქართველ ბიზნეს-პარტნიორთან, ნინო ძოწენიძესთან ინახავდა...

"ალიას" ნახატთან დაკავშირებულ ამბებზე საქმის უშუალო მონაწილე, მამუკა ჩ. ესაუბრა, რომელმაც საქმის საბოლოო გამოძიებამდე ვინაობის ღიად დაფიქსირება არ ისურვა:

- ხის გადამამუშავებელი ქარხანა მქონდა ქვიტირში, მინდოდა გამეყიდა. თბილისში ვიყავი, როცა ჩემმა თანაკლასელმა ნანა აბრამიძემ დამირეკა, მითხრა, რომ თურქეთიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებას, აპო აბდულ რახიმს ტერიტორიისა და ქარხნის ყიდვა უნდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს მეორე დღეს შევხვედროდით. მე და ჩემი ძმაკაცი ბორია შევხვდით აპოს და ნინო ძოწენიძეს, რომელიც გამაცნეს, როგორც აპოს ბიზნესპარტნიორი და ნანა აბრამიას ახლობელი. აპომ თბილისი კარგად არ იცოდა და მთხოვა, თავის საქმეზე გავყოლოდი. მე ვერ მოვიცალე და ბორია გაჰყვა. საღამოს ბორია მოვიდა და მითხრა, პიკასოს ნახატი აქვს ჩამოტანილი, ორიგინალი და თუ გავაყიდვინებთ, აპო ამბობს, ფულს მშენებლობაში ჩავდებო. ვნახე, რაღაც ნახატი იყო, მაგრამ პიკასოსი იყო თუ ვისი იყო, აზრზე არ ვიყავი. აპომ მითხრა, ჩემია და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვსო. ორი დღის შემდეგ აპომ დამირეკა და ბათუმში შეხვედრა მთხოვა. ჩავედი. მითხრა, სურათი ბორიას დავუტოვე, რომ გაყიდით, ჩემი წილი შეინახეთ, დამირეკეთ და ჩამოვალ. დროულად მინდა გადავიდე თურქეთში, რომ ქარხნის საქმე მოვაგვაროო. 500 დოლარი მესესხა და წავიდა. გავიდა რაღაც პერიოდი და ერთმა ახლობელმა დამირეკა, დასაჭერად დაგდევენო. მართლაც, რძლის დაბადების დღე იყო. სუფრასთან დავჯექით და კარზე ზარი გაისმა. გავაღე, შემოცვივდნენ, აგვყარეს და წაგვიყვანეს მოდულის შენობაში. შემიყვანეს სოსო თოფურიძის ოთახში და მეუბნებიან, კაცი რომ გყავს მოკლული, სად დამარხეო. ვინ კაცი-მეთქი და სოსო თოფურიძე მისახელებს პიროვნებას, ვისთანაც ჩხუბი მქონდა.

- ვის მკვლელობას გაბრალებდნენ?

- აპო რომ წავიდა, ერთი კვირის შემდეგ დამირეკა ჩემმა თანაკლასელმა, ნანა შევარდნაძემ და შეხვედრა მთხოვა. შევხვდი და მკითხა, აპოს თუ იცნობო. კი-მეთქი. მითხრა, რომ აპომ მის მაზლს, ბუზიაშვილს ჩემი და ჩემი შვილის მკვლელობა შეუკვეთა. ჩამოიყვანა ნანამ თავისი მაზლი. პატარა, შავი ბიჭი იყო. იარაღი მქონდა შენახვის უფლებით და ის მქონდა წამოღებული, თავი რატომ მოვაკვლევინო-მეთქი. წავიყვანე ჩემთან ქარხანაში. ვკითხე, აპოს თუ იცნობდა და კიო... ვცემე რა, მაგრად ვცემე. ცემისას იარაღი გადმომივარდა ჯიბიდან და გავარდა, მაგრამ არავის მოხვედრია. ვუთხარი, გესვრი ტყვიას და რიონში გადაგაგდებ-მეთქი. მერე მომიყვა, ჯარიდან ვარ გამოქცეულიო, თურქეთში უნდოდა გადაპარვა. რომ არ გადავიპარო, დამიჭერენო. აქ შეკვეთებს მაძლევდნენო. მერე დამიბარეს და რომ აღარ მივედიო... ამ დეტალებს იმიტომ გიყვები, რომ ეს ჩემი ნალაპარაკევი დამახვედრეს მოდულის შენობაში და დამიწყეს, სად გყავს მოკლული დამარხულიო.

- ბუზიაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ აძლევდა შეკვეთებს?

- დათა ახალაიაო. მერე მის რძალზე ვუთხარი, ამას კოცნე, აქედან ცოცხალს რომ გიშვებ-მეთქი და გავუშვი.

- მოდული შენობაში რა მოხდა?

- ჩამირთეს და მომასმენინეს გასროლის ხმა, ჩემი ნალაპარაკები. რაც აწყობდათ ამოკრეფილი ჰქონდათ და "მაწვებოდნენ", სად არის მოკლულიო. ამ მომიკლავს-მეთქი, სოსოს ვეუბნები, თოფურიძეს. თუ მკვდარია და მტერი მოცილებული მყავს, ჩემი თავი ტ...ში გაგირჭვიათ-თქო. ადგა და მესროლა ტელევიზორის პულტი. მერე შემოიყვანეს ჩემი თანაკლასელი, ნანა შევარდნაძე. თქვენი მაზლი სად არისო, თოფურიძემ ჰკითხა. ნანამ, მე მამუკასთან მყავდა მიყვანილი, მას შემდეგ არ მინახავსო. მეთქი "ვსიო", ჩაწყობილია ყველაფერი და უნდათ, რომ მკვლელობა შემტენონ-მეთქი. შემოდის დათა ახალაია. ნანამ უცბად ამოიღო ტელეფონი და აკრიფა ნომერი. ახალაიამ ამას აქ ტელეფონი საიდან აქვსო და წაართვა. რომ გავხედე არჩაიას, სახე მოექცა.

- კოტე არჩაიაც ესწრებოდა თქვენს დაკითხვას? კიდევ ვინ იყო ოთახში?

- დათა ახალაია, კოტე არჩაია, სოსო თოფურიძე და ვიღაცები იყვნენ კიდევ, მათ არ ვიცნობ. ახალაიამაც აკრიფა ნომერი და ზარი გადის, "დავაი პადვალშიო", დაიძახა. მეორე დღეს მოიყვანეს ბუზიაშვილი და პირისპირ დაგვტოვეს. ის ისევ უარზე იყო, არ ვაპირებდი შენს მოკვლასო. მერე კი აღიარა, დამავალეს, "მოცელეო". გამომიყვანა არჩაიამ და მეკითხება, ნახატი სად არისო. რა ნახატი-მეთქი? გავიკვირვე. პიკასოსიო. არაფერი ვიცი-მეთქი. ისევ თოფურიძის კაბინეტში შემიყვანეს, უკვე მეორე დღეა. შემოიყვანეს ძოწენიძე და დათა ეუბნება ნინოს, სადაა სურათიო. რომელი სურათიო, ნინომ. ახალაია გადაირია ამაზე, დაიწყო გინება, მერე თქვა ნინომ, სამი თქვე ჩემთან იყო ნახატი, მერე აპო ჩამოვიდა და წაიღოო. უთხრეს, რომ აპო ჩამოეყვანა. ნინოც დაჰპირდათ, რომ ეცდებოდა. ამის შემდეგ გაგვიყვანეს შენობიდან, ჩაგვსვეს მანქანაში. არჩაიაც წამოვიდა და წავედით ქვიტირში. მე და ძოწენიძეს გვითხრეს, რომ ვიმყოფებოდით შინაპატიმრობაში. ვერც გარეთ გამოვიდოდით და ტელეფონებს ვერ გამოვრთავდით. თვითონ წავიდნენ... ორი თვის შემდეგ გაგვათავისუფლეს ამ შინაპატიმრობიდან.

- ამ 2 თვის განმავლობაში თქვენი მეგობრისთვის, ვისთანაც რეალურად სურათი ინახებოდა, არავის მიუკითხავს ან მას თქვენ კონტაქტი არ უცდია?

- ერთი წლის შემდეგ დაიჭირეს ბორია ბერელიძე. მასთან იყო სურათი. სახლში შეუცვივდნენ და წაიყვანეს. ადამიანი დაკარგული იყო, ხუთი დღე ეძებდა ცოლი. მერე გამოჩნდა და ვნახე, კაცი ვეღარ ვიცანი, 20 კილო ჰქონდა მოკლებული. ამ დროში ადამიანის ასე შეცვლა შეუძლებელია. დენზე აერთებდნენ, კაცი დამწვარი იყო დენით. მიყვებოდა, ფეხზე გამახდევინებდნენ, გამაყრევინებდნენ ფეხებს პლასტმასის "რუჩკებიან" "კრესლოში" და შიშველ ფეხებში "დუბინკით" რომ მცემდნენ, თან ამ დროს ყურებში მირტყავდნენ ხელებს, მეგონა ტვინმა გაასხაო. მოდიოდნენ, რას უძლებ, საქონელი ხომ არ ხარ, თქვი, რომ მამუკა ჩ.-სთანაა სურათიო. მაინც ვერ ათქმევინეს... რამდენიმე თვის შემდეგ გულის ოპერაცია დასჭირდა. 3 თვე იცოცხლა ამის შემდეგ. შეეწირა ამ საქმეს ბორია, მანამდე კაცს ცხოვრებაში არაფერი ტკენია.

- ნახატი წაიღეს ბორიას სახლიდან?

- კი, სურათი წაართვეს და აძალებდნენ, ეთქვა, რომ ჩემთან იყო. სახლში არ ჰქონდა, ახლობელთან ჰქონდა მიტანილი და ალბათ, იმან "ჩაუშვა".

- აპოს არ მოუკითხავს ნახატი? საქართველოში აღარ ჩამოსულა?

- კი, ჩამოვიდა. დამირეკა, "ცეხში" უნდა შევხვედროდით. იქ რომ მივედი, შემოცვივდნენ არჩაია და კუდ-ის თანამშრომლები, ახლა აპო მოვა, დაჯდები და დაელაპარაკებიო. ძოწენიძე და აპო ტაქსით მოვიდნენ. ვლაპარაკობდით და ხუთ წუთში შემოვარდა ხუთი ჯიპი, ამოცვივდნენ, სტაცეს აპოს ხელი და წაიყვანეს... თვე-ნახევარი დაჭერილი იყო და გაუშვეს მერე საპროცესო შეთანხმებით. სურათი მოდულის შენობაში დაიკარგა. ერთი ხმა გამოვარდა, რომ არჩაიამ გაიტანა და იტალიაში გაყიდესო.

- საჩივარიც შეიტანეთ პროკურატურაში. რა ეტაპზეა გამოძიება?

- რა გითხრათ, სად სცალიათ ჩემთვის ახლა... აპო მირეკავს სკაიპში და მემუქრება. მას ჰგონია, რომ სურათი მე მაქვს, ან გავყიდე და ფული არ მივეცი. ითხოვს ან სურათს ან მილიონ-ნახევარს. რა ვიცი, რა აქვს ჭკუაში, რომ მემუქრება, ფაქტია...

"ალია" ნინო ძოწენიძესაც დაუკავშირდა:

- ნახატი სამ თვეზე მეტხანს ინახებოდა ჩემთან. უკანა მხარეს მიკრული აქვს ნაბეჭდი ფურცლები ლუქებით თუ ბეჭდებით. ეს არის ამერიკაში გაკეთებული დოკუმენტი. თურქეთშიც ჩატარდა გამოკვლევა. ანკარაში გავგზავნეთ ანაფხეკი, ტილოს პატარა ნაჭერი და მოვიდა პასუხი, რომ ეს იყო ორიგინალი, პიკასოს ნამუშევარი, თუმცა არ არის, ეს ნახატი სახელწოდებით დაფიქსირებული თუა სადმე. აპოს აქვს შეძენილი კანონიერად და არავითარი შავი წერტილი ამ საქმეში არ არის. ეს არის შეტანილი მოპარული ნიმუშების სიაში.

- როგორ გაიგეს, რომ თქვენ პიკასოს ტილოს ინახავდით?

- როგორც მე და მამუკა ვვარაუდობთ, ნანა აბრამიძისგან. მან იცოდა, რომ 50-მილიონიან ნახატს ვინახავდი. რამდენჯერმე, როცა აპომ დამირეკა, მოვდივარო, ვუთხარი, არ ჩამოსულიყო. არ ვიცოდი, რას დამართებდნენ. ამის გამო მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც დამემუქრნენ, მათ დავალებას თუ არ შევასრულებდი, დამიჭერდნენ და ბრალად სამშობლოს ღალატს დამადებდნენ. ვერ აგიწერთ, რას გავუძელი...

- მამუკა ამბობს, რომ აპო ემუქრება მასა და მის ოჯახს. თქვენც ხომ არ დაგემუქრათ?

- მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ჩემი სჯერა. სკაიპით მეკონტაქტება. ვუხსნი, რომ ეს სურათი მამუკას არ აქვს, არც გაუყიდია, რომ ის ამოიღო კუდ-მა. ამ ეტაპზე დეტალებზე არ მინდა ლაპარაკი, გამოძიებას რომ ხელი არ შეეშალოს...

აპო აბდულ რახიმთან საუბარი სკაიპით ვცადეთ, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა.

მარიკა ჩხიკვაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ