მეორე ინსპექტირების დროს რუსმა ექსპერტებმა 12 კომპანია დაიწუნეს. რუსეთის მთავარი სანიტრის განცხადებით, ისინი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას ვერ შეძლებენ. თუმცა რომელი კომპანიებია დაწუნებული, ჯერჯერობით უცნობია.
ონიშენკოს განცხადებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა შემოწმებაც ინსპექციის მეორე ეტაპზე განხორციელდა, უკვე შეუძლიათ სინჯები მოსკოვში გააგზავნონ. საბოლოო ექსპერტიზის შემდეგ "როსპოტრებნადზორი" გადაწყვეტს, რომელი პროდუქცია დაბრუნდება რუსულ ბაზარზე.
"ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეთ",- აცხადებს ონიშენკო. რუსული მხარე არ გამორიცხავს, რომ პროდუქციის ინსპექტირების პროცესი კვირის ბოლოს დასრულდეს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9