პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა
სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

დე­კემ­ბრის ბო­ლოს, როცა წლის მთა­ვარ მოვ­ლე­ნებს შე­ვა­ჯა­მებთ, "ნო­მი­ნა­ცი­ა­ში" - ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ან­გა­რი­ში - ალ­ბათ, ომ­ბუდსმე­ნის მოხ­სე­ნე­ბას პირ­ვე­ლო­ბას ვე­რა­ვინ შე­ე­ცი­ლე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შა­ვით თეთრზე წერს, რო­გორ ქმნი­და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს ჩეჩ­ნე­ბის­გან და რო­გორ და­ი­წყო ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცია თა­ვის­გან­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და იქ შეგ­ზავ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს დიდი სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა - ასე­თი ვერ­სია 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში­ვე გავ­რცელ­და. უბ­რა­ლოდ, უც­ნა­უ­რია, რა­ტომ მო­ვის­მი­ნეთ ეს ამ­ბა­ვი ომ­ბუდსმე­ნის­გან და არა პრო­კუ­რა­ტუ­რის ან შსს-სგან? იმე­დია, პრინ­ცი­პი, - "ხალ­ხის­თვის­ვე სჯობს, რომ სი­მარ­თლე ბო­ლომ­დე არ იცო­დეს", სა­მუ­და­მოდ ჩაჰ­ბარ­დე­ბა წარ­სულს. ეს მხო­ლოდ ლო­პო­ტის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას არ ეხე­ბა, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას საია-შსს-ს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვა­სა და რა­ბა­თის ცი­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე (სხვა­თა შო­რის, ეს თე­მე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს ომ­ბუდსმე­ნის სკან­და­ლუ­რი ან­გა­რი­შის გა­და­სა­ფა­რად). ამ და კვი­რის სხვა მთა­ვარ მოვ­ლე­ნებ­ზე ექ­სპერტ გოგი ხუ­ციშ­ვილს ვე­სა­უბ­რე­ბით.

- ჯერ კი­დევ შარ­შან ზა­ფხულს, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­უბ­რობ­დნენ იმ ვერ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ თვითმხილ­ვე­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბიც. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებ­და, რომ ეს სუფ­თა საქ­მე არ იყო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ და­ვობს იმა­ზე, ომ­ბუდსმე­ნის ან­გა­რიშ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი სი­ნამ­დვი­ლეს შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა. უბ­რა­ლოდ, სა­კითხს ასე სვა­მენ - სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ლო­პო­ტის ამ­ბის ამ ეტაპ­ზე გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

- ასე­თი თე­მე­ბი ჯერ შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით უნდა იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და შემ­დეგ - გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი. მე­ო­რე მხრივ, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში რომ არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე დიდი უც­ნა­უ­რო­ბა ეს იქ­ნე­ბო­და. ისიც ცხა­დია, რომ რო­დე­საც საქ­მე გვაქვს ამ­დენ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ამ­ბავ­თან, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ხალ­ხი ელო­დე­ბა კი­თხვებ­ზე პა­სუხს და ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­ჯა­რო უნდა იყოს. ხალ­ხი ასე­ვე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს.

- თუ ომ­ბუდსმე­ნის ან­გა­რიშ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი სი­ნამ­დვი­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, გა­მო­დის, რომ იმ­დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით აწყობ­და პრო­ვო­კა­ცი­ას და სა­ხელ­მწი­ფოს აყე­ნებ­და დარ­ტყმას.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და. ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია. სა­ერ­თოდ, ამ მოვ­ლე­ნებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას იმის შეგ­რძნე­ბა უფრო მე­ტია, რომ ეს პრო­ვო­კა­ცი­აა. ცხა­დია, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ას ხში­რად მი­მარ­თავ­და.

- გა­სუ­ლი კვი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა იყო ის დრა­მა, რო­მე­ლიც გა­თა­მაშ­და საია-ს მძღოლ­სა და აჭა­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის. ძა­ლი­ან ხომ არ "გა­და­ე­ფა­რა" შსს თე­ლი­ას? ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ზო­გი­ერ­თი უკვე ავ­ლებს პა­რა­ლელს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უწყე­ბა­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის შსს-ს შო­რის, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი ყველ­გან და ყვე­ლას­თან მარ­თა­ლი იყო.

- მეც მო­ვა­წე­რე ხელი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც ისი­ნი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. მარ­თლაც სა­ჭი­როა მტყუ­ან-მარ­თლის ბო­ლომ­დე გარ­კვე­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. ასე­ვე, ჩვენ­ში არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რაც ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

შსს-ში კვლავ მოქ­მე­დებს შიდა კო­დექ­სი, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იყ­ვა­ნონ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი და გრძელ­დე­ბა ძველ სტილ­ში მუ­შა­ო­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც უნდა გა­აქ­ტი­ურ­დნენ და ამას გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და­უ­პი­რის­პი­რონ. მთავ­რო­ბა­მაც უნდა იზ­რუ­ნოს, რომ მსგავ­სი ბერ­კე­ტე­ბი შე­იქ­მნას, თო­რემ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა აბ­სურ­დუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ღე­ბის საფრ­თხე. ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან - თე­ლი­ას საქ­მე­ზე ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რი გა­ნად­გურ­და თუ გა­ა­ნად­გუ­რეს, მაგ­რამ ამ ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კვლავ მოჰ­ყავთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად. ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?!

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

დეკემბრის ბოლოს, როცა წლის მთავარ მოვლენებს შევაჯამებთ, "ნომინაციაში" - ყველაზე სკანდალური ანგარიში - ალბათ, ომბუდსმენის მოხსენებას პირველობას ვერავინ შეეცილება. სახალხო დამცველი შავით თეთრზე წერს, როგორ ქმნიდა ყოფილი ხელისუფლება შეიარაღებულ დაჯგუფებებს ჩეჩნებისგან და როგორ დაიწყო ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია თავისგანვე შეიარაღებული და იქ შეგზავნილი ადამიანების წინააღმდეგ. ეს დიდი სიახლე არ ყოფილა - ასეთი ვერსია 2012 წლის სექტემბერშივე გავრცელდა. უბრალოდ, უცნაურია, რატომ მოვისმინეთ ეს ამბავი ომბუდსმენისგან და არა პროკურატურის ან შსს-სგან? იმედია, პრინციპი, - "ხალხისთვისვე სჯობს, რომ სიმართლე ბოლომდე არ იცოდეს", სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ეს მხოლოდ ლოპოტის საიდუმლოებას არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას საია-შსს-ს შორის მიმდინარე დავასა და რაბათის ციხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე (სხვათა შორის, ეს თემები "ნაციონალებმა" კარგად გამოიყენეს ომბუდსმენის სკანდალური ანგარიშის გადასაფარად). ამ და კვირის სხვა მთავარ მოვლენებზე ექსპერტ გოგი ხუციშვილს ვესაუბრებით.

- ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, ძველი ხელისუფლების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საუბრობდნენ იმ ვერსიაზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული. გავიხსენოთ თვითმხილველების მონათხრობიც. მოკლედ, ყველაფერი მეტყველებდა, რომ ეს სუფთა საქმე არ იყო.

- საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავობს იმაზე, ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეეფერება თუ არა. უბრალოდ, საკითხს ასე სვამენ - სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად საჭიროა ლოპოტის ამბის ამ ეტაპზე გასაჯაროება.

- ასეთი თემები ჯერ შესაბამისი წესების დაცვით უნდა იქნეს გამოძიებული და შემდეგ - გასაჯაროებული. მეორე მხრივ, ლაფანყურის სპეცოპერაცია სახალხო დამცველის ანგარიშში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე დიდი უცნაურობა ეს იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამდენ საიდუმლოების შემცველ ამბავთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხალხი ელოდება კითხვებზე პასუხს და ყველაფერი ეს საჯარო უნდა იყოს. ხალხი ასევე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

- თუ ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, რომ იმდროინდელი მთავრობა ქვეყნის შიგნით აწყობდა პროვოკაციას და სახელმწიფოს აყენებდა დარტყმას.

- დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა. ლოპოტის ხეობაში მომხდარი ძალზე სერიოზული დანაშაულია. საერთოდ, ამ მოვლენებზე მსჯელობისას იმის შეგრძნება უფრო მეტია, რომ ეს პროვოკაციაა. ცხადია, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციას ხშირად მიმართავდა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ის დრამა, რომელიც გათამაშდა საია-ს მძღოლსა და აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის. ძალიან ხომ არ "გადაეფარა" შსს თელიას? ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი უკვე ავლებს პარალელს ღარიბაშვილის უწყებასა და მერაბიშვილის შსს-ს შორის, როდესაც პოლიციელი ყველგან და ყველასთან მართალი იყო.

- მეც მოვაწერე ხელი არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას, რომელშიც ისინი საქმის გამოძიებას ითხოვენ. მართლაც საჭიროა მტყუან-მართლის ბოლომდე გარკვევა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პოლიციელების, განსაკუთრებით შსს-ს მაღალჩინოსნების, დაუსჯელობის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, ჩვენში არ არის საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მექანიზმი, რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.

შსს-ში კვლავ მოქმედებს შიდა კოდექსი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყვანონ მდგომარეობიდან თავისი თანამშრომელი და გრძელდება ძველ სტილში მუშაობა.

საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა გააქტიურდნენ და ამას გარკვეული მექანიზმები დაუპირისპირონ. მთავრობამაც უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი ბერკეტები შეიქმნას, თორემ ყოველთვის იქნება აბსურდული მდგომარეობის მიღების საფრთხე. ერთ მაგალითს მოვიყვან - თელიას საქმეზე ვიდეოთვალის ჩანაწერი განადგურდა თუ გაანადგურეს, მაგრამ ამ ჩანაწერის მიხედვით აღწერილი მოვლენები კვლავ მოჰყავთ მტკიცებულებად. ეს ხომ წარმოუდგენელია?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა