მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია უფასო სახელმძღვანელოებზე კამათობენ
თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია უფასო სახელმძღვანელოებზე კამათობენ

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა! გა­ი­გეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი ერთ ადა­მი­ან­ზე სულ რა­ღაც 6000 დო­ლა­რია - სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც უკი­დუ­რე­სად უჭირთ.

იმის­თვის, რომ უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ყოფა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ფული, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტარ­გე­ტი­რე­ბუ­ლად მათ უნდა მო­ვახ­მა­როთ და არა ყვე­ლას! არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი ფული, რომ გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას წიგ­ნე­ბი ვუ­ყი­დოთ!

წინა მთავ­რო­ბა ამ მხრივ მი­ქა­რავ­და, აცხა­დებ­და რა პენ­სი­ის სა­ყო­ველ­თაო მა­ტე­ბას 10 ლა­რით ან ური­გებ­და რა კომ­პუ­ტე­რებს ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სელს. მაგ­რამ, ესე­ნი სა­ერ­თოდ გა­გიჟ­დნენ - მგო­ნი მარ­თლა უფა­სო ჰგო­ნი­ათ, რა­საც აკე­თე­ბენ", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

მის პოსტს კო­მენ­ტა­რებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნიკა გვა­რა­მია უკე­თე­ბენ:

"David Zurabishvili გე­ნი­ა­ლუ­რი ლო­გი­კაა: ხალ­ხს ფული არა აქვს და ამი­ტომ ძვი­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უნდა იყი­დონ თვი­თონ!

ფული რომ არა აქვს ხალ­ხს, იმი­ტო­მა­ცაა სა­ჭი­რო სა­ხელ­მწი­ფო­დან სუბ­სი­დი­რე­ბა. და ეს ეხე­ბა არა რა­ღაც პა­ტა­რა ჯგუფს, არა­მედ ექ­ვსას ათას­ზე მეტ ოჯახს. თან არ ჯდე­ბა ეს ლა­ზი­კის იუს­ტი­ცი­ის სახლზე უფრო ძვი­რი".

Nika Gvaramia და რაში ჭირ­დე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ნა­ყი­დი წიგ­ნე­ბი? მა­გა­ლი­თად ჩემს და შენს შვი­ლებს? და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვას არა უშავს?

Nika Gvaramia სუფ­სი­დი­რე­ბა ნამ­დვი­ლად ჭირ­დე­ბა, ბა­ტო­ნო და­ვით, მაგ­რამ 600 ათას­ზე მეტს - არა. და ლა­ზი­კის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის არ­გუ­მენ­ტით იმ­დე­ნი სი­სუ­ლე­ლის "გაპ­რა­ვე­ბა" შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას, იმე­დია, არ გეგ­მავთ.

David Zurabishvili და რა პრინ­ცი­პით უნდა გა­არ­ჩიო სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი დალ­ხე­ნი­ლის­გან? ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლად ვინც ით­ვლე­ბა მარ­ტო იმას უნდა ეხე­ბო­დეს? სამ­სუ­ლი­ან ოჯახს თუ თვე­ში ათას ლარ­ზე მეტი აქვს, ღა­რი­ბად არ ით­ვლე­ბა არა­ნა­ი­რად, მაგ­რამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ყიდ­ვა ასე­თი ოჯა­ხის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, სა­დაც უმე­ტეს­წი­ლად პენ­სი­ო­ნე­რია დღეს მთა­ვა­რი შე­მომ­ტა­ნი ოჯახ­ში. ასე რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

ხოლო ვი­საც ბევ­რი ფული აქვს, იმას შვი­ლი რო­გორც წესი კერ­ძო სკო­ლა­ში ჰყავს".

სა­უ­ბარ­ში კვლავ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო:

"Tamara Chergoleishvili რა კი­თხვე­ბია დათო? რა პრინ­ცი­პით უნდა გა­არ­ჩიო და შე­მო­სავ­ლით. და­ი­წყო იქი­დან, ვი­საც 200 ლა­რიც არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და წახ­ვი­დე ზე­მოთ - იმის მი­ხედ­ვით, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ეკო­ნო­მი­კა გაძ­ლევს.

შენ ხარ მთავ­რო­ბა - შე­მო­ი­ღე პრინ­ცი­პი (თუ წი­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლი არ მოგ­წონს) და მი­ყე­ვი

შე­მო­აკ­ლდე­ბათ კი არა, აკ­ლი­ათ უკვე - გრან­ტე­ბის ფული ვერ გა­და­უ­რი­ცხეს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მარ­ტში.

"უფა­სო მან­ქა­ნე­ბი" და­უ­რი­გეთ მო­სახ­ლე­ო­ბას - ნახე რო­გორ მი­ე­სალ­მოს ყვე­ლა "მაგ ნო­ვა­ცი­ას"

David Zurabishvili სკო­ლა­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უფა­სო გა­გიხ­და? მოდი 19 აპ­რილს მი­ტინგზე! :)))

მთავ­რო­ბა­ში ხარ და სა­კუ­თარ მოქ­მე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ იღებ? იღ­ლი­ცი­ნე!

Tamara Chergoleishvili არ ვიცი რო­მელ ევ­რო­პა­ზე სა­უბ­რობთ ქ-ნო ლალი, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­დის სკო­ლა­ში, უკვე 10 წე­ლია საფ­რან­გე­თი ცნო­ბი­ლია პა­რა­ზი­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით - ძა­ლი­ან უჭირთ (ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია), სწო­რედ ამის გამო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, საფ­რან­გეთ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უფა­სო არ არის, ყი­დუ­ლობ და ყიდი.

ყი­დუ­ლობს რო­გორც ღა­რი­ბი, ისე მდი­და­რი! მი­თო­ლო­გია სხვა კედ­ლებ­ზე - აქ არ გა­მო­ვა".

2013-2014 სას­წავ­ლო წლი­დან სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უფა­სო იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 145-ე სკო­ლა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თარ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მშობ­ლებს თან­ხის და­ზოგ­ვის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია უფასო სახელმძღვანელოებზე კამათობენ

თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია უფასო სახელმძღვანელოებზე კამათობენ

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი უფასო სახელმძღვანელოების თემას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"უპასუხისმგებლობა! გაიგეთ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე სულ რაღაც 6000 დოლარია - საქართველო ღარიბი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უკიდურესად უჭირთ.

იმისთვის, რომ უკიდურესად გაჭირვებულებს ყოფა შევუმსუბუქოთ, გადასახადის გადამხდელის ფული, სადაც შესაძლებელია, ტარგეტირებულად მათ უნდა მოვახმაროთ და არა ყველას! არ არის საქართველოში იმდენი ფული, რომ განურჩევლად ყველას წიგნები ვუყიდოთ!

წინა მთავრობა ამ მხრივ მიქარავდა, აცხადებდა რა პენსიის საყოველთაო მატებას 10 ლარით ან ურიგებდა რა კომპუტერებს ყველა პირველკლასელს. მაგრამ, ესენი საერთოდ გაგიჟდნენ - მგონი მართლა უფასო ჰგონიათ, რასაც აკეთებენ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

მის პოსტს კომენტარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია უკეთებენ:

"David Zurabishvili გენიალური ლოგიკაა: ხალხს ფული არა აქვს და ამიტომ ძვირი სახელმძღვანელოები უნდა იყიდონ თვითონ!

ფული რომ არა აქვს ხალხს, იმიტომაცაა საჭირო სახელმწიფოდან სუბსიდირება. და ეს ეხება არა რაღაც პატარა ჯგუფს, არამედ ექვსას ათასზე მეტ ოჯახს. თან არ ჯდება ეს ლაზიკის იუსტიციის სახლზე უფრო ძვირი".

Nika Gvaramia და რაში ჭირდება განურჩევლად ყველას სახელმწიფოს მიერ ნაყიდი წიგნები? მაგალითად ჩემს და შენს შვილებს? და სახელმწიფოს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას არა უშავს?

Nika Gvaramia სუფსიდირება ნამდვილად ჭირდება, ბატონო დავით, მაგრამ 600 ათასზე მეტს - არა. და ლაზიკის იუსტიციის სახლის არგუმენტით იმდენი სისულელის "გაპრავება" შეიძლება, ყველაფრის გაკეთებას, იმედია, არ გეგმავთ.

David Zurabishvili და რა პრინციპით უნდა გაარჩიო სოციალურად გაჭირვებული დალხენილისგან? ოფიციალურად დაუცველად ვინც ითვლება მარტო იმას უნდა ეხებოდეს? სამსულიან ოჯახს თუ თვეში ათას ლარზე მეტი აქვს, ღარიბად არ ითვლება არანაირად, მაგრამ სახელმძღვანელოების ყიდვა ასეთი ოჯახისთვისაც სერიოზული პრობლემა იყო. აღარაფერს ვამბობ სოფლის მოსახლეობაზე, სადაც უმეტესწილად პენსიონერია დღეს მთავარი შემომტანი ოჯახში. ასე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

ხოლო ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას შვილი როგორც წესი კერძო სკოლაში ჰყავს".

საუბარში კვლავ ჩერგოლეიშვილი ჩაერთო:

"Tamara Chergoleishvili რა კითხვებია დათო? რა პრინციპით უნდა გაარჩიო და შემოსავლით. დაიწყო იქიდან, ვისაც 200 ლარიც არ აქვს შემოსავალი და წახვიდე ზემოთ - იმის მიხედვით, რის შესაძლებლობასაც ეკონომიკა გაძლევს.

შენ ხარ მთავრობა - შემოიღე პრინციპი (თუ წინას შემოღებული არ მოგწონს) და მიყევი

შემოაკლდებათ კი არა, აკლიათ უკვე - გრანტების ფული ვერ გადაურიცხეს უნივერსიტეტებს მარტში.

"უფასო მანქანები" დაურიგეთ მოსახლეობას - ნახე როგორ მიესალმოს ყველა "მაგ ნოვაციას"

David Zurabishvili სკოლაში სახელმძღვანელო უფასო გაგიხდა? მოდი 19 აპრილს მიტინგზე! :)))

მთავრობაში ხარ და საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებ? იღლიცინე!

Tamara Chergoleishvili არ ვიცი რომელ ევროპაზე საუბრობთ ქ-ნო ლალი, მაგრამ ჩემი შვილი საფრანგეთში დადის სკოლაში, უკვე 10 წელია საფრანგეთი ცნობილია პარაზიტული სოციალური პროგრამებით - ძალიან უჭირთ (ყველაფერი შედარებითია), სწორედ ამის გამო. ამის მიუხედავად, საფრანგეთში სახელმძღვანელოები უფასო არ არის, ყიდულობ და ყიდი.

ყიდულობს როგორც ღარიბი, ისე მდიდარი! მითოლოგია სხვა კედლებზე - აქ არ გამოვა".

2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა 145-ე სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფასო სახელმძღვანელოები მშობლებს თანხის დაზოგვის და სხვა მიმართულებით გამოყენების საშუალებას მისცემს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს