მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"
"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"

ბოლო წლე­ბია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იურ­მა­ლის ყო­ველ­წლი­ურ კონ­კურს "ახალ ტალ­ღას" გა­მო­ე­თი­შა, თუმ­ცა კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი იმ­დე­ნად დიდი აღ­მოჩ­ნდა, რომ წელს, 2 აპ­რილს გა­მარ­თულ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე, სა­უ­კე­თე­სო 30 კონ­კურ­სან­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­სულ ჟი­უ­რის თით­ქმის ყვე­ლა მო­ე­წო­ნა და და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­ათ­ზე მეტ­ხანს იმ­სჯე­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ, ორი მათ­გა­ნი შე­ირ­ჩა - სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და ნინი ცნო­ბი­ლა­ძე 5 აპ­რილს კი­ევ­ში ფი­ნა­ლურ ტურ­ზე მი­იწ­ვი­ეს. მათ­გან ერთ-ერთი წა­რად­გენს ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს "ახალ ტალ­ღა­ზე".

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­სზე, ახალ სა­ხე­ებ­თან ერ­თად, "ჯე­ოს­ტა­რის" და "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ, მათ შო­რის თე­მურ სა­ჯა­ია, მიშა სუ­ლუ­ხია, ოთო ნემ­სა­ძე, მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვი­ლი, ვე­რი­კო მა­ცა­ბე­რი­ძე, ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია, მაგ­და ვა­სა­ძე, ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. გა­რეთ რომ 20 გრა­დუ­სი სით­ბო იყო, დარ­ბაზ­ში კი - უფრო მეტი, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე ქურ­ქით გა­მო­ცხად­და და მხო­ლოდ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ გა­ი­ხა­და. შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი რვა სა­ათს გაგ­რძელ­და. ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იყ­ვნენ: კონ­კურ­სის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ანას­ტა­სია მუ­ხი­ნა, ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე და სხვე­ბი. ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე "ახა­ლი ტალ­ღის" დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ალექ­სან­დრ რევ­ზი­ნი გახ­ლდათ. ის იმ­დე­ნად მო­ი­ხიბ­ლა მიშა სუ­ლუ­ხი­ას შეს­რუ­ლე­ბით, რომ უთ­ქვამს, რა გინ­და იურ­მა­ლა­ზე, პირ­და­პირ სცე­ნა­ზე გა­დიო.

რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ჟი­უ­რი კონ­კურ­სან­ტებს სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სთხოვ­და, რაც თით­ქმის არა­ვის ჰქონ­და. პრობ­ლე­მა იყო ისიც, რომ ბევ­რს არ ეს­მო­და და ვერ ლა­პა­რა­კობ­და რუ­სულ ენა­ზე. იურ­მა­ლის კონ­კურ­სი კი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე:

- ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კარ­გია. ჩვენ ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ, მი­ხე­ილ სუ­ლუ­ხი­აც ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. ძა­ლი­ან კარ­გად წარ­დგა სოფო თი­ნი­კაშ­ვი­ლი, ამი­ტომ ჩვენ­თვის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ჟი­უ­რის წევ­რებს ვა­ძა­ლებ­დი, ორი­ვე მიგ­ვეწ­ვია კი­ევ­ში კონ­კურ­სის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე - ნინი ცნო­ბი­ლა­ძეც და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეც. შე­იძ­ლე­ბა მათ­გან მხო­ლოდ ერთი დარ­ჩეს, მაგ­რამ ორი­ვე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია და ღმერ­თმა ქნას, სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აი­ღოს.

და­ნარ­ჩენ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნი­ონ. მათ შე­უძ­ლი­ათ სხვა კონ­კურ­სებ­ში, მო­მა­ვალ წელს კი ისევ "ახა­ლი ტალ­ღის" შე­სარ­ჩევ ტურ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე სულ ორ კონ­კურ­სში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ორი­ვე­დან მა­ლე­ვე გა­მოვ­ვარ­დი. შემ­დეგ პი­რო­ბა მი­ვე­ცი სა­კუ­თარ თავს, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღა­რა­სო­დეს მი­მე­ღო და პირ­და­პირ ესტრა­და­ზე, ჩემი გზით წა­ვე­დი.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ნი­ნიც და სა­ლო­მეც და­ტო­ვოთ, თუნ­დაც დუ­ეტში, თუ ასე მოგ­წონთ ორი­ვე?

- არა, მათი ხმე­ბი ერ­თმა­ნეთს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ამი­ტომ ისი­ნი დუ­ე­ტით ვერ წარ­დგე­ბი­ან. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, იურ­მა­ლა­ში ორი­ვე გა­მო­ვი­დეს, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. მე ვეც­დე­ბი, ასე მოხ­დეს და ვე­ტყვი ჟი­უ­რის, თუმ­ცა ეს იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, კონ­კურ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რას გა­და­წყვეტს. ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნით, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის ძა­ლი­ან დიდი შან­სი აქვს, ამის დიდი იმე­დი მაქვს.

ალექ­სან­დრ რევ­ზი­ნი:

- "ახა­ლი ტალ­ღის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სებ­ში არ­სად ამ­დე­ნი დრო არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია იმის გა­და­სა­წყვე­ტად, ვინ გახ­დე­ბო­და ფი­ნა­ლის­ტი. ნინი ცნო­ბი­ლა­ძე და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ჩვე­ნი სა­ერ­თო აზ­რია, თუმ­ცა აქ სხვა პრობ­ლე­მა იყო, კონ­კურ­სან­ტებს არ ჰქონ­დათ რე­პერ­ტუ­ა­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბა უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­და.

- მათი რე­პერ­ტუ­ა­რი რა­ტომ არ მო­გე­წო­ნათ?

- არ­სე­ბობს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, რომ არ­ტისტს ქმნის რე­პერ­ტუ­ა­რი, მათ კი რე­პერ­ტუ­ა­რი არ აქვთ. მათ არ აქვთ ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა, ეს კი დიდი პრობ­ლე­მაა. კონ­კურ­სი საკ­მა­ოდ მკაც­რი რამ არის, რო­დე­საც რე­პერ­ტუ­ა­რი არ არ­სე­ბობს, ვერც მომ­ღე­რა­ლი შედ­გე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ორი გო­გო­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი კონ­კურ­სის ფორ­მატს. ორი­ვე ღირ­სე­უ­ლია და გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი აქვთ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი გა­ემ­გზავ­რე­ბა იურ­მა­ლა­ში.

- რას ეტყვით მათ, ვინც ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­და?

- ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა იურ­მა­ლა­ში კონ­კურ­სზე, "ახალ ტალ­ღას" ყუ­რა­დღე­ბით უყუ­რონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, ნა­ხა­ვენ, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მათ­თვის იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რამ­დე­ნად გახ­დე­ბა ეს კონ­კურ­სი მათ­თვის ტრამ­პლი­ნი მო­მა­ვალ კა­რი­ე­რა­ში. თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რო­გო­რია ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა მუ­სი­კა­ზე, ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა, მეტი შან­სი ექ­ნე­ბათ, მო­მა­ვალ წელს მოხ­ვდნენ კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში.

- მო­მა­ვალ წელ­საც ეწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლოს?

- თუ მო­მიწ­ვევთ, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ. თა­ნაც, მე სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მიყ­ვარს.

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე

- სა­ლო­მე, ელო­დით გა­მარ­ჯვე­ბას?

- არა, არ ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მა­გა­რი იყო და ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი შან­სი ჰქონ­და. თან კი­დევ ერთხელ მოვ­ხვდი ფი­ნალ­ში ნი­ნის­თან ერ­თად.

- იურ­მა­ლის შემ­დეგ რა გეგ­მები გაქვთ, თქვე­ნი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა რა არის? რუ­სულ ესტრა­და­ზე გას­ვლის სურ­ვი­ლი გაქვთ?

- არ ვიცი, ახლა ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვარ, ვერ გი­პა­სუ­ხებთ ვე­რა­ფერს, ძა­ლი­ან რთულ კი­თხვებს მის­ვამთ.

- მა­შინ მარ­ტი­ვად მოგ­ვი­ყე­ვით, რე­პერ­ტუ­ა­რი რო­გორ მო­ამ­ზა­დეთ?

- რე­პერ­ტუ­ა­რი შემ­თხვე­ვით, დათო ფორჩხი­ძეს­თან ერ­თად შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­დან ამო­ვარ­ჩიე, რო­მე­ლიც "ვო­ის­ზე" არ ვიმ­ღე­რე, ის გა­მო­ვი­ტა­ნე. ბედ­ნი­ე­რი ვარ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, ვინც ვერ გა­და­ვი­და შემ­დეგ ტურ­ში, ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რია, ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე ვფიქ­რობ, ნინი ძა­ლი­ან კარ­გი კონ­კუ­რენ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ხე­ლოდ და დი­დე­ბის­თვის მე ვიბ­რძო­ლებ თუ ნინი, ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ნინი ცნო­ბი­ლა­ძე:

- არ ვიცი, რა გი­პა­სუ­ხოთ, მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ფი­ნალ­ში მე და სა­ლო­მე რომ აღ­მოვ­ჩნდით, ეს ჩემ­თვის დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. აქ ჩემი პრო­დი­უ­სე­რის, ნატო დუმ­ბა­ძის თხოვ­ნით მო­ვე­დი. ალ­ბათ მან და­ი­ნა­ხა ჩემ­ში ის რა­ღაც, რაც ამ კონ­კურ­სის­თვის იყო სა­ჭი­რო.

- ისევ სა­ლო­მეს­თან კონ­კუ­რენ­ცია... ხომ არ გე­ში­ნია?

- ისევ სა­ლო­მეს­თან... ფი­ნალ­ში... კონ­კუ­რენ­ცი­ის ნამ­დვი­ლად არ მე­ში­ნია.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ შემ­დეგ, იურ­მა­ლა რას მო­გი­ტანთ?

- არ ვიცი, ვნა­ხოთ, ნამ­დვი­ლად არ მი­ფიქ­რია ამა­ზე. კონ­კურ­სამ­დე ორი დღით ადრე შე­ვავ­სე გა­ნა­ცხა­დი და გა­მოვგზავ­ნე, ამი­ტომ ჯერ გეგ­მებს ვერ და­ვა­წყობ, ჯერ უნდა დავ­წყნარ­დე, დავ­ფიქ­რდე.

ნატო დუმ­ბა­ძე:

- საკ­მა­ოდ კარ­გი და ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ალ­ბათ ყვე­ლა ელო­დე­ბო­და გა­მარ­ჯვე­ბას. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნინი გა­ვი­და. მას­თან და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და, რა თქმა უნდა, მას­ში პერ­სპექ­ტი­ვას ვხე­დავ, ასე რომ არ იყოს, იურ­მა­ლას არ შევ­თა­ვა­ზებ­დი.

- თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი რუ­სე­თის ესტრა­დას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- რა თქმა უნდა.

ნანი ბრეგ­ვა­ძე:

- "რე­ი­ტინ­გი"?.. ოოო (მკაც­რი სახე მი­ი­ღო და გაგ­ვი­ღი­მა - ავტ.), რა ვთქვა?

- რო­გორ მო­გე­წო­ნათ კონ­კურ­სან­ტე­ბი?

- ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, არც მე­გო­ნა, თუ ასე­თი ხმე­ბიც არ­სე­ბობს. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მა­თით, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სოს ამორ­ჩე­ვა. ამი­ტომ ჩვენ ორი მო­ნა­წი­ლის ფი­ნა­ლის­ტო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, შემ­დეგ სამ­ზეც იყო ლა­პა­რა­კი. სა­ბო­ლო­ოდ კი კონ­კურ­სის ჟი­უ­რიმ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი 500 მო­ნა­წი­ლი­დან 16 სა­უ­კე­თე­სო უნდა აარ­ჩი­ოს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს რა რთუ­ლია?!

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი რო­გორ მო­გე­წო­ნათ?

- ისი­ნი ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, მე მე­სა­მე­საც ავირ­ჩევ­დი. ზო­გი­ერ­თი ისე­თი ახალ­გაზ­რდაა, რომ მათი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი დღით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ისი­ნი წინ წავ­ლენ, ამი­ტომ არა­სო­დეს უნდა და­კარ­გონ იმე­დი. ახლა ისე­თი დრო მო­ვი­და, რომ, რო­გორც ჩანს, კონ­კურ­სებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა, აბა, რამ­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა და თა­ვი­სი ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც არ­სად აქვს. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს გას­ტრო­ლე­ბის, თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ისე არა­ფე­რი ხდე­ბა.

- მათ, ვინც ფი­ნალ­ში ვერ გა­და­ვი­და, რას ურ­ჩევთ?

- გული არა­ვინ არ უნდა გა­ი­ტე­ხოს. გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ყვე­ლა ფიქ­რობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩვენ­თვის 30-დან ერ­თის შერ­ჩე­ვა. არა­ვის არ დას­წყდეს გული, რომ იურ­მა­ლა­ში ვერ წავა. იურ­მა­ლის გარ­და, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­მა ხალ­ხმა უნდა შე­გიყ­ვა­როთ. მინ­და ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბა ვუ­სურ­ვო. სიმ­შვი­დე და იმე­დი არ და­კარ­გოთ. მეც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ვი­ყა­ვი კონ­კურ­სზე და ვა­ლე­რი მე­ლა­ძის არ იყოს, მეც გა­მო­მაგ­დეს. ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი უნდა იყოთ, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და არა­ვი­სი არა­ფე­რი შეგშურ­დეთ. ბედ­ნი­ე­რე­ბას და სი­კე­თეს გი­სურ­ვებთ.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, ცხოვ­რე­ბა­ში რა კე­თი­ლი ხართ, ყვე­ლას უღი­მით, ეფე­რე­ბით, ეკ­რან­ზე სულ სხვა­ნა­ი­რი ჩან­ხართ...

- (იცი­ნის) იმი­ტომ, რომ ჟი­უ­რი­ში არ ვზი­ვარ და ეს კარ­გია, არც არა­სო­დეს დავ­ჯდე­ბი. ბევ­რად კარ­გია მოს­მე­ნა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვია. თით­ქმის ყვე­ლას ვიც­ნობ და ჩვე­ნი ხე­ლი­დან არის წა­მო­სუ­ლი, რაც მა­ხა­რებს. კარ­გე­ბი აარ­ჩი­ეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. თუ გვინ­და იურ­მა­ლა, მისი ფორ­მა­ტის აზ­რზეც უნდა ვი­ყოთ, ეს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, ეს იმა­თი პრობ­ლე­მაა, ვინც მათ ამ­ზა­დებს. პრო­დი­უ­სე­რებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რის­თვის ამ­ზა­დე­ბენ მათ.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: რო­გორ მო­ხიბ­ლა სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძემ იურ­მა­ლას კონ­კურ­სის ჟი­უ­რი - ვი­დეო შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"

"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"

ბოლო წლებია, ჩვენი ქვეყანა იურმალის ყოველწლიურ კონკურს "ახალ ტალღას" გამოეთიშა, თუმცა კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წელს, 2 აპრილს გამართულ შესარჩევ კონკურსზე, საუკეთესო 30 კონკურსანტიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსულ ჟიურის თითქმის ყველა მოეწონა და დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს იმსჯელეს. საბოლოოდ, ორი მათგანი შეირჩა - სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე 5 აპრილს კიევში ფინალურ ტურზე მიიწვიეს. მათგან ერთ-ერთი წარადგენს ზაფხულში საქართველოს "ახალ ტალღაზე".

თბილისში გამართულ კონკურსზე, ახალ სახეებთან ერთად, "ჯეოსტარის" და "ახალი ხმის" მონაწილეებიც იყვნენ, მათ შორის თემურ საჯაია, მიშა სულუხია, ოთო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი, ვერიკო მაცაბერიძე, ინდირა ჯგერნაია, მაგდა ვასაძე, ნინი ცნობილაძე, სალომე ქათამაძე, თაკო გაჩეჩილაძე. გარეთ რომ 20 გრადუსი სითბო იყო, დარბაზში კი - უფრო მეტი, თაკო გაჩეჩილაძე შესარჩევ კონკურსზე ქურქით გამოცხადდა და მხოლოდ სცენაზე გასვლის წინ გაიხადა. შესარჩევი კონკურსი რვა საათს გაგრძელდა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: კონკურსის მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა, ვალერი მელაძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ჟიურის თავმჯდომარე "ახალი ტალღის" დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრ რევზინი გახლდათ. ის იმდენად მოიხიბლა მიშა სულუხიას შესრულებით, რომ უთქვამს, რა გინდა იურმალაზე, პირდაპირ სცენაზე გადიო.

რუსულენოვანი ჟიური კონკურსანტებს საკუთარი სიმღერების შესრულებას სთხოვდა, რაც თითქმის არავის ჰქონდა. პრობლემა იყო ისიც, რომ ბევრს არ ესმოდა და ვერ ლაპარაკობდა რუსულ ენაზე. იურმალის კონკურსი კი რუსულენოვანია.

ვალერი მელაძე:

- ყველა მონაწილე კარგია. ჩვენ ბევრი ვიკამათეთ, მიხეილ სულუხიაც ძალიან მოგვეწონა. ძალიან კარგად წარდგა სოფო თინიკაშვილი, ამიტომ ჩვენთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო. ჟიურის წევრებს ვაძალებდი, ორივე მიგვეწვია კიევში კონკურსის ფინალურ ეტაპზე - ნინი ცნობილაძეც და სალომე ქათამაძეც. შეიძლება მათგან მხოლოდ ერთი დარჩეს, მაგრამ ორივე ძალიან ძლიერი კონკურსანტია და ღმერთმა ქნას, საქართველომ პირველი ადგილი აიღოს.

დანარჩენმა მონაწილეებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. მათ შეუძლიათ სხვა კონკურსებში, მომავალ წელს კი ისევ "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურში მიიღონ მონაწილეობა. მე სულ ორ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორივედან მალევე გამოვვარდი. შემდეგ პირობა მივეცი საკუთარ თავს, რომ კონკურსში მონაწილეობა აღარასოდეს მიმეღო და პირდაპირ ესტრადაზე, ჩემი გზით წავედი.

- შესაძლებელია ნინიც და სა­ლომეც დატოვოთ, თუნდაც დუ­ეტში, თუ ასე მოგწონთ ორივე?

- არა, მათი ხმები ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი დუეტით ვერ წარდგებიან. თუ შესაძლებელი იქნება, იურმალაში ორივე გამოვიდეს, ეს ძალიან კარგი იქნება. მე ვეცდები, ასე მოხდეს და ვეტყვი ჟიურის, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, კონკურსის ხელმძღვანელობა რას გადაწყვეტს. ჩვენი არჩევანით, ვფიქრობ, საქართველოს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, ამის დიდი იმედი მაქვს.

ალექსანდრ რევზინი:

- "ახალი ტალღის" შესარჩევ კონკურსებში არსად ამდენი დრო არ დაგვჭირვებია იმის გადასაწყვეტად, ვინ გახდებოდა ფინალისტი. ნინი ცნობილაძე და სალომე ქათამაძე ჩვენი საერთო აზრია, თუმცა აქ სხვა პრობლემა იყო, კონკურსანტებს არ ჰქონდათ რეპერტუარი, უმრავლესობა უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს ასრულებდა.

- მათი რეპერტუარი რატომ არ მოგეწონათ?

- არსებობს კანონზომიერება, რომ არტისტს ქმნის რეპერტუარი, მათ კი რეპერტუარი არ აქვთ. მათ არ აქვთ ორიგინალური მუსიკა, ეს კი დიდი პრობლემაა. კონკურსი საკმაოდ მკაცრი რამ არის, როდესაც რეპერტუარი არ არსებობს, ვერც მომღერალი შედგება.

საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი გოგონა აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი კონკურსის ფორმატს. ორივე ღირსეულია და გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთი მათგანი გაემგზავრება იურმალაში.

- რას ეტყვით მათ, ვინც ფინალში ვერ გავიდა?

- ვისაც აინტერესებს, რა ხდება იურმალაში კონკურსზე, "ახალ ტალღას" ყურადღებით უყურონ და გააანალიზონ, ნახავენ, რამდენად საინტერესო იქნება მათთვის იქ მონაწილეობა და რამდენად გახდება ეს კონკურსი მათთვის ტრამპლინი მომავალ კარიერაში. თუ გაითვალისწინებენ, როგორია ჩვენი შეხედულება მუსიკაზე, ჩვენი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მუსიკა, მეტი შანსი ექნებათ, მომავალ წელს მოხვდნენ კონკურსის ფინალში.

- მომავალ წელსაც ეწვევით საქართველოს?

- თუ მომიწვევთ, აუცილებლად ჩამოვალ. თანაც, მე საქართველო და ქართველი ხალხი მიყვარს.

სალომე ქათამაძე

- სალომე, ელოდით გამარჯვებას?

- არა, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ყველა მონაწილე მაგარი იყო და ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა. თან კიდევ ერთხელ მოვხვდი ფინალში ნინისთან ერთად.

- იურმალის შემდეგ რა გეგ­მები გაქვთ, თქვენი სურვილი და ოცნება რა არის? რუსულ ესტრადაზე გასვლის სურვილი გაქვთ?

- არ ვიცი, ახლა ძალიან დაბნეული ვარ, ვერ გიპასუხებთ ვერაფერს, ძალიან რთულ კითხვებს მისვამთ.

- მაშინ მარტივად მოგვიყევით, რეპერტუარი როგორ მოამზადეთ?

- რეპერტუარი შემთხვევით, დათო ფორჩხიძესთან ერთად შერჩეული სიმღერებიდან ამოვარჩიე, რომელიც "ვოისზე" არ ვიმღერე, ის გამოვიტანე. ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვინც ვერ გადავიდა შემდეგ ტურში, ყველა ჩემი მეგობარია, ყველა ძალიან მიყვარს. მე ვფიქრობ, ნინი ძალიან კარგი კონკურენტია, საქართველოს სასახელოდ და დიდებისთვის მე ვიბრძოლებ თუ ნინი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.

ნინი ცნობილაძე:

- არ ვიცი, რა გიპასუხოთ, მართლა ძალიან მაგარი მონაწილეები იყვნენ. ფინალში მე და სალომე რომ აღმოვჩნდით, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ვნახოთ, რა მოხდება. აქ ჩემი პროდიუსერის, ნატო დუმბაძის თხოვნით მოვედი. ალბათ მან დაინახა ჩემში ის რაღაც, რაც ამ კონკურსისთვის იყო საჭირო.

- ისევ სალომესთან კონკურენცია... ხომ არ გეშინია?

- ისევ სალომესთან... ფინალში... კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია.

- რა გეგმები გაქვთ შემდეგ, იურმალა რას მოგიტანთ?

- არ ვიცი, ვნახოთ, ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. კონკურსამდე ორი დღით ადრე შევავსე განაცხადი და გამოვგზავნე, ამიტომ ჯერ გეგმებს ვერ დავაწყობ, ჯერ უნდა დავწყნარდე, დავფიქრდე.

ნატო დუმბაძე:

- საკმაოდ კარგი და ძლიერი მონაწილეები იყვნენ. ალბათ ყველა ელოდებოდა გამარჯვებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნინი გავიდა. მასთან დავიწყე თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, მასში პერსპექტივას ვხედავ, ასე რომ არ იყოს, იურმალას არ შევთავაზებდი.

- თქვენი მომავალი გეგმები რუ­სეთის ესტრადას ხომ არ უკავშირდება?

- რა თქმა უნდა.

ნანი ბრეგვაძე:

- "რეიტინგი"?.. ოოო (მკაცრი სახე მიიღო და გაგვიღიმა - ავტ.), რა ვთქვა?

- როგორ მოგეწონათ კონკურსანტები?

- ძალიან მომზადებული და კარგი ბავშვები არიან, არც მეგონა, თუ ასეთი ხმებიც არსებობს. აღფრთოვანებული ვარ მათით, ნამდვილად ძალიან ძნელი იყო მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა. ამიტომ ჩვენ ორი მონაწილის ფინალისტობა შევთავაზეთ, შემდეგ სამზეც იყო ლაპარაკი. საბოლოოდ კი კონკურსის ჟიურიმ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 500 მონაწილიდან 16 საუკეთესო უნდა აარჩიოს, წარმოგიდგენიათ, ეს რა რთულია?!

- გამარჯვებულები როგორ მოგეწონათ?

- ისინი ჩვენი არჩეულები არიან და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგები არიან. სხვათა შორის, მე მესამესაც ავირჩევდი. ზოგიერთი ისეთი ახალგაზრდაა, რომ მათი მომავალი მხოლოდ დღევანდელი დღით არ განისაზღვრება, ისინი წინ წავლენ, ამიტომ არასოდეს უნდა დაკარგონ იმედი. ახლა ისეთი დრო მოვიდა, რომ, როგორც ჩანს, კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, აბა, რამდენმა გაიმარჯვა და თავისი ნიჭის რეალიზების საშუალება მაინც არსად აქვს. ეს არის საშინელება. პირველ რიგში, ყველას უნდა ჰქონდეს გასტროლების, თავის წარმოჩენის საშუალება. ისე არაფერი ხდება.

- მათ, ვინც ფინალში ვერ გადავიდა, რას ურჩევთ?

- გული არავინ არ უნდა გაიტეხოს. გამარჯვებაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ ძალიან რთული იყო ჩვენთვის 30-დან ერთის შერჩევა. არავის არ დასწყდეს გული, რომ იურმალაში ვერ წავა. იურმალის გარდა, არსებობს ქვეყანა, ჩვენი საქართველო. პირველ რიგში, ჩვენმა ხალხმა უნდა შეგიყვაროთ. მინდა ყველას გამარჯვება ვუსურვო. სიმშვიდე და იმედი არ დაკარგოთ. მეც ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი კონკურსზე და ვალერი მელაძის არ იყოს, მეც გამომაგდეს. ეს არაფერს ნიშნავს. კეთილშობილები უნდა იყოთ, საკუთარ თავში დარწმუნებულები და არავისი არაფერი შეგშურდეთ. ბედნიერებას და სიკეთეს გისურვებთ.

მარინა ბერიძე

- ქალბატონო მარინა, ცხოვრებაში რა კეთილი ხართ, ყველას უღიმით, ეფერებით, ეკრანზე სულ სხვანაირი ჩანხართ...

- (იცინის) იმიტომ, რომ ჟიურიში არ ვზივარ და ეს კარგია, არც არასოდეს დავჯდები. ბევრად კარგია მოსმენა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო ბავშვია. თითქმის ყველას ვიცნობ და ჩვენი ხელიდან არის წამოსული, რაც მახარებს. კარგები აარჩიეს და აბსოლუტურად ვეთანხმები. ვნახოთ, რა მოხდება. თუ გვინდა იურმალა, მისი ფორმატის აზრზეც უნდა ვიყოთ, ეს მონაწილეების პრობლემა არ არის, ეს იმათი პრობლემაა, ვინც მათ ამზადებს. პროდიუსერებმა უნდა იცოდნენ, რისთვის ამზადებენ მათ.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: როგორ მოხიბლა სალომე ქათამაძემ იურმალას კონკურსის ჟიური - ვიდეო შესარჩევი ტურიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება