კურორტ აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული, ანტონ მერაბიშვილი, მეტსახელად ნაჯიბულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 40 ათასი ლარი შეეფარდა, გირაოს უზრუნველყოფამდე იგი პატიმრობაში რჩება. ყოფილ რწმუნებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით, რაც თანხის მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
მერაბიშვილს 2012 წლის 7 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად დაბასა და 6 სოფელში განათებები უნდა დაემონტაჟებინა. მას სამუშაოების შესასრულებლად 54 ათასი ლარი ჩაერიცხა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, 149 განათების ნაცვლად, მან მხოლოდ 49 გააკეთა. ზიანი 4 000 ლარს შეადგენს. ანტონ მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს.
"სამხრეთის კარიბჭე"