ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი ელენე სატინი-სხირტლაძე დაინიშნა.
ქართველი მსახიობის რჩეული ამერიკული როკ-ბენდის The All-American Rejects-ის წევრი, ვოკალისტი და გიტარისტი ტაისონ რიტერია. წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაცია ჟურნალ People-ს უკვე დაუდასტურა.
"როდესაც ელენეს ხელი ვთხოვე, ტირილი დაიწყო. ცოლობა სახურავზე ვთხოვე. ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, ჩემი პატარძალი ვიპოვე. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის", - განაცხადა ტაისონმა ჟურნალ People-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ელენემ "ტვიტერზე" ფოტო ატვირთა, სადაც მის თითს უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებს. მსახიობმა ფოტოსურათს ასეთი წარწერა დაურთო - "მომავალი მისის რიტერი".
მომზადებულია People-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: ელენე სხირტლაძე - ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი და ბონდის გოგონა სერიალში "ჯადოსნური ქალაქი"