საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს
როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს

გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ზამ­თრე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბა. რა უნდა ვი­ცო­დეთ ოთა­ხის და ბა­ღის ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლი­სას, კი­თხვებს ბი­ო­ლო­გი ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე პა­სუ­ხობს.

ლილი-ლი­ლი­კო:

რო­დის უნდა დავ­თე­სოთ ბაღ­ში ყვა­ვი­ლის თეს­ლი და რა პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ვუქ­მნათ რომ მალე და კარ­გად აღ­მო­ცენ­დეს?

-ერ­თწლო­ვა­ნი სა­ზა­ფხუ­ლო ყვა­ვი­ლე­ბი ითე­სე­ბა 15 აპ­რი­ლი­დან ღია გრუნ­ტში, პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან ვთე­სავთ სა­ო­რან­ჟე­რიო პი­რო­ბებ­ში ოთა­ხის ან ფან­ჯრის რა­ფა­ზე ან და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სათ­ბურ­ში. პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან ვი­წყებთ სა­გა­ზა­ფხუ­ლო და სა­ზა­ფხუ­ლო ყვა­ვი­ლე­ბის თეს­ვას, ღია გრუნ­ტში ყვა­ვი­ლე­ბის თეს­ვა კი 15 აპ­რი­ლი­დან. კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბულ ნი­ა­დაგ­ში, რწყვის რე­ჟი­მი შერ­ჩე­უ­ლი უნდა იყოს, გა­აჩ­ნია რო­მელ ჯიშს და რო­მელ სა­ხე­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი იმის მი­ხედ­ვით. ძა­ლი­ან ზო­გა­დი შე­კი­თხვაა და ამი­ტომ მო­მი­წია ზო­გა­დი პა­სუ­ხი გა­მე­ცა.

თა­მა­რი:

ეზო­ში მაქვს ვარ­დის ნერ­გე­ბი, რომ­ლებ­საც ძი­რე­ბი უხ­მე­ბა, რით ვუშ­ვე­ლო?

-ვარ­დე­ბი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ბერ­დე­ბი­ან და იმის­თვის, რომ ვარ­დი უხ­ვად, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად და ზო­გა­დად, სულ ყვა­ო­დეს, ამის­თვის მას გას­ხვლა სჭირ­დე­ბა, 80%-ით ვარ­დის ყვა­ვი­ლო­ბა ამ პრო­ცე­დუ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, მარ­ტის და­სა­წყის­ში ვარ­დი კარ­გად უნდა გა­ის­ხლას, და ამ გას­ხვლას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. სწო­რედ ვარ­დის გას­ხვლაა სა­წინ­და­რია, რომ შემ­დეგ ის კარ­გად იყ­ვა­ვი­ლებს.

ირმა ირე­მა­ძე:

სა­შო­ბა­ოდ შე­ვი­ძი­ნე ქოთ­ნით სა­შო­ბაო ყვა­ვი­ლი (წი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი)თეფ­შზე ვუს­ხავ­დი წყალს კვი­რა­ში ერთხელ რო­გორც მირ­ჩი­ეს,მაგ­რამ აღარ გამ­ყუ­რე­ბა ისე, რო­გო­რიც თავ­და­პირ­ვე­ლად იყო. რო­გორ მოვ­ქცე, ჩვე­უ­ლებრვი მი­წით სავ­სე ქო­თან­ში გა­დავრგო? რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით მოვრწყა, რომ შემ­დეგ შო­ბა­საც ისე­ვე ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

-პუ­ან­სე­ტი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს მცე­ნა­რე არის ტორფში გა­მოყ­ვა­ნი­ლი და ერთჯე­რა­დი მცე­ნა­რე, ერთჯე­რა­დად ხა­რობს. რომც გა­და­არ­ჩი­ნოს ეს მცე­ნა­რე და შე­ე­ცა­დოს, ნი­ა­დაგ­ში გა­და­ი­ტა­ნოს, სხვა ქო­თან­ში გა­დარ­გას, ეს მცე­ნა­რე მა­ინც ვერ გა­ი­ხა­რებს და ფოთ­ლე­ბი არ გა­უ­წით­ლდე­ბა სა­შო­ბა­ოდ ისევ, მისი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი კი ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია. ჰო­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა, იქ გა­მოჰ­ყავთ ეს მცე­ნა­რე, ტრო­პი­კუ­ლია, პუ­ან­სე­ტია ჰქვია, რძი­ა­ნაა და მას სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­რავ­ლე­ბენ სა­შო­ბა­ოდ, ამი­ტომ ამ მცე­ნა­რის შემ­დეგ გა­მო­ყე­ნე­ბა და გამ­რავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გო­რი ფორ­მი­თაც ქალ­ბა­ტონ­მა შე­ი­ძი­ნა, ამ ფორ­მით გა­მოყ­ვა­ნი­ლი პუ­ან­სე­ტია, არ გა­მო­ად­გე­ბა. ვერ გა­ამ­რავ­ლებს და ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

ლიკა მორ­ჩი­ლა­ძე:

ეზო­ში მაქვს წი­თე­ლი მიწა (გუ­რი­ა­ში), ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ჭირს ყვე­ვი­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა. მირ­ჩი­ეთ, რო­გორ მო­ვახ­დი­ნო მი­წის გა­ნოყი­ე­რე­ბა, რომ ბაღი გა­ვა­შე­ნო.

-გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი ნა­კე­ლი მო­ი­პო­ვე­ბა, სხვა მი­წის გა­მა­ნოყი­ე­რე­ბე­ლი და მი­წის სტრუქ­ტუ­რის შემ­ქმნე­ლი სა­სუ­ქე­ბის ძებ­ნა არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი. გა­დამ­წვა­რი, დამ­წვა­რი, რამ­დე­ნი­მე წლის ნა­კე­ლი ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და ნა­კე­ლით გა­ა­ნოყი­ე­როს. შე­იძ­ლე­ბა ქვი­შის და­მა­ტე­ბაც იმის­თვის, რომ მი­წამ სტრუქ­ტუ­რა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს. გა­აჩ­ნია, თუ თიხ­ნა­რია ნი­ა­და­გი და წყალს ნაკ­ლე­ბად ატა­რებს, მა­შინ ქვი­შის შე­რე­ვაც შე­იძ­ლე­ბა. გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი თით­ქმის ყვე­ლა მცე­ნა­რეს ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბო­და.

ნა­თია და ლიკა:

გვაქვს ოჯახ­ში ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია უკვე ამ ქოთ­ნებ­ში გვაქვს, მინ­და დიდ ქოთ­ნებ­ში გა­და­ვი­ტა­ნო, რად­გან აღარ იზ­რდე­ბი­ან. რო­გო­რი წე­სით მო­ვა­ხერ­ხო გა­დარ­გვა, რომ ყვე­ვი­ლი არ და­ვა­ზი­ა­ნო და არ "მო­ი­წყი­ნოს".

-სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბის გა­დარ­გვა ხდე­ბა, არის თე­ბერ­ვლის ბოლო, მარ­ტის და­სა­წყი­სი. აპ­რი­ლამ­დე შე­იძ­ლე­ბა მათი გა­დარ­გვა, გა­ნახ­ლე­ბა და ქოთ­ნე­ბის შეც­ვლა. ქოთ­ნის შეც­ვლა ავ­ტო­მა­ტუ­რად სუბსტრა­ტის, ქოთ­ნი­დან ნი­ა­და­გის შეც­ვლა­საც ნიშ­ნავს, ამი­ტომ ქოთ­ნის ნი­ა­და­გი, მიწა, სუბსტრა­ტი უნდა შე­ვა­ზა­ვოთ სამი წილი ტყის მი­წით, ერთი წილი გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლით, ერთი წილი ქვი­შით და ამ სუბსტრატ­ში შე­ვუც­ვა­ლოთ მას მი­წაც, გან­ვა­ახ­ლოთ, ძვე­ლი ტო­ტე­ბი და ფოთ­ლე­ბი მო­ვა­ცა­ლოთ, გა­ვა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვოთ და ახალ ქოთ­ნებ­ში გა­დავრგათ.

ქე­თე­ვან კა­პა­ნა­ძე:

სახ­ლში მაქვს "ბა­რა­ქის ხე" 7 წლის. ამ ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან მო­ი­წყი­ნა და ფოთ­ლე­ბი სულ დასცვივ­და, რაც ადრე არ ემარ­თე­ბო­და. მირ­ჩი­ეთ, რო­გორ გა­ვა­ცო­ცხლო (ბა­რა­ქის ხის მოვ­ლის წე­სე­ბი).

-კრა­სუ­ლას, რო­გორც უწო­დე­ბენ, ბა­რა­ქის ხეს, რა შუ­ა­შია ბა­რა­ქას­თან, მე დღემ­დე ვერ ამოვხსე­ნი ეგ ამ­ბა­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა წე­ლი­წად­ში ორი თვე მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი წლი­დან ყვე­ლა­ზე უფრო ცივი ორი თვე უნდა ამო­ვარ­ჩი­ოთ ჩვენს ბი­ნა­ში, სახ­ლში და ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ მოვრწყათ. ერთი წვე­თიც არ და­ვას­ხათ, თუ გვინ­და, რომ წლის და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ო­დი ხა­რობ­დეს და კარ­გად გრძნობ­დეს თავს, მა­შინ არ უნდა მოვრწყათ მი­ნი­მუმ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ზამ­თა­რი. არ სჭირ­დე­ბა კრა­სუ­ლას ისე­თი სით­ბო და სი­ცხე, რო­გო­რიც ჩვენს ოთა­ხებ­ში არის ხოლ­მე. ურ­ჩევ­ნია უფრო გრილ ოთახ­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს თავს მო­ურ­წყა­ვად. ამი­ტომ გა­მო­ზამ­თრე­ბი­სას უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ მას შე­ვურ­ჩი­ოთ ად­გი­ლი, სა­დაც არ იქ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა +10 გრა­დუს­ზე უფრო მა­ღა­ლი.

ნო­და­რი ცის­კა­რი­ძე:

ეზო­ში მინ­და გა­ვა­კე­თო მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის, რო­მე­ლი მცე­ნა­რე გა­ვა­შე­ნო, რომ ტა­ლა­ვე­რი ლა­მა­ზი გა­მო­ვი­დეს?

-ბევ­რი ხვი­ა­რა მცე­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა, გა­აჩ­ნია, სად. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ხა­რობს გლი­ცი­ნია, ტე­კო­მა, პარ­თე­ნო­ცი­სუ­სი. ხვი­ა­რა ვარ­დის ფან­ჩა­ტუ­რიც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ ამ დროს, როცა აკე­თე­ბენ მო­სას­ვე­ნე­ბელ კუ­თხეს, ანუ ფან­ჩა­ტურს, ქარ­თუ­ლი სი­ტყვა რომ ვიხ­მა­როთ, ცდი­ლო­ბენ, რომ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად დარ­გონ ეს მცე­ნა­რე­ე­ბი. გა­ზა­ფხულ­ზე აყ­ვავ­დე­ბა გლი­ცი­ნია, ახლა უკვე ყვა­ვის აპ­რი­ლის თვე­ში, შემ­დეგ ივ­ნი­სის თვი­დან ტე­კო­მა აყ­ვავ­დე­ბა, ტე­კო­მა და­ამ­თავ­რებს ყვა­ვი­ლო­ბას, შემ­დეგ აყ­ვავ­დე­ბა უკვე ზა­ფხულ­ში მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რე­ე­ბი, ხვი­ა­რა ვარ­დი ყვა­ვი­ლო­ბას გა­ი­მე­ო­რებს სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის თვე­ში, შე­მოდ­გო­მა­ზე გა­წით­ლდე­ბა პარ­თე­ნო­ცი­სუ­სის ფო­თო­ლი და ზამ­თარ­ში დარ­ჩე­ბა მწვა­ნე ცუ­როს ფო­თო­ლი. ამი­ტომ, ამ პერ­გო­ლის თუ ფან­ჩა­ტუ­რის ირ­გვლივ ცდი­ლო­ბენ, რომ ბევ­რი ხვი­ა­რა მცე­ნა­რე დარ­გან, რომ სულ ეფექ­ტუ­რი იყოს ეს ფან­ჩა­ტუ­რი და არა წლის ერთი, რო­მე­ლი­მე მო­ნაკ­ვე­თი.

მა­დო­ნა მა­დო­ნა:

ზა­ფხულ­ში რა სიხ­ში­რით უნდა მოვრწყოთ ყვა­ვი­ლე­ბი?

-ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. ამი­სი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს, თუ რამ­დენ დღე­ში ერთხელ, ეს არას­წო­რად დას­მუ­ლი შე­კი­თხვაა. ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით უნდა გა­ი­სინ­ჯოს, ხე­ლით უნდა ვნა­ხოთ მი­წის ზე­და­პი­რი, მიწა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში მცე­ნა­რე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას უნდა ჰქონ­დეს ნეს­ტი­ა­ნი და არა სვე­ლი. აი, ამ პრინ­ცი­პით უნდა მი­ვუდ­გეთ და ყვე­ლა მცე­ნა­რეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სჭირ­დე­ბა მორ­წყვა. გა­აჩ­ნია, სად დევს, რო­გორ სუბსტრატ­შია, რო­გორ ქო­თან­შია თუ მი­წა­შია, მზე რამ­დე­ნად უდ­გე­ბა, ქარი რამ­დე­ნად უდ­გე­ბა, რო­გორ შრე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მცე­ნა­რემ თვი­თონ უნდა გვი­კარ­ნა­ხოს, თუ რო­გორ სჭირ­დე­ბა მორ­წყვა.

მა­რი­ნა ნი­ნი­ძე:

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ოთა­ხის იას?

-ოთა­ხის, უზუმ­ბა­რის ია რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია. მას, ვი­საც შე­უძ­ლია, რომ უზუმ­ბა­რის იას გა­უ­გოს და მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, ყვე­ლა მცე­ნა­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლია უკვე. ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რაც არის უზუმ­ბა­რას იებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის ის, რომ ფო­თოლ­ზე არ უნდა მოხ­დეს წყა­ლი, არ უყ­ვარს პირ­და­პი­რი მზის სხი­ვე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად დღის ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში უნდა ხვდე­ბო­დეს მზე. მსუ­ბუ­ქი ნი­ა­და­გი სჭირ­დე­ბა და ქო­თა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა, და­ბა­ლი უნდა იყოს. დიდი მიწა მას არ სჭირ­დე­ბა და ცდი­ლო­ბენ, რომ ჩად­გან თხელ, და­ბალ ქო­თან­ში. მიწა უნდა იყოს კარ­გად გა­ნოყი­ე­რე­ბუ­ლი და კარ­გად შე­ზა­ვე­ბუ­ლი, წყლის კარ­გად გამ­ტა­რი, ნა­ხევ­რად ჩრდი­ლი და ფოთ­ლებს არ უნდა მი­ვა­კა­როთ წყა­ლი.

თი­ნა­თი­ნი:

რას გვე­ტყვით კაქ­ტუ­სის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნად კარ­გია გვქონ­დეს ის ეზო­ში დარ­გუ­ლი?

-არ ვი­ტყვით ახალს, თუ ვი­ტყვით, რომ კაქ­ტუ­სე­ბი უპ­რე­ტენ­ზიო მცე­ნა­რე­თა ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი კაქ­ტუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც უნდა და­ვიც­ვათ, არის ის, რომ ზამ­თარ­ში მოს­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და შე­იძ­ლე­ბა, კაქ­ტუ­სე­ბი სა­ერ­თოდ, მთე­ლი ზამ­თრის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მოვრწყათ და ბნელ, გა­უთ­ბო­ბელ ოთახ­ში, თუნ­დაც სარ­დაფ­ში შე­ვი­ნა­ხოთ, სა­ერ­თოდ მო­ურ­წყა­ვად. ღია გრუნ­ტში რომ ხა­რობ­დეს, ასე­თი კაქ­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში სულ რამ­დე­ნი­მეა, ოპუნ­ცი­ე­ბი, აგა­ვე­ბიც კაქ­ტუ­სებს და სუ­პუ­ლენ­ტებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ცო­ტაა ისე­თი კაქ­ტუ­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ღია გრუნ­ტში და­იდ­გას, ამი­ტომ ამა­ზე ბევ­რი არაფ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა, გა­რეთ 7-8 ჯიში ხა­რობ­დეს, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი ძა­ლი­ან ცოტა, ოპუნ­ცია და კი­დევ 1-2.

მა­რი­ამ ბა­თი­აშ­ვი­ლი:

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში მაქვს 10 წლის აგა­ვა, ზო­მით საკ­მა­ოდ დი­დია და მინ­და ეზო­ში გა­დავრგო ქოთ­ნი­დან, მა­ინ­ტე­რე­სებს ხომ არ გა­ი­ყი­ნე­ბა ზამ­თარ­ში კარ­გად შე­ფუთ­ვის შემ­თხვე­ვა­ში?

-ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აგა­ვე­ბი­დან სულ ორი სა­ხეს­ხვა­ო­ბა არ­სე­ბობს: ერთი ჭრე­ლი ფოთ­ლე­ბით და მე­ო­რე - მწვა­ნე, მო­ცის­ფრო, თრთვი­ლით და­ფა­რუ­ლი ფოთ­ლე­ბით. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მწვა­ნე­ფოთ­ლე­ბი­ა­ნი აგა­ვა, თუ არ იქნა გან­სა­კუთ­რე­ბით ცივი ზამ­თა­რი, მა­შინ უპ­რობ­ლე­მოდ ხა­რობს, თუ ძა­ლი­ან ცი­ვია ზამ­თა­რი, მა­შინ გა­ი­ყი­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, დაც­ვა სჭირ­დე­ბა ყინ­ვის­გან. შე­ფუთ­ვა თუ არა, და­ფა­რე­ბა მა­ინც სჭირ­დე­ბა, ტო­ტე­ბის და­ფა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ან წიწ­ვი­ა­ნი ტო­ტე­ბი და­ვა­დოთ, ან ჩა­ლით, ან თი­ვით შე­იძ­ლე­ბა მისი შე­ფუთ­ვა. ზამ­თარ­ში და­ცულ ეზო­ებ­ში ხა­რობს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­გა­რე­ჯო­ში, ალ­ბათ, გა­უ­ჭირ­დე­ბა. არა მგო­ნია, რომ ჯობ­დეს მისი ეზო­ში გა­დარ­გვა და თუ გა­დარ­გავს, მა­შინ ისე­თი ეზო უნდა იყოს, სა­დაც მყუდ­რო ად­გი­ლია და ყინ­ვის­გან და ქა­რის­გან და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ეს მცე­ნა­რე.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს

როგორ მოვუაროთ ოთახის და ბაღის ყვავილებს

გაზაფხულზე გამოზამთრებული ყვავილების მოვლის ახალი ეტაპი იწყება. რა უნდა ვიცოდეთ ოთახის და ბაღის ყვავილების მოვლისას, კითხვებს ბიოლოგი ზურაბ შევარდნაძე პასუხობს.

ლილი-ლილიკო:

როდის უნდა დავთესოთ ბაღში ყვავილის თესლი და რა პირობები უნდა შევუქმნათ რომ მალე და კარგად აღმოცენდეს?

-ერთწლოვანი საზაფხულო ყვავილები ითესება 15 აპრილიდან ღია გრუნტში, პირველი თებერვლიდან ვთესავთ საორანჟერიო პირობებში ოთახის ან ფანჯრის რაფაზე ან დახურულ სივრცეში, სათბურში. პირველი თებერვლიდან ვიწყებთ საგაზაფხულო და საზაფხულო ყვავილების თესვას, ღია გრუნტში ყვავილების თესვა კი 15 აპრილიდან. კარგად დამუშავებულ ნიადაგში, რწყვის რეჟიმი შერჩეული უნდა იყოს, გააჩნია რომელ ჯიშს და რომელ სახეობაზეა საუბარი იმის მიხედვით. ძალიან ზოგადი შეკითხვაა და ამიტომ მომიწია ზოგადი პასუხი გამეცა.

თამარი:

ეზოში მაქვს ვარდის ნერგები, რომლებსაც ძირები უხმება, რით ვუშველო?

-ვარდები ძალიან ადვილად ბერდებიან და იმისთვის, რომ ვარდი უხვად, თანამიმდევრულად და ზოგადად, სულ ყვაოდეს, ამისთვის მას გასხვლა სჭირდება, 80%-ით ვარდის ყვავილობა ამ პროცედურაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვარდი კარგად უნდა გაისხლას, და ამ გასხვლასთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. სწორედ ვარდის გასხვლაა საწინდარია, რომ შემდეგ ის კარგად იყვავილებს.

ირმა ირემაძე:

საშობაოდ შევიძინე ქოთნით საშობაო ყვავილი (წითელი ფოთლები)თეფშზე ვუსხავდი წყალს კვირაში ერთხელ როგორც მირჩიეს,მაგრამ აღარ გამყურება ისე, როგორიც თავდაპირველად იყო. როგორ მოვქცე, ჩვეულებრვი მიწით სავსე ქოთანში გადავრგო? რა ინტენსივობით მოვრწყა, რომ შემდეგ შობასაც ისევე ლამაზად გამოიყურებოდეს.

-პუანსეტიაზეა საუბარი, ეს მცენარე არის ტორფში გამოყვანილი და ერთჯერადი მცენარე, ერთჯერადად ხარობს. რომც გადაარჩინოს ეს მცენარე და შეეცადოს, ნიადაგში გადაიტანოს, სხვა ქოთანში გადარგას, ეს მცენარე მაინც ვერ გაიხარებს და ფოთლები არ გაუწითლდება საშობაოდ ისევ, მისი მწვანე ფოთლები კი ნაკლებად მიმზიდველია. ჰოლანდიური წარმოშობისაა, იქ გამოჰყავთ ეს მცენარე, ტროპიკულია, პუანსეტია ჰქვია, რძიანაა და მას სპეციალურად ამრავლებენ საშობაოდ, ამიტომ ამ მცენარის შემდეგ გამოყენება და გამრავლება შეუძლებელია. როგორი ფორმითაც ქალბატონმა შეიძინა, ამ ფორმით გამოყვანილი პუანსეტია, არ გამოადგება. ვერ გაამრავლებს და ვერ შეინარჩუნებს.

ლიკა მორჩილაძე:

ეზოში მაქვს წითელი მიწა (გურიაში), ამიტომ ძალიან მიჭირს ყვევილების მოშენება. მირჩიეთ, როგორ მოვახდინო მიწის განოყიერება, რომ ბაღი გავაშენო.

-გადამწვარი ნაკელი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ნაკელი მოიპოვება, სხვა მიწის გამანოყიერებელი და მიწის სტრუქტურის შემქმნელი სასუქების ძებნა არ იქნებოდა სწორი. გადამწვარი, დამწვარი, რამდენიმე წლის ნაკელი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა და ნაკელით გაანოყიეროს. შეიძლება ქვიშის დამატებაც იმისთვის, რომ მიწამ სტრუქტურა გაიუმჯობესოს. გააჩნია, თუ თიხნარია ნიადაგი და წყალს ნაკლებად ატარებს, მაშინ ქვიშის შერევაც შეიძლება. გადამწვარი ნაკელი თითქმის ყველა მცენარეს ძალიან მოუხდებოდა.

ნათია და ლიკა:

გვაქვს ოჯახში ქოთნის ყვავილები, რომლებიც წლებია უკვე ამ ქოთნებში გვაქვს, მინდა დიდ ქოთნებში გადავიტანო, რადგან აღარ იზრდებიან. როგორი წესით მოვახერხო გადარგვა, რომ ყვევილი არ დავაზიანო და არ "მოიწყინოს".

-საუკეთესო პერიოდი, როდესაც ქოთნის ყვავილების გადარგვა ხდება, არის თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი. აპრილამდე შეიძლება მათი გადარგვა, განახლება და ქოთნების შეცვლა. ქოთნის შეცვლა ავტომატურად სუბსტრატის, ქოთნიდან ნიადაგის შეცვლასაც ნიშნავს, ამიტომ ქოთნის ნიადაგი, მიწა, სუბსტრატი უნდა შევაზავოთ სამი წილი ტყის მიწით, ერთი წილი გადამწვარი ნაკელით, ერთი წილი ქვიშით და ამ სუბსტრატში შევუცვალოთ მას მიწაც, განვაახლოთ, ძველი ტოტები და ფოთლები მოვაცალოთ, გავაახალგაზრდავოთ და ახალ ქოთნებში გადავრგათ.

ქეთევან კაპანაძე:

სახლში მაქვს "ბარაქის ხე" 7 წლის. ამ ზამთარში ძალიან მოიწყინა და ფოთლები სულ დასცვივდა, რაც ადრე არ ემართებოდა. მირჩიეთ, როგორ გავაცოცხლო (ბარაქის ხის მოვლის წესები).

-კრასულას, როგორც უწოდებენ, ბარაქის ხეს, რა შუაშია ბარაქასთან, მე დღემდე ვერ ამოვხსენი ეგ ამბავი, აუცილებლად სჭირდება წელიწადში ორი თვე მოსვენების პერიოდი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი წლიდან ყველაზე უფრო ცივი ორი თვე უნდა ამოვარჩიოთ ჩვენს ბინაში, სახლში და ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ მოვრწყათ. ერთი წვეთიც არ დავასხათ, თუ გვინდა, რომ წლის დანარჩენი პერიოდი ხარობდეს და კარგად გრძნობდეს თავს, მაშინ არ უნდა მოვრწყათ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში მთელი ზამთარი. არ სჭირდება კრასულას ისეთი სითბო და სიცხე, როგორიც ჩვენს ოთახებში არის ხოლმე. ურჩევნია უფრო გრილ ოთახში, შესანიშნავად გრძნობს თავს მოურწყავად. ამიტომ გამოზამთრებისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მას შევურჩიოთ ადგილი, სადაც არ იქნება ტემპერატურა +10 გრადუსზე უფრო მაღალი.

ნოდარი ცისკარიძე:

ეზოში მინდა გავაკეთო მოსასვენებელი ზაფხულისთვის, რომელი მცენარე გავაშენო, რომ ტალავერი ლამაზი გამოვიდეს?

-ბევრი ხვიარა მცენარე შეიძლება, გააჩნია, სად. აღმოსავლეთ საქართველოში კარგად ხარობს გლიცინია, ტეკომა, პართენოცისუსი. ხვიარა ვარდის ფანჩატურიც წარმომიდგენია, რომ სასიამოვნო იქნება. საერთოდ ამ დროს, როცა აკეთებენ მოსასვენებელ კუთხეს, ანუ ფანჩატურს, ქართული სიტყვა რომ ვიხმაროთ, ცდილობენ, რომ კომბინირებულად დარგონ ეს მცენარეები. გაზაფხულზე აყვავდება გლიცინია, ახლა უკვე ყვავის აპრილის თვეში, შემდეგ ივნისის თვიდან ტეკომა აყვავდება, ტეკომა დაამთავრებს ყვავილობას, შემდეგ აყვავდება უკვე ზაფხულში მოყვავილე მცენარეები, ხვიარა ვარდი ყვავილობას გაიმეორებს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შემოდგომაზე გაწითლდება პართენოცისუსის ფოთოლი და ზამთარში დარჩება მწვანე ცუროს ფოთოლი. ამიტომ, ამ პერგოლის თუ ფანჩატურის ირგვლივ ცდილობენ, რომ ბევრი ხვიარა მცენარე დარგან, რომ სულ ეფექტური იყოს ეს ფანჩატური და არა წლის ერთი, რომელიმე მონაკვეთი.

მადონა მადონა:

ზაფხულში რა სიხშირით უნდა მოვრწყოთ ყვავილები?

-ძალიან ინდივიდუალურად. ამისი რეცეპტი არ არსებობს, თუ რამდენ დღეში ერთხელ, ეს არასწორად დასმული შეკითხვაა. ყველაფერი ხელით უნდა გაისინჯოს, ხელით უნდა ვნახოთ მიწის ზედაპირი, მიწა უმრავლეს შემთხვევაში მცენარეების უმეტესობას უნდა ჰქონდეს ნესტიანი და არა სველი. აი, ამ პრინციპით უნდა მივუდგეთ და ყველა მცენარეს ინდივიდუალურად სჭირდება მორწყვა. გააჩნია, სად დევს, როგორ სუბსტრატშია, როგორ ქოთანშია თუ მიწაშია, მზე რამდენად უდგება, ქარი რამდენად უდგება, როგორ შრება. აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ამაზეა დამოკიდებული. მცენარემ თვითონ უნდა გვიკარნახოს, თუ როგორ სჭირდება მორწყვა.

მარინა ნინიძე:

როგორ მოვუაროთ ოთახის იას?

-ოთახის, უზუმბარის ია რთული მოსავლელია. მას, ვისაც შეუძლია, რომ უზუმბარის იას გაუგოს და მისი პრეტენზიები გაითვალისწინოს, ყველა მცენარესთან ურთიერთობა შეუძლია უკვე. ერთი მთავარი პრინციპი, რაც არის უზუმბარას იებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ფოთოლზე არ უნდა მოხდეს წყალი, არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები და აუცილებლად დღის ერთ მონაკვეთში უნდა ხვდებოდეს მზე. მსუბუქი ნიადაგი სჭირდება და ქოთანი, რაც შეიძლება, დაბალი უნდა იყოს. დიდი მიწა მას არ სჭირდება და ცდილობენ, რომ ჩადგან თხელ, დაბალ ქოთანში. მიწა უნდა იყოს კარგად განოყიერებული და კარგად შეზავებული, წყლის კარგად გამტარი, ნახევრად ჩრდილი და ფოთლებს არ უნდა მივაკაროთ წყალი.

თინათინი:

რას გვეტყვით კაქტუსის შესახებ და რამდენად კარგია გვქონდეს ის ეზოში დარგული?

-არ ვიტყვით ახალს, თუ ვიტყვით, რომ კაქტუსები უპრეტენზიო მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნებიან. მთავარი პრინციპი კაქტუსებთან დაკავშირებით, რაც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ ზამთარში მოსვენებულები უნდა იყვნენ და შეიძლება, კაქტუსები საერთოდ, მთელი ზამთრის განმავლობაში არ მოვრწყათ და ბნელ, გაუთბობელ ოთახში, თუნდაც სარდაფში შევინახოთ, საერთოდ მოურწყავად. ღია გრუნტში რომ ხარობდეს, ასეთი კაქტუსი საქართველოს პირობებში სულ რამდენიმეა, ოპუნციები, აგავებიც კაქტუსებს და სუპულენტებს განეკუთვნებიან. ცოტაა ისეთი კაქტუსი, რომელიც შეიძლება, ღია გრუნტში დაიდგას, ამიტომ ამაზე ბევრი არაფრის თქმა შეიძლება. დასავლეთ საქართველოში შეიძლება, გარეთ 7-8 ჯიში ხარობდეს, აღმოსავლეთში კი ძალიან ცოტა, ოპუნცია და კიდევ 1-2.

მარიამ ბათიაშვილი:

საგარეჯოს რაიონში მაქვს 10 წლის აგავა, ზომით საკმაოდ დიდია და მინდა ეზოში გადავრგო ქოთნიდან, მაინტერესებს ხომ არ გაიყინება ზამთარში კარგად შეფუთვის შემთხვევაში?

-ჩვენთან გავრცელებული აგავებიდან სულ ორი სახესხვაობა არსებობს: ერთი ჭრელი ფოთლებით და მეორე - მწვანე, მოცისფრო, თრთვილით დაფარული ფოთლებით. აღმოსავლეთ საქართველოში, მწვანეფოთლებიანი აგავა, თუ არ იქნა განსაკუთრებით ცივი ზამთარი, მაშინ უპრობლემოდ ხარობს, თუ ძალიან ცივია ზამთარი, მაშინ გაიყინება აუცილებლად, დაცვა სჭირდება ყინვისგან. შეფუთვა თუ არა, დაფარება მაინც სჭირდება, ტოტების დაფარება შეიძლება, ან წიწვიანი ტოტები დავადოთ, ან ჩალით, ან თივით შეიძლება მისი შეფუთვა. ზამთარში დაცულ ეზოებში ხარობს, აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოში, ალბათ, გაუჭირდება. არა მგონია, რომ ჯობდეს მისი ეზოში გადარგვა და თუ გადარგავს, მაშინ ისეთი ეზო უნდა იყოს, სადაც მყუდრო ადგილია და ყინვისგან და ქარისგან დაცული იქნება ეს მცენარე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას