კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს
თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის და­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და , შე­საძ­ლოა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვის პე­რი­ოდ­ში პრე­ზი­დენ­ტი აღარ იყოს, თუმ­ცა მას­თან ერ­თად და­ი­კი­თხე­ბა ბევ­რი სხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნიც, ვისი მი­სა­მარ­თი­თაც კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

"ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რორ­თან შე­სუ­ლია არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჩი­ვი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა ჩა­ი­დი­ნეს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ან ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ომის და­ნა­შა­უ­ლად დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, არ გავ­ხა­დოთ ეს საქ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლი და ჩვენს პრობ­ლე­მებს თა­ვად მო­ვუ­ა­როთ. თუ არ აღ­მოვ­ჩნდით საკ­მა­რი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ან არ გვექ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ეს საქ­მე წა­ვი­დეს ჰა­ა­გა­ში", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ძი­ე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ყვე­ლა მა­სა­ლა.

"სა­ხე­ზეა მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი ტომი, თუმ­ცა არის კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, რა­ტომ წა­რი­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი მი­ზა­ნია გა­მო­ძი­ე­ბა წა­ვი­დეს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს მო­ი­აზ­რებს პრე­ზი­დენ­ტის და არა მხო­ლოდ მისი, ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კი­თხვას, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. ჩვენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, რად­გან პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო არა­ერ­თი სამ­ხედ­რო პირი, რომ­ლებ­ზეც ჰა­ა­გა­ში კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.

მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.

"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პროკურატურაში მოძიებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა.

"სახეზეა მრავალი ათეული ტომი, თუმცა არის კითხვის ნიშნები, რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით. ჩემი მიზანია გამოძიება წავიდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველოში. ეს მოიაზრებს პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი, ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას, მოქალაქეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც ჰააგაში კითხვები არსებობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ