პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიტანიკის" მგზავრი საქართველოდან - რას ჰყვება "ტიტანიკზე" დაღუპული მგზავრის შვილთაშვილი
"ტიტანიკის" მგზავრი საქართველოდან - რას ჰყვება "ტიტანიკზე" დაღუპული მგზავრის შვილთაშვილი

100 წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და "ტი­ტა­ნი­კის" ტრა­გე­დი­ი­დან, თუმ­ცა დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. ამ უზარ­მა­ზა­რი გე­მის ჩა­ძირ­ვის მი­ზე­ზად მეც­ნი­ე­რე­ბი ათას­გვარ ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვა­მენ...

1912 წლის 10 აპ­რილს სა­უ­თ­ჰემპტო­ნის პორ­ტი­დან იმ დრო­ი­სათ­ვის უდი­დე­სი სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რი შო­რე­უ­ლი ამე­რი­კის­კენ გა­ემ­გზავ­რა. რო­გორც წესი, ოკე­ა­ნე­ში გა­სულ გემს ნათ­ლა­ვენ"(შამ­პა­ნუ­რის ბოთლს გე­მის კორ­პუს­ზე ამ­სხვრე­ვენ), "ტი­ტა­ნი­კი" კი"მო­უ­ნათ­ლა­ვი გა­ვი­და პორ­ტი­დან, ცრურ­წმე­ნას აყო­ლილ მე­ზღვა­უ­რებს ეს ამ­ბა­ვი ცუ­დად ენიშ­ნათ, მაგ­რამ გე­მის და­ღუპ­ვას მა­ინც ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. სა­უ­თ­ჰემპტო­ნის და­ტო­ვე­ბი­დან 4 დღის შემ­დეგ, 14 აპ­რილს "ტი­ტა­ნი­კი" აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა და ჩა­ი­ძი­რა. ბრი­ტა­ნე­ლი მკვლევ­რე­ბის აზ­რით, რო­გორც კი გემი სა­ნა­პი­როს მო­შორ­და და გეზი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის­კენ აიღო, კა­პი­ტან­მა ედუ­არდ სმიტ­მა სწრა­ფი სვლის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რად­გან ოკე­ა­ნის რე­კორ­დულ დრო­ში გა­და­სერ­ვას ცდი­ლობ­და. სწო­რედ ეს სის­წრა­ფე გახ­და "ტი­ტა­ნი­კის" და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი - აის­ბერ­გის და­ნახ­ვი­სას გემ­მა მყი­სი­ე­რად გა­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო... თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

"ტი­ტა­ნი­კის" 2 223 მგზავრს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი პო­ლო­ნე­ლი ლუდ­ვიგ რო­პი­ა­კიც იყო, რო­მე­ლიც ამ ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა.

ცირა ჩი­ქო­ვა­ნი (ლუდ­ვიგ რო­პი­ა­კის, შვი­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი) -"ჩემი დიდი ბა­ბუა, ლუდ­ვიგ რო­პი­ა­კი, პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ ლო­ძ­ში ცხოვ­რობ­და. კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი და­ვა­ლე­ბით XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და. ბა­ბუა დურ­გა­ლი იყო და თან ჩა­მო­ი­ტა­ნა ხელ­ნა­კე­თი მა­გი­და, რომ­ლის ფე­ხებ­ში და­მა­ლუ­ლი იყო სას­ტამ­ბო შრიფ­ტი (ეს მა­გი­და დღეს ბა­თუმ­ში, მუ­ზე­უ­ში ინა­ხე­ბა). სწო­რედ ამ შრიფტს იყე­ნებ­დნენ შემ­დგომ ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი­სა თუ არა­ლე­გა­ლუ­რი გა­ზე­თე­ბის და­სა­ბეჭ­დად. ლუდ­ვიგ რო­პი­ა­კი მე­გობ­რობ­და სტა­ლინ­თან, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას უსა­თუ­ოდ სტუმ­რობ­და ბა­ბუ­ას და ხში­რად რამ­დე­ნი­მე დღეც რჩე­ბო­და ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე, ბა­ბუ­ამ სო­ფელ შრო­მა­ში გა­იც­ნო ბე­ბია - ხო­მე­რი­კის ქალი და და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. მათ 4 ვაჟი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

- ბე­ბია რო­გორ შეხ­ვდა ბა­ბუ­ას კო­მუ­ნის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- რო­გორც ჩანს, ბე­ბი­აც თა­ნა­უგ­რძნობ­და პარ­ტი­ას, რად­გან როცა კრე­ბა ტარ­დე­ბო­და, ყა­რა­უ­ლად იდგა და თუ რა­ი­მე სა­ხი­ფა­თოს შე­ნიშ­ნავ­და, მა­შინ­ვე აც­ნო­ბებ­და ხოლ­მე თა­ვი­სი­ა­ნებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ტიტანიკის" მგზავრი საქართველოდან - რას ჰყვება "ტიტანიკზე" დაღუპული მგზავრის შვილთაშვილი

"ტიტანიკის" მგზავრი საქართველოდან - რას ჰყვება "ტიტანიკზე" დაღუპული მგზავრის შვილთაშვილი

100 წელიწადზე მეტი გავიდა "ტიტანიკის" ტრაგედიიდან, თუმცა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ამ უზარმაზარი გემის ჩაძირვის მიზეზად მეცნიერები ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ...

1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან იმ დროისათვის უდიდესი სამგზავრო ლაინერი შორეული ამერიკისკენ გაემგზავრა. როგორც წესი, ოკეანეში გასულ გემს ნათლავენ”(შამპანურის ბოთლს გემის კორპუსზე ამსხვრევენ), "ტიტანიკი" კი”მოუნათლავი გავიდა პორტიდან, ცრურწმენას აყოლილ მეზღვაურებს ეს ამბავი ცუდად ენიშნათ, მაგრამ გემის დაღუპვას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. საუთჰემპტონის დატოვებიდან 4 დღის შემდეგ, 14 აპრილს "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. ბრიტანელი მკვლევრების აზრით, როგორც კი გემი სანაპიროს მოშორდა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო, კაპიტანმა ედუარდ სმიტმა სწრაფი სვლის ბრძანება გასცა, რადგან ოკეანის რეკორდულ დროში გადასერვას ცდილობდა. სწორედ ეს სისწრაფე გახდა "ტიტანიკის" დაღუპვის მიზეზი - აისბერგის დანახვისას გემმა მყისიერად გაჩერება ვერ შეძლო... თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

"ტიტანიკის" 2 223 მგზავრს შორის საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პოლონელი ლუდვიგ როპიაკიც იყო, რომელიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.

ცირა ჩიქოვანი (ლუდვიგ როპიაკის, შვილიშვილის შვილი) -„ჩემი დიდი ბაბუა, ლუდვიგ როპიაკი, პოლონეთში, ქალაქ ლოძში ცხოვრობდა. კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობდა და საქართველოში მათი დავალებით XX საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. ბაბუა დურგალი იყო და თან ჩამოიტანა ხელნაკეთი მაგიდა, რომლის ფეხებში დამალული იყო სასტამბო შრიფტი (ეს მაგიდა დღეს ბათუმში, მუზეუში ინახება). სწორედ ამ შრიფტს იყენებდნენ შემდგომ იატაკქვეშა ორგანიზაციები პროკლამაციებისა თუ არალეგალური გაზეთების დასაბეჭდად. ლუდვიგ როპიაკი მეგობრობდა სტალინთან, რომელიც ბათუმში ყოფნისას უსათუოდ სტუმრობდა ბაბუას და ხშირად რამდენიმე დღეც რჩებოდა ხოლმე. საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე, ბაბუამ სოფელ შრომაში გაიცნო ბებია - ხომერიკის ქალი და დაქორწინდნენ კიდეც. მათ 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.

- ბებია როგორ შეხვდა ბაბუას კომუნისტებთან ურთიერთობას?

- როგორც ჩანს, ბებიაც თანაუგრძნობდა პარტიას, რადგან როცა კრება ტარდებოდა, ყარაულად იდგა და თუ რაიმე სახიფათოს შენიშნავდა, მაშინვე აცნობებდა ხოლმე თავისიანებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - "პალიტრანიუსის" ექსკლუზივი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს