მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია ხელისუფლებაში"
"ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია ხელისუფლებაში"

რეპ­რე­სი­რე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მოძ­რა­ო­ბა "და­აბ­რუ­ნე" შექ­მნეს და მას "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე, მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მათი აზ­რით, პრობ­ლე­მის დრო­უ­ლად გა­და­სა­წყვე­ტად კარ­გი გზა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის შექ­მნაა, სა­დაც ყვე­ლა ბიზ­ნეს­წარ­თმე­ულ პირს ქო­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლის შან­სი ექ­ნე­ბა. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი უკვე შეხ­ვდნენ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რაც სურთ...

ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე:

- ნო­ემ­ბერ­ში, როცა არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეს, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში ქა­ღალ­დის საფ­ქვა­ვით გა­ა­ნად­გუ­რეს დო­კუ­მენ­ტე­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს სხვა უწყე­ბებ­შიც სპობ­დნენ. გა­მო­დის, ახალ­მა მთავ­რო­ბამ სა­ა­მი­სო დრო მის­ცა. დღემ­დე არ სრულ­დე­ბა და­ნა­პი­რე­ბი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა. ვფიქ­რობ, ქვე­და რგო­ლე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ცრუ­ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან, რომ ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ქა­ო­სი მოჰ­ყვე­ბა. არა­და, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება საკ­მა­რი­სია, რომ ყი­ნუ­ლი და­იძ­რას. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძის იდეა, რომ შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, მას­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ლენ, მერე კე­თი­ლი ბი­ძი­ე­ბი და დე­ი­დე­ბი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სულ საქ­მე­ებს წა­ი­კი­თხა­ვენ, იტყვი­ან, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყოო და საქ­მეს ისევ სა­სა­მარ­თლოს, ანუ კუბ­ლაშ­ვილს გა­და­უ­ლო­ცა­ვენ, მცდა­რი გზაა...

ჩვენ­თან სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ბუმი იყო. ძი­რი­თა­დად, ნა­ჩუქ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ფორმ­დე­ბო­და. ახლა ამ­ბო­ბენ, თუ ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს უკვე გა­ყი­დუ­ლი აქვს, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მყიდ­ველს ქო­ნე­ბას ვერ ჩა­მო­არ­თმე­ვენ და ასე­თი საქ­მე­ე­ბი არ გა­და­ი­სინ­ჯე­ბაო, ეს დარ­ღვე­ვაა. ხალ­ხს ცოლ-შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ავიწ­რო­ებ­დნენ და ამა­ზე გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა მო­ი­პო­ვონ. ით­ქვა, რომ მხო­ლოდ 100.000-ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პირს და­უბ­რუ­ნონ ქო­ნე­ბა. რა და­ა­შა­ვა იმან, რო­მელ­საც ერთი ჯი­ხუ­რი ჰქონ­და და ისიც წა­არ­თვეს? ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი ირ­ღვე­ვა - თა­ნა­ბა­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. იმე­დია, ამ ფორ­მით ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში არ შევა.

ექ­სპერტ გია მე­ფა­რიშ­ვილს თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცია აქვს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა. ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რია, მისი და­წე­რი­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი და მი­აჩ­ნია, რომ უნდა შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს, და­კავ­ში­რე­ბულს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან, მათ შო­რის - სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას­თან. არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე გა­და­ფორმ­დეს. ტენ­დენ­ცია უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ამ­ჯე­რად ორი ოფ­შო­რი აქ­ტი­უ­რობს - კუნ­ძუ­ლი მენი და ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი. ორი­ვე ისე­თი ზო­ნე­ბია, სა­ი­და­ნაც ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს.

მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე: - "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" კა­ბე­ლი ევ­რო­პი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი 35 მი­ლი­ონს გვაძ­ლევ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უფრო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნად ასათ­ვი­სებ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­თან შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად და კავ­კა­სი­ის იაფი ინ­ტერ­ნე­ტით მო­სა­მა­რა­გებ­ლად. ჩვენს კომ­პა­ნი­ას მა­შინ "სილ­ქნე­ტი" კონ­კუ­რენ­ცი­ას ვე­ღარ უწევ­და, ამი­ტომ მის­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, მხედ­რი­ო­ნელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა, მეტ­სა­ხე­ლად "ზა­რა­ლამ" ჩვენს კომ­პა­ნი­ას და­ად­გა თვა­ლი. ჩვენს კა­ბე­ლებს ნა­ჯა­ხე­ბით ჩეხ­დნენ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ანად­გუ­რებ­დნენ, იმ აპა­რა­ტუ­რას გვი­ზი­ა­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც "სილ­ქნე­ტის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვქონ­და. "სილ­ქნე­ტი" მო­ნო­პო­ლის­ტი იყო, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მავ­თუ­ლე­ბი მხო­ლოდ მას ჰქონ­და. არც შე­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­დნენ. ამას და­ე­მა­ტა და­ძა­ბუ­ლო­ბა მთავ­რო­ბას­თან. ვი­თა­რე­ბა უფრო გამ­წვავ­და, როცა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ნე­ტით თვალ­თვა­ლი­სა და მოს­მე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბო­რის მი­ტი­ჩაშ­ვი­ლი იყო, ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და უკა­ნო­ნო მოს­მე­ნებს.

- ამის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დით?

- რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მოს­მე­ნა­ზე, ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მო­თხოვ­ნა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მო­ი­თხო­ვეს მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ნა­კა­დი გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უნი­ფორ­მით შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტის და­სა­ინ­სტა­ლი­რებ­ლად, ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლის შე­სა­კე­თებ­ლად და ამას შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე. სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხა­ზებს სპე­ცი­ა­ლუ­რად აზი­ა­ნებ­დნენ. ან უბ­რძა­ნებ­დნენ ჩვენს ტექ­ნი­კო­სებს, გა­ე­თი­შათ ინ­ტერ­ნე­ტი მათ­თვის სა­ჭი­რო აბო­ნენ­ტის­თვის. ამის შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­მაგ­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი იმ მი­სა­მარ­თზე გა­დი­ო­და და სახ­ლებ­ში მო­სას­მე­ნებ­სა და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს ამონ­ტა­ჟებ­და. მათ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან რა­ი­მე დად­გე­ნი­ლე­ბა მოვ­თხო­ვე, მაგ­რამ მი­თხრეს, სი­ტყვი­ერ ბრძა­ნე­ბას უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოო. 2010 წელს ტო­ტა­ლუ­რად და­ი­წყო მოს­მე­ნე­ბი, ამ უკა­ნო­ნო­ბა­ზე უარი ვთქვი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ურ­ჩო­ბა არ მა­პა­ტია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია ხელისუფლებაში"

"ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია ხელისუფლებაში"

რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა მოძრაობა "დააბრუნე" შექმნეს და მას "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე ხელმძღვანელობს. მათი აზრით, პრობლემის დროულად გადასაწყვეტად კარგი გზა სპეციალიზებული პროკურატურის შექმნაა, სადაც ყველა ბიზნესწართმეულ პირს ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის შანსი ექნება. რეპრესირებული ბიზნესმენები უკვე შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც სურთ...

ბიზნესმენი მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე:

- ნოემბერში, როცა არჩევნები წააგეს, მარეგულირებელ კომისიაში ქაღალდის საფქვავით გაანადგურეს დოკუმენტები. მტკიცებულებებს სხვა უწყებებშიც სპობდნენ. გამოდის, ახალმა მთავრობამ საამისო დრო მისცა. დღემდე არ სრულდება დანაპირები, რომ სამართლიანობა აღდგება. ვფიქრობ, ქვედა რგოლები ბიძინა ივანიშვილს ცრუინფორმაციას აწვდიან, რომ ქონების დაბრუნებას ქაოსი მოჰყვება. არადა, მისი პოლიტიკური ნება საკმარისია, რომ ყინული დაიძრას. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის იდეა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, მასში არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ, მერე კეთილი ბიძიები და დეიდები კანონიერ ძალაში შესულ საქმეებს წაიკითხავენ, იტყვიან, ეს არ უნდა მომხდარიყოო და საქმეს ისევ სასამართლოს, ანუ კუბლაშვილს გადაულოცავენ, მცდარი გზაა...

ჩვენთან საკუთრების ჩამორთმევის ბუმი იყო. ძირითადად, ნაჩუქრობის ხელშეკრულება ფორმდებოდა. ახლა ამბობენ, თუ ქონება სახელმწიფოს უკვე გაყიდული აქვს, კეთილსინდისიერ მყიდველს ქონებას ვერ ჩამოართმევენ და ასეთი საქმეები არ გადაისინჯებაო, ეს დარღვევაა. ხალხს ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ავიწროებდნენ და ამაზე გამომძიებლებმა მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. ითქვა, რომ მხოლოდ 100.000-ზე მეტი ღირებულების ქონების დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება პირს დაუბრუნონ ქონება. რა დააშავა იმან, რომელსაც ერთი ჯიხური ჰქონდა და ისიც წაართვეს? ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა - თანაბარი სამართლიანობა. იმედია, ამ ფორმით ეს კანონპროექტი ძალაში არ შევა.

ექსპერტ გია მეფარიშვილს თავისი კონცეფცია აქვს, თუ როგორ შეიძლება წართმეული ქონების დროულად დაბრუნება. ყოფილი გენერალური პროკურორი ორი მოწვევის პარლამენტარია, მისი დაწერილია სისხლის სამართლის კოდექსი და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც გამოიძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, დაკავშირებულს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, მათ შორის - საკუთრების ჩამორთმევასთან. არის საშიშროება, რომ ჩამორთმეული ქონება ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებზე გადაფორმდეს. ტენდენცია უკვე შეინიშნება. ამჯერად ორი ოფშორი აქტიურობს - კუნძული მენი და ვირჯინიის კუნძულები. ორივე ისეთი ზონებია, საიდანაც ინფორმაციის მიღების თეორიული შანსიც არ იქნება, ამიტომ ახალ ხელისუფლებას მოდუნების უფლება არა აქვს.

მამია სანადირაძე: - "კავკასუს ონლაინმა" კაბელი ევროპიდან გამოიყვანა, 40-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 35 მილიონს გვაძლევდა ინფრასტრუქტურის უფრო განვითარებისთვის, საქართველოს მთლიანად ასათვისებლად, აზერბაიჯანსა და სომხეთთან შემაკავშირებელი მაგისტრალების შესაქმნელად და კავკასიის იაფი ინტერნეტით მოსამარაგებლად. ჩვენს კომპანიას მაშინ "სილქნეტი" კონკურენციას ვეღარ უწევდა, ამიტომ მისმა ხელმძღვანელმა, მხედრიონელმა გიორგი რამიშვილმა, მეტსახელად "ზარალამ" ჩვენს კომპანიას დაადგა თვალი. ჩვენს კაბელებს ნაჯახებით ჩეხდნენ, ინფრასტრუქტურას ანადგურებდნენ, იმ აპარატურას გვიზიანებდნენ, რომელიც "სილქნეტის" ტერიტორიაზე გვქონდა. "სილქნეტი" მონოპოლისტი იყო, მოსახლეობასთან შემაერთებელი მავთულები მხოლოდ მას ჰქონდა. არც შეკეთების საშუალებას გვაძლევდნენ. ამას დაემატა დაძაბულობა მთავრობასთან. ვითარება უფრო გამწვავდა, როცა ვანო მერაბიშვილმა ინტერნეტით თვალთვალისა და მოსმენების შესაძლებლობა გაითვალისწინა. მერაბიშვილის მინისტრობის დროს თვალთვალისა და მიყურადების სამსახურის უფროსი ბორის მიტიჩაშვილი იყო, ის კატეგორიულად მოითხოვდა უკანონო მოსმენებს.

- ამის უფლებას აძლევდით?

- როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მოსმენაზე, ვალდებული ვიყავით, მოთხოვნა შეგვესრულებინა, მაგრამ მოითხოვეს მთელი ინტერნეტნაკადი გაეკონტროლებინათ. ჩვენი თანამშრომლების უნიფორმით შს სამინისტროს თანამშრომლები უნდა მისულიყვნენ სახლებში ინტერნეტის დასაინსტალირებლად, ან დაზიანებულის შესაკეთებლად და ამას შევეწინააღმდეგე. სამინისტროს თანამშრომლები ხაზებს სპეციალურად აზიანებდნენ. ან უბრძანებდნენ ჩვენს ტექნიკოსებს, გაეთიშათ ინტერნეტი მათთვის საჭირო აბონენტისთვის. ამის შემდეგ სამინისტროდან სპეციალურად მომაგრებული ჯგუფი იმ მისამართზე გადიოდა და სახლებში მოსასმენებსა და სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებდა. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება ან რაიმე დადგენილება მოვთხოვე, მაგრამ მითხრეს, სიტყვიერ ბრძანებას უნდა დაემორჩილოო. 2010 წელს ტოტალურად დაიწყო მოსმენები, ამ უკანონობაზე უარი ვთქვი და ხელისუფლებამ ურჩობა არ მაპატია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა