რუსეთში მოღვაწე ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილს ახალ სერიალში იღებენ. მსახიობის მეუღლე, ცნობილი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე მეუღლის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ბაბლიშვილი გადასაღებ მოედანზე სისხლში ამოსვრილია გამოსახული.
"რას საქმიანობს თქვენი მეუღლე სამსახურში? ჩემი იაპონელებს თავებს აცლის :))))", - წერს ანფისა.
ფოტოებს კომენტარს გურამიც უკეთებს: "სისხლში გადაღებები - ერთი სიამოვნებაა". ამაზე ჩეხოვამ იუმორით უპასუხა: "აი, ასე ვცხოვრობთ".
მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.