საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება
ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება

ბუკ­ლი­კო იმით და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მი­ი­ღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფილ­მს, რო­მე­ლიც მას თით­ქოს უკვე შე­ხორ­ცე­ბის­კენ წა­სულ ჭრი­ლო­ბას კვლავ გა­უხ­სნის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცი­ხის კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებს და­ძი­ნე­ბა უჭირ­დათ და ვინც იმ დროს, არ­ცოდ­ნით, ტე­ლე­ვი­ზორს ბავ­შვე­ბი არ მო­ა­რი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ნა­ნობ­და. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტო­მაც ფილმზე მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ დას­წრე­ბა, ვი­საც 18 წელი უკვე შე­უს­რულ­და და ეს ფილ­მის ავ­ტო­რე­ბი­სა და კი­ნო­თე­ატ­რე­ბის მეს­ვე­უ­რე­ბის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ფილ­მი საკ­მა­ოდ მძი­მე ის­ტო­რი­ას ასა­ხავს, რო­მე­ლიც აჩი­კო ქავ­თა­რა­ძემ, ლაშა ბუ­ღა­ძეს­თან ერ­თად, გა­გო­ნი­ლი თუ უშუ­ა­ლოდ მოს­მე­ნი­ლი ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი სხვა­დას­ხვა ამ­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შექ­მნა. რო­გორც აჩი­კო ამ­ბობს, ამ ის­ტო­რი­ე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­რევ­ში ცხოვ­რობს და რო­გორც ჩანს, რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც შე­იქ­მნა ფილ­მი, მას­თან "თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვიდ­ნენ".

ვატო ქავ­თა­რა­ძემ, ფილ­მის პრო­დი­უ­სერ­მა, გან­გვი­მარ­ტა, რომ ზო­გა­დად, ფილ­მი არა მხო­ლოდ ცი­ხის ცხოვ­რე­ბა­ზეა, არა­მედ იმ ტა­ბუ­ი­რე­ბულ თე­მებ­ზეც, რომ­ლებ­ზე სა­უ­ბარ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ურ­ბის. რო­გორც ჩანს, ფილ­მის შემ­ქმნე­ლებს იმე­დი აქვთ, რომ ცი­ხის კად­რებს და სხვა პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს, თა­ვი­ან­თი ფილ­მით კი­დევ ერთხელ და­ა­ნახ­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს. ვა­ტოს თქმით, შე­საძ­ლოა, ის ჯა­ლა­თი, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბო­და, დას­ჯი­ლია, მაგ­რამ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს ექი­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც არა­ნაკ­ლებ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ... აშ­კა­რაა, რომ "კო­მის" ავ­ტო­რე­ბის­თვის ცი­ხის სკან­და­ლი რე­ა­ლუ­რი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და სურთ, ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფილ­მით გა­ნაგ­რძონ.

ორი­ოდ სი­ტყვა ფილ­მის ში­ნა­არსზე - "კომა" მოგ­ვი­თხრობს ახალ­გაზ­რდა კა­ცის, ტიტე გო­გი­ას შე­სა­ხებ. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ავა­რი­ის შემ­დეგ ის გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა და ნა­ხავს, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე არ იც­ნობ­და - ახალ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნებს ცი­ნი­კუ­რად და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან. ამას სა­კუ­თარ ტყავ­ზეც გა­მოც­დის და მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რი ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ავა­რი­ის მსხვერ­პლე­ბი წვა­ნან, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი კო­მა­შია...

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ ლაშა ბუ­ღა­ძეს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მივ­მარ­თეთ.

- თქვე­ნი აზ­რით, 2012 წელს იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნად კარ­გად შეხ­ვდე­ბო­და ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რას?

- ვიცი, რომ პრო­დი­უ­სე­რებს არ უნ­დო­დათ, ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რით პირ­და­პი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­ჩე­ნი­ლი­ყო და ის სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. შე­საძ­ლოა, მა­შინ­დელ პრე­მი­ე­რას უფრო შო­კის მომ­გვრე­ლი ეფექ­ტი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ მგო­ნია, რომ პრე­მი­ე­რის გა­და­დე­ბით სწო­რად მო­იქ­ცნენ. ცივ გო­ნე­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია, უფრო კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რამ­დე­ნად არ­სე­ბობ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში და დარ­ჩა თუ არა იქ. ეს გან­ცდა უნდა გა­უჩ­ნდეს მა­ყუ­რე­ბელს.

- ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა და სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა რო­გო­რი იყო?

- ნამ­დვი­ლად მძი­მე თე­მაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რე­ა­ლუ­რი­ცაა. მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი პირ­და­პირ რე­ა­ლო­ბი­დან არი­ან გად­მომხტრე­ბი. რო­დე­საც აჩი­კო მიყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბავს, პერ­სო­ნა­ჟე­ბის, სხვა­დას­ხვა სივ­რცის რუკა ჰქონ­და და­ხა­ტუ­ლი. ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო სა­გი­ჟე­თის ეპი­ზო­დი. ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც არ ვიცი, რის გამო, სი­მუ­ლა­ცი­ით, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით თუ მარ­თლაც შექ­მნი­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო მოხ­ვდნენ სა­გი­ჟეთ­ში. აჩი­კომ, მგო­ნი, პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ხერ­ხი აირ­ჩია, ეს ფილ­მი გა­მოკ­ვე­თი­ლი დრა­მა არ არის და რე­ჟი­სო­რი თა­მა­შობს ჟან­რე­ბით, ფორ­მე­ბით, სტი­ლიც მსუ­ბუ­ქად იც­ვლე­ბა, ტრა­გე­დია მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს თით­ქმის გრო­ტეს­კულ აბ­სურდში, შემ­დეგ სა­ტი­რის სფე­რო­ში, და­უბ­რუნ­დეს დო­კუ­მენ­ტა­ლიზმს, რო­გორც თა­ვად რე­ა­ლო­ბე­ბი ინაც­ვლებს, ცი­ხი­დან სა­გი­ჟეთ­ში, სა­გი­ჟე­თი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა აქ ზღვა­რი წაშ­ლი­ლია, რო­დე­საც ვერ იგებ, სად მკურ­ნა­ლო­ბენ და სად სჯი­ან.

- თა­ვად ხართ ამ­გვა­რი ფილ­მე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- თუკი ჩავ­თვლით, რომ ეს სო­ცი­ა­ლუ­რი კი­ნოა, მე ვარ ამ­გვა­რი ფილ­მე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი. რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სცე­ნა­რის­ტი, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი კი­ნო­ში და დიდი ინ­ტე­რე­სით ვნა­ხავ­დი.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება

ჩააგდებს თუ არა საზოგადოებას "კომა" კომაში - "ციხის კადრების" სკანდალი ახალი ფილმით გრძელდება

ბუკლიკო იმით დაინტერესდა, როგორ მიიღებს საზოგადოება ფილმს, რომელიც მას თითქოს უკვე შეხორცებისკენ წასულ ჭრილობას კვლავ გაუხსნის. მოგეხსენებათ, ციხის კადრების ნახვის შემდეგ ადამიანებს დაძინება უჭირდათ და ვინც იმ დროს, არცოდნით, ტელევიზორს ბავშვები არ მოარიდა, მოგვიანებით ძალიან ნანობდა. ალბათ სწორედ ამიტომაც ფილმზე მხოლოდ მათ შეუძლიათ დასწრება, ვისაც 18 წელი უკვე შეუსრულდა და ეს ფილმის ავტორებისა და კინოთეატრების მესვეურების სწორი გადაწყვეტილებაა. ფილმი საკმაოდ მძიმე ისტორიას ასახავს, რომელიც აჩიკო ქავთარაძემ, ლაშა ბუღაძესთან ერთად, გაგონილი თუ უშუალოდ მოსმენილი ციხეში მომხდარი სხვადასხვა ამბის გაერთიანებით შექმნა. როგორც აჩიკო ამბობს, ამ ისტორიებით სპეციალურად არ დაინტერესებულა, უბრალოდ, ყველა ჩვენგანი ამ ინფორმაციის მორევში ცხოვრობს და როგორც ჩანს, რეალური ამბები, რომლებზე დაყრდნობითაც შეიქმნა ფილმი, მასთან "თავისი ფეხით მივიდნენ".

ვატო ქავთარაძემ, ფილმის პროდიუსერმა, განგვიმარტა, რომ ზოგადად, ფილმი არა მხოლოდ ციხის ცხოვრებაზეა, არამედ იმ ტაბუირებულ თემებზეც, რომლებზე საუბარსაც საზოგადოება გაურბის. როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ციხის კადრებს და სხვა პრობლემებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, თავიანთი ფილმით კიდევ ერთხელ დაანახვებენ ადამიანებს. ვატოს თქმით, შესაძლოა, ის ჯალათი, რომელიც ციხეში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდა, დასჯილია, მაგრამ არავინ ლაპარაკობს ექიმებზე, რომლებიც არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ... აშკარაა, რომ "კომის" ავტორებისთვის ციხის სკანდალი რეალური კადრების გამოქვეყნებით არ დასრულებულა და სურთ, ამ თემაზე დისკუსია საზოგადოებაში ფილმით განაგრძონ.

ორიოდ სიტყვა ფილმის შინაარსზე - "კომა" მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას შესახებ. საავტომობილო ავარიის შემდეგ ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება და ნახავს, როგორია რეალობა, რომელსაც მანამდე არ იცნობდა - ახალ სამყაროში ადამიანებს ცინიკურად და არაადამიანურად ეპყრობიან. ამას საკუთარ ტყავზეც გამოცდის და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. პარალელური ამბავი ვითარდება საავადმყოფოში, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან, ერთ-ერთი მათგანი კი კომაშია...

პრესკონფერენციის შემდეგ ლაშა ბუღაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

-  თქვენი აზრით, 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლება რამდენად კარგად შეხვდებოდა ამ ფილმის პრემიერას?

-  ვიცი, რომ პროდიუსერებს არ უნდოდათ, ამ ფილმის პრემიერით პირდაპირი პოლიტიკური ასოციაციები გაჩენილიყო და ის სხვა პოლიტიკურ ძალებს არ გამოეყენებინათ. შესაძლოა, მაშინდელ პრემიერას უფრო შოკის მომგვრელი ეფექტი ჰქონოდა, მაგრამ მგონია, რომ პრემიერის გადადებით სწორად მოიქცნენ. ცივ გონებაზე შეგვიძლია, უფრო კარგად გავაანალიზოთ, რამდენად არსებობდა ეს ყველაფერი წარსულში და დარჩა თუ არა იქ. ეს განცდა უნდა გაუჩნდეს მაყურებელს.

-  ძალიან მძიმე თემაა და სცენარზე მუშაობა როგორი იყო?

-  ნამდვილად მძიმე თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დრამატული სიტუაციაა, რეალურიცაა. მისი პერსონაჟები პირდაპირ რეალობიდან არიან გადმომხტრები. როდესაც აჩიკო მიყვებოდა ამ ამბავს, პერსონაჟების, სხვადასხვა სივრცის რუკა ჰქონდა დახატული. ყველაზე მძიმე იყო საგიჟეთის ეპიზოდი. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არ ვიცი, რის გამო, სიმულაციით, თავის გადარჩენის მიზნით თუ მართლაც შექმნილი ფსიქიკური პრობლემების გამო მოხვდნენ საგიჟეთში. აჩიკომ, მგონი, პოსტმოდერნისტული ხერხი აირჩია, ეს ფილმი გამოკვეთილი დრამა არ არის და რეჟისორი თამაშობს ჟანრებით, ფორმებით, სტილიც მსუბუქად იცვლება, ტრაგედია მოულოდნელად შეიძლება გადავიდეს თითქმის გროტესკულ აბსურდში, შემდეგ სატირის სფეროში, დაუბრუნდეს დოკუმენტალიზმს, როგორც თავად რეალობები ინაცვლებს, ციხიდან საგიჟეთში, საგიჟეთიდან საავადმყოფოში, თუმცა აქ ზღვარი წაშლილია, როდესაც ვერ იგებ, სად მკურნალობენ და სად სჯიან.

-  თავად ხართ ამგვარი ფილმების მაყურებელი?

-  თუკი ჩავთვლით, რომ ეს სოციალური კინოა, მე ვარ ამგვარი ფილმების მაყურებელი. რომ არ ვყოფილიყავი სცენარისტი, აუცილებლად წავიდოდი კინოში და დიდი ინტერესით ვნახავდი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება