პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"
გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"

არ ვიცი, უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხრი­კი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ან ერ­თდრო­უ­ლად გა­დის, ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხდე­ბა და პრე­სის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­წყე­ნი­ლო­ბის­გან აღარ ვი­ცით, რა ვქნათ. ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი მკი­თხველს მოჰ­ბეზ­რდა, ახა­ლი რამ კი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში. გაგ­ვი­მარ­თლა და 25 მარტს "რუს­თა­ვი 2"-ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნი და­ი­წყო. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ერთ-ერთ კლუბ­ში შე­იკ­რი­ბა და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" დღი­ურს ერ­თად ადევ­ნებ­დნენ თვალს. მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის მთა­ვარ პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას უხა­რო­და, რომ წელს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი მი­ვი­და კას­ტინგზე და მათ არ­ჩე­ვა­ნი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" გა­ა­კე­თეს და არა სხვა პრო­ექ­ტზე. ასეთ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის გი­ორ­გიმ მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუკა გვა­ლია და­ა­სა­ხე­ლა. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" დღი­უ­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სწო­რედ ნუ­კას გა­მოს­ვლით დამ­თავ­რდა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სწო­რედ ნუკა უნდა გახ­დეს. რო­გორც გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ გვი­თხრა, ნუკა კას­ტინგზე სი­ცხი­ა­ნი მი­ვი­და და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი ვერ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზეც ბევ­რს წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ბევ­რის აზ­რით, წელს პრო­ექტს უც­ნა­უ­რი ჟი­უ­რი ჰყავს. ზოგი წერ­და, ფეხ­მძი­მე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ასე არ უნდა გა­ე­რის­კა, ჟი­უ­რის წევ­რო­ბა კარ­გია, მაგ­რამ გა­დაღ­ლა მის­თვის არ შე­იძ­ლე­ბაო. ზო­გი­ერ­თი კი ვე­რაფ­რით ხვდე­ბო­და, რა­ტომ იყო ჟი­უ­რის წევ­რი მიშა მშვილ­და­ძე და რა ნიშ­ნით შე­ა­ჩე­რა პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დმა მას­ზე არ­ჩე­ვა­ნი. ეს კი­თხვე­ბი გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და­ვუს­ვით.

- გი­ორ­გი, რა ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ეთ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი?

- პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლი­დან მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ახა­ლი ჟი­უ­რი. ზაზა შენ­გე­ლია "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის" დროს ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე იყო. მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი ხმის ჩამ­წე­რი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ესტრა­დის "დი­ვაა". აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უკვე შემ­დგა­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი იყოს ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მიშა მშვილ­და­ძე ქარ­თუ­ლი პო­პ­კულ­ტუ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა და ძა­ლი­ან კარ­გი პრო­დი­უ­სე­რია. ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის შექ­მნა­ში დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. პრო­დი­უ­სინ­გი ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის.

- ფეხ­მძი­მე ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ჟი­უ­რის წევ­რო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- ნი­ნის რომ და­ვე­კონ­ტაქ­ტეთ, მოს­კოვ­ში იყო.

- ნი­ნის მე­უღ­ლეს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ორ­სუ­ლი ცო­ლის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ვერ გე­ტყვით. ჩვენ მხო­ლოდ ნი­ნის ვე­სა­უბ­რეთ. მგო­ნი, ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ჩე­ნა ზუს­ტად იმ დროს უწევს, როცა პრო­ექ­ტი მთავ­რდე­ბა. სა­ნამ დაგ­ვთან­ხმდე­ბო­და, ნინი ცო­ტას ორ­ჭო­ფობ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თო პრო­ექ­ტში.

- რო­გორც გა­ვი­გე, მისი ფეხ­მძი­მო­ბის გამო პრო­ექ­ტის ჩა­წე­რა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ჩერ­და.

- არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე კონ­კურ­სანტს ვუს­მენ­დით. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბო­დით. ნინი ვაჟ­კა­ცუ­რად უძ­ლებ­და იმ ყვე­ლა­ფერს.

- ყო­ველ­თვის ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მსგავ­სი პრო­ექ­ტი ტარ­დე­ბა.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი პა­სუ­ხია ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე. დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სულ "რუს­თა­ვი 2-"ის პრო­ექ­ტე­ბი­დან არის. "რუს­თა­ვი 2" იყო ამ სფე­რო­ში ფლაგ­მა­ნი და სხვა თუ რა­ღა­ცას აკე­თებს, გა­ა­კე­თონ. ად­რეც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ "რუს­თა­ვი 2" ყო­ველ­თვის ფლაგ­მა­ნი იყო და დარ­ჩე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ­თან ყო­ველ­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. "რუს­თა­ვი 2"-მა სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით იცის, რა­საც აკე­თებს. კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვინ მი­გუ­ლის­ხმია. ჩვენ ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლე­ბი ვართ და და­ნარ­ჩე­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მოგ­ვყვე­ბი­ან, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ად­გი­ლე­ბი გა­და­ი­ნა­წი­ლონ.

- მალე სა­ბავ­შვო "ახა­ლი ხმა" და­ი­წყე­ბა "იმედ­ზე". "ახა­ლი ხმის" პირ­ველ სე­ზონს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში შემ­ფა­სებ­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი, რად­გან არც ერთი გა­და­ცე­მა არ მი­ნა­ხავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოც არ უყუ­რებ­და ამ პრო­ექტს, რად­გან "ახალ ხმას" ძა­ლი­ან და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. ძი­რი­თად კონ­კუ­რენ­ცი­ას "იმედ­ზე" გვი­წევ­და "ცე­კ­­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვე­ბი". როცა ასეთ რა­მეს ვამ­ბობ, მინ­და იცო­დეთ, ჩემს აზრს კი არ გა­მოვ­თქვამ, აღ­ვნიშ­ნავ ფაქტს. არ­სე­ბობს რე­ი­ტინ­გე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც "რუს­თა­ვი 2" სხვა არ­ხებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად წინ იყო. ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა და მერე რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

- რო­გორც ვხვდე­ბი, არ გა­გი­ჭირ­დათ, როცა მუ­სი­კა­ლუ­რი გუნ­დი მა­რი­ნა ბე­რი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და, წა­ვი­და.

- მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ცი­ის წას­ვლის­თვის ჩვენ მზად არ ვი­ყა­ვით. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" რომ ვი­წყებ­დით, ვფიქ­რობ­დით, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ რე­დაქ­ცი­ას­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის მათი წას­ვლა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა გახ­ლდათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს კარ­გი არ იყო და ვფიქ­რობ, ამით სა­ბო­ლოო ჯამ­ში არა­ვის მო­უ­გია. თუმ­ცა ჩვენ შევ­ძე­ლით და სწო­რი სე­ლექ­ცი­ის წყა­ლო­ბით ჩვენ­თან შე­იქ­მნა ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ცია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად გა­გი­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას პრო­ექ­ტი "მაგ­თი­ფა­ნი", რო­მე­ლიც "მა­ესტროს" ეთერ­ში გავა?

- რო­გორც პრო­ექ­ტის რეკ­ლა­მე­ბი­დან ვნა­ხე, "მაგ­თი­ფა­ნი" ძა­ლი­ან ჰგავს "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ას". ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ. ვინც არის ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია "ენ­დე­მო­ლი" დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვკი­თხა, რა ახა­ლი პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა "მა­ესტრო­ზეო". წლე­ბის წინ "ენ­დე­მო­ლის­გან" ჩვენ გვქონ­და ამ პრო­ექ­ტის ლი­ცენ­ზია ნა­ყი­დი. რა მოხ­დე­ბა, ვერ გე­ტყვით. პრო­ექ­ტი რომ და­ი­წყე­ბა, მა­შინ გახ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" დღი­ურს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ადევ­ნებ­და თვალს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია.

- გვან­ცა, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნი პირ­ვე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა?

- ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგე­მა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი კონ­კურ­სან­ტებ­მა მოგ­ვცეს. გა­ი­ზარ­და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ასა­კი. მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ნე­ბის­მი­ე­რი აკომ­პა­ნე­მენ­ტი მო­ეყ­ვა­ნათ. პრო­ექ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. წამ­ყვა­ნე­ბიც ბევ­რად უფრო თა­ვი­სუფ­ლად ვი­ყა­ვით. კას­ტინ­გებ­ზე ყოფ­ნა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­წევ­და. ხან­და­ხან ემო­ცი­ებს ვე­ღარ ვა­კონ­ტრო­ლებ­დით და თა­ვი­სუფ­ლად გა­მოვ­ხა­ტავ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს. მე და აჩი­კოს წი­ნას­წარ არა­ფე­რი დაგ­ვი­გეგ­მავს. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ წელს უფრო ბევ­რი და ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი მო­ვი­და და ზუს­ტად ვიცი, რომ მე­ო­რე ტურ­ში ჟი­უ­რის ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ფი­ნა­ლის­ტე­ბის არ­ჩე­ვა.

- პირ­ველ სე­ზონ­ში არ მა­ლავ­დი, რომ ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყა­ვი. ამ­ჯე­რად გყავს ფა­ვო­რი­ტი?

- ჯერ არა. მე­ო­რე ტურ­ში 86 კონ­კურ­სან­ტი გა­და­ვი­და და მათ­გან ყვე­ლა არც მახ­სოვს. ლუ­კას ის­ტო­რი­აც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. კი­ნა­ღამ ფი­ნა­ლურ ათე­ულ­ში ვერ მოხ­ვდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას გვქონ­და იმის გან­ცდა, ლუკა პირ­ველ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე რომ გა­ვარ­დნი­ლი­ყო, ვინ იქ­ნე­ბო­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიო. ვე­რა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა იმა­ში, რომ ლუკა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნო­და ის ტი­ტუ­ლი, რაც მი­ი­ღო.

კლუბ­ში შეკ­რე­ბი­ლებს შო­რის იყო მაია ასა­თი­ა­ნი "პრო­ფი­ლის" გუნდთან ერ­თად.

- "რუს­თა­ვი 2" ერთი მთლი­ა­ნი გუნ­დი ვართ, ამი­ტომ ყვე­ლა ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა მე­ყუ­რე­ბი­ნა პრო­ექ­ტის და­წყე­ბის­თვის სახ­ლი­დან.

- მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მა­რთლდე­ბა ხოლ­მე შენი ინ­ტუ­ი­ცია? ვი­საც გულ­შე­მატ­კივ­რობ, იმარ­ჯვებს?

- ძა­ლი­ან ხში­რად ჩემს ინ­ტუ­ი­ცი­ას არ უღა­ლა­ტია. ვის­ზე­დაც მით­ქვამს, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­დე­ბო­და, გა­უ­მარ­ჯვია.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს? პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით შე­გიძ­ლია შე­ა­ფა­სო, გა­მომ­სვლე­ლე­ბი?

- მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სა­კი­თხში არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თუმ­ცა რო­გორც ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ­მა შე­მიძ­ლია შე­ვა­ფა­სო, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა იყოს ვარ­სკვლა­ვი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნის და­წყე­ბას ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეც დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს:

- ვიცი, რომ წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" არი­ან კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან მი­ა­ჯაჭ­ვონ. აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვა­დევ­ნებ თვალს მე­ო­რე სე­ზონს და ვეც­დე­ბი, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ში.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შენი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- მე არც პრო­ექ­ტში ვყო­ფილ­ვარ არაფ­რით კმა­ყო­ფი­ლი და არც შემ­დეგ. ასე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო "მას­ტი" ვარ. ყვე­ლამ თა­ვი­სი ბედი თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს. ვე­რა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბა, შენ თავს შენ თუ არ მი­ხე­დე. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლებს და­ეხ­მა­რონ და მის­ცენ სარ­ბი­ე­ლი, რომ თა­ვი­ანთ საქ­მე­ში ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯონ.

- მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს იც­ნობ? რო­მე­ლი­მეს გულ­შე­მატ­კივ­რობ?

- ზო­გა­დად პრო­ექტს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. მინ­და, ვინ­მემ ნორ­მა­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბი გა­ა­კე­თოს და იმ­ღე­როს.

- სხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავ?

- იურ­მა­ლი­დან "ახალ ტალ­ღა­ზე" მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. შე­იძ­ლე­ბა, კას­ტინგზე გა­ვი­დე.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"

გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"

არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ სატელევიზიო ხრიკი, მაგრამ ფაქტია, ქართულ ტელევიზიებში რამდენიმე საინტერესო მუსიკალური პროექტი ან ერთდროულად გადის, ან საერთოდ არაფერი ხდება და პრესის ჟურნალისტებმა მოწყენილობისგან აღარ ვიცით, რა ვქნათ. ძველი სახეები მკითხველს მოჰბეზრდა, ახალი რამ კი ძალიან იშვიათად ხდება ქართულ შოუბიზნესში. გაგვიმართლა და 25 მარტს "რუსთავი 2"-ზე "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ერთ-ერთ კლუბში შეიკრიბა და "საქართველოს ვარსკვლავის" დღიურს ერთად ადევნებდნენ თვალს. მუსიკალური პროექტის მთავარ პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას უხაროდა, რომ წელს ძალიან ბევრი კარგი კონკურსანტი მივიდა კასტინგზე და მათ არჩევანი "საქართველოს ვარსკვლავზე" გააკეთეს და არა სხვა პროექტზე. ასეთ კონკურსანტებს შორის გიორგიმ მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა გვალია დაასახელა. "საქართველოს ვარსკვლავის" დღიურის პირველი ნაწილი სწორედ ნუკას გამოსვლით დამთავრდა და სოციალურ ქსელში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გამარჯვებული სწორედ ნუკა უნდა გახდეს. როგორც გიორგი ხაბურზანიამ გვითხრა, ნუკა კასტინგზე სიცხიანი მივიდა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოამჟღავნა. "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის ახალ შემადგენლობაზეც ბევრს წერდნენ სოციალურ ქსელში. ბევრის აზრით, წელს პროექტს უცნაური ჟიური ჰყავს. ზოგი წერდა, ფეხმძიმე ნინი ბადურაშვილს ასე არ უნდა გაერისკა, ჟიურის წევრობა კარგია, მაგრამ გადაღლა მისთვის არ შეიძლებაო. ზოგიერთი კი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ იყო ჟიურის წევრი მიშა მშვილდაძე და რა ნიშნით შეაჩერა პროექტზე მომუშავე გუნდმა მასზე არჩევანი. ეს კითხვები გიორგი ხაბურზანიას დავუსვით.

-  გიორგი, რა ნიშნით შეარჩიეთ ჟიურის წევრები?

-  პირველივე გადაცემის ეთერში გასვლიდან მაყურებელს ძალიან მოეწონა "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი ჟიური. ზაზა შენგელია "ვარსკვლავების აკადემიის" დროს ჟიურის თავმჯდომარე იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებაში. ნინი ბადურაშვილი ქართული ესტრადის "დივაა". აუცილებელია, უკვე შემდგარი და პოპულარული მომღერალი იყოს ჟიურის შემადგენლობაში. მიშა მშვილდაძე ქართული პოპკულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი პროდიუსერია. ქართული სატელევიზიო გადაცემების შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. პროდიუსინგი ძალიან კარგად ესმის.

-  ფეხმძიმე ნინი ბადურაშვილის ჟიურის წევრობაზე დათანხმება არ გაგიჭირდათ?

-  ნინის რომ დავეკონტაქტეთ, მოსკოვში იყო.

-  ნინის მეუღლეს არ გაუპროტესტებია ორსული ცოლის პროექტში მონაწილეობა?

-  ვერ გეტყვით. ჩვენ მხოლოდ ნინის ვესაუბრეთ. მგონი, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენა ზუსტად იმ დროს უწევს, როცა პროექტი მთავრდება. სანამ დაგვთანხმდებოდა, ნინი ცოტას ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პროექტში.

-  როგორც გავიგე, მისი ფეხმძიმობის გამო პროექტის ჩაწერა რამდენჯერმე შეჩერდა.

-  არანაირი შეფერხება არ ყოფილა. უბრალოდ, მონაწილეების ასეთი რაოდენობა არასდროს ყოფილა. დღეში დაახლოებით 50-მდე კონკურსანტს ვუსმენდით. ყველანი ძალიან ვიღლებოდით. ნინი ვაჟკაცურად უძლებდა იმ ყველაფერს.

-  ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ბევრი მსგავსი პროექტი ტარდება.

-  ამ შემთხვევაში ჩემი პასუხია ლუკა ზაქარიაძე. დამწყები მომღერლების უმეტესობა სულ "რუსთავი 2-"ის პროექტებიდან არის. "რუსთავი 2" იყო ამ სფეროში ფლაგმანი და სხვა თუ რაღაცას აკეთებს, გააკეთონ. ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ "რუსთავი 2" ყოველთვის ფლაგმანი იყო და დარჩება იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველთვის პროფესიონალები მუშაობენ. "რუსთავი 2"-მა სხვებისგან განსხვავებით იცის, რასაც აკეთებს. კონკრეტულად არავინ მიგულისხმია. ჩვენ ყოველთვის პირველები ვართ და დანარჩენებმა, რომლებიც მოგვყვებიან, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები გადაინაწილონ.

-  მალე საბავშვო "ახალი ხმა" დაიწყება "იმედზე". "ახალი ხმის" პირველ სეზონს როგორ შეაფასებდით?

-  ამ შემთხვევაში შემფასებლად ვერ გამოვდგები, რადგან არც ერთი გადაცემა არ მინახავს. სავარაუდოდ, დანარჩენი საქართველოც არ უყურებდა ამ პროექტს, რადგან "ახალ ხმას" ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ძირითად კონკურენციას "იმედზე" გვიწევდა "ცე­კ­­ვავენ ვარკვლავები". როცა ასეთ რამეს ვამბობ, მინდა იცოდეთ, ჩემს აზრს კი არ გამოვთქვამ, აღვნიშნავ ფაქტს. არსებობს რეიტინგები, რომელთა მიხედვითაც "რუსთავი 2" სხვა არხებთან შედარებით ბევრად წინ იყო. ჯერჯერობით ასეა და მერე რა იქნება, არ ვიცი.

-  როგორც ვხვდები, არ გაგიჭირდათ, როცა მუსიკალური გუნდი მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობდა, წავიდა.

-  მუსიკალური რედაქციის წასვლისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. "საქართველოს ვარსკვლავს" რომ ვიწყებდით, ვფიქრობდით, რომ "რუსთავი 2"-ში არსებულ მუსიკალურ რედაქციასთან ერთად ვიმუშავებდით. შესაბამისად, ჩვენთვის მათი წასვლა მოულოდნელობა გახლდათ. რასაკვირველია, ეს კარგი არ იყო და ვფიქრობ, ამით საბოლოო ჯამში არავის მოუგია. თუმცა ჩვენ შევძელით და სწორი სელექციის წყალობით ჩვენთან შეიქმნა ახალი მუსიკალური რედაქცია.

-  როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგიწევთ კონკურენციას პროექტი "მაგთიფანი", რომელიც "მაესტროს" ეთერში გავა?

-  როგორც პროექტის რეკლამებიდან ვნახე, "მაგთიფანი" ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას". ამ შემთხვევაში შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ. ვინც არის ლიცენზიის მფლობელი, ჰოლანდიური კომპანია "ენდემოლი" დაგვიკავშირდა და გვკითხა, რა ახალი პროექტი მზადდება "მაესტროზეო". წლების წინ "ენდემოლისგან" ჩვენ გვქონდა ამ პროექტის ლიცენზია ნაყიდი. რა მოხდება, ვერ გეტყვით. პროექტი რომ დაიწყება, მაშინ გახდება ყველაფერი ნათელი.

"საქართველოს ვარსკვლავის" დღიურს მეგობრებთან ერთად ადევნებდა თვალს პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გვანცა დარასელია.

-  გვანცა, "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი პირველისგან განსხვავებული იქნება?

-  ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული იქნება, რადგან პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფმა მეტი თავისუფლება იგემა, ამის შესაძლებლობა კი კონკურსანტებმა მოგვცეს. გაიზარდა მონაწილეების ასაკი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ნებისმიერი აკომპანემენტი მოეყვანათ. პროექტი მრავალფეროვანი გახდა. წამყვანებიც ბევრად უფრო თავისუფლად ვიყავით. კასტინგებზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში გვიწევდა. ხანდახან ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდით და თავისუფლად გამოვხატავდით. ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. მე და აჩიკოს წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს უფრო ბევრი და ნიჭიერი კონკურსანტი მოვიდა და ზუსტად ვიცი, რომ მეორე ტურში ჟიურის ძალიან გაუჭირდება ფინალისტების არჩევა.

-  პირველ სეზონში არ მალავდი, რომ ლუკა ზაქარიაძეს გულშემატკივარი იყავი. ამჯერად გყავს ფავორიტი?

-  ჯერ არა. მეორე ტურში 86 კონკურსანტი გადავიდა და მათგან ყველა არც მახსოვს. ლუკას ისტორიაც განსხვავებული ჰქონდა. კინაღამ ფინალურ ათეულში ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ყველას გვქონდა იმის განცდა, ლუკა პირველ ლაივკონცერტზე რომ გავარდნილიყო, ვინ იქნებოდა გამარჯვებულიო. ვერავინ შემედავება იმაში, რომ ლუკა მართლაც გამორჩეული იყო და ნამდვილად ეკუთვნოდა ის ტიტული, რაც მიიღო.

კლუბში შეკრებილებს შორის იყო მაია ასათიანი "პროფილის" გუნდთან ერთად.

-  "რუსთავი 2" ერთი მთლიანი გუნდი ვართ, ამიტომ ყველა ვგულშემატკივრობთ ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყებას. ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა მეყურებინა პროექტის დაწყებისთვის სახლიდან.

-  მსგავს პროექტებში მა­რთლდება ხოლმე შენი ინტუიცია? ვისაც გულშემატკივრობ, იმარჯვებს?

-  ძალიან ხშირად ჩემს ინტუიციას არ უღალატია. ვისზედაც მითქვამს, რომ გამარჯვებული გახდებოდა, გაუმარჯვია.

-  მუსიკალური განათლება გაქვს? პროფესიული კუთხით შეგიძლია შეაფასო, გამომსვლელები?

-  მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ბუნებრივია, ამ საკითხში არ ვარ პროფესიონალი, თუმცა როგორც ტელეპროდიუსერმა შემიძლია შევაფასო, ადამიანი რამდენად შეიძლება იყოს ვარსკვლავი.

"საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის დაწყებას ლუკა ზაქარიაძეც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს:

-  ვიცი, რომ წელს "საქართველოს ვარსკვლავში" არიან კონკურსანტები, რომლებსაც შეუძლიათ, ქართველი მაყურებელი ტელევიზორებთან მიაჯაჭვონ. აუცილებლად მივადევნებ თვალს მეორე სეზონს და ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო პროექტის წარმატებაში.

-  "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ შენი შემოქმედებითი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?

-  მე არც პროექტში ვყოფილვარ არაფრით კმაყოფილი და არც შემდეგ. ასეთი უკმაყოფილო "მასტი" ვარ. ყველამ თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ვერავინ დაგეხმარება, შენ თავს შენ თუ არ მიხედე. პროექტის ავტორები ცდილობენ, ახალბედა მომღერლებს დაეხმარონ და მისცენ სარბიელი, რომ თავიანთ საქმეში ბოლომდე დაიხარჯონ.

-  მეორე სეზონის მონაწილეებს იცნობ? რომელიმეს გულშემატკივრობ?

-  ზოგადად პროექტს ვგულშემატკივრობ. მინდა, ვინმემ ნორმალური სიმღერები გააკეთოს და იმღეროს.

-  სხვა კონკურსში მონაწილეობას გეგმავ?

-  იურმალიდან "ახალ ტალღაზე" მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. შეიძლება, კასტინგზე გავიდე.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები