მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა
უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა

პე­რის ჰილ­ტო­ნის დის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, რე­ნა­ტა შამ­რა­კო­ვამ სა­სა­მარ­თლო­ში აღი­ა­რა, რომ თით­ქმის 1 მლნ დო­ლა­რი მო­ი­პა­რა, თუმ­ცა აშშ-ში ცი­ხეს ას­ცდა და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბა დადო.

უკ­რა­ი­ნე­ლი ემიგ­რან­ტი რე­ნა­ტა შამ­რა­კო­ვა ერ­თწ­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვე­ბის შემ­დეგ გა­მო­ტყდა, რომ მარ­თლაც გა­ძარ­ცვა სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მე­პატ­რო­ნის ცნო­ბი­ლი მემ­კვიდ­რე. შამ­რა­კო­ვა პე­რის ჰილ­ტო­ნის დის, ნიკი ჰილ­ტო­ნის ყო­ფილ ქმარ­თან - ტოდ მა­ის­ტერ­თან პი­რად მდივ­ნად მუ­შა­ობ­და. რე­ნა­ტამ მო­ტყუ­ე­ბის გზით გა­მოს­ძა­ლა თა­ვის უფ­როსს და­ახ­ლო­ე­ბით 1 მლნ დო­ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის თან­ხა.

ადრე, წინა პრო­ცე­სე­ბის დროს, შამ­რა­კო­ვა და­ჟი­ნე­ბით იმე­ო­რებ­და, რომ მა­ის­ტე­რის ან­გა­რი­შე­ბი­დან და­კარ­გუ­ლი თან­ხა მას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს. 28 წლის გო­გო­ნა იმა­საც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­შინ ჯერ კი­დევ ცო­ლი­ა­ნი ტო­დის საყ­ვა­რე­ლი იყო.

- მე არ და­მი­ხარ­ჯავს ეს ფული და აზ­რზე არ ვარ, რა საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზეა ლა­პა­რა­კი! მის­ტერ მა­ის­ტე­რი აქ­ტი­უ­რად მე­არ­ში­ყე­ბო­და, თუმ­ცა რო­დე­საც თა­ნაგ­რძნო­ბით არ ვუ­პა­სუ­ხე, გა­და­წყვი­ტა, შური იძი­ოს. ამი­ტო­მაც გა­მო­მა­ცხა­და ქურ­დად. ყვე­ლა ეს სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც თით­ქოს­და მისი ბა­რა­თით ვი­ყი­დე, მან თვი­თონ მი­ყი­და, - ამ­ბობ­და რე­ნა­ტა.

თუმ­ცა 20 მარტს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ზე რე­ნა­ტამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­ის­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის დროს მისი სა­ხე­ლით შე­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი ორი საკ­რე­დი­ტო ვი­პ­ბა­რა­თის და­სამ­ზა­დებ­ლად - სა­კუ­თა­რი თავი მე­ო­რე მომ­ხმა­რებ­ლად ჩა­წე­რა.

2011 წლი­დან 2012 წლის იან­ვრამ­დე შამ­რა­კო­ვა საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს იყე­ნებ­და თა­ვი­სი პი­რა­დი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის, სა­მოგ­ზა­უ­როდ არუ­ბუ­ში, კა­ნა­და­ში, ინ­დო­ეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში, ასე­ვე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავე­ჯი­სა და სამ­კა­უ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად. ბან­კი­დან მო­სულ ან­გა­რი­შებს მდი­ვა­ნი ასე­ვე ანა­ზღა­უ­რებ­და ტოდ მა­ის­ტე­რის სახ­სრე­ბი­დან, ისე, რომ მა­ის­ტე­რი აზ­რზე არ იყო.

შამ­რა­კო­ვა 2012 წლის იან­ვრის ბო­ლოს და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მალე პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ხუთ დღე­ში ისევ და­ი­ჭი­რეს - ამ­ჯე­რად ნივთმტკი­ცე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბი­სას, ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში მყოფ­მა რე­ნა­ტამ მე­გობ­რებს სთხო­ვა, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და ფი­ნან­სუ­რი სა­ბუ­თე­ბი და­ე­მა­ლათ. უკ­რა­ი­ნე­ლის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იქ ქა­ღალ­დე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო მან­ქა­ნა დახ­ვდათ.

ზა­რა­ლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 821 ათა­სი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბით, შამ­რა­კო­ვა ვალ­დე­ბუ­ლია, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ნა­ზღა­უ­როს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა. ამ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შამ­რა­კო­ვა 1 წლით ცი­ხე­ში ჩაჯ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა

უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა

პერის ჰილტონის დის ყოფილმა მდივანმა, რენატა შამრაკოვამ სასამართლოში აღიარა, რომ თითქმის 1 მლნ დოლარი მოიპარა, თუმცა აშშ-ში ციხეს ასცდა და ზარალის ანაზღაურების პირობა დადო.

უკრაინელი ემიგრანტი რენატა შამრაკოვა ერთწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ გამოტყდა, რომ მართლაც გაძარცვა სასტუმროების ქსელის მეპატრონის ცნობილი მემკვიდრე. შამრაკოვა პერის ჰილტონის დის, ნიკი ჰილტონის ყოფილ ქმართან - ტოდ მაისტერთან პირად მდივნად მუშაობდა. რენატამ მოტყუების გზით გამოსძალა თავის უფროსს დაახლოებით 1 მლნ დოლარამდე ოდენობის თანხა.

ადრე, წინა პროცესების დროს, შამრაკოვა დაჟინებით იმეორებდა, რომ მაისტერის ანგარიშებიდან დაკარგული თანხა მას საჩუქრად გადასცეს. 28 წლის გოგონა იმასაც ამტკიცებდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ ცოლიანი ტოდის საყვარელი იყო.

-  მე არ დამიხარჯავს ეს ფული და აზრზე არ ვარ, რა საკრედიტო ბარათზეა ლაპარაკი! მისტერ მაისტერი აქტიურად მეარშიყებოდა, თუმცა როდესაც თანაგრძნობით არ ვუპასუხე, გადაწყვიტა, შური იძიოს. ამიტომაც გამომაცხადა ქურდად. ყველა ეს საჩუქარი, რომელიც თითქოსდა მისი ბარათით ვიყიდე, მან თვითონ მიყიდა, - ამბობდა რენატა.

თუმცა 20 მარტს გამართულ სასამართლოზე რენატამ დაადასტურა, რომ მაისტერთან მუშაობის დროს მისი სახელით შეიტანა საბუთები ორი საკრედიტო ვიპბარათის დასამზადებლად - საკუთარი თავი მეორე მომხმარებლად ჩაწერა.

2011 წლიდან 2012 წლის იანვრამდე შამრაკოვა საკრედიტო ბარათებს იყენებდა თავისი პირადი საყიდლებისთვის, სამოგზაუროდ არუბუში, კანადაში, ინდოეთში, იტალიასა და საფრანგეთში, ასევე ძვირად ღირებული ავეჯისა და სამკაულების შესაძენად. ბანკიდან მოსულ ანგარიშებს მდივანი ასევე ანაზღაურებდა ტოდ მაისტერის სახსრებიდან, ისე, რომ მაისტერი აზრზე არ იყო.

შამრაკოვა 2012 წლის იანვრის ბოლოს დააპატიმრეს, თუმცა მალე პირობით გაათავისუფლეს. ხუთ დღეში ისევ დაიჭირეს - ამჯერად ნივთმტკიცებების განადგურების მცდელობის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, პირველი დაპატიმრებისას, ჯერ კიდევ ციხეში მყოფმა რენატამ მეგობრებს სთხოვა, ძვირფასეულობა და ფინანსური საბუთები დაემალათ. უკრაინელის აპარტამენტებში მისულ სამართალდამცველებს იქ ქაღალდების სალიკვიდაციო მანქანა დახვდათ.

ზარალის საერთო რაოდენობამ 821 ათასი დოლარი შეადგინა. სასამართლოს დადგენილებით, შამრაკოვა ვალდებულია, ორი წლის განმავლობაში აუნაზღაუროს დაზარალებულ მხარეს დახარჯული თანხა. ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში შამრაკოვა 1 წლით ციხეში ჩაჯდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება