მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა
მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა

მომ­ღე­რალ მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. ცდი­ლობს, ყვე­ლა სა­სი­ა­მოვ­ნო წუთი ფირ­ზე აღ­ბეჭ­დოს, მის ცხოვ­რე­ბა­ში კი ასე­თი ბევ­რი წუთი ყო­ფი­ლა. მომ­ღე­რა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­ლი­სით "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.

- მა­რი­კო, შენს ფო­ტო­ალ­ბომს გა­დავ­ხე­დოთ. რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი?

- რო­გორც დედა მე­უბ­ნე­ბა, - პა­ტა­რა­ო­ბი­სას ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი და ამით თა­ვის მო­წო­ნე­ბა. საკ­მა­ოდ ხა­ლი­სი­ა­ნი, მოძ­რა­ვი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ბავ­შვი გახ­ლდით. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რის გა­მოც დე­დას ვაწ­ვა­ლებ­დი, ჭამა გახ­ლდათ, ახლა კი პი­რი­ქი­თაა - გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვა­ზე უარს ვერ ვამ­ბობ. ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ეს სუ­რა­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. აქ დათვთან ერ­თად ვარ. ეტყო­ბა, მა­შინ უში­შა­რი ვი­ყა­ვი, თო­რემ რა და­მა­ყე­ნებ­და ამ ბაჯგვლი­ან დათვთან ასე ახ­ლოს?!.

- პრან­ჭია თუ იყა­ვი?

- ნამ­დვი­ლად, პრან­ჭი­კე­ლა ვი­ყა­ვი. აი, იმ დღეს, როცა ამ ფო­ტოს მი­ღებ­დნენ და სა­დაც ორი მა­რი­კოა აღ­ბეჭ­დი­ლი, ფო­ტოგ­რა­ფი ძა­ლი­ან დავ­ღა­ლე. ჰოდა, ბო­ლოს ასე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი ფოტო გა­მი­კე­თა და მი­თხრა: აი, ეს შენ და თავი და­მა­ნე­ბეო! ამ სუ­რა­თის ნახ­ვი­სას ბევ­რს უკი­თხავს, - ტყუ­პის­ცა­ლი გყავ­სო?.. ისე, ჩემი პრან­ჭი­კე­ლო­ბა მხო­ლოდ მა­ნე­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, თო­რემ ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ცე­ო­დი იმ ბავ­შვე­ბი­ვით, რომ­ლე­ბიც დე­დის კოს­მე­ტი­კას იყე­ნე­ბენ და აფუ­ჭე­ბენ. თუმ­ცა, ერთ-ერთ სუ­რათ­ში კარ­გად ჩანს, რომ მა­კი­ა­ჟი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მო­რაგ­ბე ბი­ჭთან ერ­თად ვცეკ­ვავ. მახ­სოვს, ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით, ეს ბიჭი მო­მე­წო­ნა და მის გამო მა­კი­ა­ჟიც გა­ვი­კე­თე. ამ სუ­რათს რომ ვუ­ყუ­რებ, მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა, - ნე­ტავ, ვინ გა­მი­კე­თა მა­კი­ა­ჟი-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს ვე­რა­ვინ გა­იხ­სე­ნა (იცი­ნის).

- ახლა მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- მა­კი­აჟს მხო­ლოდ სცე­ნა­ზე გას­ვლის დროს ვი­კე­თებ. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ო­ბა მირ­ჩევ­ნია... მიყ­ვარს ზღვა­ზე, მზის ქვეშ წოლა და ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა. როცა გა­რუ­ჯუ­ლი ვარ, მა­კი­აჟს სა­ერ­თოდ არ ვი­კე­თებ.

- ეს დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- ჩემი და ჩემ­ზე 13 წლით უფ­რო­სია. ვი­ნა­ი­დან დედა მუ­შა­ობ­და, ჩემს დას უწევ­და ჩემი ბაღ­ში მიყ­ვა­ნა და გა­მოყ­ვა­ნა. მოკ­ლედ, ის ჩემ­თვის დე­და­სა­ვით არის.

მახ­სოვს, მას და მის მე­გობ­რებს სულ უკან დავ­დევ­დი... თურ­მე, იმ დღეს, როცა მე უნდა დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, ჩემი დის კლა­სე­ლე­ბი სამ­შო­ბი­ა­როს­თან მო­სუ­ლან და "დედა", "დე­დას" გა­ი­ძა­ხოდ­ნენ. ექი­მე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლან და უკი­თხვათ: ესე­ნი თქვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ა­ნო?..

- აქ კი დე­დას­თან ერ­თად ხარ აღ­ბეჭ­დი­ლი...

- ასეა. დედა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, მას­ზე დღემ­დე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვარ. ის არის იმ ყვე­ლაფ­რის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, რაც დღემ­დე გა­მი­კე­თე­ბია ან უნდა გა­ვა­კე­თო. ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას, მამ­ხნე­ვებს და სტი­მულს მაძ­ლევს.

- ეტყო­ბა, გა­რეგ­ნუ­ლად მა­მას ჰგავ­ხარ...

- დიახ, მა­მას ვგა­ვარ! სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი არ მაქვს. დედა და მამა გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ეს ჩემ­თვის ტრა­გე­დია არ არის. მა­მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- ეს კი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- ეს ფოტო და­ახ­ლო­ე­ბით, მე­ხუ­თე კლას­ში ყოფ­ნის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ ზე­ი­მის­თვის ცეკ­ვე­ბი ბავ­შვებ­მა მო­ვამ­ზა­დეთ და ტა­ნი­სა­მო­სიც თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ. სკო­ლა­ში გა­მარ­თულ თით­ქმის ყვე­ლა ზე­იმ­ზე მი­წევ­და სცე­ნა­ზე გას­ვლა, რად­გა­ნაც კარ­გად ვმღე­რო­დი.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნე­ბი იმიჯს რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლი­ან. სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში შენ თუ შე­ი­ტა­ნე კო­რექ­ტი­ვე­ბი?

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მსუ­ქა­ნი ვი­ყა­ვი და ჩემი ფორ­მე­ბის გამო, კომ­პლექ­სი მქონ­და. თუმ­ცა, მა­ინც ყვე­ლა­ნა­ირ სტი­ლის სა­მოსს ვირ­გებ­დი, სპორ­ტულ­სა და კლა­სი­კურს ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად ვუ­თავ­სებ­დი. "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს კი ვფიქ­რობ, ჩემი ჩაც­მის სტი­ლი უფრო მე­ტად და­იხ­ვე­წა. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტმა მი­მახ­ვედ­რა, რომ თურ­მე, ქა­ლის­თვის სხე­უ­ლის "სავ­სე" ფორ­მე­ბიც სა­ჭი­როა (იცი­ნის) და კომ­პლექ­სე­ბი გა­მიქ­რა. სა­ერ­თოდ, "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ამ" არა მარ­ტო ჩემს იმიჯ­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნი, უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ცვა­ლა. ადრე თმას გა­მუდ­მე­ბით ვიკ­რავ­დი, მაგ­რამ აკა­დე­მი­ა­ში გა­მაშ­ლე­ვი­ნეს. ჰოდა, ეს გაშ­ლი­ლი, ხვე­უ­ლი თმა ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და.

- თუმ­ცა, ამ სუ­რათ­ში თმა გას­წო­რე­ბუ­ლი გაქვს...

- მე მგო­ნი, ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა თმა გა­მის­წო­რეს. ბავ­შვო­ბა­ში ჩემი ხვე­უ­ლი თმა არ მომ­წონ­და და თმის და­ვარ­ცხნაც ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. სა­ერ­თოდ, ძნე­ლად გა­სას­წო­რე­ბე­ლი თმა მაქვს და იმის­თვის, რომ ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა მქო­ნო­და, ორი სტი­ლის­ტი ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­და. ვფიქ­რობ, სწო­რი თმა ასაკს მმა­ტებს.

- წო­ნას აკონ­ტრო­ლებ?

- კი, ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს გა­მუდ­მე­ბით ვებ­რძვი. ვცდი­ლობ, სა­ღა­მო­ო­ბით არ ვჭა­მო. რო­დე­საც სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ვალ­დე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბი, ლა­მა­ზად, მოხ­დე­ნი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე. მშურს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც წო­ნის პრობ­ლე­მა არ აქვს.

- მა­რი­კო, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გახ­დი...

- ასეა და მაგ პე­რი­ოდს ჩემი ცხოვ­რე­ბის "ოქ­როს ხა­ნას" ვე­ძა­ხი. ამ პრო­ექ­ტმა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე და წუთი მახ­სოვს. ამ პე­რი­ო­დის ბევ­რი ფოტო მაქვს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. აი, ეს ფოტო იმ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ანი სუ­ბე­ლი­ან­მა და ლე­ვან დო­ბა­ძიშ­ვილ­მა ტყემ­ლის სა­წებ­ლი­თა და მა­ი­ო­ნე­ზით წუ­წა­ო­ბა გა­და­წყვი­ტეს. ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებთ. იმ დღეს დაგ­ვსა­ჯეს და დამ­ლა­გე­ბე­ლი არ შე­მო­უშ­ვეს, ყვე­ლაფ­რის მო­წეს­რი­გე­ბა თა­ვად მოგ­ვიხ­და.

- სამ­კა­უ­ლე­ბი გიყ­ვარს?

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან მხო­ლოდ სა­მა­ჯურს და სა­ათს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. სა­ყუ­რე არ მიყ­ვარს და არც ყუ­რე­ბი მაქვს გახ­ვრე­ტი­ლი.

- ტა­ნია მა­რი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე რას გვე­ტყვი?

- "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს ბა­ტო­ნი ზაზა შენ­გე­ლია დაგვპირ­და, ტა­ნია მა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას მო­გი­წყობ­თო და და­ნა­პი­რე­ბი შეგ­ვის­რუ­ლა კი­დეც. იმ ზა­ფხულს ტა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ვი­და და მის კონ­ცერტს და­ვეს­წა­რით, შემ­დეგ კი მას­თან მას­ტერკლა­სი გა­ვი­ა­რეთ. ეს შეხ­ვედ­რა და­უ­ვი­წყა­რი და ენით აუ­წე­რე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო ჩემ­თვის. ერ­თსა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რის დროს მომ­ღე­რალ­მა უამ­რა­ვი რჩე­ვა მოგ­ვცა; გვი­თხრა: "სიმ­ღე­რის დროს რა­საც ორ­გა­ნიზ­მი და სხე­უ­ლი მოგ­თხოვთ, ის გა­ა­კე­თეთ, ტა­ნით გად­მო­ე­ცით სრულ­ყო­ფი­ლი ემო­ცი­აო". ძა­ლი­ან ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ეს დღე ერთ-ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად დარ­ჩა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა

მარიკო ებრალიძე: ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა

მომღერალ მარიკო ებრალიძეს სურათების გადაღება ძალიან უყვარს. ცდილობს, ყველა სასიამოვნო წუთი ფირზე აღბეჭდოს, მის ცხოვრებაში კი ასეთი ბევრი წუთი ყოფილა. მომღერალი განსაკუთრებული ხალისით "ვარსკვლავების აკადემიაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

- მარიკო, შენს ფოტოალბომს გადავხედოთ. როგორი ბავშვი იყავი?

- როგორც დედა მეუბნება, - პატარაობისას ძალიან მიყვარდა რუსულად ლაპარაკი და ამით თავის მოწონება. საკმაოდ ხალისიანი, მოძრავი და კომუნიკაბელური ბავშვი გახლდით. ერთადერთი პრობლემა, რის გამოც დედას ვაწვალებდი, ჭამა გახლდათ, ახლა კი პირიქითაა - გემრიელი კერძების მირთმევაზე უარს ვერ ვამბობ. ბავშვობის დროინდელი ეს სურათი ძალიან მიყვარს. აქ დათვთან ერთად ვარ. ეტყობა, მაშინ უშიშარი ვიყავი, თორემ რა დამაყენებდა ამ ბაჯგვლიან დათვთან ასე ახლოს?!.

- პრანჭია თუ იყავი?

- ნამდვილად, პრანჭიკელა ვიყავი. აი, იმ დღეს, როცა ამ ფოტოს მიღებდნენ და სადაც ორი მარიკოა აღბეჭდილი, ფოტოგრაფი ძალიან დავღალე. ჰოდა, ბოლოს ასეთი ორიგინალური ფოტო გამიკეთა და მითხრა: აი, ეს შენ და თავი დამანებეო! ამ სურათის ნახვისას ბევრს უკითხავს, - ტყუპისცალი გყავსო?.. ისე, ჩემი პრანჭიკელობა მხოლოდ მანერებით გამოიხატებოდა, თორემ ნამდვილად არ ვიქცეოდი იმ ბავშვებივით, რომლებიც დედის კოსმეტიკას იყენებენ და აფუჭებენ. თუმცა, ერთ-ერთ სურათში კარგად ჩანს, რომ მაკიაჟი მაქვს გაკეთებული და მორაგბე ბიჭთან ერთად ვცეკვავ. მახსოვს, ბაკურიანში ვიყავით, ეს ბიჭი მომეწონა და მის გამო მაკიაჟიც გავიკეთე. ამ სურათს რომ ვუყურებ, მიჩნდება კითხვა, - ნეტავ, ვინ გამიკეთა მაკიაჟი-მეთქი, მაგრამ ეს ვერავინ გაიხსენა (იცინის).

- ახლა მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- მაკიაჟს მხოლოდ სცენაზე გასვლის დროს ვიკეთებ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრიობა მირჩევნია... მიყვარს ზღვაზე, მზის ქვეშ წოლა და ნამზეურის მიღება. როცა გარუჯული ვარ, მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ.

- ეს დასთან ერთად გადაღებული ფოტოა, არა?

- ჩემი და ჩემზე 13 წლით უფროსია. ვინაიდან დედა მუშაობდა, ჩემს დას უწევდა ჩემი ბაღში მიყვანა და გამოყვანა. მოკლედ, ის ჩემთვის დედასავით არის.

მახსოვს, მას და მის მეგობრებს სულ უკან დავდევდი... თურმე, იმ დღეს, როცა მე უნდა დავბადებულიყავი, ჩემი დის კლასელები სამშობიაროსთან მოსულან და "დედა", "დედას" გაიძახოდნენ. ექიმები გაგიჟებულან და უკითხვათ: ესენი თქვენი შვილები არიანო?..

- აქ კი დედასთან ერთად ხარ აღბეჭდილი...

- ასეა. დედა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მასზე დღემდე მიჯაჭვული ვარ. ის არის იმ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, რაც დღემდე გამიკეთებია ან უნდა გავაკეთო. ყველაფერში გვერდით მიდგას, მამხნევებს და სტიმულს მაძლევს.

- ეტყობა, გარეგნულად მამას ჰგავხარ...

- დიახ, მამას ვგავარ! სამწუხაროდ, მასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი არ მაქვს. დედა და მამა გაშორებულები არიან. თუმცა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ არის. მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ეს კი სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტოა, არა?

- ეს ფოტო დაახლოებით, მეხუთე კლასში ყოფნის დროს არის გადაღებული. ამ ზეიმისთვის ცეკვები ბავშვებმა მოვამზადეთ და ტანისამოსიც თავად შევარჩიეთ. სკოლაში გამართულ თითქმის ყველა ზეიმზე მიწევდა სცენაზე გასვლა, რადგანაც კარგად ვმღეროდი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონები იმიჯს რადიკალურად იცვლიან. საკუთარ გარეგნობაში შენ თუ შეიტანე კორექტივები?

- სკოლის პერიოდში მსუქანი ვიყავი და ჩემი ფორმების გამო, კომპლექსი მქონდა. თუმცა, მაინც ყველანაირ სტილის სამოსს ვირგებდი, სპორტულსა და კლასიკურს ერთმანეთს მშვენივრად ვუთავსებდი. "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობის დროს კი ვფიქრობ, ჩემი ჩაცმის სტილი უფრო მეტად დაიხვეწა. სწორედ ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ თურმე, ქალისთვის სხეულის "სავსე" ფორმებიც საჭიროა (იცინის) და კომპლექსები გამიქრა. საერთოდ, "ვარსკვლავების აკადემიამ" არა მარტო ჩემს იმიჯზე იქონია გავლენა, არამედ როგორც ადამიანი, უკეთესობისკენ შემცვალა. ადრე თმას გამუდმებით ვიკრავდი, მაგრამ აკადემიაში გამაშლევინეს. ჰოდა, ეს გაშლილი, ხვეული თმა ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა.

- თუმცა, ამ სურათში თმა გასწორებული გაქვს...

- მე მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თმა გამისწორეს. ბავშვობაში ჩემი ხვეული თმა არ მომწონდა და თმის დავარცხნაც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. საერთოდ, ძნელად გასასწორებელი თმა მაქვს და იმისთვის, რომ ასეთი ვარცხნილობა მქონოდა, ორი სტილისტი ერთდროულად მუშაობდა. ვფიქრობ, სწორი თმა ასაკს მმატებს.

- წონას აკონტროლებ?

- კი, ზედმეტ კილოგრამებს გამუდმებით ვებრძვი. ვცდილობ, საღამოობით არ ვჭამო. როდესაც სცენაზე დგახარ, ვალდებული ბრძანდები, ლამაზად, მოხდენილად გამოიყურებოდე. მშურს იმ ადამიანების, ვისაც წონის პრობლემა არ აქვს.

- მარიკო, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობისას გახდი...

- ასეა და მაგ პერიოდს ჩემი ცხოვრების "ოქროს ხანას" ვეძახი. ამ პროექტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იქ გატარებული ყოველი დღე და წუთი მახსოვს. ამ პერიოდის ბევრი ფოტო მაქვს და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. აი, ეს ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა ანი სუბელიანმა და ლევან დობაძიშვილმა ტყემლის საწებლითა და მაიონეზით წუწაობა გადაწყვიტეს. ჩვენ ამ ყველაფერს გაოცებულები ვუყურებთ. იმ დღეს დაგვსაჯეს და დამლაგებელი არ შემოუშვეს, ყველაფრის მოწესრიგება თავად მოგვიხდა.

- სამკაულები გიყვარს?

- აქსესუარებიდან მხოლოდ სამაჯურს და საათს ვანიჭებ უპირატესობას. საყურე არ მიყვარს და არც ყურები მაქვს გახვრეტილი.

- ტანია მარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რას გვეტყვი?

- "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობის დროს ბატონი ზაზა შენგელია დაგვპირდა, ტანია მარიასთან შეხვედრას მოგიწყობთო და დანაპირები შეგვისრულა კიდეც. იმ ზაფხულს ტანია საქართველოში გამართულ ჯაზფესტივალზე ჩამოვიდა და მის კონცერტს დავესწარით, შემდეგ კი მასთან მასტერკლასი გავიარეთ. ეს შეხვედრა დაუვიწყარი და ენით აუწერელი სიამოვნება იყო ჩემთვის. ერთსაათიანი შეხვედრის დროს მომღერალმა უამრავი რჩევა მოგვცა; გვითხრა: "სიმღერის დროს რასაც ორგანიზმი და სხეული მოგთხოვთ, ის გააკეთეთ, ტანით გადმოეცით სრულყოფილი ემოციაო". ძალიან ლაღი, თავისუფალი და ემოციური ადამიანია. ეს დღე ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩა ჩემს ცხოვრებაში.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება