მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს
რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს

9 შვი­ლის დედა მე­ა­თე შვილ­ზე ოც­ნე­ბობს. ირმა რუ­სი­ტაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 17 წლის იყო, რო­დე­საც გა­თხოვ­და. სა­სი­ა­მოვ­ნო, ბედ­ნი­ერ დღე­ებ­თან ერ­თად, ტკი­ვი­ლი­ა­ნი და სევ­დი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბიც გა­მო­ი­ა­რა. რო­გორც ამ­ბობს, ხში­რად ყო­ფი­ლა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, მაგ­რამ მო­მავ­ლის იმე­დი და ღვთის რწმე­ნა არას­დროს და­უ­კარ­გავს. პრობ­ლე­მა დღე­საც ბევ­რი აქვს, მაგ­რამ ამა­ყობს თა­ვი­სი ოჯა­ხით... ღვთის მად­ლი­ე­რია, რომ სა­უ­კე­თე­სო ქმარ-შვი­ლი არ­გუ­ნა. რუ­სი­ტაშ­ვი­ლებს ოჯა­ხის გა­საც­ნო­ბად, გლ­დან­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვეწ­ვიე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი შვი­ლე­ბი...

- უფ­რო­სი ბიჭი, ქარ­თლო­სი 27 წლის არის და არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობს, ახლა ავ­ღა­ნეთ­შია. 24 წლის ხა­თუ­ნა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი გახ­ლავთ. 22 წლის გი­ორ­გიც არ­მი­ა­შია. 19 წლის ვა­ლენ­ტი­ნა მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლეა: სკო­ლა­ში გვი­ან შე­ვიყ­ვა­ნე... 16 წლის მი­ხე­ი­ლი მო­ჭი­და­ვეა. 13 წლის როს­ტო­მი მსოფ­ლი­ოს რე­კორდსმე­ნია - სა­ათ­ში 6800 აზიდ­ვას აკე­თებს, ამე­რი­კელს მო­უხ­სნა რე­კორ­დი. შემ­დეგ მო­დი­ან: 11 წლის მა­რი­ა­მი, 7 წლის ალექ­სან­დრე, 4 წლის ნი­ნი­კო.

- ოჯა­ხი რო­გორ შექ­მე­ნით?

- დათო ბი­ძა­ჩე­მის მეჯ­ვა­რე იყო. ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად ქორ­წილ­ში ვნა­ხეთ. მა­ლე­ვე მთხო­ვა ხელი. რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით, ის 22 წლის იყო, მე - 17-ის. და­თოს რკი­ნიგ­ზის ტექ­ნი­კუ­მი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ოს­ტა­ტად მუ­შა­ობ­და. მე მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. პა­ტა­რა, მაგ­რამ მყუდ­რო, ლა­მა­ზი, თბი­ლი ოჯა­ხი მქონ­და. დი­ლით მე­უღ­ლეს სამ­სა­ხურ­ში გა­ვის­ტუმ­რებ­დი, მე კი ოჯახ­ში ვტრი­ა­ლებ­დი - ბავ­შვებს მივ­ხე­დავ­დი, კერძს მო­ვამ­ზა­დებ­დი და მე­უღ­ლეს ვე­ლო­დი.

- მერე რა შე­იც­ვა­ლა?

- მე­ხუ­თე შვი­ლი, მი­ხე­ი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, ფეხ­ზე რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ტერფს ვერ ად­გამ­და. გვი­თხრეს, რომ თუ ოპე­რა­ცი­ას არ გა­ვუ­კე­თებ­დით, სა­ერ­თოდ ვერ გა­ივ­ლი­და. 1997 წელი იდგა, ქვე­ყა­ნას უჭირ­და. ჩემს მე­უღ­ლეს სამ­სა­ხუ­რი უკვე აღარ ჰქონ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, ბინა გაგ­ვე­ყი­და. 5.000 დო­ლა­რად გავ­ყი­დეთ. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რა­ღაც თან­ხა კი დაგ­ვრჩა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მცი­რე იყო, რომ ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბა­საც ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით. აი, ასე აღ­მოვ­ჩნდით ნა­ქი­რა­ვებ­ში. იმის მერე სულ უკან-უკან წა­ვი­და ჩვე­ნი საქ­მე. უმუ­შე­ვარ ცოლ-ქმარს, 5 შვი­ლით ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და.

- მაგ­რამ კი­დევ გა­ა­ჩი­ნეთ მე­ექ­ვსე, მერე მეშ­ვი­დე...

- ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 9 შვი­ლის დედა გავ­ხდე­ბო­დი... ბავ­შვე­ბი რომ და­ი­ძი­ნე­ბენ და ოთახ­ში პირ­ჯვრის გა­და­სა­წე­რად შევ­დი­ვარ, ზოგ­ჯერ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი, ვფიქ­რობ, - ნუთუ ესე­ნი ყვე­ლა­ნი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან-მეთ­ქი?!. ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა. მე და ჩემი მე­უღ­ლე მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ, მო­ძღვა­რი გვყავს, ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვართ, მარ­ხვას მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ნა­ხავთ.

- პა­ტა­რა ალექ­სან­დრე და ნი­ნი­კოც?

- კი. სხვა რა გზა აქვთ - მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ოჯახ­ში მხო­ლოდ სა­მარ­ხვო კერ­ძი მზად­დე­ბა. დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვებს ყვე­ლა ერ­თად ვკი­თხუ­ლობთ. პა­ტა­რე­ბიც თა­ვის­და უნე­ბუ­რად ებ­მე­ბი­ან სა­ერ­თო ფერ­ხულ­ში.

- თქვენ­მა მე­უღ­ლემ სამ­სა­ხუ­რი რა­ტომ ვე­ღარ იშო­ვა?

- სა­დაც მი­ვი­და, ყველ­გან უთხრეს, რომ ად­გი­ლი არ ჰქონ­დათ, მისი სპე­ცი­ა­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა დღეს აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა.

- ბი­ჭე­ბი არ­მი­ა­ში იმი­ტომ წა­ვიდ­ნენ, რომ ოჯახს უჭირ­და თუ ეს მათი მო­წო­დე­ბაა?

- რო­გორ გი­თხრათ?.. მო­წო­დე­ბა ნამ­დვი­ლად აქვთ: სა­უ­კე­თე­სო, "სა­მა­ს­ქუ­ლი­ა­ნი" ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან, ნორ­მა­ტი­ვებს ყო­ველ­თვის კარ­გად აბა­რე­ბენ. ბავ­შვო­ბი­დან­ვე სპორ­ტით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. თუმ­ცა, კი­დევ სხვა პრობ­ლე­მაც არ­სე­ბობს. ახლა იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ გვაქვს, რომ შვი­ლებს თითო სა­წო­ლი და­ვუდ­გათ. ქარ­თლო­სი და გი­ორ­გი ფაქ­ტობ­რი­ვად, ჯარ­ში ცხოვ­რო­ბენ, შინ 2-3 თვე­ში ერთხელ მო­დი­ან. მო­უკ­ვდეთ დედა - რო­გორ მე­ნატ­რე­ბი­ან!.. სა­ღა­მოს ყვე­ლას რომ სძი­ნავს, ვუ­ყუ­რებ და ვნატ­რობ, ნე­ტავ, ჩემი ქარ­თლო­სი და გი­ორ­გიც ამათ­თან ერ­თად იყ­ვნენ-მეთ­ქი!

- ქარ­თლო­სი და გი­ორ­გი დიდი ხა­ნია, არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რო­ბენ?

- კი, ქარ­თლო­სი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გვაქვს გა­მოვ­ლი­ლი. მა­შინ მხო­ლოდ ქარ­თლო­სი მსა­ხუ­რობ­და არ­მი­ა­ში. ომი იმ დღის და­წყე­ბუ­ლი იყო, შინ რომ და­რე­კა და მოგ­ვი­კი­თხა. ლა­პა­რა­კი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, კავ­ში­რი რომ გა­წყდა. ექ­ვსი კოშ­მა­რუ­ლი დღე გა­და­ვი­ტა­ნე, არა­ფე­რი ვი­ცო­დით - სად ან რო­გორ იყო. მთე­ლი ოჯა­ხი დღე და ღამე ვლო­ცუ­ლობ­დით, უფალს ქარ­თლო­სის შინ მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბას შევ­თხოვ­დით. ერთ დი­ლით ფსალ­მუნს ვკი­თხუ­ლობ­დით და ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა გა­ის­მა. ყვე­ლა­ნი ყურ­მილს მივცვივ­დით და... ქარ­თლო­სი იყო. გვი­თხრა, რომ ცო­ცხა­ლი, საღ-სა­ლა­მა­თი იყო და შინ მალე დაბ­რუნ­დე­ბო­და. იმ დღეს გი­ორ­გიმ თქვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დო­და ჯარ­ში და რო­დე­საც ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­დე­ბო­და, ქარ­თლო­სის გვერ­დით იბ­რძო­ლებ­და.

- ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ, თა­ნახ­მა იყა­ვით, რომ მე­ო­რე შვი­ლიც ჯა­რის­კა­ცი გამ­ხდა­რი­ყო?

- კი. პა­თე­ტი­კუ­რად ნათ­ქვა­მი არ მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მე და ჩემს მე­უღ­ლეს სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ვფიქ­რობთ, რომ მის წი­ნა­შე ვალი ყვე­ლამ უნდა მო­ვი­ხა­დოთ. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ჩემი ყვე­ლა ვა­ჟიშ­ვი­ლი დად­გე­ბა სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვფიქ­რობთ, რომ სამ­შობ­ლო უპირ­ვე­ლე­სია და შვი­ლებ­საც ამ მრწამ­სით ვზრდით. ჩემი მე­უღ­ლე ცდი­ლობს, მათ­თვის მა­გა­ლი­თი იყოს. სი­გა­რეტს არ ეწე­ვა, სას­მელ­საც არ ეტა­ნე­ბა, ბი­ჭებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობს და ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის. შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, მაგ­რამ მარ­თლა სა­ა­მა­ყო შვი­ლე­ბი მყავს. უფ­რო­სი ბი­ჭე­ბი სა­უ­კე­თე­სო ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან, გო­გო­ნა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო მო­წა­ფე­ე­ბი არი­ან. შე­გიძ­ლი­ათ დარ­ე­კოთ 69-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და თა­ვად იკი­თხოთ ჩემი შვი­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ყო­ველ­დღე ათი­ა­ნე­ბი და ცხრი­ა­ნე­ბი მო­აქვთ; მა­რი­ა­მი ზოგ­ჯერ დღე­ში ორ ათი­ანს იღებს. ყვე­ლა­ნი კარ­გად სწავ­ლო­ბენ, თან სპორ­ტი­თაც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, როს­ტომ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. 7 წლის ალექ­სან­დრე 120 აზიდ­ვას აკე­თებს. სხვა­თა შო­რის, ქარ­თლო­სი 9 წლის იყო, მას­ზე "პირ­ველ­მა არ­ხმა" გა­და­ცე­მა რომ მო­ამ­ზა­და - პირ­და­პირ ეთერ­ში 3000 აზიდ­ვა გა­ა­კე­თა შე­უს­ვე­ნებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილს ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, დღეს შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია, ჭი­და­ობს, "შტან­გებს" ეწე­ვა... ბავ­შვებს შრო­მა­სა და წეს­რიგს ვაჩ­ვევ. რო­დე­საც სკო­ლი­დან ბრუნ­დე­ბი­ან, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და ვარ­ჯიშს ამ­თავ­რე­ბენ, მერე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. ვფიქ­რობ, ჩემი გო­გო­ნე­ბი კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი დად­გე­ბი­ან. მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ამ­დე­ნი ხალ­ხის სა­რე­ცხის და­რე­ცხვა­სა და სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას ვერ ავუ­ვი­დო­დი. გული რა­ტომ მწყდე­ბა, იცით? სა­ხელ­მწი­ფო არაფ­რად გვაგ­დებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლე­ბი ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი და მშივ­რე­ბი მყავ­დნენ, ღირ­სე­ულ, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოდ­ნავ მა­ინც რომ და­მეხ­მა­როს, ქვეყ­ნის­თვის ათას­ჯერ მე­ტის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებთ.

- მა­ინც რაში უნდა და­გეხ­მა­როთ?

- როს­ტომ­მა 15 მეთ­ვალ­ყუ­რის წი­ნა­შე და­ამ­ყა­რა რე­კორ­დი. ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მაც გა­და­ი­ღეს. გვინ­დო­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მის­ცე­მო­და და ბავ­შვი გი­ნე­სის წიგნ­ში შე­ეყ­ვა­ნათ. ამ თხოვ­ნით როს­ტომ­მა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს წე­რი­ლიც მის­წე­რა, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ, პა­სუ­ხიც კი არა­ვინ გვა­ღირ­სა. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყოფ­თა სი­ი­დან რომ ამოგ­ვი­ღეს, 220-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა შეგ­ვი­წყვი­ტეს და 9 სული მხო­ლოდ 150 ლა­რის ანა­ბა­რად დაგვტო­ვეს.

- 150 ლარს რის­თვის გაძ­ლე­ვენ?

- მე­რია, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას, თი­თო­ე­ულ არას­რულ­წლო­ვან­ზე 25 ლარს მაძ­ლევს.

- სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყოფ­თა სი­ი­დან იმი­ტომ ხომ არ ამო­გი­ღეს, რომ თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რო­ბენ?

- არა, ეს არ ყო­ფი­ლა მი­ზე­ზი. ბი­ჭე­ბი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, არ­მი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და შინ 2-3 თვე­ში ერთხელ მო­დი­ან. ერ­თმა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ სა­ჩუქ­რად, სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, ტე­ლე­ვი­ზო­რი და მა­ცი­ვა­რი მო­მი­ტა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, რომ ჩემს ან­გა­რიშ­ზე 5.000 ლარი და­ი­რი­ცხა. მა­შინ­ვე დავ­წე­რე მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და დახ­მა­რე­ბა უსა­მარ­თლოდ მო­მიხ­სნეს. მი­თხრეს, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ­თო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის არა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი ყოფა შე­და­რე­ბით ასა­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და, სა­კუ­თა­რი ბინა რომ გვქონ­დეს და ქი­რას არ ვიხ­დი­დეთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სულ გვპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ რა­ღაც თავ­შე­სა­ფარს გა­მოგ­ვი­ნა­ხავ­დნენ, მაგ­რამ "მე­დღეხ­ვა­ლი­ო­ბა­ში" წლე­ბი გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნეს.

- კომ­პა­ნი­ის სა­ჩუქ­რე­ბი რა­ტომ გა­ყი­დეთ?

- იმი­ტომ, რომ ბავ­შვე­ბი მშივ­რე­ბი და შიშ­ვლე­ბი მყავ­დნენ და ბი­ნის ქირა 300 ლარი მქონ­და გა­და­სახ­დე­ლი..

- უფ­რო­სი შვი­ლე­ბი არ გეხ­მა­რე­ბი­ან?

- ქარ­თლოს­მა პირ­ვე­ლი­ვე ხელ­ფა­სით ფქვი­ლი, კარ­ტო­ფი­ლი და მა­კა­რო­ნი გვი­ყი­და. ცდი­ლო­ბენ, დაგ­ვეხ­მა­რონ, მაგ­რამ ორი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა ასა­წყო­ბი აქვთ და იქით სჭირ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა, 9 სულს რო­გორ არ­ჩენს?! კი­დევ კარ­გი, რომ ღვთის მად­ლით, ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბი გვყავს და ექი­მებ­ში არ გვი­წევს ფუ­ლის ხარ­ჯვა, თო­რემ რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და, არ ვიცი. ახლა ერთი რა­მის იმე­დი მაქვს: გა­ვი­გე, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი შე­იქ­მნა. იქ­ნებ ახლა მა­ინც გა­ვახ­სენ­დეთ ვინ­მეს და თავ­შე­საფ­რის პრობ­ლე­მა მა­ინც მოგ­ვიგ­ვა­რონ.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს

რაზე ოცნებობს 9 შვილის დედა და რისთვის ზრდის ის შვილებს

9 შვილის დედა მეათე შვილზე ოცნებობს. ირმა რუსიტაშვილი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. სასიამოვნო, ბედნიერ დღეებთან ერთად, ტკივილიანი და სევდიანი პერიოდებიც გამოიარა. როგორც ამბობს, ხშირად ყოფილა სასოწარკვეთილი, მაგრამ მომავლის იმედი და ღვთის რწმენა არასდროს დაუკარგავს. პრობლემა დღესაც ბევრი აქვს, მაგრამ ამაყობს თავისი ოჯახით... ღვთის მადლიერია, რომ საუკეთესო ქმარ-შვილი არგუნა. რუსიტაშვილებს ოჯახის გასაცნობად, გლდანში ნაქირავებ ბინაში ვეწვიე.

- ქალბატონო ირმა, გაგვაცანით თქვენი შვილები...

- უფროსი ბიჭი, ქართლოსი 27 წლის არის და არმიაში მსახურობს, ახლა ავღანეთშია. 24 წლის ხათუნა სასულიერო აკადემიაში სწავლობს, მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავთ. 22 წლის გიორგიც არმიაშია. 19 წლის ვალენტინა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა: სკოლაში გვიან შევიყვანე... 16 წლის მიხეილი მოჭიდავეა. 13 წლის როსტომი მსოფლიოს რეკორდსმენია - საათში 6800 აზიდვას აკეთებს, ამერიკელს მოუხსნა რეკორდი. შემდეგ მოდიან: 11 წლის მარიამი, 7 წლის ალექსანდრე, 4 წლის ნინიკო.

- ოჯახი როგორ შექმენით?

- დათო ბიძაჩემის მეჯვარე იყო. ერთმანეთი პირველად ქორწილში ვნახეთ. მალევე მთხოვა ხელი. როდესაც დავქორწინდით, ის 22 წლის იყო, მე - 17-ის. დათოს რკინიგზის ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და ოსტატად მუშაობდა. მე მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს მიღებული. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. პატარა, მაგრამ მყუდრო, ლამაზი, თბილი ოჯახი მქონდა. დილით მეუღლეს სამსახურში გავისტუმრებდი, მე კი ოჯახში ვტრიალებდი - ბავშვებს მივხედავდი, კერძს მოვამზადებდი და მეუღლეს ველოდი.

- მერე რა შეიცვალა?

- მეხუთე შვილი, მიხეილი რომ შემეძინა, ფეხზე რაღაც პრობლემა ჰქონდა, ტერფს ვერ ადგამდა. გვითხრეს, რომ თუ ოპერაციას არ გავუკეთებდით, საერთოდ ვერ გაივლიდა. 1997 წელი იდგა, ქვეყანას უჭირდა. ჩემს მეუღლეს სამსახური უკვე აღარ ჰქონდა. იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა. 5.000 დოლარად გავყიდეთ. ოპერაციის შემდეგ რაღაც თანხა კი დაგვრჩა, მაგრამ იმდენად მცირე იყო, რომ ბინის დაგირავებასაც ვერ მოვახერხებდით. აი, ასე აღმოვჩნდით ნაქირავებში. იმის მერე სულ უკან-უკან წავიდა ჩვენი საქმე. უმუშევარ ცოლ-ქმარს, 5 შვილით ნაქირავებში ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა.

- მაგრამ კიდევ გააჩინეთ მეექვსე, მერე მეშვიდე...

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 9 შვილის დედა გავხდებოდი... ბავშვები რომ დაიძინებენ და ოთახში პირჯვრის გადასაწერად შევდივარ, ზოგჯერ გაოცებული ვაკვირდები, ვფიქრობ, - ნუთუ ესენი ყველანი ჩემი შვილები არიან-მეთქი?!. ყველაფერი ღვთის ნებაა. მე და ჩემი მეუღლე მორწმუნეები ვართ, მოძღვარი გვყავს, ეკლესიაში დავდივართ, მარხვას მთელი ოჯახი ვინახავთ.

- პატარა ალექსანდრე და ნინიკოც?

- კი. სხვა რა გზა აქვთ - მარხვის პერიოდში ოჯახში მხოლოდ სამარხვო კერძი მზადდება. დილა-საღამოს ლოცვებს ყველა ერთად ვკითხულობთ. პატარებიც თავისდა უნებურად ებმებიან საერთო ფერხულში.

- თქვენმა მეუღლემ სამსახური რატომ ვეღარ იშოვა?

- სადაც მივიდა, ყველგან უთხრეს, რომ ადგილი არ ჰქონდათ, მისი სპეციალობა და გამოცდილება დღეს აღარავის სჭირდება.

- ბიჭები არმიაში იმიტომ წავიდნენ, რომ ოჯახს უჭირდა თუ ეს მათი მოწოდებაა?

- როგორ გითხრათ?.. მოწოდება ნამდვილად აქვთ: საუკეთესო, "სამასქულიანი" ჯარისკაცები არიან, ნორმატივებს ყოველთვის კარგად აბარებენ. ბავშვობიდანვე სპორტით არიან დაკავებულნი. თუმცა, კიდევ სხვა პრობლემაც არსებობს. ახლა იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ შვილებს თითო საწოლი დავუდგათ. ქართლოსი და გიორგი ფაქტობრივად, ჯარში ცხოვრობენ, შინ 2-3 თვეში ერთხელ მოდიან. მოუკვდეთ დედა - როგორ მენატრებიან!.. საღამოს ყველას რომ სძინავს, ვუყურებ და ვნატრობ, ნეტავ, ჩემი ქართლოსი და გიორგიც ამათთან ერთად იყვნენ-მეთქი!

- ქართლოსი და გიორგი დიდი ხანია, არმიაში მსახურობენ?

- კი, ქართლოსი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. საშინელი დღეები გვაქვს გამოვლილი. მაშინ მხოლოდ ქართლოსი მსახურობდა არმიაში. ომი იმ დღის დაწყებული იყო, შინ რომ დარეკა და მოგვიკითხა. ლაპარაკი დამთავრებული არ ჰქონდა, კავშირი რომ გაწყდა. ექვსი კოშმარული დღე გადავიტანე, არაფერი ვიცოდით - სად ან როგორ იყო. მთელი ოჯახი დღე და ღამე ვლოცულობდით, უფალს ქართლოსის შინ მშვიდობიანად დაბრუნებას შევთხოვდით. ერთ დილით ფსალმუნს ვკითხულობდით და ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყველანი ყურმილს მივცვივდით და... ქართლოსი იყო. გვითხრა, რომ ცოცხალი, საღ-სალამათი იყო და შინ მალე დაბრუნდებოდა. იმ დღეს გიორგიმ თქვა, რომ აუცილებლად წავიდოდა ჯარში და როდესაც ქვეყანას დასჭირდებოდა, ქართლოსის გვერდით იბრძოლებდა.

- ამდენი ნერვიულობის შემდეგ, თანახმა იყავით, რომ მეორე შვილიც ჯარისკაცი გამხდარიყო?

- კი. პათეტიკურად ნათქვამი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს სამშობლო ძალიან გვიყვარს და ვფიქრობთ, რომ მის წინაშე ვალი ყველამ უნდა მოვიხადოთ. თუ საჭირო გახდება, ჩემი ყველა ვაჟიშვილი დადგება სამშობლოს სადარაჯოზე. მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობთ, რომ სამშობლო უპირველესია და შვილებსაც ამ მრწამსით ვზრდით. ჩემი მეუღლე ცდილობს, მათთვის მაგალითი იყოს. სიგარეტს არ ეწევა, სასმელსაც არ ეტანება, ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს და ეკლესიაში დადის. შედეგიც მივიღეთ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მართლა საამაყო შვილები მყავს. უფროსი ბიჭები საუკეთესო ჯარისკაცები არიან, გოგონა სასულიერო აკადემიაში სწავლობს, დანარჩენები კი ასევე საუკეთესო მოწაფეები არიან. შეგიძლიათ დარეკოთ 69-ე საჯარო სკოლაში და თავად იკითხოთ ჩემი შვილების ამბავი. ყოველდღე ათიანები და ცხრიანები მოაქვთ; მარიამი ზოგჯერ დღეში ორ ათიანს იღებს. ყველანი კარგად სწავლობენ, თან სპორტითაც არიან დაკავებულები, როსტომზე აღარაფერს ვამბობ. 7 წლის ალექსანდრე 120 აზიდვას აკეთებს. სხვათა შორის, ქართლოსი 9 წლის იყო, მასზე "პირველმა არხმა" გადაცემა რომ მოამზადა - პირდაპირ ეთერში 3000 აზიდვა გააკეთა შეუსვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილს ბავშვობაში ფეხზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, დღეს შესანიშნავ ფორმაშია, ჭიდაობს, "შტანგებს" ეწევა... ბავშვებს შრომასა და წესრიგს ვაჩვევ. როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან, გაკვეთილების მომზადებასა და ვარჯიშს ამთავრებენ, მერე საოჯახო საქმეებში მეხმარებიან. ვფიქრობ, ჩემი გოგონები კარგი დიასახლისები დადგებიან. მათი დახმარების გარეშე ამდენი ხალხის სარეცხის დარეცხვასა და სადილის მომზადებას ვერ ავუვიდოდი. გული რატომ მწყდება, იცით? სახელმწიფო არაფრად გვაგდებს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ნახევრად შიშვლები და მშივრები მყავდნენ, ღირსეულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებად ჩამოვაყალიბე. ხელისუფლება ოდნავ მაინც რომ დამეხმაროს, ქვეყნისთვის ათასჯერ მეტის გაკეთებას შევძლებთ.

- მაინც რაში უნდა დაგეხმაროთ?

- როსტომმა 15 მეთვალყურის წინაშე დაამყარა რეკორდი. ყველა აღფრთოვანებული დარჩა, ტელევიზიებმაც გადაიღეს. გვინდოდა, რომ ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მისცემოდა და ბავშვი გინესის წიგნში შეეყვანათ. ამ თხოვნით როსტომმა პრეზიდენტ სააკაშვილს წერილიც მისწერა, მაგრამ - უშედეგოდ, პასუხიც კი არავინ გვაღირსა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიიდან რომ ამოგვიღეს, 220-ლარიანი დახმარება შეგვიწყვიტეს და 9 სული მხოლოდ 150 ლარის ანაბარად დაგვტოვეს.

- 150 ლარს რისთვის გაძლევენ?

- მერია, როგორც მრავალშვილიან დედას, თითოეულ არასრულწლოვანზე 25 ლარს მაძლევს.

- სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიიდან იმიტომ ხომ არ ამოგიღეს, რომ თქვენი შვილები არმიაში მსახურობენ?

- არა, ეს არ ყოფილა მიზეზი. ბიჭები, როგორც უკვე გითხარით, არმიაში ცხოვრობენ და შინ 2-3 თვეში ერთხელ მოდიან. ერთმა კერძო კომპანიამ საჩუქრად, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და მაცივარი მომიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავყიდე, შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინება მომივიდა, რომ ჩემს ანგარიშზე 5.000 ლარი დაირიცხა. მაშინვე დავწერე მინისტრის სახელზე განცხადება, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და დახმარება უსამართლოდ მომიხსნეს. მითხრეს, ყველაფერს გავარკვევთო, მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი გაურკვევია. სოციალური დახმარების გარეშე ჩვენი ყოფა შედარებით ასატანი იქნებოდა, საკუთარი ბინა რომ გვქონდეს და ქირას არ ვიხდიდეთ. "ნაციონალები" სულ გვპირდებოდნენ, რომ რაღაც თავშესაფარს გამოგვინახავდნენ, მაგრამ "მედღეხვალიობაში" წლები გადაგვატანინეს.

- კომპანიის საჩუქრები რატომ გაყიდეთ?

- იმიტომ, რომ ბავშვები მშივრები და შიშვლები მყავდნენ და ბინის ქირა 300 ლარი მქონდა გადასახდელი..

- უფროსი შვილები არ გეხმარებიან?

- ქართლოსმა პირველივე ხელფასით ფქვილი, კარტოფილი და მაკარონი გვიყიდა. ცდილობენ, დაგვეხმარონ, მაგრამ ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებსაც ცხოვრება ასაწყობი აქვთ და იქით სჭირდებათ მშობლების გვერდში დგომა, 9 სულს როგორ არჩენს?! კიდევ კარგი, რომ ღვთის მადლით, ჯანმრთელი შვილები გვყავს და ექიმებში არ გვიწევს ფულის ხარჯვა, თორემ რა გვეშველებოდა, არ ვიცი. ახლა ერთი რამის იმედი მაქვს: გავიგე, რომ ახალი ხელისუფლების ინიციატივით, დემოგრაფიული განვითარების ფონდი შეიქმნა. იქნებ ახლა მაინც გავახსენდეთ ვინმეს და თავშესაფრის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"