პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"
ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"

"უწი­ნაც და ახ­ლაც, როცა განვვლე ჩემი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვუთ­ვალ­თვა­ლებ ჩემს ბავ­შვო­ბას, ბუ­ნე­ბას და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს. წარ­სუ­ლი ცო­ცხლობს, მეხ­მი­ა­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბის გზას მიჩ­ვე­ნებს, რო­გორც ბრძე­ნი აღ­მზრდე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს ისე ნათ­ლად, ისეთ მშვე­ნი­ერ ფე­რებ­ში ვხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი ეს ისე ჰგავს რე­ა­ლო­ბას, მგო­ნია, მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ხელს შე­ვა­ხებ გარ­და­სულ დღე­თა ხა­ტე­ბას, ისიც გულ­ში ჩა­მიკ­რავს, და­მი­ფა­რავს, გან­მა­რი­დებს ყო­ველ­გვარ ხი­ფათს, სიც­რუ­ეს, ღა­ლატს და ვიქ­ნე­ბით ასე, ერ­თად, უძ­ლე­ველ­ნი. ვაგ­ლახ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი, ფე­რა­დი სიზ­მა­რია მხო­ლოდ", - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი გახ­ლავთ...

- თბი­ლის­ში, ფი­როს­მან­ზე დე­ი­დას­თან ვცხოვ­რობ­დი, როცა ერთი კარ­გი გოგო და­ვი­ნა­ხე. იმ დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მაგ­რამ (იცი­ნის) ისე მოხ­და, რომ გულ­გრი­ლი არც გი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ მი­მართ. ნო­ემ­ბე­რი იყო. ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა, ზაურ ბოლ­ქვა­ძემ კა­ხეთ­ში სა­ქე­ი­ფოდ წას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა. გი­უ­ლის სა­ნა­ხა­ვად გა­ვუ­ა­რე. პალ­ტო­მოს­ხმუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, - დე­დამ პურ­ზე გამ­გზავ­ნა სად­გუ­რის მო­ე­დან­ზეო. ვა­კე­ში, სტუდ­ქა­ლაქ­ში წა­ვე­დით, პური აღა­რა­ვის გახ­სე­ნე­ბია. ზა­ურ­მა ხელი ჩა­იქ­ნია, შენ კა­ხეთ­ში წა­მომ­სვლე­ლი არ ხარო და მე და გი­უ­ლი ზა­ჰეს­ში, ბი­ძა­ჩემ­თან წა­ვე­დით. ასე შე­იქ­მნა ჩვე­ნი ოჯა­ხი. გი­უ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცეკ­ვავ­და, ამი­თაც მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. მისი სა­ხით დღემ­დე დიდი მე­გო­ბა­რი მყავს, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თად ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ. არ და­მი­ჯე­რებთ, მაგ­რამ დღემ­დე ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ. კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია. ერთხელ ვთქვი მა­მას­თან, სხვა­გან ქრის ჩემი გო­ნე­ბა-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, - "შენ­მან თა­ვი­სა ხეთ­ქა­მა­ნო" (იცი­ნის).

- შვი­ლე­ბიც გაგ­ვა­ცა­ნით...

- სამი შვი­ლი მყავს: ედი­შე­რი, კა­ხა­ბე­რი და ეკა. 4 შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და, მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნია. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და თა­ვის წო­ნა­ში, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლია. ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ გა­დი­ო­და, ვუ­თხა­რი, თუ წა­გე­ბას აპი­რებ, აქეთ გზის ბი­ლეთს ნუ აი­ღებ, იქვე დარ­ჩი-მეთ­ქი (იცი­ნის).

- მამა, შერ­მა­დინ ჭკუ­ა­სე­ლი, ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო. თქვე­ნი გზის არ­ჩე­ვა ამ ფაქ­ტის გავ­ლე­ნით მოხ­და?

- მამა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი გახ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, სა­დაც შე­ვი­და და პარ­ტი­უ­ლი ბი­ლე­თი და­ხია, მაგ­რამ ამას ვინ აპა­ტი­ებ­და?! და­სახ­ვრე­ტად დას­დევ­დნენ, მაგ­რამ გა­დარ­ჩა, რო­გორ­ღაც შეძ­ლო და ბა­თუმ­ში წა­ვი­და. დე­დაც იქ გა­იც­ნო. ბავ­შვო­ბა­ში ჩვენ­თან სტუმ­რად რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი მო­დი­ო­და ხოლ­მე. მისი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, შემსვამ­დნენ სკამ­ზე და მამ­ღე­რებ­დნენ. ბავ­შვებს ეს არ მოს­წონთ. რო­გორც ჩანს, მეც შემ­ჯავ­რდა სიმ­ღე­რა... 22 წლი­სამ ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა და­ვი­წყე. ერთ წე­ლი­წად­ში, ჩე­მით უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე... მა­მას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან სა­ხე­ლო­ვა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ბავ­შვის­თვის კი გა­რე­მოს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ხომ გახ­სოვთ ან­და­ზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვი­ლი ისე გა­მო­ნა­ხეო... ერთხელ, ბა­თუმ­ში, "ინ­ტუ­რის­ტის" წინ მე, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ჯან­სუღ კა­ხი­ძე და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი ვი­დე­ქით. იქვე ვატო, ჯან­სუღ კა­ხი­ძის შვი­ლი გა­მოჩ­ნდა. ჯა­ნოს სა­კუ­თა­რი თავი არ მოს­წონ­და, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ მას­ზე წარ­მო­სა­დე­გი კაცი არ მი­ნა­ხავს... გი­გამ ვა­ტო­ზე იკი­თხა: - ვინ არი­სო? ჯა­ნომ, - ჩემი შვი­ლი­აო. - ამას ჰქვია, ძმაო, - დედა ნახე, მამა არ ნახო, შვი­ლი ისე გა­მო­ნა­ხეო, - თქვა გი­გამ... რაც წა­მო­ვი­ზარ­დე, თით­ქმის სულ ჯან­სუღ კა­ხი­ძის გვერ­დით ვი­ყა­ვი. ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მთა­ვა­რი ის არის, რაც არ ის­წავ-ლება. მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა და­ღუპ­ვაა სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც და ხე­ლოვ­ნე­ბი­საც. შუბი ხალ­თა­ში არ და­ი­მა­ლე­ბა. ასე­ვეა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი, ედი­შე­რიც. მის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­მი­ძა­ლე­ბია და მის­წავ­ლე­ბია, მაგ­რამ დღეს უკვე ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რია.

- ალ­ბათ, თქვე­ნი ბავ­შვო­ბა ომის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა...

- დიახ. 1935 წელს და­ვი­ბა­დე. ომის და­წყე­ბა კარ­გად მახ­სოვს. ბავ­შვებს გვიკ­ვირ­და, უფ­რო­სე­ბი პირ­ქუ­შად რომ და­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა ომის პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­დუ­ხ­ჭი­რე არ გან­მიც­დია. დე­ი­და ბუ­ღალ­ტე­რი იყო, კარ­გი ხელ­ფა­სი ჰქონ­და და მე და ჩემს ძმას არა­ფე­რი მოგ­ვკლე­ბია... გუ­რი­ა­ში, სო­ფელ­ში ვსწავ­ლობ­დი. დღემ­დე, როცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, ან ხუმ­რო­ბას ვი­წყებ, ან ბავ­შვო­ბას ვიხ­სე­ნებ, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის უძ­ვირ­ფა­სე­სი ხანა იყო და იცით, რა­ტომ? - თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. მერ­ვე კლა­სი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ქა­ლაქ­ში გად­მოს­ვლი­სას ცოტა შე­ვი­ბო­ჭე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­მე­ზღუ­და. ახ­ლაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი სო­ფელ­ში. სო­ფელს სხვა სით­ბო აქვს...

- ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის გამო, სხვა საქ­მის­თვის თუ მო­გი­კი­დი­ათ ხელი?

- არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ მომ­ღე­რა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ხომ გულ­შიც არა­სო­დეს გა­მივ­ლია. არა­ვი­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს. ჩემი მე­გო­ბა­რი, ჯანო გი­ორ­გა­ძე ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" წევ­რი გახ­ლდათ. მის­გან შე­ვი­ტყვე, რომ 1976 წელს ან­სამ­ბლში კონ­კურ­სი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. შე­მო­მიჩ­ნდა, წა­მო­დი, ჯანო კა­ხი­ძემ შენ­ზე თქვა, კარ­გად მღე­რის და მო­ვი­დე­სო. ვე­რაფ­რით და­მი­თან­ხმა. მერე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე მო­მიყ­ვა­ნა, თუ არ წა­მოხ­ვალ, "შეგკრავთ" და ისე წა­გიყ­ვან­თო. "ერი­სი­ონს" იმ პე­რი­ოდ­ში გუ­რამ ბაქ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ახ­ლაც არ ვიცი, რა­ტომ, - კონ­კურ­სზე მი­სულ­მა ძა­ლი­ან ცუ­დად ვიმ­ღე­რე. გუ­რამს ჯანო გი­ორ­გა­ძის­თვის და­უ­რე­კავს, - ვიცი, მა­გის მო­ნა­ცე­მე­ბი და რა და­ე­მარ­თა? სი­ი­დან არ წავ­შლი, მე­ო­რე ტურ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­დე­სო. ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გან­ვა­ცხა­დე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ან­სამ­ბლში ვი­ყა­ვი ჩა­რი­ცხუ­ლი. მერე მე­გო­ბარ­მა, ნუგ­ზარ რუ­ხა­ძემ, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ქუ­თა­ი­სის ქა­ლაქკო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი გახ­ლდათ, მთხო­ვა, ქუ­თა­ის­ში ან­სამ­ბლი შე­მექ­მნა. უარი ვუ­თხა­რი. თავი რომ აღარ და­მა­ნე­ბა, წა­ვე­დი, მაგ­რამ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­წყვე, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და, ლა­მის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­ვე­დი... მივ­ხვდი, რომ ზოგ­ჯერ სურ­ვი­ლი არ არის საკ­მა­რი­სი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორ­ღაც, "ჩა­ვავ­ლე" ჩვე­ნი საქ­მის სპე­ცი­ფი­კას... 5 წლის შემ­დეგ ჩა­მა­ცივ­დნენ, თბი­ლის­ში, დიდ ან­სამ­ბლში გად­მო­დიო. არ მინ­დო­და აქ გად­მოს­ვლა, რად­გან ვი­ცო­დი, იმა­თი გაშ­ვე­ბა მო­მი­წევ­და, ვინც გვერ­დით მყავ­და. მაგ­რამ მა­შინ­დელ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ვა­ლე­რი ასა­თი­ან­მა წინ ბრძა­ნე­ბა და­მი­დო... რა­ღას ვი­ზამ­დი, გად­მო­ვე­დი... ცოლ-შვი­ლის რჩე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ზოგ­ჯერ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლას მა­ი­ძუ­ლებ­და, მაგ­რამ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ვერ­სად ვძლებ­დი, თუმ­ცა, არ მახ­სოვს, ცხოვ­რე­ბა­ში ერთი გაკ­ვე­თი­ლი გა­მეც­დი­ნოს ან და­მეგ­ვი­ა­ნე­ბი­ნოს...

- ალ­ბათ, ეს ერთ-ერთი მი­ზე­ზია "ერი­სი­ო­ნის" წარ­მა­ტე­ბი­სა...

- მსოფ­ლი­ო­ში არ გა­კე­თე­ბუ­ლა ფოლკ­ლო­რულ­ზე ორ­გან­ყო­ფი­ლე­ბი­ა­ნი შო­უპ­როგ­რა­მა პირ­ველ­წყა­როს უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თგუ­ლე­ბით. ეს ჩემი კი არა, ფოლკ­ლო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ ისიც არის, ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორ მი­აწ­ვდი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მსოფ­ლი­ოს... ამე­რი­კე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ჯიმ ლო უცებ გა­მოჩ­ნდა და ჩვენს შო­უ­ში დიდი ფული ჩადო, რის­თვი­საც მისი მად­ლი­ე­რი ვარ, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი წაგ­ვი­ყე­ნეს, რა­ზეც უარი ვთქვი. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, გო­გო­ნებს "გული" გა­მოს­ჩე­ნო­დათ. ეს არ გა­ვა­კე­თე... ქარ­თულ­მა ხალ­ხურ­მა სიმ­ღე­რამ "ოქ­როს დის­კი" მი­ი­ღო... "უნი­ვერ­სალ­მა" გა­ა­კე­თა მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის შერ­ჩე­ვა და "ერი­სი­ონ­თან" ერ­თად, მას­ში მა­რია კა­ლა­სის, კა­ბა­ლი­ეს, ფრე­დი მერ­კუ­რის, დო­მინ­გოს, პა­ვა­რო­ტის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ვი­და.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, სირ­თუ­ლე მეტი იყო თუ წარ­მა­ტე­ბა?

- ეკ­ლის გვირ­გვინს არ ვიდ­გამ, მაგ­რამ მარ­თლა ბევ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­და­ვი­ტა­ნე. 2003 წელს მორ­ფის შე­მო­ტა­ნა­საც კი და­უ­კავ­ში­რეს "ერი­სი­ო­ნის" სა­ხე­ლი. "შა­ტი­ლის ასუ­ლოს" ტექ­სტზე გახ­სოვთ, რა ამ­ბა­ვიც იყო ატე­ხი­ლი. ტექ­სტის ავ­ტო­რო­ბა სხვამ და­ი­ჩე­მა და ბო­ლოს, სა­ერ­თოდ შევ­ცვა­ლე. სა­სა­მარ­თლომ ის ადა­მი­ა­ნი გა­ა­მარ­თლა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და (ახლა გარ­და­იც­ვა­ლა), - 1963 წელს ტექ­სტი მე დავ­წე­რეო, არა­და, ამ სიმ­ღე­რას 1958 წელს უკვე ვმღე­რო­დი. ბევ­რი რამ მარ­ტომ ისე გა­და­ვი­ტა­ნე, რომ ან­სამ­ბლს არც გა­ვა­გე­ბი­ნე... გა­სუ­ლი წლის 15 დე­კემ­ბერს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სას­წა­უ­ლით გა­და­ვურ­ჩით. თვითმფრი­ნა­ვის კარ­ში ჰა­ე­რი შე­მო­დი­ო­და... ორ­სა­ათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თვითმფრი­ნავ­ში პა­ნი­კა იყო. ან­სამ­ბლთან ერ­თად, იქ ჩემი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორ­ღაც თავს ძალა და­ვა­ტა­ნე, შვი­ლიშ­ვილს მი­ვუ­ჯე­ქი და მშვი­დად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი... იქვე ორი ქალ­ბა­ტო­ნი შევ­ნიშ­ნე, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტურ სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებ­დნენ. როცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა და თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტში მშვი­დო­ბით და­ეშ­ვა, მათ ვუ­თხა­რი: ყო­ჩაღ, ასე­თი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რო­გორ შე­ძე­ლით-მეთ­ქი, - და იცით, რა მი­პა­სუ­ხეს? არ შე­იძ­ლე­ბო­და, ღმერ­თს "ერი­სი­ო­ნი" გა­ე­წი­რა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვი­თო...

- ამ­დე­ნი გუ­ლის­ტკე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ? თუნ­დაც იმის­თვის, რომ იქაც ეროვ­ნუ­ლი საქ­მე გე­კე­თე­ბი­ნათ.

- როცა კაცი სა­კუ­თარ ფეს­ვებს სწყდე­ბა, ეროვ­ნულს ვე­რა­ფერს შექ­მნის. გუ­რი­ა­ში რომ ჩავ­დი­ვარ, გუ­რულ სიმ­ღე­რას ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ვე­ღარ ვმღე­რი. იქი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლიც კი ჩემს ბუ­ნე­ბას ვკარ­გავ... მოკ­ლედ, ფაქ­ტი ერ­თია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ ვერ ვძლებ. მე­ლან­დე­ბა მე­გობ­რე­ბი, მა­მის საფ­ლა­ვი. ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი და ვი­ღა­ცის უზ­რდე­ლო­ბაც კი მომ­ნატ­რე­ბია. სამ­შობ­ლო ისე­თი უნდა გიყ­ვარ­დეს, რო­გო­რიც არის... ბოლო 12-13 წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვი­ღე­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ჩი­ნეთ­ში დარ­ბაზ­ში ტაშს თით­ქმის არ უკ­რა­ვენ, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ინ­გრა დარ­ბა­ზი... თუ ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა არ იარ­სე­ბებს, მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოც არ იქ­ნე­ბა. იუ­ნეს­კოს შე­ფა­სე­ბით, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა "მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის შე­დევ­რია"...

- რა­ღაც გულ­და­წყვე­ტი­ლი სა­უბ­რობთ...

- გული მწყდე­ბა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს ხე­ლე­წი­ფე­ბა, ნაკ­ლე­ბად აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რის მაქ­სი­მუმ 15 პრო­ცენ­ტი თუ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი... დღემ­დე, 1986 წელს შე­კე­რი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი გვაქვს. სხვა ქვეყ­ნის ხე­ლო­ვა­ნებს "ოქ­როს დის­კი" რომ ჰქონ­დეთ, მსოფ­ლი­ოს აიკ­ლებ­დნენ. ვე­რი­დე­ბი ამის თქმას, მაგ­რამ ჩემი ვა­ლია, გი­თხრათ: - ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მაქ­სი­მუმ 10-15 წე­ლი­წად­ში აღარ იარ­სე­ბებს! აღარ იქ­ნე­ბა იმ სა­ხით, რო­გო­რიც მსოფ­ლი­ოს მოს­წონს. ბევ­რი კარ­გი ან­სამ­ბლია, მაგ­რამ ისი­ნი "თბი­ლი­სურ ხალ­ხურს" მღე­რი­ან. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ზღვა კოვ­ზით ილე­ვა. აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი იმ შე­დეგს არ იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც მისი გან­ვი­თა­რე­ბის, სტი­ლი­სა და მა­ნე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. თითო რა­ი­ონ­ში 4-5 კა­ცია ისე­თი, ვინც ამ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებს. რა მოხ­დე­ბა, მათ ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ, რომ ოჯა­ხის რჩე­ნა შეძ­ლონ?! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­სე­ბობს კა­ზა­კე­ბის ფოლკ­ლო­რუ­ლი გუნ­დი, რომ­ლის წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა ოთხ-ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია... სტრა­ვინ­სკიმ ბრძა­ნა: "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა (კერ­ძოდ, გუ­რუ­ლი პო­ლი­ფო­ნია) ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სიმ­ღე­რაა".

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, გვერდს ვერ ავუვ­ლით ბოლო დროს "ერი­სი­ონ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ შე­ფა­სე­ბებს. ვგუ­ლის­ხმობ ან­სამ­ბლის მიერ მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს...

- არა­ვინ იფიქ­როს, რომ თავს ვი­მარ­თლებ: იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ ას­ჯერ და ათას­ჯერ, რაც აქამ­დე ვთქვი... სა­წყე­ნი ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ფაქ­ტზე ბევ­რად შორს მი­დის, - მა­ვან­მა ბრძო­ლა ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს გა­მო­უ­ცხა­და!..

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"

ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"

"უწინაც და ახლაც, როცა განვვლე ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მოცალეობის ჟამს თვალდახუჭული ვუთვალთვალებ ჩემს ბავშვობას, ბუნებას და ადამიანებს, რომელთაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. წარსული ცოცხლობს, მეხმიანება, ცხოვრების გზას მიჩვენებს, როგორც ბრძენი აღმზრდელი. ამ ყველაფერს ისე ნათლად, ისეთ მშვენიერ ფერებში ვხედავ, ყველაფერი ეს ისე ჰგავს რეალობას, მგონია, მივუახლოვდები, ხელს შევახებ გარდასულ დღეთა ხატებას, ისიც გულში ჩამიკრავს, დამიფარავს, განმარიდებს ყოველგვარ ხიფათს, სიცრუეს, ღალატს და ვიქნებით ასე, ერთად, უძლეველნი. ვაგლახ, რომ ეს ყველაფერი ლამაზი, ფერადი სიზმარია მხოლოდ", - ამ სიტყვების ავტორი ჯემალ ჭკუასელი გახლავთ...

- თბილისში, ფიროსმანზე დეიდასთან ვცხოვრობდი, როცა ერთი კარგი გოგო დავინახე. იმ დროს შეყვარებული მყავდა, მაგრამ (იცინის) ისე მოხდა, რომ გულგრილი არც გიული აღმოჩნდა ჩემ მიმართ. ნოემბერი იყო. ცნობილმა მომღერალმა, ზაურ ბოლქვაძემ კახეთში საქეიფოდ წასვლა შემომთავაზა. გიულის სანახავად გავუარე. პალტომოსხმული, გაბრაზებული გამოვიდა, - დედამ პურზე გამგზავნა სადგურის მოედანზეო. ვაკეში, სტუდქალაქში წავედით, პური აღარავის გახსენებია. ზაურმა ხელი ჩაიქნია, შენ კახეთში წამომსვლელი არ ხარო და მე და გიული ზაჰესში, ბიძაჩემთან წავედით. ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. გიული არაჩვეულებრივად ცეკვავდა, ამითაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. მისი სახით დღემდე დიდი მეგობარი მყავს, რაც ძალიან იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანია. ერთად ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. არ დამიჯერებთ, მაგრამ დღემდე ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ. კეთილდღეობისკენ მისწრაფება არასოდეს მქონია. ერთხელ ვთქვი მამასთან, სხვაგან ქრის ჩემი გონება-მეთქი და მიპასუხა, - "შენმან თავისა ხეთქამანო" (იცინის).

- შვილებიც გაგვაცანით...

- სამი შვილი მყავს: ედიშერი, კახაბერი და ეკა. 4 შვილთაშვილი მყავს. ჩემი შვილიშვილი, გიული ახლახან გათხოვდა, მისი მეუღლე ცნობილი მოჭიდავე, ვარლამ ლიპარტელიანია. ევროპის ჩემპიონი და თავის წონაში, მსოფლიოში პირველია. ჩემპიონატზე რომ გადიოდა, ვუთხარი, თუ წაგებას აპირებ, აქეთ გზის ბილეთს ნუ აიღებ, იქვე დარჩი-მეთქი (იცინის).

- მამა, შერმადინ ჭკუასელი, ცნობილი მომღერალი იყო. თქვენი გზის არჩევა ამ ფაქტის გავლენით მოხდა?

- მამა კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, მაგრამ მალევე მიხვდა, სადაც შევიდა და პარტიული ბილეთი დახია, მაგრამ ამას ვინ აპატიებდა?! დასახვრეტად დასდევდნენ, მაგრამ გადარჩა, როგორღაც შეძლო და ბათუმში წავიდა. დედაც იქ გაიცნო. ბავშვობაში ჩვენთან სტუმრად რაიკომის პირველი მდივანი მოდიოდა ხოლმე. მისი პატივისცემის ნიშნად, შემსვამდნენ სკამზე და მამღერებდნენ. ბავშვებს ეს არ მოსწონთ. როგორც ჩანს, მეც შემჯავრდა სიმღერა... 22 წლისამ ქართული ხალხური სიმღერის შესრულება დავიწყე. ერთ წელიწადში, ჩემით უამრავი რამ ვისწავლე... მამასთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სახელოვანი მომღერლები იკრიბებოდნენ, ბავშვისთვის კი გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხომ გახსოვთ ანდაზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო... ერთხელ, ბათუმში, "ინტურისტის" წინ მე, გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსუღ კახიძე და ჯანსუღ ჩარკვიანი ვიდექით. იქვე ვატო, ჯანსუღ კახიძის შვილი გამოჩნდა. ჯანოს საკუთარი თავი არ მოსწონდა, მაგრამ გეტყვით, რომ მასზე წარმოსადეგი კაცი არ მინახავს... გიგამ ვატოზე იკითხა: - ვინ არისო? ჯანომ, - ჩემი შვილიაო. - ამას ჰქვია, ძმაო, - დედა ნახე, მამა არ ნახო, შვილი ისე გამონახეო, - თქვა გიგამ... რაც წამოვიზარდე, თითქმის სულ ჯანსუღ კახიძის გვერდით ვიყავი. ხელოვნებაში მთავარი ის არის, რაც არ ისწავ-ლება. მიმბაძველობა დაღუპვაა საკუთარი თავისაც და ხელოვნებისაც. შუბი ხალთაში არ დაიმალება. ასევეა ჩემი უფროსი შვილი, ედიშერიც. მისთვის არასდროს არაფერი დამიძალებია და მისწავლებია, მაგრამ დღეს უკვე ანსამბლის მთავარი დირიჟორია.

- ალბათ, თქვენი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა...

- დიახ. 1935 წელს დავიბადე. ომის დაწყება კარგად მახსოვს. ბავშვებს გვიკვირდა, უფროსები პირქუშად რომ დადიოდნენ. თუმცა ომის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიდუხჭირე არ განმიცდია. დეიდა ბუღალტერი იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა და მე და ჩემს ძმას არაფერი მოგვკლებია... გურიაში, სოფელში ვსწავლობდი. დღემდე, როცა ძალიან მიჭირს, ან ხუმრობას ვიწყებ, ან ბავშვობას ვიხსენებ, ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ხანა იყო და იცით, რატომ? - თავისუფალი ვიყავი. მერვე კლასიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიმართლე გითხრათ, ქალაქში გადმოსვლისას ცოტა შევიბოჭე, თავისუფლება შემეზღუდა. ახლაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში. სოფელს სხვა სითბო აქვს...

- ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გართულების გამო, სხვა საქმისთვის თუ მოგიკიდიათ ხელი?

- არასდროს მიფიქრია, რომ მომღერალი ვყოფილიყავი. ანსამბლის ხელმძღვანელობა ხომ გულშიც არასოდეს გამივლია. არავითარი მუსიკალური განათლება არ მაქვს. ჩემი მეგობარი, ჯანო გიორგაძე ანსამბლ "ერისიონის" წევრი გახლდათ. მისგან შევიტყვე, რომ 1976 წელს ანსამბლში კონკურსი იყო გამოცხადებული. შემომიჩნდა, წამოდი, ჯანო კახიძემ შენზე თქვა, კარგად მღერის და მოვიდესო. ვერაფრით დამითანხმა. მერე მსოფლიოს ჩემპიონი, გურამ საღარაძე მომიყვანა, თუ არ წამოხვალ, "შეგკრავთ" და ისე წაგიყვანთო. "ერისიონს" იმ პერიოდში გურამ ბაქრაძე ხელმძღვანელობდა. ახლაც არ ვიცი, რატომ, - კონკურსზე მისულმა ძალიან ცუდად ვიმღერე. გურამს ჯანო გიორგაძისთვის დაურეკავს, - ვიცი, მაგის მონაცემები და რა დაემართა? სიიდან არ წავშლი, მეორე ტურზე აუცილებლად მოვიდესო. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. მოგვიანებით დამირეკეს და მითხრეს, რომ ანსამბლში ვიყავი ჩარიცხული. მერე მეგობარმა, ნუგზარ რუხაძემ, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი გახლდათ, მთხოვა, ქუთაისში ანსამბლი შემექმნა. უარი ვუთხარი. თავი რომ აღარ დამანება, წავედი, მაგრამ 3 თვის განმავლობაში იქ ვერაფერი გავაწყვე, არაფერი გამომივიდა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი... მივხვდი, რომ ზოგჯერ სურვილი არ არის საკმარისი... მოგვიანებით, როგორღაც, "ჩავავლე" ჩვენი საქმის სპეციფიკას... 5 წლის შემდეგ ჩამაცივდნენ, თბილისში, დიდ ანსამბლში გადმოდიო. არ მინდოდა აქ გადმოსვლა, რადგან ვიცოდი, იმათი გაშვება მომიწევდა, ვინც გვერდით მყავდა. მაგრამ მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ვალერი ასათიანმა წინ ბრძანება დამიდო... რაღას ვიზამდი, გადმოვედი... ცოლ-შვილის რჩენის ვალდებულება ზოგჯერ სხვადასხვა სამსახურში შესვლას მაიძულებდა, მაგრამ წელიწადზე მეტხანს ვერსად ვძლებდი, თუმცა, არ მახსოვს, ცხოვრებაში ერთი გაკვეთილი გამეცდინოს ან დამეგვიანებინოს...

- ალბათ, ეს ერთ-ერთი მიზეზია "ერისიონის" წარმატებისა...

- მსოფლიოში არ გაკეთებულა ფოლკლორულზე ორგანყოფილებიანი შოუპროგრამა პირველწყაროს უპრეცედენტო ერთგულებით. ეს ჩემი კი არა, ფოლკლორის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არის, ინფორმაციას როგორ მიაწვდი საზოგადოებას, მსოფლიოს... ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ ლო უცებ გამოჩნდა და ჩვენს შოუში დიდი ფული ჩადო, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ, მაგრამ მოგვიანებით გარკვეული მოთხოვნები წაგვიყენეს, რაზეც უარი ვთქვი. მაგალითად, გერმანელებმა მოითხოვეს, გოგონებს "გული" გამოსჩენოდათ. ეს არ გავაკეთე... ქართულმა ხალხურმა სიმღერამ "ოქროს დისკი" მიიღო... "უნივერსალმა" გააკეთა მსოფლიო ვარსკვლავების შერჩევა და "ერისიონთან" ერთად, მასში მარია კალასის, კაბალიეს, ფრედი მერკურის, დომინგოს, პავაროტის შესრულებული ნაწარმოებები შევიდა.

- თქვენი ცხოვრების გზაზე, ამ გადასახედიდან, სირთულე მეტი იყო თუ წარმატება?

- ეკლის გვირგვინს არ ვიდგამ, მაგრამ მართლა ბევრი საშინელება გადავიტანე. 2003 წელს მორფის შემოტანასაც კი დაუკავშირეს "ერისიონის" სახელი. "შატილის ასულოს" ტექსტზე გახსოვთ, რა ამბავიც იყო ატეხილი. ტექსტის ავტორობა სხვამ დაიჩემა და ბოლოს, საერთოდ შევცვალე. სასამართლომ ის ადამიანი გაამართლა, რომელიც ამბობდა (ახლა გარდაიცვალა), - 1963 წელს ტექსტი მე დავწერეო, არადა, ამ სიმღერას 1958 წელს უკვე ვმღეროდი. ბევრი რამ მარტომ ისე გადავიტანე, რომ ანსამბლს არც გავაგებინე... გასული წლის 15 დეკემბერს ავიაკატასტროფას სასწაულით გადავურჩით. თვითმფრინავის კარში ჰაერი შემოდიოდა... ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თვითმფრინავში პანიკა იყო. ანსამბლთან ერთად, იქ ჩემი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. როგორღაც თავს ძალა დავატანე, შვილიშვილს მივუჯექი და მშვიდად ველაპარაკებოდი... იქვე ორი ქალბატონი შევნიშნე, რომლებიც აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. როცა ყველაფერი კარგად დამთავრდა და თვითმფრინავი აეროპორტში მშვიდობით დაეშვა, მათ ვუთხარი: ყოჩაღ, ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება როგორ შეძელით-მეთქი, - და იცით, რა მიპასუხეს? არ შეიძლებოდა, ღმერთს "ერისიონი" გაეწირა, ამაში დარწმუნებულები ვიყავითო...

- ამდენი გულისტკენის მიუხედავად, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ? თუნდაც იმისთვის, რომ იქაც ეროვნული საქმე გეკეთებინათ.

- როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის. გურიაში რომ ჩავდივარ, გურულ სიმღერას ისე, როგორც საჭიროა, ვეღარ ვმღერი. იქიდან თბილისში ჩამოსულიც კი ჩემს ბუნებას ვკარგავ... მოკლედ, ფაქტი ერთია, საქართველოს გარეთ ვერ ვძლებ. მელანდება მეგობრები, მამის საფლავი. ქართული ლაპარაკი და ვიღაცის უზრდელობაც კი მომნატრებია. სამშობლო ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის... ბოლო 12-13 წელია, განსაკუთრებულად გვიღებენ საზღვარგარეთ. ჩინეთში დარბაზში ტაშს თითქმის არ უკრავენ, მაგრამ ჩვენი გამოსვლის შემდეგ დაინგრა დარბაზი... თუ ქართული ხალხური სიმღერა არ იარსებებს, მერწმუნეთ, საქართველოც არ იქნება. იუნესკოს შეფასებით, ქართული სიმღერა "მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრია"...

- რაღაც გულდაწყვეტილი საუბრობთ...

- გული მწყდება, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ხელეწიფება, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ქართულ ხალხურ სიმღერას. ჯერჯერობით ჩემი ჩანაფიქრის მაქსიმუმ 15 პროცენტი თუ მაქვს გაკეთებული... დღემდე, 1986 წელს შეკერილი კოსტიუმები გვაქვს. სხვა ქვეყნის ხელოვანებს "ოქროს დისკი" რომ ჰქონდეთ, მსოფლიოს აიკლებდნენ. ვერიდები ამის თქმას, მაგრამ ჩემი ვალია, გითხრათ: - ქართული ხალხური სიმღერა დღევანდელი მდგომარეობით, მაქსიმუმ 10-15 წელიწადში აღარ იარსებებს! აღარ იქნება იმ სახით, როგორიც მსოფლიოს მოსწონს. ბევრი კარგი ანსამბლია, მაგრამ ისინი "თბილისურ ხალხურს" მღერიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ზღვა კოვზით ილევა. აუდიო-ვიდეოჩანაწერები იმ შედეგს არ იძლევა, რომელიც მისი განვითარების, სტილისა და მანერის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. თითო რაიონში 4-5 კაცია ისეთი, ვინც ამ სიმღერებს ასრულებს. რა მოხდება, მათ ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ ოჯახის რჩენა შეძლონ?! წარმოიდგინეთ, არსებობს კაზაკების ფოლკლორული გუნდი, რომლის წლიური დაფინანსება ოთხ-ნახევარი მილიონი დოლარია... სტრავინსკიმ ბრძანა: "ქართული ხალხური სიმღერა (კერძოდ, გურული პოლიფონია) ყველა დროის ყველაზე თანამედროვე სიმღერაა".

- ბატონო ჯემალ, გვერდს ვერ ავუვლით ბოლო დროს "ერისიონთან" დაკავშირებულ შეფასებებს. ვგულისხმობ ანსამბლის მიერ მოსკოვში გამართულ კონცერტს...

- არავინ იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ: იმავეს გავიმეორებ ასჯერ და ათასჯერ, რაც აქამდე ვთქვი... საწყენი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტზე ბევრად შორს მიდის, - მავანმა ბრძოლა ყველაფერ ქართულს გამოუცხადა!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ