მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?
პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?

"მად­ლო­ბა უფალს, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ აფხა­ზებ­თან პი­რის­პირ სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა... კონ­კრე­ტულ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ორი­ვე მხა­რე მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი შეგ­ვიძ­ლია", - ასე უპა­სუ­ხა სო­ჭი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის გან­ცხა­დე­ბას - ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას­თან სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი დიდი ხა­ნია, და­კარ­გუ­ლია და აღარც აღ­დგე­ბაო...

ეს სი­ტყვე­ბი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა სოჭ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. შეხ­ვედ­რას ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მეს გარ­და, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ო­ნი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი ეს­წრე­ბო­და.

90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის შემ­დეგ, ეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვდა.

შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მე მოგ­ვი­თხრობს:

- ეს იყო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­დე­საც მე, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შევ­ხვდი. შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა ქარ­თულ მხა­რეს გვე­კუთ­ვნო­და, მაგ­რამ მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თა. გვინ­დო­და, სო­ხუმ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გვე­სა­უბ­რა, მაგ­რამ აფხა­ზურ­მა მხა­რემ ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია ამ­ჯო­ბი­ნა... ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, რად­გან პირ­ვე­ლად მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის აფხაზ პო­ლი­ტი­კოსს შევ­ხვედ­რო­დი. ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბო­და.

- შეხ­ვედ­რას აფხა­ზი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ ეს­წრე­ბო­და?

- არა და ამან ძალ­ზე გა­მაკ­ვირ­ვა. ალექ­სან­დრე ან­ქვაბს თან მეც­ნი­ე­რი ნუგ­ზარ და­მე­ნია ახ­ლდა, რო­მე­ლიც აფხა­ზუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია და ასე­ვე - ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი ღვინ­ჯი­ლია... ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე თბი­ლად, მაგ­რამ მო­ზო­მი­ლად სა­უბ­რობ­დნენ.

- რო­გორ შეგ­ხვდნენ თქვენ, რო­გორც აფხა­ზე­თის შვილ­სა და რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელს?

- რო­გორც ან­ქვა­ბი, ისე - მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი თბი­ლად შემ­ხვდნენ, ოღონდ მუდ­მი­ვად, ყვე­ლა თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ცდი­ლობ­დნენ, ზღვა­რი და­ეც­ვათ. უნ­დო­დათ, ჩვენ­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ ჩვენს გა­რე­შე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად გან­ვი­თარ­დნენ. რო­გორც ერთი მი­წის შვი­ლე­ბი კი არა, რო­გორც სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე გვე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. თით­ქოს ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი სუ­ლი­ე­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. ამან ძა­ლი­ან დამ­თრგუ­ნა... რო­დე­საც ეს შეხ­ვედ­რა იგეგ­მე­ბო­და, აფხა­ზურ­მა მხა­რემ მო­ი­თხო­ვა, ქარ­თუ­ლი მხრი­დან მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, დედა და და, ამ­ჟა­მა­დაც სო­ხუმ­ში ცხოვ­რო­ბენ. დედა მხო­ლოდ ზოგ­ჯერ, სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მომ­ყავს აქეთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისევ უკან ბრუნ­დე­ბა. ჩემი და ჯერ კი­დევ ომამ­დე, სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და და ახ­ლაც იქაა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მათ არას­დროს შეჰ­ქმნი­ათ რა­ი­მე საფრ­თხე და პრობ­ლე­მა...

ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა მი­თხრა: - თქვენ კარ­გად იც­ნობთ აფხა­ზი ხალ­ხის ბუ­ნე­ბას და გე­ცო­დი­ნე­ბათ, ჩვენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არ ვართ, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ერი ვართ. შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეთ, რომ 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დგომ, აფხა­ზებს ქარ­თვე­ლე­ბი გვე­ზი­ზღე­ბა, მაგ­რამ ასე არ არის. მე, რო­გორც ერთ რი­გით აფხაზ­სა და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვე­ყა­ნა იყოს, მაგ­რამ აფხა­ზე­ბი 2008 წლის ომის შემ­დეგ, რო­დე­საც აღი­ა­რე­ბა მი­ვი­ღეთ, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დით, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. ეს ეხე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, ისე ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­სო... მან რუ­სეთ­ზე სა­უბ­რი­სას სი­ტყვა "მფარ­ვე­ლის" ხსე­ნე­ბას თავი აა­რი­და და აღ­ნიშ­ნა, - "მე­გო­ბა­რი რუ­სე­თის" დახ­მა­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აღი­ა­რე­ბაც მო­ვი­პო­ვეთ და ქარ­თულ სივ­რცე­ში ვე­ღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის მისი სი­ტყვე­ბი, - ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუნ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მე ვიქ­ნე­ბი თუ სხვა ლი­დე­რი. ვინც უნდა იყოს და რო­გო­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი­თაც უნდა სარ­გებ­ლობ­დეს, აფხა­ზი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილ­საც კი არ აპა­ტი­ებ­სო...

- მე­უ­ფეო, ბო­ლოს, რო­დის იყა­ვით აფხა­ზეთ­ში?

- ჩემს საყ­ვა­რელ კუ­თხე­ში ბო­ლოს 2009 წელს ვი­ყა­ვი. ამ დრო­ის­თვის აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო. სერ­გეი ბა­ღაფ­ში სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სერ­გეი შამ­ბა დამ­ხვდა. ძა­ლი­ან თბი­ლად და გუ­ლის­ხმი­ე­რად მო­მი­კი­თხა. მა­შინ სო­ხუ­მი­სა და ბიჭ­ვინ­თის ტაძ­რებ­ში ვი­ყა­ვი, სან­თლე­ბი და­ვან­თე და ვი­ლო­ცე, ჩემი ქვე­ყა­ნა და ჩემი ხალ­ხი ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებს, ოსებ­სა და სხვა ერებს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მშვი­დო­ბი­ა­ნად ეცხოვ­რათ. ეს მათ, ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც ვუ­თხა­რი, რა­ზეც მხო­ლოდ თა­ვა­ზი­ა­ნად გა­მი­ღი­მეს...

- სო­ჭის შეხ­ვედ­რა­ზე იქ არ­სე­ბულ ქარ­თულ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­სა და მათ ბედ­ზე ისა­უბ­რეთ?

- არა, ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის თქმით, აფხა­ზი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცდი­ლობს, აფხა­ზურ­მა ეკ­ლე­სი­ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვოს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ვე­რე­ვით, მაგ­რამ მცდე­ლო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. ძნე­ლი იყო ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის... მათ ის დრო გა­მახ­სე­ნეს, როცა მწიფ­დე­ბო­და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტი. - იმ წლებ­ში ჩვენ, აფხა­ზი დე­პუ­ტა­ტე­ბი, იმას ვეხ­ვე­წე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რა­საც ახლა ისი­ნი გვთა­ვა­ზო­ბენ, - მი­თხრა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა.

- რას გუ­ლის­ხმობ­და?

- კონ­ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც აფხა­ზე­თის უფ­ლე­ბე­ბი კა­ნო­ნით იქ­ნე­ბო­და გან­სა­ზღვრუ­ლი, - მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა მა­შინ მას­ხრად აგ­ვიგ­დეს, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის კი, შე­გიძ­ლი­ათ, 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ პრე­სას გა­და­ავ­ლოთ თვა­ლი, სა­დაც ამ სა­კი­თხზე ბევ­რი იწე­რე­ბო­დაო...

- რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აფხაზ სამ­ღვდე­ლო­ე­ბას მო­უ­წო­და, ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას­თან კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ემოქ­მე­და. რას ნიშ­ნავს ეს გან­ცხა­დე­ბა?

- რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეხ­ვედ­რა­ზეც გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზურ­მა სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დის ავ­ლით არ უნდა იმოქ­მე­დოს. მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი არა­კა­ნო­ნი­კუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­აა. მხო­ლოდ სა­ბერ­ძნეთ­ში, კა­ნო­ნი­ე­რი პატ­რი­არ­ქის გარ­და, 3-4 სა­სუ­ლი­ე­რო პირი ცდი­ლობს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ჰქონ­დეს, მაგ­რამ ისი­ნი მსოფ­ლი­ოს 14 ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის სი­ა­ში არ შე­მო­დი­ან. შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა მარ­თლა აღი­ა­როს აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მაგ­რამ რუ­სეთს ან თუნ­დაც უკ­რა­ი­ნას, ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. მათ არც ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რო­გო­რიც არი­ან სერ­ბე­თი­სა და რუ­მი­ნე­თის სა­პატ­რი­არ­ქო­ე­ბი... ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სწო­რედ ახლა გა­ა­კე­თა რუ­სულ­მა მხა­რემ ეს გან­ცხა­დე­ბა. თუ ჩვენ სწო­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ, აფხა­ზე­ბის (და არა მხო­ლოდ აფხა­ზე­თის) და­საბ­რუ­ნებ­ლად გა­მო­სა­ვალ­საც ვი­პო­ვით.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?

პირველი შეხვედრა 20-წლიანი პაუზის შემდეგ - "სიყვარულის ნაპერწკალი" არსებობს?

"მადლობა უფალს, რომ ამდენი წლის შემდეგ აფხაზებთან პირისპირ საუბრის საშუალება მოგვეცა... კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მთავარია, ორივე მხარე მივხვდით, რომ ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია", - ასე უპასუხა სოჭიდან დაბრუნებულმა მეუფე სერაფიმემ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას - ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარც აღდგებაო...

ეს სიტყვები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს გარდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი და კიდევ რამდენიმე პირი ესწრებოდა.

90-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრა იყო, როდესაც აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ქართული ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

შემდგარი შეხვედრის დეტალებზე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე მოგვითხრობს:

- ეს იყო პირველი შეხვედრა, როდესაც მე, როგორც ქართული საპატრიარქოს წარმომადგენელი, აფხაზეთის ხელმძღვანელ პირებს შევხვდი. შეხვედრის ინიციატივა ქართულ მხარეს გვეკუთვნოდა, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა. გვინდოდა, სოხუმში ჩავსულიყავი და იქ გვესაუბრა, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ნეიტრალური ტერიტორია ამჯობინა... ძალიან ვღელავდი, რადგან პირველად მომეცა შესაძლებლობა, ასეთი მაღალი რანგის აფხაზ პოლიტიკოსს შევხვედროდი. ვიცოდი, რომ ძალიან ემოციური საუბარი გვექნებოდა.

- შეხვედრას აფხაზი სასულიერო პირი არ ესწრებოდა?

- არა და ამან ძალზე გამაკვირვა. ალექსანდრე ანქვაბს თან მეცნიერი ნუგზარ დამენია ახლდა, რომელიც აფხაზური სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელია და ასევე - ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორი, უფროსი მეცნიერი ღვინჯილია... ძალიან მომზადებულები იყვნენ, ქართულ კულტურაზე თბილად, მაგრამ მოზომილად საუბრობდნენ.

- როგორ შეგხვდნენ თქვენ, როგორც აფხაზეთის შვილსა და როგორც ქართული საპატრიარქოს წარმომადგენელს?

- როგორც ანქვაბი, ისე - მისი თანმხლები პირები თბილად შემხვდნენ, ოღონდ მუდმივად, ყველა თემაზე საუბრისას ცდილობდნენ, ზღვარი დაეცვათ. უნდოდათ, ჩვენთვის ეჩვენებინათ, რომ ჩვენს გარეშე საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივად განვითარდნენ. როგორც ერთი მიწის შვილები კი არა, როგორც სრულიად უცხო ადამიანები, ისე გველაპარაკებოდნენ. თითქოს ჩვენ შორის არანაირი სულიერი და ისტორიული კავშირი არასდროს ყოფილა. ამან ძალიან დამთრგუნა... როდესაც ეს შეხვედრა იგეგმებოდა, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა, ქართული მხრიდან მე ვყოფილიყავი, რადგან წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ჩემი ოჯახის წევრები, დედა და და, ამჟამადაც სოხუმში ცხოვრობენ. დედა მხოლოდ ზოგჯერ, სამკურნალოდ გადმომყავს აქეთ და რამდენიმე დღეში ისევ უკან ბრუნდება. ჩემი და ჯერ კიდევ ომამდე, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა და ახლაც იქაა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არასდროს შეჰქმნიათ რაიმე საფრთხე და პრობლემა...

ალექსანდრე ანქვაბმა მითხრა: - თქვენ კარგად იცნობთ აფხაზი ხალხის ბუნებას და გეცოდინებათ, ჩვენ აგრესიულები არ ვართ, პირიქით, ძალიან მეგობრული, მიმტევებელი და სტუმართმოყვარე ერი ვართ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ 90-იანი წლების ომის შემდგომ, აფხაზებს ქართველები გვეზიზღება, მაგრამ ასე არ არის. მე, როგორც ერთ რიგით აფხაზსა და ქვეყნის პრეზიდენტს, მინდა, საქართველო ძლიერი და მშვიდობიანი ქვეყანა იყოს, მაგრამ აფხაზები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც აღიარება მივიღეთ, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ. ეს ეხება როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ეკლესიურ ცხოვრებასო... მან რუსეთზე საუბრისას სიტყვა "მფარველის" ხსენებას თავი აარიდა და აღნიშნა, - "მეგობარი რუსეთის" დახმარებით სახელმწიფოებრივი აღიარებაც მოვიპოვეთ და ქართულ სივრცეში ვეღარასდროს დავბრუნდებითო. ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, - ვერასდროს წარმოვიდგენ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის სათავეში მე ვიქნები თუ სხვა ლიდერი. ვინც უნდა იყოს და როგორი ავტორიტეტითაც უნდა სარგებლობდეს, აფხაზი ხალხი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილსაც კი არ აპატიებსო...

- მეუფეო, ბოლოს, როდის იყავით აფხაზეთში?

- ჩემს საყვარელ კუთხეში ბოლოს 2009 წელს ვიყავი. ამ დროისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული იყო. სერგეი ბაღაფში სოხუმში იმყოფებოდა და სერგეი შამბა დამხვდა. ძალიან თბილად და გულისხმიერად მომიკითხა. მაშინ სოხუმისა და ბიჭვინთის ტაძრებში ვიყავი, სანთლები დავანთე და ვილოცე, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ერთიანი და ძლიერი ყოფილიყო, ქართველებს, აფხაზებს, ოსებსა და სხვა ერებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ეცხოვრათ. ეს მათ, ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ვუთხარი, რაზეც მხოლოდ თავაზიანად გამიღიმეს...

- სოჭის შეხვედრაზე იქ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებსა და მათ ბედზე ისაუბრეთ?

- არა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, აფხაზი სამღვდელოება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაკავშირებით ცდილობს, აფხაზურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს. პოლიტიკოსები მათ საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მცდელობას მივესალმებით, რადგან საქართველოს ეკლესიის წიაღში დაბრუნება უკვე შეუძლებელიაო. ძნელი იყო ამის მოსმენა ჩემთვის... მათ ის დრო გამახსენეს, როცა მწიფდებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. - იმ წლებში ჩვენ, აფხაზი დეპუტატები, იმას ვეხვეწებოდით საქართველოს ხელმძღვანელობას, რასაც ახლა ისინი გვთავაზობენ, - მითხრა ალექსანდრე ანქვაბმა.

- რას გულისხმობდა?

- კონფედერაციის შექმნას საქართველოს სახელმწიფოში, სადაც აფხაზეთის უფლებები კანონით იქნებოდა განსაზღვრული, - მაგრამ ქართველებმა მაშინ მასხრად აგვიგდეს, თვალსაჩინოებისთვის კი, შეგიძლიათ, 90-იანი წლების ქართულ პრესას გადაავლოთ თვალი, სადაც ამ საკითხზე ბევრი იწერებოდაო...

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზ სამღვდელოებას მოუწოდა, ქართულ ეკლესიასთან კანონის ფარგლებში ემოქმედა. რას ნიშნავს ეს განცხადება?

- რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა შეხვედრაზეც განაცხადა, რომ აფხაზურმა სამღვდელოებამ საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით არ უნდა იმოქმედოს. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიაა. მხოლოდ საბერძნეთში, კანონიერი პატრიარქის გარდა, 3-4 სასულიერო პირი ცდილობს, დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს, მაგრამ ისინი მსოფლიოს 14 ავტოკეფალიური ეკლესიის სიაში არ შემოდიან. შესაძლოა, რომელიმე მათგანმა მართლა აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს ან თუნდაც უკრაინას, ამის გაკეთების უფლება არ აქვს. მათ არც ისეთი ავტორიტეტული ეკლესიები აღიარებენ, როგორიც არიან სერბეთისა და რუმინეთის საპატრიარქოები... ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა გააკეთა რუსულმა მხარემ ეს განცხადება. თუ ჩვენ სწორი, მშვიდობიანი გზებით ვიმოქმედებთ, აფხაზების (და არა მხოლოდ აფხაზეთის) დასაბრუნებლად გამოსავალსაც ვიპოვით.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?